ავტორი:

"ათასად კაცი დაფასდა, ათიათასად - ზრდილობა!" ვგმობ ბატონი ირაკლი კობახიძის უკადრის საქციელს" - სალომე ზურაბიშვილი განცხადებას ავრცელებს

"ათასად კაცი დაფასდა, ათიათასად - ზრდილობა!" ვგმობ ბატონი ირაკლი კობახიძის უკადრის საქციელს" - სალომე ზურაბიშვილი განცხადებას ავრცელებს

"ათასად კაცი დაფასდა, ათიათასად - ზრდილობა!" ვგმობ ბატონი ირაკლი კობახიძის უკადრის საქციელს" - ასე ეხმაურება პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი პარტია "ქართული ოცნების" თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის მიმართვას ჟურნალისტისადმი.

ზურაბიშვილი შესაბამის განცხადებას "ფეისბუქის" ოფიციალურ გვერდზე აქვეყნებს.

"კატეგორიულად ვგმობ ბატონი ირაკლი კობახიძის უკადრის საქციელს. ასეთი გამოსვლა არ ეკადრება ამ ქვეყანას, არ ეკადრება ჩვენს კულტურას, არ ეკადრება ჩვენს ტრადიციებს, არ ეკადრება ჩვენს ზრდილობას."ათასად კაცი დაფასდა, ათიათასად - ზრდილობა!"

ეს მხოლოდ და მხოლოდ პოლიტიკურ სისუსტეს ამჟღავნებს!" - წერს პრეზიდენტი.

  • ინფორმაციისთვის, "ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძეს ჟურნალისტმა უკრაინის რადას ფრაქცია "ხალხის მსახურის“ თავმჯდომარის დავით არახამიას განცხადებებთან დაკავშირებით დაუსვა კითხვა. ჟურნალისტმა ირაკლი კობახიძეს მიმართა, რომ დავით არახამიამ ინტერვიუში ისიც ახსენა და ჰკითხა "კაგებეს აგენტის შვილი არ ხართ, ბატონო ირაკლი?“ ირაკლი კობახიძემ კი ჟურნალისტს უპასუხა:"კაგებეშნიკი არის მამათქვენი, ეს შემიძლია გითხრათ... სირცხვილია, სახე დაკარგეთ... ნუ კანკალებ, სახე დაკარგე.

შენც ხარ დავით არახამია, როგორც არახამია არ არის კაცი, ისე შენც არ ხარ ქალი. სახე დაკარგე, თავი დაკარგე, პოლიტიკა ამად გიღირს? სირცხვილია.... "ნაცმოძრაობის" გულისთვის სახე დაკარგე. ქალი აღარ ხარ რა... ქალის სახე დაკარგე... რომ ლაპარაკობ, პირი მოიწმინდე... სააკაშვილივით გაქვს პირი, დაემსგავსე ყველაფრით შენს ბელადს. სააკაშვილს ჰგავხარ პირითაც... სამარცხვინო შენ...გულისამრევია“,- მიმართა კობახიძემ "მთავარი არხის“ ჟურნალისტს.