ავტორი:

სამედიცინო სფეროს წარმომადგენლებისთვის ,,თბილისი მედიკში’’  Sonoscape-ის ულტრაბგერითი აპარატის პრეზენტაცია გაიმარათა!

სამედიცინო სფეროს წარმომადგენლებისთვის ,,თბილისი მედიკში’’  Sonoscape-ის ულტრაბგერითი აპარატის პრეზენტაცია გაიმარათა!

კომპანიამ თბილისში მოღვაწე ექიმ-რადიოლოგებსა და სამედიცინო სფეროს სხვა წარმომადგენლებსაც უმასპინძლა. სტუმრებს შესაძლებლობა ჰქონდათ, პრაქტიკურლი პრეზენტაციის ფორმატში გაცნობოდნენ SonoScape-ის უახლეს, კრისტალურად სუფთა, კონტრასტული გამოსახულებისა და მაღალი გარჩევადობის მქონე ულტრაბგერით აპარატებსა და სხვა სამედიცინო პროდუქტებს. აგრეთვე, დეტალური ინფორმაცია მიეღოთ საინჟინრო მომსახურების სერვისის შესახებ, რომლის ფარგლებშიც, თბილისი მედიკი უზრუნველყოფს პარტნიორების დროულ და ეფექტურ ტექნიკურ მხარდაჭერას.

პრეზენტაციისას ჩატარდა ფარისებრი ჯირკვლის, მუცლის ღრუს, პროსტატის, საშარდე სისტემისა და გინეკოლოგიური (აბდომინური ) კვლევები.

,,თბილისი მედიკი’’ 12 წლიანი გამოცდილების სამედიცინო-სადისტრიბუციო კომპანიაა, რომელიც საქართველოში მოქმედ სამედიცინო დაწესებულებებს პროდუქციის სრული სპექტრით ემსახურება. კომპანია ოპერირებს როგორც საცალო, ასევე კორპორატიული მიმართულებებით. იგი საქართველოში ოფიციალურად და ექსკლუზიურად წარმოადგენს ისეთ ბრენდებს, როგორებიცაა მაგალითად : გლობალური ბრენდები Johnson & Johnson და Bausch and Lomb, Ortho-clinical Diagnostic და ASP -აშშ, იაპონური ბრენდი Nidek, ჩინური ბრენდები Mindray და SonoScape, თურქული ბრენდი Turmed და სხვა.

,,თბილისი მედიკის’’ მისიაა- გაუმარტივოს ადამიანებს ჯანრმრთელობაზე ზრუნვა, შესაბამისად კომპანიის ყოველი აქტივობა და ყოველდღიური საქმიანობაც მიმართულია ამ მიზნის უზრუნველსაყოფად.

R