სპორტი
სამხედრო
პოლიტიკა

26

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის ოცდამეშვიდე დღე დაიწყება 06:43-ზე, მთვარე თევზებში გადავა 23:28-ზე კარგი დღეა ახალი საქმეების დასაწყებად. შანსი მოგეცემათ მოაგვაროთ ძველი პრობლემები. კარგი დღეა ბიზნესისა და სავაჭრო საქმეებისთვის; უფროს თაობასთან ურთიერთობისთვის, მათგან რჩევის მიღება. ურთიერთობის, საქმეების გარჩევას არ გირჩევთ. კარგი დღეა საქმიანობის, სამუშაო ადგილის შესაცვლელად. კარგია მოგზაურობის დაწყება. მცირე ფიზიკური დატვირთვა არ გაწყენთ, კარგი დღეა საოჯახო საქმეების შესასრულებლად. მოერიდეთ დიდი რაოდენობით სითხის, განსაკუთრებით ალკოჰოლის მიღებას. გაუფრთხილდით ფეხებს.
მსოფლიო
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
კონფლიქტები
სამართალი
საზოგადოება
მეცნიერება
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
სოზარ სუბარის, დიმიტრი ხუნდაძისა და მიხეილ ყაველაშვილის მორიგი ეპისტოლე - ბრალდებები არა მხოლოდ ელჩის, არამედ ქვეყნის სტარტეგიული პარტნიორის, აშშ-ის მისამართით
სოზარ სუბარის, დიმიტრი ხუნდაძისა და მიხეილ ყაველაშვილის მორიგი ეპისტოლე - ბრალდებები არა მხოლოდ ელჩის, არამედ ქვეყნის სტარტეგიული პარტნიორის, აშშ-ის მისამართით

თქვე­ნი გან­ცხა­დე­ბე­ბი­დან და დუ­მი­ლი­დან შემ­დე­გი მყა­რი დას­კვნე­ბი შეგ­ვიძ­ლია გა­მო­ვი­ტა­ნოთ: თქვენ არა­თუ არ ემიჯ­ნე­ბით ომის­კენ მი­მარ­თულ რი­ტო­რი­კას, არა­მედ მხარს უჭერთ და თა­ვად აღ­ვი­ვებთ მას, თქვენ თა­ნა­უგ­რძნობთ ბა­კუ­რი­ა­ნის რე­ვო­ლუ­ცი­ურ შეკ­რე­ბას და იზი­ა­რებთ მთავ­რო­ბის გა­დად­გო­მი­სა და ტექ­ნი­კუ­რი მთავ­რო­ბის ფორ­მი­რე­ბის მო­თხოვ­ნას, თქვენ ადას­ტუ­რებთ სა­სა­მარ­თლოს და­მო­უ­კი­დებ­ლო­ბა­ში ჩა­რე­ვას და მე­ტიც, იწო­ნებთ მას, თქვენ შეხ­ვდით ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვილს 24 თე­ბერ­ვლის შემ­დეგ და რა გზავ­ნი­ლიც გექ­ნე­ბო­დათ მის­თვის გა­და­სა­ცე­მი, რთუ­ლი გა­მო­საც­ნო­ბი არაა - ის ფაქ­ტი, რომ სა­ხელ­მწი­ფო დე­პარ­ტა­მენ­ტის პრესს­პი­კე­რის დო­ნე­ზე თქვე­ნი დაც­ვა გა­და­წყდა, ჩვენ ერთ და­მა­ტე­ბით ინ­ფორ­მა­ცი­ას გვაწ­ვდის, რომ ყვე­ლა­ფე­რი, რა­საც თქვენ აკე­თებთ, არა თქვე­ნი პერ­სო­ნა­ლუ­რი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბე­ბი, არა­მედ სა­ქარ­თვე­ლოს მი­მართ ამე­რი­კის დღე­ვან­დე­ლი სტრა­ტე­გი­აა, - ამის შე­სა­ხებ აღ­ნიშ­ნუ­ლია მო­რიგ ღია წე­რილ­ში, რომ­ლი­თაც პარ­ლა­მენ­ტის წევ­რე­ბი სო­ზარ სუ­ბა­რი, დი­მიტ­რი ხუნ­და­ძე და მი­ხე­ილ ყა­ვე­ლაშ­ვი­ლი აშშ-ის ელჩს კელი დეგ­ნანს მი­მარ­თა­ვენ.

ერ­თობ­ლივ წე­რილ­ში ნათ­ქვა­მია, რომ ნამ­დვი­ლი პარტნი­ო­რე­ბი, რომ­ლე­ბიც პა­ტივს სცე­მენ მე­გო­ბარ ხალ­ხს, სა­ხელ­მწი­ფოს, მის სუ­ვე­რე­ნი­ტეტს და ინ­სტი­ტუ­ტებს, ასე არ იქ­ცე­ვი­ან.

"უკვე ორ კვი­რა­ზე მეტი გა­ვი­და მას შემ­დეგ, რაც მოგ­მარ­თეთ ღია წე­რი­ლით და რამ­დე­ნი­მე კი­თხვით, რო­მე­ლიც ქარ­თუ­ლი სა­ზო­გა­დო­ე­ბის გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი ინ­ტე­რე­სის სა­გა­ნია. თუმ­ცა, სამ­წუ­ხა­როდ, არც ერთ ჩვენს კი­თხვა­ზე პა­სუ­ხი არ მიგ­ვი­ღია.

კი­დევ ერთხელ გან­ვმარ­ტავთ, რომ ჩვენს მიერ კი­თხვე­ბის დას­მის მი­ზა­ნი არა აშშ-ზე თავ­დას­ხმა, არა­მედ სწო­რედ მისი და­დე­ბი­თი იმი­ჯი­სა და რე­პუ­ტა­ცი­ის დაც­ვა გახ­ლდათ. ჩვენ­თვის მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი იყო, ქარ­თულ სა­ზო­გა­დო­ე­ბას არ და­ე­კარ­გა ნდო­ბა სტრა­ტე­გი­უ­ლი პარტნი­ო­რის მი­მართ და ეჭ­ვის დო­ნე­ზეც კი არ და­ეშ­ვა, რომ მისი მი­ზა­ნი ხე­ლი­სუფ­ლე­ბა­ში "ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის“ დაბ­რუ­ნე­ბა და უკ­რა­ი­ნა­ში რუ­სუ­ლი სამ­ხედ­რო აგ­რე­სი­ის შე­და­რე­ბით უკეთ შე­სა­კა­ვებ­ლად, სა­ქარ­თვე­ლოს მე­ო­რე ფრონ­ტად ქცე­ვაა. ვფიქ­რობ­დით, რომ ამ­გვა­რი ეჭ­ვის გაღ­რმა­ვე­ბის შემ­თხვე­ვა­ში, და­სავ­ლუ­რი ინ­სტი­ტუ­ტე­ბის მი­მართ სა­ზო­გა­დო­ე­ბის მა­ღალ ნდო­ბას, რომ­ლის გამ­ყა­რე­ბა­შიც სა­ქარ­თვე­ლოს მოქ­მედ ხე­ლი­სუფ­ლე­ბას გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი წვლი­ლი მი­უ­ძღვის, უმ­ძი­მე­სი ზი­ა­ნი მი­ად­გე­ბო­და. ჩვე­ნი უმ­თავ­რე­სი მი­ზა­ნი სწო­რედ აშშ-ს მი­მართ სა­ზო­გა­დო­ე­ბის ნდო­ბის შერ­ყე­ვის თა­ვი­დან აცი­ლე­ბა და და­სავ­ლუ­რი ინ­სტი­ტუ­ტე­ბის რე­პუ­ტა­ცი­უ­ლი ზი­ა­ნის პრე­ვენ­ცია იყო. სწო­რედ ამი­ტომ მი­ვიჩ­ნი­ეთ თავი ვალ­დე­ბუ­ლად, თქვენ­თვის დაგ­ვეს­ვა რამ­დე­ნი­მე შე­კი­თხვა, რო­მელ­ზეც, შე­უ­რა­ცხყო­ფის ნაც­ვლად, მკა­ფიო პა­სუ­ხე­ბის მი­ღე­ბას ვე­ლო­დით.

კი­დევ ერთხელ შე­გახ­სე­ნებთ აღ­ნიშ­ნუ­ლი შე­კი­თხვე­ბის ში­ნა­არსს:

1. ჩვენ გვა­ინ­ტე­რე­სებ­და, ემიჯ­ნე­ბო­დით თუ არა ქარ­თვე­ლი რა­დი­კა­ლე­ბის, მათი უცხო­ე­ლი ლო­ბის­ტე­ბი­სა და უკ­რა­ი­ნის ხე­ლი­სუფ­ლე­ბის უმაღ­ლე­სი რან­გის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბის რი­ტო­რი­კას, რო­მე­ლიც სა­ქარ­თვე­ლო­ში მე­ო­რე ფრონ­ტის გახ­სნის­კენ იყო მი­მარ­თუ­ლი (სა­თი­თა­ოდ აღარ გა­ვიხ­სე­ნებთ გი­გა­უ­რის, ლომ­ჯა­რი­ას, უსუ­ფაშ­ვი­ლის, მარ­გვე­ლაშ­ვი­ლის, ჩერ­გო­ლე­იშ­ვი­ლის, ჭი­ა­ბე­რაშ­ვი­ლის, მშვილ­და­ძის, სა­ნა­ი­ას, პო­დო­ლი­ა­კის, არეს­ტო­ვი­ჩის, გონ­ჩა­რენ­კოს, და­ნი­ლო­ვის, არა­ხა­მი­ას, კა­სი­ა­ნო­ვის, ილ­ვე­სის და სხვე­ბის პირ­და­პირ თუ ირიბ მო­წო­დე­ბებ­სა და გან­ცხა­დე­ბებს, რომ­ლე­ბიც სა­ქარ­თვე­ლო­ში ომის იდე­ის მომ­წი­ფე­ბას ისა­ხავ­და მიზ­ნად; აღარ გა­ვიხ­სე­ნებთ არც სან­ქცი­ე­ბის და­წე­სე­ბას­თან და მო­ხა­ლი­სე­ე­ბის გაგ­ზავ­ნას­თან და­კავ­ში­რე­ბულ უმ­ძი­მეს პრო­ვო­კა­ცი­ებს; აღარ გა­ვიხ­სე­ნებთ არც ზე­ლენ­სკის მიერ ელ­ჩის გაწ­ვე­ვას სან­ქცი­ე­ბის არ­და­წე­სე­ბი­სა და მო­ხა­ლი­სე­ე­ბის არ­გაგ­ზავ­ნის გამო). ქალ­ბა­ტო­ნო ელჩო, ჩვენს მიერ ჩა­მოთ­ვლილ ფაქ­ტებს თქვენ ტყუ­ი­ლი უწო­დეთ, თუმ­ცა, ჩვენს მიერ ნახ­სე­ნე­ბი ყვე­ლა გან­ცხა­დე­ბა სა­ჯა­რო სივ­რცე­ში გა­კეთ­და და ისი­ნი მე­დი­ამ ფარ­თო­დაც გა­ა­შუ­ქა. შე­კი­თხვა­ზე პა­სუ­ხის არ­გა­ცე­მით, თქვენ დაგ­ვი­ტო­ვეთ ერ­თა­დერ­თი დას­კვნის გა­მო­ტა­ნის სა­შუ­ა­ლე­ბა, რომ ომის რი­ტო­რი­კას არა­თუ არ ემიჯ­ნე­ბით, არა­მედ მისი წა­ხა­ლი­სე­ბა თქვე­ნი პრინ­ცი­პუ­ლი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბაა. ჩვე­ნი ღია წე­რი­ლის გა­მოქ­ვეყ­ნე­ბის შემ­დეგ ნინო ლომ­ჯა­რი­ას­თან თქვე­ნი დე­მონ­სტრა­ცი­უ­ლი შეხ­ვედ­რაც ამის უტყუ­ა­რი მტკი­ცე­ბუ­ლე­ბაა. ჩვე­ნი ეს ლო­გი­კუ­რი დას­კვნა თა­ვად ლომ­ჯა­რი­ა­მაც და­ა­დას­ტუ­რა, რო­დე­საც თქვა, რომ თქვე­ნი შეხ­ვედ­რა მის­თვის მხარ­და­ჭე­რის ღიად და­ფიქ­სი­რე­ბას ისა­ხავ­და მიზ­ნად. ლომ­ჯა­რი­ას­თან შეხ­ვედ­რით ქარ­თულ სა­ზო­გა­დო­ე­ბას თქვენ ღიად უთხა­რით, რომ სა­ქარ­თვე­ლოს მიერ სან­ქცი­ე­ბის არ­და­წე­სე­ბა­სა და სა­ქარ­თვე­ლო­ში "ბომ­ბე­ბის ცე­ცხლს“ შო­რის უპი­რა­ტე­სო­ბას თქვენც სა­ქარ­თვე­ლო­ში ბომ­ბე­ბის ცე­ცხლს ანი­ჭებთ. ალ­ბათ, ხვალ კი­დევ ერთ თქვენს ფა­ვო­რიტს, ეკა გი­გა­ურ­საც შეხ­ვდე­ბით, რო­მელ­მაც სათ­ქმე­ლი კი­დევ უფრო ნათ­ლად გა­მო­ხა­ტა და გა­ნა­ცხა­და, "რუ­სე­თი ომს აგებს უკ­რა­ი­ნა­ში, იქ არ ყოფ­ნის რე­სურ­სი, ამი­ტომ ვერ და­ი­წყებს ყვე­ლა მი­მარ­თუ­ლე­ბით სა­ო­მარ მოქ­მე­დე­ბებს და ყვე­ლა­ფე­რი უნდა გა­ვა­კე­თოთ, რათა ეს შე­საძ­ლებ­ლო­ბის ფან­ჯა­რა გა­მო­ვი­ყე­ნო­თო“. აქვე გა­ვიხ­სე­ნებთ, რომ ორი­ო­დე დღის წინ თქვენ ნი­შან­დობ­ლი­ვი გან­ცხა­დე­ბა გა­ა­კე­თეთ - "რო­გორც არას­დროს, მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია, რომ ახლა სა­ქარ­თვე­ლო და უკ­რა­ი­ნა იყოს ერ­თი­ა­ნი რუ­სუ­ლი აგ­რე­სი­ის წი­ნა­აღ­მდე­გო“. ომის რი­ტო­რი­კის ღია მხარ­და­ჭე­რის ფონ­ზე, ეს ფრა­ზა სა­ბო­ლო­ოდ ამ­ყა­რებს ჩვენს რწმე­ნას, რომ რა­დი­კა­ლე­ბის მიერ წარ­მო­ე­ბუ­ლი კამ­პა­ნი­ის მხარ­და­ჭე­რა არა თქვე­ნი პო­ლი­ტი­კუ­რი სუ­ბი­ექ­ტი­ვიზ­მის, არა­მედ წი­ნას­წარ მო­ფიქ­რე­ბუ­ლი გეგ­მის გა­მო­ხა­ტუ­ლე­ბაა;

2. ჩვე­ნი მო­რი­გი შე­კი­თხვა ბა­კუ­რი­ა­ნის შეკ­რე­ბას შე­ე­ხე­ბო­და. გვა­ინ­ტე­რე­სებ­და, ემიჯ­ნე­ბო­დით თუ არა ამ შეკ­რე­ბას, სა­დაც რა­დი­კა­ლუ­რი ოპო­ზი­ცი­ი­სა და მას­თან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი ენ­ჯე­ო­ე­ბი­სა და მე­დი­ა­სა­შუ­ა­ლე­ბე­ბის წარ­მო­მად­გენ­ლებს ამე­რი­კი­დან ჩა­მო­სუ­ლი პი­ტერ აკერ­მა­ნი რე­ვო­ლუ­ცი­ის მო­წყო­ბა­ში ატ­რე­ნინ­გებ­და. ასე­ვე გვა­ინ­ტე­რე­სებ­და, ემიჯ­ნე­ბო­დით თუ არა ბა­კუ­რი­ა­ნის შეკ­რე­ბის მო­ნა­წი­ლე­თა მიერ მოგ­ვი­ა­ნე­ბით და­ყე­ნე­ბულ მო­თხოვ­ნას ლე­გი­ტი­მუ­რად არ­ჩე­უ­ლი მთავ­რო­ბის გა­დად­გო­მი­სა და ე.წ. ტექ­ნი­კუ­რი მთავ­რო­ბის ფორ­მი­რე­ბის შე­სა­ხებ. ამ კი­თხვა­ზე პა­სუ­ხის მოს­მე­ნა სა­ზო­გა­დო­ე­ბის­თვის გან­სა­კუთ­რე­ბით მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი იყო იმის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით, რომ იმ ადა­მი­ა­ნე­ბის უმ­რავ­ლე­სო­ბა, რომ­ლებ­მაც სცე­ნი­დან აღ­ნიშ­ნუ­ლი მო­თხოვ­ნა წა­მო­ა­ყე­ნეს, ამე­რი­კე­ლი გა­და­სა­ხა­დის გა­დამ­ხდე­ლის ფუ­ლით ფი­ნანსდე­ბა. თუმ­ცა, ამ კი­თხვებ­ზე თქვე­ნი პა­სუ­ხი არ მოგ­ვის­მე­ნია, რა­საც იმის დას­ტუ­რად აღ­ვიქ­ვამთ, რომ, სამ­წუ­ხა­როდ, ბა­კუ­რი­ა­ნის შეკ­რე­ბა­საც ქმე­დი­თად თა­ნა­უგ­რძნობ­დით და მთავ­რო­ბის გა­დად­გო­მი­სა და ე.წ. ტექ­ნი­კუ­რი მთავ­რო­ბის შექ­მნის მო­თხოვ­ნა­საც მხარს უჭერ­დით;

3. რო­გორც მო­გეხ­სე­ნე­ბათ, ჯერ "ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის“ კუთ­ვნი­ლი ტე­ლე­ვი­ზი­ე­ბის, ხოლო, მოგ­ვი­ა­ნე­ბით, მო­სა­მარ­თლე­ე­ბის მიერ გავ­რცელ­და ინ­ფორ­მა­ცია იმის შე­სა­ხებ, რომ: ა) მო­სა­მარ­თლე ჩხიკ­ვა­ძე და­ი­ბა­რა თქვე­ნი სა­ელ­ჩოს თა­ნამ­შრო­მელ­მა; ბ) სა­ელ­ჩოს თა­ნამ­შრო­მელ­მა მო­სა­მარ­თლე ჩხიკ­ვა­ძეს თქვე­ნი სა­ხე­ლით მოს­თხო­ვა ან­გა­რი­ში გვა­რა­მი­ას საქ­მის შე­სა­ხებ; გ) შეხ­ვედ­რის დას­რუ­ლე­ბი­სას, სა­ელ­ჩოს თა­ნამ­შრო­მელ­მა მო­სა­მარ­თლე ჩხიკ­ვა­ძეს აც­ნო­ბა რამ­დე­ნი­მე დღე­ში და­გეგ­მი­ლი ვი­ზი­ტი­დან მისი მოხ­სნის შე­სა­ხებ. ჩვენ და­ვინ­ტე­რეს­დით, ადას­ტუ­რებ­დით თუ არა ამ ფაქტს, რო­მე­ლიც, ერ­თმნიშ­ვნე­ლოვ­ნად, სა­ქარ­თვე­ლოს კონ­სტი­ტუ­ცი­ი­სა და ვე­ნის კონ­ვენ­ცი­ის უხე­ში დარ­ღვე­ვა და სა­სა­მარ­თლოს და­მო­უ­კი­დებ­ლო­ბის უხე­ში ხელ­ყო­ფაა. სა­სურ­ვე­ლი იყო, თქვენ­გან ამ­გვა­რი შე­საძ­ლო ფაქ­ტის უარ­ყო­ფი­თი შე­ფა­სე­ბაც მოგ­ვეს­მი­ნა, რაც სა­ზო­გა­დო­ე­ბას გა­უმ­ყა­რებ­და რწმე­ნას, რომ ამე­რი­კის სა­ელ­ჩოს არ­ცერ­თი თა­ნამ­შრო­მე­ლი სა­სა­მარ­თლოს და­მო­უ­კი­დებ­ლო­ბის ხელ­ყო­ფა­სა და სის­ტე­მა­ში კლა­ნუ­რი ელე­მენ­ტე­ბის შე­ტა­ნას მო­მა­ვალ­ში მა­ინც არ ეც­დე­ბა და არ იკად­რებს. თუმ­ცა, თქვენ ეს ფაქ­ტი არც უარ­ყა­ვით და არც შე­ა­ფა­სეთ, რა­მაც სა­ბო­ლო­ოდ გაგ­ვიმ­ყა­რა რწმე­ნა, რომ ჯერ "ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის“, ხოლო შემ­დეგ მო­სა­მარ­თლე­ე­ბის მიერ გავ­რცე­ლე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცია სი­მარ­თლეა და თქვენ სა­სა­მარ­თლოს და­მო­უ­კი­დებ­ლო­ბა­ში ესო­დენ უხე­ში ჩა­რე­ვა ნორ­მად გინ­დათ წარ­მოგ­ვი­ჩი­ნოთ;

4. და ბო­ლოს, ჩვენ ვერ მი­ვი­ღეთ პა­სუ­ხი შე­კი­თხვა­ზე, გქონ­დათ თუ არა შეხ­ვედ­რა ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვილ­თან უკ­რა­ი­ნა­ში ომის და­წყე­ბის შემ­დეგ. ამ შე­კი­თხვა­ზე უარ­ყო­ფი­თი პა­სუ­ხი ბევრ პა­სუ­ხგა­უ­ცე­მელ კი­თხვას მოჰ­ფენ­და ნა­თელს და მრა­ვალ ეჭვს გა­ფან­ტავ­და, მათ შო­რის გარ­კვე­ულ­წი­ლად მა­ინც გა­ა­ქარ­წყლებ­და ეჭვს შვე­ი­ცა­რი­უ­ლი ბან­კის ქმე­დე­ბებ­სა და ომში სა­ქარ­თვე­ლოს ჩარ­თვის ინ­ტე­რესს შო­რის შე­საძ­ლო კავ­ში­რის შე­სა­ხებ. თუმ­ცა, თქვენს მიერ შე­კი­თხვის უპა­სუ­ხოდ და­ტო­ვე­ბა ამ ეჭვს, პი­რი­ქით, სა­ბო­ლო­ოდ გვიმ­ყა­რებს.

რომ შე­ვა­ჯა­მოთ, თქვე­ნი გან­ცხა­დე­ბე­ბი­დან და დუ­მი­ლი­დან შემ­დე­გი მყა­რი დას­კვნე­ბი შეგ­ვიძ­ლია გა­მო­ვი­ტა­ნოთ: თქვენ არა­თუ არ ემიჯ­ნე­ბით ომის­კენ მი­მარ­თულ რი­ტო­რი­კას, არა­მედ მხარს უჭერთ და თა­ვად აღ­ვი­ვებთ მას. თქვენ თა­ნა­უგ­რძნობთ ბა­კუ­რი­ა­ნის რე­ვო­ლუ­ცი­ურ შეკ­რე­ბას და იზი­ა­რებთ მთავ­რო­ბის გა­დად­გო­მი­სა და ტექ­ნი­კუ­რი მთავ­რო­ბის ფორ­მი­რე­ბის მო­თხოვ­ნას. თქვენ ადას­ტუ­რებთ სა­სა­მარ­თლოს და­მო­უ­კი­დებ­ლო­ბა­ში ჩა­რე­ვას და მე­ტიც, იწო­ნებთ მას. თქვენ შეხ­ვდით ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვილს 24 თე­ბერ­ვლის შემ­დეგ და რა გზავ­ნი­ლიც გექ­ნე­ბო­დათ მის­თვის გა­და­სა­ცე­მი, რთუ­ლი გა­მო­საც­ნო­ბი არაა.

რად­გან გაქვთ იმის პრე­ტენ­ზია, რომ ქარ­თულ პო­ლი­ტი­კა­ში და მარ­თლმსა­ჯუ­ლე­ბა­ში აქ­ტი­უ­რად შე­გიძ­ლი­ათ ჩა­ე­რი­ოთ, ბუ­ნებ­რი­ვია, ქარ­თუ­ლი სა­ზო­გა­დო­ე­ბის წი­ნა­შე სა­თა­ნა­დო ან­გა­რიშ­ვალ­დე­ბუ­ლე­ბა­საც უნდა აც­ნო­ბი­ე­რებ­დეთ. თუმ­ცა, ჩვენს ლე­გი­ტი­მურ შე­კი­თხვებ­ზე პა­სუ­ხის გა­ცე­მას თქვენ საქ­მე­ში სა­ხელ­მწი­ფო დე­პარ­ტა­მენ­ტის პრესს­პი­კე­რის ჩარ­თვა არ­ჩი­ეთ. რო­დე­საც ქარ­თვე­ლი ხალ­ხის მიერ არ­ჩე­უ­ლი პარ­ლა­მენ­ტა­რე­ბის ლე­გი­ტი­მურ კი­თხვებს გა­ურ­ბი­ხართ, სი­მარ­თლის გა­გე­ბას გვიკ­რძა­ლავთ და ჩვე­ნი გა­ჩუ­მე­ბა გინ­დათ, ეს თქვენს და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბას სუ­ვე­რე­ნუ­ლი სა­ხელ­მწი­ფოს მი­მართ ცხა­დად აჩ­ვე­ნებს. ნამ­დვი­ლი პარტნი­ო­რე­ბი, რომ­ლე­ბიც პა­ტივს სცე­მენ მე­გო­ბარ ხალ­ხს, სა­ხელ­მწი­ფოს, მის სუ­ვე­რე­ნი­ტეტს და ინ­სტი­ტუ­ტებს, ასე არ იქ­ცე­ვი­ან. ამას­თან, თა­ვად ის ფაქ­ტი, რომ სა­ხელ­მწი­ფო დე­პარ­ტა­მენ­ტის პრესს­პი­კე­რის დო­ნე­ზე თქვე­ნი დაც­ვა გა­და­წყდა, ჩვენ ერთ და­მა­ტე­ბით ინ­ფორ­მა­ცი­ას გვაწ­ვდის - ყვე­ლა­ფე­რი, რა­საც თქვენ აკე­თებთ, არა თქვე­ნი პერ­სო­ნა­ლუ­რი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბე­ბი, არა­მედ სა­ქარ­თვე­ლოს მი­მართ ამე­რი­კის დღე­ვან­დე­ლი სტრა­ტე­გი­აა.

იგი­ვე ეხე­ბა მე­ო­რე ფრონ­ტის სა­კი­თხსაც. რა თქმა უნდა, სამ­ხედ­რო კონ­ფლიქ­ტში სა­ქარ­თვე­ლოს ჩარ­თვა უკ­რა­ი­ნის­თვის რუ­სე­თის წი­ნა­აღ­მდეგ სე­რი­ო­ზუ­ლი შე­ღა­ვა­თი იქ­ნე­ბო­და. ჩვენ ვხე­დავთ, რომ ყო­ველ­დღი­უ­რად ამა­რა­გებთ უკ­რა­ი­ნას ია­რა­ღით და შე­სა­ბა­მი­სად, უკ­რა­ი­ნა­ში რუ­სე­თის სამ­ხედ­რო უპი­რა­ტე­სო­ბის გა­ნე­იტ­რა­ლე­ბა თქვენ­თვის პრინ­ცი­პუ­ლი ამო­ცა­ნაა. გარ­და ამი­სა, გვეს­მის, რომ მე­ო­რე ფრონ­ტი და­მა­ტე­ბით შე­არ­ყევ­და რუ­სე­თის იმიჯს, რაც ევ­რო­პულ ქვეყ­ნებს უკ­რა­ი­ნის ფრონ­ტის დახ­მა­რე­ბის მო­ტი­ვა­ცი­ას შე­უ­ნარ­ჩუ­ნებ­და. თუმ­ცა, რო­დე­საც ამ­გვა­რი მი­ზა­ნი გა­მოძ­რა­ვებს, უნდა გა­ბე­დო და ქარ­თველ ხალ­ხს ეს ღიად უნდა უთხრა. რაც მთა­ვა­რია, ხალ­ხს არ­ჩე­ვა­ნის სა­შუ­ა­ლე­ბა უნდა მის­ცე და მის ზურგსუ­კან, კუ­ლი­სებ­ში მისი ხე­ლი­სუფ­ლე­ბის დარ­წმუ­ნე­ბას თუ იძუ­ლე­ბას არ უნდა ეცა­დო. იმა­საც ვი­ტყვით, რომ გვაქვს საკ­მა­ოდ დე­ტა­ლუ­რი ინ­ფორ­მა­ცია იმის შე­სა­ხებ, თუ რა სა­უბ­რე­ბი იმარ­თე­ბო­და კონ­კრე­ტულ კა­ბი­ნე­ტებ­ში, თუმ­ცა, ამ სა­უბ­რე­ბის დე­ტა­ლე­ბის გა­სა­ჯა­რო­ე­ბის­გან კვლა­ვაც თავს შე­ვი­კა­ვებთ.

აქვე ვთხოვთ ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვილს, რად­გან ამე­რი­კის ელჩმა არ გაგ­ვცა პა­სუ­ხი შე­კი­თხვა­ზე შეხ­ვედ­რას­თან და­კავ­ში­რე­ბით, თა­ვად უთხრას სა­ზო­გა­დო­ე­ბას, გა­ი­მარ­თა თუ არა შეხ­ვედ­რა მას­სა და კელი დეგ­ნანს შო­რის 24 თე­ბერ­ვლის შემ­დეგ და თუ გა­ი­მარ­თა, ვისი ინი­ცი­ა­ტი­ვით და რა სა­კი­თხი იქნა მას­ზე გან­ხი­ლუ­ლი.

ჩვენ ვი­ნარ­ჩუ­ნებთ იმედს, რომ "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბა“ ბო­ლომ­დე და­ი­ცავს პო­ზი­ცი­ებს და არ ჩა­ერ­თვე­ბა ისეთ ომში, რო­მელ­საც გლო­ბა­ლუ­რი მიზ­ნე­ბის­თვის გარ­კვე­უ­ლი უპი­რა­ტე­სო­ბე­ბი შე­იძ­ლე­ბა ჰქონ­დეს, მაგ­რამ ჩვენს ქვე­ყა­ნას სრულ გა­ნად­გუ­რე­ბას უქა­დის. თუმ­ცა, იმი­სათ­ვის, რომ მოვ­ლე­ნე­ბის სხვაგ­ვა­რი სცე­ნა­რით გან­ვი­თა­რე­ბის მი­ნი­მა­ლუ­რი რის­კიც არ და­ვუშ­ვათ, ვფიქ­რობთ, რომ ჩვე­ნი მაქ­სი­მა­ლუ­რი აქ­ტი­უ­რო­ბა და სა­ზო­გა­დო­ე­ბის­თვის სი­მარ­თლის თქმაა სა­ჭი­რო, რა­ზეც მო­მა­ვალ­შიც მაქ­სი­მა­ლუ­რად ვიზ­რუ­ნებთ“, - აღ­ნიშ­ნუ­ლია "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბი­დან“ გა­სუ­ლი 3 დე­პუ­ტა­ტის ერ­თობ­ლივ გან­ცხა­დე­ბა­ში.

მკითხველის კომენტარები / 54 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ფ.ს
6

ვითომ კაცები.საქართველოზე შესტკივათ გული.

ლერი
3

როგორც იქნა, ვიღაცა სიმართლეს ამბობს და ის მრავალწლიანი სიჩუმე, მონური მლიქვნელობა, ცოტათი გაირღვა და იმ უცხოელებმაც თავისი სახე გამოაჩინეს. კარგია, ეგ დეპუტატები იმ უამრავი ინფორმაციიდან მცირეს მაინც ასაჯაროებენ.

რუბრიკის სხვა სიახლეები
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
სალომე ზურაბიშვილი საზოგადოებას 31 მარტს დაანონსებულ აქციაზე მისვლისკენ მოუწოდებს - რა პასუხი აქვს "ქართულ ოცნებას"
ავტორი:

სოზარ სუბარის, დიმიტრი ხუნდაძისა და მიხეილ ყაველაშვილის მორიგი ეპისტოლე - ბრალდებები არა მხოლოდ ელჩის, არამედ ქვეყნის სტარტეგიული პარტნიორის, აშშ-ის მისამართით

სოზარ სუბარის, დიმიტრი ხუნდაძისა და მიხეილ ყაველაშვილის მორიგი ეპისტოლე - ბრალდებები არა მხოლოდ ელჩის, არამედ ქვეყნის სტარტეგიული პარტნიორის, აშშ-ის მისამართით

თქვენი განცხადებებიდან და დუმილიდან შემდეგი მყარი დასკვნები შეგვიძლია გამოვიტანოთ: თქვენ არათუ არ ემიჯნებით ომისკენ მიმართულ რიტორიკას, არამედ მხარს უჭერთ და თავად აღვივებთ მას, თქვენ თანაუგრძნობთ ბაკურიანის რევოლუციურ შეკრებას და იზიარებთ მთავრობის გადადგომისა და ტექნიკური მთავრობის ფორმირების მოთხოვნას, თქვენ ადასტურებთ სასამართლოს დამოუკიდებლობაში ჩარევას და მეტიც, იწონებთ მას, თქვენ შეხვდით ბიძინა ივანიშვილს 24 თებერვლის შემდეგ და რა გზავნილიც გექნებოდათ მისთვის გადასაცემი, რთული გამოსაცნობი არაა - ის ფაქტი, რომ სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერის დონეზე თქვენი დაცვა გადაწყდა, ჩვენ ერთ დამატებით ინფორმაციას გვაწვდის, რომ ყველაფერი, რასაც თქვენ აკეთებთ, არა თქვენი პერსონალური გადაწყვეტილებები, არამედ საქართველოს მიმართ ამერიკის დღევანდელი სტრატეგიაა, - ამის შესახებ აღნიშნულია მორიგ ღია წერილში, რომლითაც პარლამენტის წევრები სოზარ სუბარი, დიმიტრი ხუნდაძე და მიხეილ ყაველაშვილი აშშ-ის ელჩს კელი დეგნანს მიმართავენ.

ერთობლივ წერილში ნათქვამია, რომ ნამდვილი პარტნიორები, რომლებიც პატივს სცემენ მეგობარ ხალხს, სახელმწიფოს, მის სუვერენიტეტს და ინსტიტუტებს, ასე არ იქცევიან.

"უკვე ორ კვირაზე მეტი გავიდა მას შემდეგ, რაც მოგმართეთ ღია წერილით და რამდენიმე კითხვით, რომელიც ქართული საზოგადოების განსაკუთრებული ინტერესის საგანია. თუმცა, სამწუხაროდ, არც ერთ ჩვენს კითხვაზე პასუხი არ მიგვიღია.

კიდევ ერთხელ განვმარტავთ, რომ ჩვენს მიერ კითხვების დასმის მიზანი არა აშშ-ზე თავდასხმა, არამედ სწორედ მისი დადებითი იმიჯისა და რეპუტაციის დაცვა გახლდათ. ჩვენთვის მნიშვნელოვანი იყო, ქართულ საზოგადოებას არ დაეკარგა ნდობა სტრატეგიული პარტნიორის მიმართ და ეჭვის დონეზეც კი არ დაეშვა, რომ მისი მიზანი ხელისუფლებაში "ნაციონალური მოძრაობის“ დაბრუნება და უკრაინაში რუსული სამხედრო აგრესიის შედარებით უკეთ შესაკავებლად, საქართველოს მეორე ფრონტად ქცევაა. ვფიქრობდით, რომ ამგვარი ეჭვის გაღრმავების შემთხვევაში, დასავლური ინსტიტუტების მიმართ საზოგადოების მაღალ ნდობას, რომლის გამყარებაშიც საქართველოს მოქმედ ხელისუფლებას განსაკუთრებული წვლილი მიუძღვის, უმძიმესი ზიანი მიადგებოდა. ჩვენი უმთავრესი მიზანი სწორედ აშშ-ს მიმართ საზოგადოების ნდობის შერყევის თავიდან აცილება და დასავლური ინსტიტუტების რეპუტაციული ზიანის პრევენცია იყო. სწორედ ამიტომ მივიჩნიეთ თავი ვალდებულად, თქვენთვის დაგვესვა რამდენიმე შეკითხვა, რომელზეც, შეურაცხყოფის ნაცვლად, მკაფიო პასუხების მიღებას ველოდით.

კიდევ ერთხელ შეგახსენებთ აღნიშნული შეკითხვების შინაარსს:

1. ჩვენ გვაინტერესებდა, ემიჯნებოდით თუ არა ქართველი რადიკალების, მათი უცხოელი ლობისტებისა და უკრაინის ხელისუფლების უმაღლესი რანგის წარმომადგენლების რიტორიკას, რომელიც საქართველოში მეორე ფრონტის გახსნისკენ იყო მიმართული (სათითაოდ აღარ გავიხსენებთ გიგაურის, ლომჯარიას, უსუფაშვილის, მარგველაშვილის, ჩერგოლეიშვილის, ჭიაბერაშვილის, მშვილდაძის, სანაიას, პოდოლიაკის, არესტოვიჩის, გონჩარენკოს, დანილოვის, არახამიას, კასიანოვის, ილვესის და სხვების პირდაპირ თუ ირიბ მოწოდებებსა და განცხადებებს, რომლებიც საქართველოში ომის იდეის მომწიფებას ისახავდა მიზნად; აღარ გავიხსენებთ არც სანქციების დაწესებასთან და მოხალისეების გაგზავნასთან დაკავშირებულ უმძიმეს პროვოკაციებს; აღარ გავიხსენებთ არც ზელენსკის მიერ ელჩის გაწვევას სანქციების არდაწესებისა და მოხალისეების არგაგზავნის გამო). ქალბატონო ელჩო, ჩვენს მიერ ჩამოთვლილ ფაქტებს თქვენ ტყუილი უწოდეთ, თუმცა, ჩვენს მიერ ნახსენები ყველა განცხადება საჯარო სივრცეში გაკეთდა და ისინი მედიამ ფართოდაც გააშუქა. შეკითხვაზე პასუხის არგაცემით, თქვენ დაგვიტოვეთ ერთადერთი დასკვნის გამოტანის საშუალება, რომ ომის რიტორიკას არათუ არ ემიჯნებით, არამედ მისი წახალისება თქვენი პრინციპული გადაწყვეტილებაა. ჩვენი ღია წერილის გამოქვეყნების შემდეგ ნინო ლომჯარიასთან თქვენი დემონსტრაციული შეხვედრაც ამის უტყუარი მტკიცებულებაა. ჩვენი ეს ლოგიკური დასკვნა თავად ლომჯარიამაც დაადასტურა, როდესაც თქვა, რომ თქვენი შეხვედრა მისთვის მხარდაჭერის ღიად დაფიქსირებას ისახავდა მიზნად. ლომჯარიასთან შეხვედრით ქართულ საზოგადოებას თქვენ ღიად უთხარით, რომ საქართველოს მიერ სანქციების არდაწესებასა და საქართველოში "ბომბების ცეცხლს“ შორის უპირატესობას თქვენც საქართველოში ბომბების ცეცხლს ანიჭებთ. ალბათ, ხვალ კიდევ ერთ თქვენს ფავორიტს, ეკა გიგაურსაც შეხვდებით, რომელმაც სათქმელი კიდევ უფრო ნათლად გამოხატა და განაცხადა, "რუსეთი ომს აგებს უკრაინაში, იქ არ ყოფნის რესურსი, ამიტომ ვერ დაიწყებს ყველა მიმართულებით საომარ მოქმედებებს და ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რათა ეს შესაძლებლობის ფანჯარა გამოვიყენოთო“. აქვე გავიხსენებთ, რომ ორიოდე დღის წინ თქვენ ნიშანდობლივი განცხადება გააკეთეთ - "როგორც არასდროს, მნიშვნელოვანია, რომ ახლა საქართველო და უკრაინა იყოს ერთიანი რუსული აგრესიის წინააღმდეგო“. ომის რიტორიკის ღია მხარდაჭერის ფონზე, ეს ფრაზა საბოლოოდ ამყარებს ჩვენს რწმენას, რომ რადიკალების მიერ წარმოებული კამპანიის მხარდაჭერა არა თქვენი პოლიტიკური სუბიექტივიზმის, არამედ წინასწარ მოფიქრებული გეგმის გამოხატულებაა;

2. ჩვენი მორიგი შეკითხვა ბაკურიანის შეკრებას შეეხებოდა. გვაინტერესებდა, ემიჯნებოდით თუ არა ამ შეკრებას, სადაც რადიკალური ოპოზიციისა და მასთან დაკავშირებული ენჯეოებისა და მედიასაშუალებების წარმომადგენლებს ამერიკიდან ჩამოსული პიტერ აკერმანი რევოლუციის მოწყობაში ატრენინგებდა. ასევე გვაინტერესებდა, ემიჯნებოდით თუ არა ბაკურიანის შეკრების მონაწილეთა მიერ მოგვიანებით დაყენებულ მოთხოვნას ლეგიტიმურად არჩეული მთავრობის გადადგომისა და ე.წ. ტექნიკური მთავრობის ფორმირების შესახებ. ამ კითხვაზე პასუხის მოსმენა საზოგადოებისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანი იყო იმის გათვალისწინებით, რომ იმ ადამიანების უმრავლესობა, რომლებმაც სცენიდან აღნიშნული მოთხოვნა წამოაყენეს, ამერიკელი გადასახადის გადამხდელის ფულით ფინანსდება. თუმცა, ამ კითხვებზე თქვენი პასუხი არ მოგვისმენია, რასაც იმის დასტურად აღვიქვამთ, რომ, სამწუხაროდ, ბაკურიანის შეკრებასაც ქმედითად თანაუგრძნობდით და მთავრობის გადადგომისა და ე.წ. ტექნიკური მთავრობის შექმნის მოთხოვნასაც მხარს უჭერდით;

3. როგორც მოგეხსენებათ, ჯერ "ნაციონალური მოძრაობის“ კუთვნილი ტელევიზიების, ხოლო, მოგვიანებით, მოსამართლეების მიერ გავრცელდა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ: ა) მოსამართლე ჩხიკვაძე დაიბარა თქვენი საელჩოს თანამშრომელმა; ბ) საელჩოს თანამშრომელმა მოსამართლე ჩხიკვაძეს თქვენი სახელით მოსთხოვა ანგარიში გვარამიას საქმის შესახებ; გ) შეხვედრის დასრულებისას, საელჩოს თანამშრომელმა მოსამართლე ჩხიკვაძეს აცნობა რამდენიმე დღეში დაგეგმილი ვიზიტიდან მისი მოხსნის შესახებ. ჩვენ დავინტერესდით, ადასტურებდით თუ არა ამ ფაქტს, რომელიც, ერთმნიშვნელოვნად, საქართველოს კონსტიტუციისა და ვენის კონვენციის უხეში დარღვევა და სასამართლოს დამოუკიდებლობის უხეში ხელყოფაა. სასურველი იყო, თქვენგან ამგვარი შესაძლო ფაქტის უარყოფითი შეფასებაც მოგვესმინა, რაც საზოგადოებას გაუმყარებდა რწმენას, რომ ამერიკის საელჩოს არცერთი თანამშრომელი სასამართლოს დამოუკიდებლობის ხელყოფასა და სისტემაში კლანური ელემენტების შეტანას მომავალში მაინც არ ეცდება და არ იკადრებს. თუმცა, თქვენ ეს ფაქტი არც უარყავით და არც შეაფასეთ, რამაც საბოლოოდ გაგვიმყარა რწმენა, რომ ჯერ "ნაციონალური მოძრაობის“, ხოლო შემდეგ მოსამართლეების მიერ გავრცელებული ინფორმაცია სიმართლეა და თქვენ სასამართლოს დამოუკიდებლობაში ესოდენ უხეში ჩარევა ნორმად გინდათ წარმოგვიჩინოთ;

4. და ბოლოს, ჩვენ ვერ მივიღეთ პასუხი შეკითხვაზე, გქონდათ თუ არა შეხვედრა ბიძინა ივანიშვილთან უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ. ამ შეკითხვაზე უარყოფითი პასუხი ბევრ პასუხგაუცემელ კითხვას მოჰფენდა ნათელს და მრავალ ეჭვს გაფანტავდა, მათ შორის გარკვეულწილად მაინც გააქარწყლებდა ეჭვს შვეიცარიული ბანკის ქმედებებსა და ომში საქართველოს ჩართვის ინტერესს შორის შესაძლო კავშირის შესახებ. თუმცა, თქვენს მიერ შეკითხვის უპასუხოდ დატოვება ამ ეჭვს, პირიქით, საბოლოოდ გვიმყარებს.

რომ შევაჯამოთ, თქვენი განცხადებებიდან და დუმილიდან შემდეგი მყარი დასკვნები შეგვიძლია გამოვიტანოთ: თქვენ არათუ არ ემიჯნებით ომისკენ მიმართულ რიტორიკას, არამედ მხარს უჭერთ და თავად აღვივებთ მას. თქვენ თანაუგრძნობთ ბაკურიანის რევოლუციურ შეკრებას და იზიარებთ მთავრობის გადადგომისა და ტექნიკური მთავრობის ფორმირების მოთხოვნას. თქვენ ადასტურებთ სასამართლოს დამოუკიდებლობაში ჩარევას და მეტიც, იწონებთ მას. თქვენ შეხვდით ბიძინა ივანიშვილს 24 თებერვლის შემდეგ და რა გზავნილიც გექნებოდათ მისთვის გადასაცემი, რთული გამოსაცნობი არაა.

რადგან გაქვთ იმის პრეტენზია, რომ ქართულ პოლიტიკაში და მართლმსაჯულებაში აქტიურად შეგიძლიათ ჩაერიოთ, ბუნებრივია, ქართული საზოგადოების წინაშე სათანადო ანგარიშვალდებულებასაც უნდა აცნობიერებდეთ. თუმცა, ჩვენს ლეგიტიმურ შეკითხვებზე პასუხის გაცემას თქვენ საქმეში სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერის ჩართვა არჩიეთ. როდესაც ქართველი ხალხის მიერ არჩეული პარლამენტარების ლეგიტიმურ კითხვებს გაურბიხართ, სიმართლის გაგებას გვიკრძალავთ და ჩვენი გაჩუმება გინდათ, ეს თქვენს დამოკიდებულებას სუვერენული სახელმწიფოს მიმართ ცხადად აჩვენებს. ნამდვილი პარტნიორები, რომლებიც პატივს სცემენ მეგობარ ხალხს, სახელმწიფოს, მის სუვერენიტეტს და ინსტიტუტებს, ასე არ იქცევიან. ამასთან, თავად ის ფაქტი, რომ სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერის დონეზე თქვენი დაცვა გადაწყდა, ჩვენ ერთ დამატებით ინფორმაციას გვაწვდის - ყველაფერი, რასაც თქვენ აკეთებთ, არა თქვენი პერსონალური გადაწყვეტილებები, არამედ საქართველოს მიმართ ამერიკის დღევანდელი სტრატეგიაა.

იგივე ეხება მეორე ფრონტის საკითხსაც. რა თქმა უნდა, სამხედრო კონფლიქტში საქართველოს ჩართვა უკრაინისთვის რუსეთის წინააღმდეგ სერიოზული შეღავათი იქნებოდა. ჩვენ ვხედავთ, რომ ყოველდღიურად ამარაგებთ უკრაინას იარაღით და შესაბამისად, უკრაინაში რუსეთის სამხედრო უპირატესობის განეიტრალება თქვენთვის პრინციპული ამოცანაა. გარდა ამისა, გვესმის, რომ მეორე ფრონტი დამატებით შეარყევდა რუსეთის იმიჯს, რაც ევროპულ ქვეყნებს უკრაინის ფრონტის დახმარების მოტივაციას შეუნარჩუნებდა. თუმცა, როდესაც ამგვარი მიზანი გამოძრავებს, უნდა გაბედო და ქართველ ხალხს ეს ღიად უნდა უთხრა. რაც მთავარია, ხალხს არჩევანის საშუალება უნდა მისცე და მის ზურგსუკან, კულისებში მისი ხელისუფლების დარწმუნებას თუ იძულებას არ უნდა ეცადო. იმასაც ვიტყვით, რომ გვაქვს საკმაოდ დეტალური ინფორმაცია იმის შესახებ, თუ რა საუბრები იმართებოდა კონკრეტულ კაბინეტებში, თუმცა, ამ საუბრების დეტალების გასაჯაროებისგან კვლავაც თავს შევიკავებთ.

აქვე ვთხოვთ ბიძინა ივანიშვილს, რადგან ამერიკის ელჩმა არ გაგვცა პასუხი შეკითხვაზე შეხვედრასთან დაკავშირებით, თავად უთხრას საზოგადოებას, გაიმართა თუ არა შეხვედრა მასსა და კელი დეგნანს შორის 24 თებერვლის შემდეგ და თუ გაიმართა, ვისი ინიციატივით და რა საკითხი იქნა მასზე განხილული.

ჩვენ ვინარჩუნებთ იმედს, რომ "ქართული ოცნება“ ბოლომდე დაიცავს პოზიციებს და არ ჩაერთვება ისეთ ომში, რომელსაც გლობალური მიზნებისთვის გარკვეული უპირატესობები შეიძლება ჰქონდეს, მაგრამ ჩვენს ქვეყანას სრულ განადგურებას უქადის. თუმცა, იმისათვის, რომ მოვლენების სხვაგვარი სცენარით განვითარების მინიმალური რისკიც არ დავუშვათ, ვფიქრობთ, რომ ჩვენი მაქსიმალური აქტიურობა და საზოგადოებისთვის სიმართლის თქმაა საჭირო, რაზეც მომავალშიც მაქსიმალურად ვიზრუნებთ“, - აღნიშნულია "ქართული ოცნებიდან“ გასული 3 დეპუტატის ერთობლივ განცხადებაში.