სამხედრო
საზოგადოება
სამართალი
სპორტი
მეცნიერება
Faceამბები
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"გალკინისთვის ნასროლი ერთი-ორი "ფეისბუქური" ქვა ალბათ მეც მომხვდება, თუ ვიტყვი, რომ ძალიან მიყვარს რუსი ებრაელების იუმორი" - თეა გვასალია მაქსიმ გალკინსა და შვილების თაობაზე
"გალკინისთვის ნასროლი ერთი-ორი "ფეისბუქური" ქვა ალბათ მეც მომხვდება, თუ ვიტყვი, რომ ძალიან მიყვარს რუსი ებრაელების იუმორი" - თეა გვასალია მაქსიმ გალკინსა და შვილების თაობაზე

რო­გორც უკვე ცნო­ბი­ლია, 15 ოქ­ტომ­ბერს, სპორ­ტის სა­სახ­ლე­ში მაქ­სიმ გალ­კი­ნი კონ­ცერტს გა­მარ­თავს. ბი­ლე­თე­ბის გა­ყიდ­ვა უკვე და­ი­წყო და მისი ფასი 50-დან 500 ლა­რამ­დე მერ­ყე­ობს. ჟურ­ნა­ლის­ტი და მთარ­გმნე­ლი თეა გვა­სა­ლია სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში ცნო­ბი­ლი იუ­მო­რის­ტის სტუმ­რო­ბას ეხ­მა­უ­რე­ბა.

"გავ­ხსე­ნი "ფე­ის­ბუ­ქი" და რას ვხე­დავ, მაქ­სიმ გალ­კი­ნი ქარ­თუ­ლად მე­პა­ტი­ჟე­ბა თა­ვის კონ­ცერ­ტზე. 15 ოქ­ტომ­ბერს თბი­ლის­ში ვიქ­ნე­ბი და კარ­გი დრო გა­ვა­ტა­როთ ერ­თა­დო. სა­ნამ ერი ორად გა­ვი­ყო­ფით და თა­ვებს გა­ვუ­ხეთ­ქავთ ერ­თმა­ნეთს უნდა ჩა­მო­დი­ო­დეს თუ არა პუ­გა­ჩო­ვას ქმა­რი სა­ქარ­თვე­ლო­ში, იუ­მო­რის­ტუ­ლი მო­ნო­ლო­გე­ბის წა­სა­კი­თხად, შე­მამ­სუ­ბუ­ქე­ბელ გა­რე­მო­ე­ბად გა­ვით­ვა­ლის­წი­ნოთ, რომ კონ­ცერ­ტი­დან შე­მო­სულ თან­ხას უკ­რა­ი­ნე­ლებს გა­და­უ­რი­ცხავს.

გალ­კი­ნის­თვის ნას­რო­ლი ერთი-ორი "ფე­ის­ბუ­ქუ­რი" ქვა ალ­ბათ მეც მომ­ხვდე­ბა, თუ ვი­ტყვი, რომ ძა­ლი­ან მიყ­ვარს რუსი ებ­რა­ე­ლე­ბის იუ­მო­რი და სა­ერ­თო­დაც, რაც ჟვა­ნეც­კის რუ­სე­ბის­თვის აქვს და­ცი­ნუ­ლი თა­ვის მო­ნო­ლო­გებ­ში, ერთი პა­ტა­რა ბი­უს­ტი კი ეკუთ­ვნის ჩვენ­გან. მე, გალ­კი­ნის სა­ნა­ხა­ვად 500 ლა­რის გა­დამ­ხდე­ლი არ ვარ, ჩემ­მა შვი­ლებ­მა არც გალ­კი­ნი იცი­ან ვინ არის, არც პუ­გა­ჩო­ვას ნამ­ღე­რი მო­უს­მე­ნი­ათ და რუ­სუ­ლიც ძნელ და უინ­ტე­რე­სო ენად ეჩ­ვე­ნე­ბათ.

თა­ვი­ანთ საქ­მე­ებ­ზე ერ­თმა­ნეთ­ში ინ­გლი­სუ­რად ლა­პა­რა­კო­ბენ, სხვებ­მა რომ ვერ გა­ი­გონ და ვი­ღაც გა­ურ­კვე­ველ (ჩემ­თვის) "იუ­თუ­ბე­რებს" და ლო­ლის მო­თა­მა­შე­ებს და კო­მენ­ტა­ტო­რებს უკე­თე­სად იც­ნო­ბენ, ვიდ­რე ილ­ფის და პეტ­რო­ვის პერ­სო­ნა­ჟებს. არ­ცაა გა­საკ­ვი­რი. მე და ისი­ნი სხვა­დას­ხვა სა­უ­კუ­ნე­ში, სხვა­დას­ხვა ქვე­ყა­ნა­ში და­ვი­ბა­დეთ და სა­უ­კე­თე­სო გა­მო­სა­ვა­ლი ერ­თმა­ნე­თის გე­მოვ­ნე­ბის პა­ტი­ვის­ცე­მა და მშვი­დო­ბი­ა­ნად თა­ნა­არ­სე­ბო­ბაა და როცა ჩემი თა­ო­ბა დი­ნო­ზავ­რე­ბი­ვით გა­და­შენ­დე­ბა, ესე­ნი პუშ­კინს და ტოლსტო­ის ინ­გლი­სუ­რად წა­ი­კი­თხა­ვენ, რო­გორც ეს ელე­ნემ გა­ა­კე­თა. მაგ­რამ ინ­გლი­სურს ვინ ჩი­ვის, საქ­მე ისე მი­დის, რომ მე­ში­ნია ამა­თი შვი­ლიშ­ვი­ლე­ბის­თვის ყვე­ლა­ზე სა­ჭი­რო და გა­მო­სა­დე­გი ენა ჩი­ნუ­რი მან­და­რი­ნი არ გახ­დეს", - წერს თეა გვა­სა­ლია.

იხი­ლეთ ასე­ვე:

მკითხველის კომენტარები / 31 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
!
1

ჩინური მანდარინის რა გითხრათ, მაგრამ, ქართულს რომ უცხო ენასავით შეისწავლიან, ეგ ნამდვილად ვიცი... ისიც, უკეთეს შემთხვევაში

ვოოტ
3

გაიხარეთ სიმართლის თქმისთვის, ქ-ნო თეა და მთელი ,,კამაზი,, ქვაც რომ დამაცალონ, უფრო მეტსაც გეტყვით - ებრაული უბრალოდ ზედმეტია, რადგან თუკი რუსებს იუმორი გააჩნიათ, უკლებლივ არარუსი ხალხების დამსახურებაა და ჩვენ რომ ცნობილი რუსი კომიკოსები გვგონია რუსული გვარებით, მათი აბსოლუტური უმრავლესობა ებრაული წარმოშობისაა... ამქვეყნიურ ამაოებას ებრაელები ტრადიციულ სიბრძნესთან ერთად იუმორითაც ებრძოდნენ, რუსებს კი საკუთარი არც სიბრძნე სჭირდებოდათ და არც იუმორი, - თუმცა სხვისას ყოველთვის აფასებდნენ, რადგან ერთის ძალაც კარგად იცოდნენ და მეორესაც....

რუბრიკის სხვა სიახლეები
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
კონექტიკურის ქუჩებში პატარა სელაპი იპვეს
ავტორი:

"გალკინისთვის ნასროლი ერთი-ორი "ფეისბუქური" ქვა ალბათ მეც მომხვდება, თუ ვიტყვი, რომ ძალიან მიყვარს რუსი ებრაელების იუმორი" - თეა გვასალია მაქსიმ გალკინსა და შვილების თაობაზე

"გალკინისთვის ნასროლი ერთი-ორი "ფეისბუქური" ქვა ალბათ მეც მომხვდება, თუ ვიტყვი, რომ ძალიან მიყვარს რუსი ებრაელების იუმორი" - თეა გვასალია მაქსიმ გალკინსა და შვილების თაობაზე

როგორც უკვე ცნობილია, 15 ოქტომბერს, სპორტის სასახლეში მაქსიმ გალკინი კონცერტს გამართავს. ბილეთების გაყიდვა უკვე დაიწყო და მისი ფასი 50-დან 500 ლარამდე მერყეობს. ჟურნალისტი და მთარგმნელი თეა გვასალია სოციალურ ქსელში ცნობილი იუმორისტის სტუმრობას ეხმაურება.

"გავხსენი "ფეისბუქი" და რას ვხედავ, მაქსიმ გალკინი ქართულად მეპატიჟება თავის კონცერტზე. 15 ოქტომბერს თბილისში ვიქნები და კარგი დრო გავატაროთ ერთადო. სანამ ერი ორად გავიყოფით და თავებს გავუხეთქავთ ერთმანეთს უნდა ჩამოდიოდეს თუ არა პუგაჩოვას ქმარი საქართველოში, იუმორისტული მონოლოგების წასაკითხად, შემამსუბუქებელ გარემოებად გავითვალისწინოთ, რომ კონცერტიდან შემოსულ თანხას უკრაინელებს გადაურიცხავს.

გალკინისთვის ნასროლი ერთი-ორი "ფეისბუქური" ქვა ალბათ მეც მომხვდება, თუ ვიტყვი, რომ ძალიან მიყვარს რუსი ებრაელების იუმორი და საერთოდაც, რაც ჟვანეცკის რუსებისთვის აქვს დაცინული თავის მონოლოგებში, ერთი პატარა ბიუსტი კი ეკუთვნის ჩვენგან. მე, გალკინის სანახავად 500 ლარის გადამხდელი არ ვარ, ჩემმა შვილებმა არც გალკინი იციან ვინ არის, არც პუგაჩოვას ნამღერი მოუსმენიათ და რუსულიც ძნელ და უინტერესო ენად ეჩვენებათ.

თავიანთ საქმეებზე ერთმანეთში ინგლისურად ლაპარაკობენ, სხვებმა რომ ვერ გაიგონ და ვიღაც გაურკვეველ (ჩემთვის) "იუთუბერებს" და ლოლის მოთამაშეებს და კომენტატორებს უკეთესად იცნობენ, ვიდრე ილფის და პეტროვის პერსონაჟებს. არცაა გასაკვირი. მე და ისინი სხვადასხვა საუკუნეში, სხვადასხვა ქვეყანაში დავიბადეთ და საუკეთესო გამოსავალი ერთმანეთის გემოვნების პატივისცემა და მშვიდობიანად თანაარსებობაა და როცა ჩემი თაობა დინოზავრებივით გადაშენდება, ესენი პუშკინს და ტოლსტოის ინგლისურად წაიკითხავენ, როგორც ეს ელენემ გააკეთა. მაგრამ ინგლისურს ვინ ჩივის, საქმე ისე მიდის, რომ მეშინია ამათი შვილიშვილებისთვის ყველაზე საჭირო და გამოსადეგი ენა ჩინური მანდარინი არ გახდეს", - წერს თეა გვასალია.

იხილეთ ასევე: