სპორტი
Faceამბები

6

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მეთორმეტე დღე დაიწყება 18:45-ზე, მთვარე მორიელშია – რეკომენდებულია მოლაპარაკებების წარმოება. დახმარების თხოვნა. გამოიჩინეთ ნებისყოფა, გამძლეობა, სიმტკიცე და პატიოსნება სამსახურში. გამოავლინეთ საკამათო საკითხების გადაჭრის, კონფლიქტების მოგვარების და კომპრომისებზე წასვლის უნარი. არ არის რეკომენდებული გადაჭარბებული ზრუნვა. ახალი წამოწყებები. აჩქარების და აურზაურის გამოვლინება. საუკეთესო დღეა ოჯახის შესაქმნელად. თავი უნდა შეიკავოთ უხეში საკვებისგან, კვერცხისგან, თევზისა და ხორცისგან. მთლიანად გამორიცხეთ ალკოჰოლი და ნიკოტინი. ზედა სასუნთქი გზების, გულის, ფილტვების და ღვიძლის გაწმენდის დღეა. მოუსმინეთ გულს.
მოზაიკა
სამხედრო
საზოგადოება
მსოფლიო
სამართალი
მეცნიერება
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ვითხოვ პატიებას იმ ბოროტებისთვის, რაც ქრისტიანებმა აბორიგენი ხალხის მიმართ ჩაიდინეს" - პაპმა ფრანცისკემ კანადის აბორიგენ მოსახლეობას ბოდიში მოუხადა
"ვითხოვ პატიებას იმ ბოროტებისთვის, რაც ქრისტიანებმა აბორიგენი ხალხის მიმართ ჩაიდინეს" - პაპმა ფრანცისკემ კანადის აბორიგენ მოსახლეობას ბოდიში მოუხადა

პაპ­მა ფრან­ცის­კემ კა­ნა­და­ში ვი­ზი­ტი­სას, ბუმ­ბუ­ლი­ა­ნი თავ­სა­ბუ­რა­ვი და­ი­ფა­რა, რათა სკო­ლებ­ში კა­თო­ლი­კუ­რი ეკ­ლე­სი­ის მიერ აბო­რი­გენ ბავ­შვებ­ზე ძა­ლა­დო­ბის­თვის ბო­დი­ში მო­ე­ხა­და. პაპ­მა თქვა, რომ ად­გი­ლობ­რი­ვი ხალ­ხე­ბის ქრის­ტი­ა­ნულ სა­ზო­გა­დო­ე­ბა­ში იძუ­ლე­ბით­მა ასი­მი­ლა­ცი­ამ გა­ა­ნად­გუ­რა მათი კულ­ტუ­რე­ბი და თა­ო­ბე­ბის მარ­გი­ნა­ლი­ზა­ცია გა­მო­იწ­ვია, რო­მე­ლიც დღე­საც კი იგ­რძნო­ბა.

"ვწუხ­ვარ," - უთხრა პაპ­მა ალ­ბერ­ტას ერთ-ერთ სკო­ლა­ში შეკ­რე­ბილ მკვიდ­რებს. პაპ­მა ბო­დი­ში მო­ი­ხა­და ქრის­ტი­ა­ნე­ბის მხრი­დან "კო­ლო­ნი­ზა­ტო­რუ­ლი მენ­ტა­ლი­ტე­ტის" მხარ­და­ჭე­რის­თვის და სე­რი­ო­ზუ­ლი გა­მო­ძი­ე­ბის ჩა­ტა­რე­ბის­კენ მო­უ­წო­და.

"სირ­ცხვი­ლით და თავ­მდაბ­ლო­ბით ვი­თხოვ პა­ტი­ე­ბას იმ ბო­რო­ტე­ბის­თვის, რაც ქრის­ტი­ა­ნებ­მა აბო­რი­გე­ნი ხალ­ხის მი­მართ ჩა­ი­დი­ნეს", - თქვა რო­მის პაპ­მა.

კა­ნა­და­ში მე-19 სა­უ­კუ­ნი­დან 1970-იან წლე­ბამ­დე, 150 000-ზე მეტი მკვიდ­რი ბავ­შვი იძუ­ლე­ბუ­ლი იყო სა­ხელ­მწი­ფოს მიერ და­ფი­ნან­სე­ბულ ქრის­ტი­ა­ნულ სკო­ლებ­ში ევლო, რათა ისი­ნი თა­ვი­ანთ კულ­ტუ­რას და­ე­შო­რე­ბი­ნათ. მი­ზა­ნი მათი "გაქ­რის­ტი­ა­ნე­ბა" და "სა­ზო­გა­დო­ე­ბა­ში ასი­მი­ლა­ცია" იყო. კა­ნა­დის მთავ­რო­ბამ აღი­ა­რა, რომ სკო­ლებ­ში ფი­ზი­კუ­რი და სექ­სუ­ა­ლუ­რი ძა­ლა­დო­ბა იყო გავ­რცე­ლე­ბუ­ლი და მოს­წავ­ლე­ებს მშობ­ლი­ურ ენა­ზე სა­უბ­რის გამო სცემ­დნენ. კა­ნა­დის სი­მარ­თლის და შე­რი­გე­ბის კო­მი­სი­ამ სის­ტე­მას "კულ­ტუ­რუ­ლი გე­ნო­ცი­დი" უწო­და.

გა­სუ­ლი წლის გან­მავ­ლო­ბა­ში, ყო­ფილ სკო­ლებ­ში ასო­ბით პო­ტენ­ცი­უ­რი სა­მარ­ხის აღ­მო­ჩე­ნამ სა­ერ­თა­შო­რი­სო ყუ­რა­დღე­ბა მი­ი­პყრო. ამან პაპი აი­ძუ­ლა შე­ეს­რუ­ლე­ბი­ნა ჭეშ­მა­რი­ტე­ბის კო­მი­სი­ის მო­წო­დე­ბა და კა­თო­ლი­კუ­რი ეკ­ლე­სი­ის რო­ლის­თვის კა­ნა­დის მი­წა­ზე ბო­დი­ში მო­ე­ხა­და. კა­თო­ლი­კუ­რი რე­ლი­გი­უ­რი ორ­დე­ნე­ბი კა­ნა­დის 139 სკო­ლი­დან 66-ში მუ­შა­ობ­დნენ. ვა­ტი­კა­ნი წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში ეწი­ნა­აღ­მდე­გე­ბო­და პა­პის მიერ ბო­დი­შის მოხ­დას.

წყა­რო: news.sky.com

მო­ამ­ზა­და: ანა სი­ბოშ­ვილ­მა

მკითხველის კომენტარები / 18 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
კახა
0

ხოდა და მაგას ბოდიში რას ეყოფა. 

უნდა დაბრუნდნენ ევროპელები კანადიდან და აშშ დან ევროპაში, ლათინური ამერიკის ქვეყნიდან ყველა დამპყრობელი დაბრუნდეს ესპანეთში და პორტუგალიაში, არაბები ჩრდილო აფრიკის ქვეყნებიდან, ეგვიპტიდან და ლევანტიდან დაბრუნდნენ არაბეთის ნახევანკუნძულზე და ასე შემდეგ...

თუ არა და ბოდიშის მოხდა ნიანგის ცრემლებს ჰგავს.

არ დამბლოკოთ

....
7

ეს პაპი მართლა ძლიერი პიროვნებაა

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
როგორ ცვლის ხელოვნური ინტელექტი ჩვენი ყოველდღიური ცხოვრების წესს?
ავტორი:

"ვითხოვ პატიებას იმ ბოროტებისთვის, რაც ქრისტიანებმა აბორიგენი ხალხის მიმართ ჩაიდინეს" - პაპმა ფრანცისკემ კანადის აბორიგენ მოსახლეობას ბოდიში მოუხადა

"ვითხოვ პატიებას იმ ბოროტებისთვის, რაც ქრისტიანებმა აბორიგენი ხალხის მიმართ ჩაიდინეს" - პაპმა ფრანცისკემ კანადის აბორიგენ მოსახლეობას ბოდიში მოუხადა

პაპმა ფრანცისკემ კანადაში ვიზიტისას, ბუმბულიანი თავსაბურავი დაიფარა, რათა სკოლებში კათოლიკური ეკლესიის მიერ აბორიგენ ბავშვებზე ძალადობისთვის ბოდიში მოეხადა. პაპმა თქვა, რომ ადგილობრივი ხალხების ქრისტიანულ საზოგადოებაში იძულებითმა ასიმილაციამ გაანადგურა მათი კულტურები და თაობების მარგინალიზაცია გამოიწვია, რომელიც დღესაც კი იგრძნობა.

"ვწუხვარ," - უთხრა პაპმა ალბერტას ერთ-ერთ სკოლაში შეკრებილ მკვიდრებს. პაპმა ბოდიში მოიხადა ქრისტიანების მხრიდან "კოლონიზატორული მენტალიტეტის" მხარდაჭერისთვის და სერიოზული გამოძიების ჩატარებისკენ მოუწოდა.

"სირცხვილით და თავმდაბლობით ვითხოვ პატიებას იმ ბოროტებისთვის, რაც ქრისტიანებმა აბორიგენი ხალხის მიმართ ჩაიდინეს", - თქვა რომის პაპმა.

კანადაში მე-19 საუკუნიდან 1970-იან წლებამდე, 150 000-ზე მეტი მკვიდრი ბავშვი იძულებული იყო სახელმწიფოს მიერ დაფინანსებულ ქრისტიანულ სკოლებში ევლო, რათა ისინი თავიანთ კულტურას დაეშორებინათ. მიზანი მათი "გაქრისტიანება" და "საზოგადოებაში ასიმილაცია" იყო. კანადის მთავრობამ აღიარა, რომ სკოლებში ფიზიკური და სექსუალური ძალადობა იყო გავრცელებული და მოსწავლეებს მშობლიურ ენაზე საუბრის გამო სცემდნენ. კანადის სიმართლის და შერიგების კომისიამ სისტემას "კულტურული გენოციდი" უწოდა.

გასული წლის განმავლობაში, ყოფილ სკოლებში ასობით პოტენციური სამარხის აღმოჩენამ საერთაშორისო ყურადღება მიიპყრო. ამან პაპი აიძულა შეესრულებინა ჭეშმარიტების კომისიის მოწოდება და კათოლიკური ეკლესიის როლისთვის კანადის მიწაზე ბოდიში მოეხადა. კათოლიკური რელიგიური ორდენები კანადის 139 სკოლიდან 66-ში მუშაობდნენ. ვატიკანი წლების განმავლობაში ეწინააღმდეგებოდა პაპის მიერ ბოდიშის მოხდას.

წყარო: news.sky.com

მოამზადა: ანა სიბოშვილმა