სამართალი
კონფლიქტები
სამხედრო

17

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის ოცდამეერთე დღე დაიწყება 01:23-ზე, მთვარე თევზებშია – რეკომენდებულია ფინანსური საკითხების მოგვარება. კონტაქტი უფროსებთან და საზოგადო მოღვაწეებთან. იმუშავეთ როგორც ინდივიდუალურად, ასევე გუნდურად, ერთობლივად გადაჭერით საინტერესო საკითხები. იყავით ყურადღებიანი კრეატიული იდეების მიმართ. კარგია ხელშეკრულებებისა და კონტრაქტების გაფორმება, მივლინებაში წასვლა. ჩაერთეთ შემოქმედებით საქმიანობაში მოაწყვეთ შემოქმედებითი საღამო, კონცერტი, გამოფენა. ყველაფერი შეიძლება მიირთვათ, მთავარია ღვიძლი არ გადაიტვირთოთ, აი, ტკბილეულს კი მოერიდეთ.
პოლიტიკა
საზოგადოება
მსოფლიო
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
მეცნიერება
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ვიდრე ჩვენ სანქციები შეგვეხება, მანამდე დავით არახამიას არაფერი ეტკინოს" - ნიკოლოზ სამხარაძე
"ვიდრე ჩვენ სანქციები შეგვეხება, მანამდე დავით არახამიას არაფერი ეტკინოს" - ნიკოლოზ სამხარაძე

ვიდ­რე ჩვენ სან­ქცი­ე­ბი შეგ­ვე­ხე­ბა, მა­ნამ­დე და­ვით არა­ხა­მი­ას არა­ფე­რი ეტ­კი­ნოს, - ამის შე­სა­ხებ ჟურ­ნა­ლის­ტებ­თან პარ­ლა­მენ­ტის სა­გა­რეო ურ­თი­ერ­თო­ბა­თა კო­მი­ტე­ტის თავ­მჯდო­მა­რემ ნი­კო­ლოზ სამ­ხა­რა­ძემ გა­ნა­ცხა­და.

სამ­ხა­რა­ძე ამ­ბობს, რომ არა­ხა­მია და­ინ­ტე­რე­სე­ბუ­ლი პი­რია და მას ქარ­თუ­ლი ხე­ლი­სუფ­ლე­ბი­სა და სა­ხელ­მწი­ფოს და­ზი­ა­ნე­ბის ინ­ტე­რე­სი აქვს.

"გუ­შინ­წინ, უკ­რა­ი­ნის უშიშ­რო­ე­ბის საბ­ჭოს მდივ­ნის და­ნი­ლო­ვის გან­ცხა­დე­ბა გავ­რცელ­და, რო­მე­ლიც აღ­შფო­თე­ბუ­ლი იყო იმით, რომ თურ­მე და­სავ­ლეთ­ში უკ­რა­ი­ნას სხვა ქვეყ­ნებ­ში ია­რა­ღის გა­ყიდ­ვა და­აბ­რა­ლეს ისე, რომ მტკი­ცე­ბუ­ლე­ბე­ბი არ იყო. ქარ­თუ­ლი ან­და­ზა ხომ იცით: - სხვას

ორ­მოს ნუ უთხრი, თო­რემ, თა­ვად ჩა­ვარ­დე­ბიო. ეს ან­და­ზა ზუს­ტად მათ მი­ე­სა­და­გე­ბათ. ბოლო სამი თვის გან­მავ­ლო­ბა­ში ყვე­ლა­ნა­ი­რი და­სა­ბუ­თე­ბუ­ლე­ბი­სა და მტკი­ცე­ბუ­ლე­ბის გა­რე­შე ამ­ბობ­დნენ, რომ სა­ქარ­თვე­ლო რუ­სეთს ეხ­მა­რე­ბა სან­ქცი­ე­ბის გვერ­დის ავ­ლა­ში, მაგ­რამ ამის ვე­რა­ნა­ი­რი მტკი­ცე­ბუ­ლე­ბა ვერ მო­ი­ტა­ნეს და ცდი­ლობ­დნენ, რომ სა­ქარ­თვე­ლოს იმი­ჯი მი­ზან­მი­მარ­თუ­ლად და­ე­ზი­ა­ნე­ბი­ნათ, თუმ­ცა ახლა იმის გამო აღ­შფოთ­დნენ, რომ თურ­მე, რა­ღაც ფაქ­ტე­ბი გაჩ­ნდა ალ­ბა­ნეთ­სა და ჩრდი­ლო­ეთ აფ­რი­კა­ში ია­რა­ღის გა­ყიდ­ვა­ზე, რაც არის ორ­მა­გი სტან­დარ­ტი", - გა­ნა­ცხა­და ნი­კო­ლოზ სამ­ხა­რა­ძემ.

სამ­ხა­რა­ძის თქმით, უკ­რა­ი­ნის ხე­ლი­სუფ­ლე­ბა­ში არი­ან გარ­კვე­უ­ლი ადა­მი­ა­ნე­ბი, ვინც სა­ქარ­თვე­ლოს იმიჯს მი­ზან­მი­მარ­თუ­ლად აზი­ა­ნე­ბენ.

"სა­ნამ ჩვენ სან­ქცი­ე­ბი შეგ­ვე­ხე­ბა, მა­ნამ­დე არა­ხა­მი­ას არა­ფე­რი ეტ­კი­ნოს. და­ვით არა­ხა­მია არის და­ინ­ტე­რე­სე­ბუ­ლი პირი, რო­მელ­საც ინ­ტე­რე­სი აქვს, რომ და­ა­ზი­ა­ნოს ქარ­თუ­ლი ხე­ლი­სუფ­ლე­ბა და სა­ხელ­მწი­ფო, მაგ­რამ ეს ინ­ტე­რე­სი ვის­გან მო­დის, არ ვიცი და შე­იძ­ლე­ბა, ბევ­რი სპე­კუ­ლა­ცია იყოს - ეს არის "ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის­გან", რუ­სე­თის­გან თუ სხვა და­ინ­ტე­რე­სე­ბუ­ლი ძა­ლე­ბის­გან. ამის გან­ხილ­ვა­ში ვერ შე­ვალ, თუმ­ცა ფაქ­ტია, რომ კვი­რა არ გავა ისე, რომ ამ ადა­მი­ან­მა სა­ქარ­თვე­ლო მი­ზან­მი­მარ­თუ­ლად არ და­ა­ზი­ა­ნოს. არ ვიცი, ეს ყვე­ლა­ფე­რი მხო­ლოდ "ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის" ინ­ტე­რე­სებს ატა­რებს, თუ რუ­სე­თი­სას, რად­გან სხვა ქვე­ყა­ნა არ ვიცი, რო­მელ­საც მო­ცე­მულ მო­მენ­ტში სა­ქარ­თვე­ლოს იმი­ჯის და­ზი­ა­ნე­ბა უნდა. ძა­ლი­ან კარ­გად ვი­ცით, მისი ახლო კავ­ში­რე­ბის შე­სა­ხებ მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვილ­თან. ეს ახა­ლი არ არის. მისი პარ­ტი­ის წევ­რიც იყო უკ­რა­ი­ნა­ში. რა თქმა უნდა, შიდა ფაქ­ტო­რი სა­ხე­ზეა და შეგ­ვიძ­ლია, ჩავ­თვა­ლოთ, რომ არა­ხა­მი­ას გან­ცხა­დე­ბე­ბი "ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის" გან­ცხა­დე­ბაა. ამის მიღ­მა რა კავ­ში­რე­ბი შე­იძ­ლე­ბა ჰქონ­დეს სხვა ქვეყ­ნებ­თან, ეს არის დიდი ეჭ­ვის სა­გა­ნი", - აღ­ნიშ­ნა ნი­კო­ლოზ სამ­ხა­რა­ძემ.

მკითხველის კომენტარები / 17 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
გოჩა
1

ეგ არახამია კი არა საქართველოს მტერი ხამიაა

ჯჯჯ
3

როგორ დაორაზმა არახამიას წინააღმდეგ ოცნების ნახირიიი......

 

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ევროკავშირმა რუსეთის წინააღმდეგ ყირიმის ანექსიისთვის დაწესებული სანქციები ერთი წლით გაახანგრძლივა
ავტორი:

"ვიდრე ჩვენ სანქციები შეგვეხება, მანამდე დავით არახამიას არაფერი ეტკინოს" - ნიკოლოზ სამხარაძე

"ვიდრე ჩვენ სანქციები შეგვეხება, მანამდე დავით არახამიას არაფერი ეტკინოს" - ნიკოლოზ სამხარაძე

ვიდრე ჩვენ სანქციები შეგვეხება, მანამდე დავით არახამიას არაფერი ეტკინოს, - ამის შესახებ ჟურნალისტებთან პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ ნიკოლოზ სამხარაძემ განაცხადა.

სამხარაძე ამბობს, რომ არახამია დაინტერესებული პირია და მას ქართული ხელისუფლებისა და სახელმწიფოს დაზიანების ინტერესი აქვს.

"გუშინწინ, უკრაინის უშიშროების საბჭოს მდივნის დანილოვის განცხადება გავრცელდა, რომელიც აღშფოთებული იყო იმით, რომ თურმე დასავლეთში უკრაინას სხვა ქვეყნებში იარაღის გაყიდვა დააბრალეს ისე, რომ მტკიცებულებები არ იყო. ქართული ანდაზა ხომ იცით: - სხვას

ორმოს ნუ უთხრი, თორემ, თავად ჩავარდებიო. ეს ანდაზა ზუსტად მათ მიესადაგებათ. ბოლო სამი თვის განმავლობაში ყველანაირი დასაბუთებულებისა და მტკიცებულების გარეშე ამბობდნენ, რომ საქართველო რუსეთს ეხმარება სანქციების გვერდის ავლაში, მაგრამ ამის ვერანაირი მტკიცებულება ვერ მოიტანეს და ცდილობდნენ, რომ საქართველოს იმიჯი მიზანმიმართულად დაეზიანებინათ, თუმცა ახლა იმის გამო აღშფოთდნენ, რომ თურმე, რაღაც ფაქტები გაჩნდა ალბანეთსა და ჩრდილოეთ აფრიკაში იარაღის გაყიდვაზე, რაც არის ორმაგი სტანდარტი", - განაცხადა ნიკოლოზ სამხარაძემ.

სამხარაძის თქმით, უკრაინის ხელისუფლებაში არიან გარკვეული ადამიანები, ვინც საქართველოს იმიჯს მიზანმიმართულად აზიანებენ.

"სანამ ჩვენ სანქციები შეგვეხება, მანამდე არახამიას არაფერი ეტკინოს. დავით არახამია არის დაინტერესებული პირი, რომელსაც ინტერესი აქვს, რომ დააზიანოს ქართული ხელისუფლება და სახელმწიფო, მაგრამ ეს ინტერესი ვისგან მოდის, არ ვიცი და შეიძლება, ბევრი სპეკულაცია იყოს - ეს არის "ნაციონალური მოძრაობისგან", რუსეთისგან თუ სხვა დაინტერესებული ძალებისგან. ამის განხილვაში ვერ შევალ, თუმცა ფაქტია, რომ კვირა არ გავა ისე, რომ ამ ადამიანმა საქართველო მიზანმიმართულად არ დააზიანოს. არ ვიცი, ეს ყველაფერი მხოლოდ "ნაციონალური მოძრაობის" ინტერესებს ატარებს, თუ რუსეთისას, რადგან სხვა ქვეყანა არ ვიცი, რომელსაც მოცემულ მომენტში საქართველოს იმიჯის დაზიანება უნდა. ძალიან კარგად ვიცით, მისი ახლო კავშირების შესახებ მიხეილ სააკაშვილთან. ეს ახალი არ არის. მისი პარტიის წევრიც იყო უკრაინაში. რა თქმა უნდა, შიდა ფაქტორი სახეზეა და შეგვიძლია, ჩავთვალოთ, რომ არახამიას განცხადებები "ნაციონალური მოძრაობის" განცხადებაა. ამის მიღმა რა კავშირები შეიძლება ჰქონდეს სხვა ქვეყნებთან, ეს არის დიდი ეჭვის საგანი", - აღნიშნა ნიკოლოზ სამხარაძემ.