თავდაცვის ყოფილი მინისტრი თინა ხიდაშელი "ქართული ოცნების" თამჯდომარე ირაკლი კობახიძესა და "მთავარი არხის" ჟურნალისტს შორის მომხდარ ინციდენტს სოციალურ ქსელში ეხმიანება.
"მამის გამო შვილისთვის პასუხის მოთხოვნა, სახელების ძახილი და სხვა (აქ არ შევდივარ იმის გარჩევაში რა არის მართალი და რა ტყუილი მამის შესახებ) უკიდურესად დიდი ქაჯობა, უკულტურობა და უზარმაზარი მანკიერებაა ჩვენი საზოგადოების. სიმართლე გითხრათ, ეს რომ ჩვენში ჩვეულებრივ ამბად იქცა და დიდად არავის აწუხებს, უფრო ფუნდამენტური და სიღრმისეული ტრაგედია მგონია, ვიდრე მმართველი პარტიის თავმჯდომარის უზრდელობა. ის, რომ უზრდელი და თავხედია და თავს ვერ აკონტროლებს, მისი პირადი პრობლემაა, ქვეყნის ტრაგედია არ არის. ქვეყნის ტრაგედია ბიძინაა, რომელიც მას და ბევრს ისე ათამაშებს და სახეს აკარგვინებს, როგორც იმ კონკრეტულ მომენტში დასჭირდება საკუთარი სარგებლისთვის და ქვეყნის ინტერესების საწინააღმდეგოდ. მაგრამ ქვეყანაში უმრავლესობას საერთოდ არაფრად რომ მიაჩნია ეს მამაშენი "კაგებეშნიკი" იყო გაუთავებელი ძახილი, ბულინგი და დანამუსება, ამას არ ვიცი რა ეშველება. კობახიძე ხვალ აღარ იქნება პარტიის თავმჯდომარე და მისი პარტიაც აღარ იქნება და ისიც არავის გაახსენდება, თქვენ კი ასევე გააგრძელებთ ამ ამბავს, როგორც მიშას დროს, როგორც ბიძინას დროს, სწორედ მათ ტრენდზე იქნებით და არაფერი შეიცვლება. მთავარი მუდამ გვერდზე დარჩება და მეასეხარისხოვანს შევალევთ დროს და ენერგიას", - წერს ხიდაშელი "ფეისბუქში".
ინფორმაციისთვის, "ქართული ოცნების“ თავმჯდომარეს, ირაკლი კობახიძეს ჟურნალისტმა უკრაინის რადას ფრაქცია "ხალხის მსახურის“ თავმჯდომარის დავით არახამიას განცხადებებთან დაკავშირებით დაუსვა კითხვა. ჟურნალისტმა ირაკლი კობახიძეს მიმართა, რომ დავით არახამიამ გუშინდელ ინტერვიუში ისიც ახსენა და ჰკითხა "კე-გე-ბეს აგენტის შვილი არ ხართ, ბატონო ირაკლი?“ ირაკლი კობახიძემ კი ჟურნალისტს შეურაცხმყოფელი სიტყვებით მიმართა.
ასევე იხილეთ:
და რა ცოდვა აქვს ეგეთი გია კობახიძეს? მაშინ როცა დათო უსუფაშვილი კომპარტიის წევრობაზე ავსებდა ანკეტას, ეს კაცი ეროვნული მოძრაობის აქტივისტი იყო და საქართველოს დამოუკიდებლობისათვის იბრძოდა!
აი არახამიას მშობლებზე მეტად მწირი ინფორმაციაა ხელმისაწვდომი. მხოლოდ იმას წერენ რომ მამა მასწავლებელი იყო დედა კოსმეტოლოგი, მაგრამ რაც მთავარია სოხუმის დაცემის შემდეგ მათი ოჯახი საქართველოში კი არა რუსეთში წავიდა, ანუ ოკუპანტ ქვეყანაში წავიდა საცხოვრებლად. ეს იგივეა რაც ყირიმიდან, დონეცკიდან ან ლუგანსკიდან უკრაინული ოჯახი უკრაინაში კი არა რუსეთში რომ გადასახლდეს საცხოვრებლად!
მამაჩემს კომუნისტური რეჟიმი მოსწონდა, მაგრამ მე არასოდეს მომწონდა, სულ წინააღმდეგობაში ვიყავი, ნამდვილად, მამის გამო შვილი არ უნდა აგებდეს პასუხს, ჩვენ სხვა თაობის ხალხი ვართ