ავტორი:

"რაც დღეს ირაკლი კობახიძემ აკადრა ახალგაზრდა ჟურნალისტს, კატასტროფაა, ფსკერია" - ინგა გრიგოლია

"რაც დღეს ირაკლი კობახიძემ აკადრა ახალგაზრდა ჟურნალისტს, კატასტროფაა, ფსკერია" - ინგა გრიგოლია

"ქალი აღარ ხარ რა. ქალის სახე დაკარგე... რომ ლაპარაკობ, პირი მოიწმინდე" - ასე მიმართა დღეს პარტია "ქართული ოცნების" თავმჯომდარე ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტ ნატაშკა ჯახუტაშვილს.

  • კობახიძის მხრიდან ჟურნალისტის მიმართ ამგვარ დამოკიდებულებას საზოგადოების მხრიდან მწვავე კრიტიკა მოჰყვა. აღნიშნულ თემასთან დაკავშირებით "ფეისბუქში" პოსტს აქვეყნებს ტელეწამყვანი ინგა გრიგოლია.

"ჟურნალისტის მოვალეობაა დასვას კითხვა, ხელისუფლების მოვალეობაა, თუნდაც მისთვის ძალიან გასაბრაზებელ თემაზე, გააკეთოს კომენტარი ან არ გააკეთოს(მისი ნებაა).

რაც დღეს ირაკლი კობახიძემ აკადრა ახალგაზრდა ჟურნალისტს,არის კატასტროფა. ფსკერი. ყველაფერზე წამსვლელი ხელისუფალის ისტერიკა! . Natashka Jakhutashvili ჩემი სოლიდარობა შენ და დიდება შენს მოთმინებას!" - წერს გრიგოლია.