ავტორი:

"ნიგვზიან ბადრიჯნამდე" ნუ დაიყვანთ თქვენს კულტურას!" - გიორგი გასვიანი ირაკლი მაქაცარიასა და ლიზა ჩიჩუას ქორწილის სკანდალზე

"ნიგვზიან ბადრიჯნამდე" ნუ დაიყვანთ თქვენს კულტურას!" - გიორგი გასვიანი ირაკლი მაქაცარიასა და ლიზა ჩიჩუას ქორწილის სკანდალზე

ირაკლი მაქაცარიასა და ლიზა ჩიჩუას ქორწილის გარშემო სოციალურ ქსელში აჟიოტაჟი არ წყდება. მას შემდეგ, რაც მედიაში პატარძლისა და ნეფის ჩაცმულობისა თუ ცეკვის ყველა დეტალი გაირჩა, სოციალურ ქსელში გამოჩნდა ფოტოგრაფი, დავით ჭალიძე, რომელმაც დაწერა, რომ ქორწილში, რომელზეც მთელი თბილისი ლაპარაკობდა, ფოტოგრაფებსა და ოპერატორებს არ გაუმასპინძლდნენ. მართალია, მოგვიანებით სტატუსი წაშალა, მაგრამ მეორე დღეა, რაც სოციალურ ქსელში სტატუსების დიდი ნაწილი, "მშიერ ფოტოგრაფებს ეძღვნება."

აღნიშნულ თემას მაქაცარია-ჩიჩუას ქორწილის ორგანიზატორი რუსკა გვარამაძე გამოეხმაურა და თქვა, რომ ის ადამიანი, ვინც დაწერა, რომ ფოტოგრაფები და ოპერატორები ქორწილში მშიერი დატოვეს, იმ დღეს იქ საერთოდ არ ყოფილა.

  • ქორწილის და ფოტოგრაფების შესახებ სოციალურ ქსელში წერს მსახიობი და ტელეწამყვანი გიორგი გასვიანიც:

"ჩვენ, ტელევიზიის წამყვანები, ყველანი ძალიან ვმეგობრობთ ფოტოგრაფებთან, ოპერატორებთან და ყველა იმ ადამიანთან, ვინც კადრს მიღმა მუშაობს! არასოდეს ვიშურებთ მათ მიმართ სოც ქსლში, გადაცემებში, სუფრასთან და ცხოვრებაშიც იცით რას? - სიტყვა "ყურადღება" ცოტაა იმასთან შედარებით რასაც ჩვენი ურთიერთობები ჰქვია!!

სახლში როცა მოდიან გადაღებაზე, პირველი რასაც ვაკეთებთ გემრიელობებს ვამზადებთ, ან ვუკვეთავთ, რომ ოპერატორებს დავხვდეთ მასპინძლურად!! წამყვანები კამერებსაც დავათრევთ ხოლმე, როცა ოპერატორები ან ფოტოგრაფები იღლებიან.. ყავასაც ვუდუღებთ და ჩვენი მანქანებითაც ვემსახურებით! და ეს ასეც უნდა იყოს.. ეს ბუნებრივი თანაცხოვრებაა!!

"ტელევიზიონშიკებისთვის" ოპერატორი ტელევიზიის ღერძია და ამაში ითვლება ნებისმიერი ფოტოგრაფი, რომელიც ბედნიერ დღეებს გვილამაზებს და კადრში ასახავს!

მაგრამ აი ის ყველაფერი, რაც დაატრიალეს სოც. ქსელში - არის ერთი დიდი სიყალბე.. აგორებული მიზანმიმართული დისკრედიტაცია და ცილისწამება!!! ნუ აყვებით ასეთ სიმდაბლეს!!! პატივი ვცეთ ერთმანეთს და ჩვენს სფეროს, თუ საქმიანობას!!

"ნიგვზიან ბადრიჯნამდე" ნუ დაიყვანთ თქვენს კულტურას! ადამიანებს ამ ბედნიერ დღეებს მაინც ვერ გაუფუჭებთ რაც არ უნდა ეცადოთ! იქ ფოტოგრაფების გარდა, მომღერლებიც შრომობდნენ და სხვებიც. ოჯახის წევრებიც სხვათაშორის!!

მსგავს რამეს ამ ქორწილში ადგილი არ ჰქონია, რასაც ახლა აბრალებენ!!

ირაკლის და მის ოჯახს თუკი რაიმე კუთხით ვიცნობ, ეს არის ყურდღების მიქცევა, ტრადიციული ზრდიალობიანი ოჯახია!! მათ ასეთი რამეები არ ეშლებათ კი არა და პირიქით! ლიზა რაც გავიცანი, ვფიქრობ ასეთი ყურადღებიანი ადამიანიც იშვიათად მეგულება!! (მარიტა დამემოწმება როგორი ყურადღებიანი ოქროს გოგოა ლიზა)

პ.ს. საოცრად ლამაზი და ბედნიერი ქორწილი იყო, ირაკლის და ლიზას ვუსურვებ დიდ ბედნიერებას!" - წერს გიორგი გასვიანი.