მსოფლიო
პოლიტიკა
კულტურა/შოუბიზნესი

24

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის ოცდამერვე დღე დაიწყება 02:47-ზე, მთვარე ტყუპშია – შეგიძლიათ დაიწყოთ ნებისმიერი საქმე. განსაკუთრებით მიწისა და უძრავი ქონების შესაძენად. აკეთეთ ბიზნესი და იმუშავეთ. დაიწყეთ ახალი საქმეები. მოაგვარეთ ფინანსური საკითხები. გააფორმეთ მნიშვნელოვანი დოკუმენტები, ხელშეკრულებები და კონტრაქტები. შეინარჩუნეთ სიმშვიდე და კეთილგანწყობა ყველა საკითხში. საიდუმლოდ შეინახეთ თქვენი წარმატებები და მიღწევები. უხვად მიირთვით მწვანილი, ხილი და ბოსტნეული. უმჯობესია რაციონიდან გამორიცხოთ მარცვლეული და ცხოველური საკვები.
სპორტი
სამართალი
Faceამბები
სამხედრო
მოზაიკა
საზოგადოება
მეცნიერება
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"დედაჩემს, წლების განმავლობაში, ბიცოლა დედა ეგონა, ხოლო დედა - ბიცოლა" - ქეთი ჩხეიძის რეპრესირებული ოჯახის სულისშემძვრელი ისტორია, რომელიც ცნობილ პიესას საფუძვლად დაედო
"დედაჩემს, წლების განმავლობაში, ბიცოლა დედა ეგონა, ხოლო დედა - ბიცოლა" - ქეთი ჩხეიძის რეპრესირებული ოჯახის სულისშემძვრელი ისტორია, რომელიც ცნობილ პიესას საფუძვლად  დაედო

ალ­ბათ, ბევ­რს გვი­ნა­ხავს "მარ­ჯა­ნიშ­ვი­ლის თე­ატ­რში" სპექ­ტაკ­ლი "თეთ­რი ია­სა­მა­ნი", თუმ­ცა შე­საძ­ლოა, ბევ­რმა არ იცო­დეს, რომ პი­ე­სას სა­ფუძ­ვლად კი­ნო­სა და თე­ატ­რის ცნო­ბი­ლი მსა­ხი­ო­ბის, ქეთი ჩხე­ი­ძის ოჯა­ხის ტრა­გი­კუ­ლი ის­ტო­რია უდევს.

გა­და­ცე­მა­ში "რე­ა­ლუ­რი სივ­რცე", რო­მე­ლიც საბ­ჭო­თა დროს რეპ­რე­სი­რე­ბულ ოჯა­ხებს მი­ე­ძღვნა, სა­ზო­გა­დო­ე­ბის­თვის ცნო­ბი­ლი სა­ხე­ე­ბი თა­ვი­ან­თი წი­ნაპ­რე­ბის მძი­მე, ტრა­გიზ­მით სავ­სე ის­ტო­რი­ებ­ზე ჰყვე­ბოდ­ნენ.

მათ შო­რის იყო ქეთი ჩხე­ი­ძეც, რო­მე­ლიც მოჰ­ყვა, რო­გორ და­ი­ჭი­რეს მისი ბე­ბია და გა­და­ა­სახ­ლეს ბა­ბუა, რის გა­მოც მსა­ხი­ო­ბის დე­დას, წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში, სა­კუ­თა­რი ბი­ო­ლო­გი­უ­რი დედა ბი­ცო­ლა ეგო­ნა, ხოლო ბი­ცო­ლა კი - დედა.

"40 წე­ლია, რაც დე­დას­გან სულ ერთი და იგი­ვე ფრა­ზა მეს­მის - მარ­ტო არ დამ­ტო­ვოთ. 7 თვის იყო, როცა მარ­ტო დარ­ჩა. შემ­დეგ გა­აშ­ვი­ლეს და ბი­ცო­ლამ აიყ­ვა­ნა. დე­დას­თან დაჰ­ყავ­დათ ცი­ხე­ში, რად­გან ბუ­ნებ­რივ კვე­ბა­ზე იყო. ბე­ბია ცი­ხე­ში ჩას­ვეს და ბა­ბუა ყა­ზა­ხეთ­ში გა­და­ა­სახ­ლეს. ის დაბ­რუ­ნე­ბი­დან მა­ლე­ვე გარ­და­იც­ვა­ლა. მისი დაბ­რუ­ნე­ბის ისოტ­რი­აც დიდი დრა­მა იყო. ბა­ბუა თე­რა­პევ­ტი იყო პრო­ფე­სი­ით. იმ გუ­ლა­გის უფ­როსს, სა­დაც ის გა­და­სახ­ლეს, შვი­ლი გა­უხ­და თურ­მე მა­ლა­რი­ით ავად. მო­ა­კი­თხეს ბა­ბუ­ას, ჩა­მო­აც­ვეს ტო­მა­რა თავ­ზე, რათა გზა არ და­ე­ნა­ხა, ვერ მიმხვდა­რი­ყო სად მიჰ­ყავ­დათ. გუ­ლა­გის უფ­როს­მა ბა­ბუ­ას უთხრა,თუ და­მეხ­მა­რე­ბი და გო­გო­ნას გა­და­მირ­ჩენ, ტყვე­ო­ბი­დან გა­გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბო. თურ­მე მთე­ლი ღამე დე­დის სის­ხლს უს­ხამ­და ბა­ბუ­ა­ჩე­მი პა­ტა­რა გო­გო­ნას და ძა­ლი­ან დიდი დოზა ქი­ნა­ქი­ნა გა­უ­კე­თა. იფიქ­რა, მა­ინც ვკვდე­ბი, თუ გა­დავ­რჩე­ბი, გა­დავ­რჩე­ბიო. გო­გო­ნა გა­დარ­ჩა და ბა­ბუ­აც გა­მო­უშ­ვეს. ეს იყო უმ­ძი­მე­სი ის­ტო­რია.

დე­და­ჩემს, დიდი ხნის გან­მავ­ლო­ბა­ში, თა­ვი­სი ბი­ო­ლო­გი­უ­რი დედა ბი­ცო­ლა ეგო­ნა, ხოლო ბი­ცო­ლა კი - დედა. ერთ დღე­საც, რო­დე­საც თურ­მე ის თა­ვის დე­დას­თან სტუმ­რად წა­იყ­ვა­ნეს, რო­მე­ლიც მას ბი­ცო­ლა ეგო­ნა, დე­დის სუნ­ზე ჰქო­ნია ბავ­შვს ინ­სტიქ­ტი და გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი რე­აქ­ცია. ტან­საც­მელს ყნო­სავ­და თურ­მე. პა­ტა­რა იყო, ფული შე­უგ­რო­ვე­ბია და უყი­დია სუ­ნა­მო, რო­მელ­საც მა­შინ "თეთ­რი ია­სამ­ნი " ერ­ქვა და რო­მე­ლიც მას დე­დის სუნს ახ­სე­ნებ­და. ბა­ლი­შის ქვეშ ედო თურ­მე ეს სუ­ნა­მო და ყნო­სავ­და. დე­დას ბი­ცო­ლამ ეს რომ გა­ი­გო, ვერ მო­ით­მი­ნა და უამ­ბო რე­ა­ლუ­რი ის­ტო­რია, რომ ის კი არ იყო მისი დედა, არა­მედ ბი­ცო­ლა, ხოლო ბი­ცო­ლა კი დედა იყო.

შემ­დეგ, დე­დამ რომ ფი­ლო­ლო­გი­უ­რი ფა­კულ­ტე­ტი და­ამ­თავ­რა, მთე­ლი მისი ის­ტო­რია იმ­დე­ნად აწ­ვა­ლე­ბა, და­წე­რა. გიზო ჟორ­და­ნი­ამ კი, რო­მე­ლიც მა­შინ მარ­ჯა­ნიშ­ვლი­ლის თე­ატ­რის რე­ჟი­სო­რი იყო, პა­რა­ლე­ლუ­რად და­წე­რა ბა­ბუ­ას ის­ტო­რია. ეს ნა­წარ­მო­ე­ბე­ბი შე­ერ­თდა და და­ერ­ქვა "თეთ­რი ია­სა­მა­ნი".

შემ­დეგ და­იდ­გა ეს სპექ­ტაკ­ლი და მე მო­მი­წია ერთ-ერთი ბე­ბი­ის რო­ლის თა­მა­ში" - მოჰ­ყვა მსა­ხი­ო­ბი.

."

მკითხველის კომენტარები / 3 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
Rima
4

აბა ვნახოთ თუ გამოაქვეყნებთ ჩემს კომენტარს თქვენი მოდერნიზაციის შემდეგ? მეეჭვება.

Rima
27

რა აიცემეტ ეს რეპრესირებული? თვითონ როგორ ექცეოდნენ ღარიბებს. მთელი ქონება მათი იყო, უბრალო ადამიანი უნიჭიერესი რომ ყოფილიყო სწავლას ვერ აგრძელებდა. დევივიტ ყველაფერს ისინი აჯდნენ. რაც ეგენი გაყარეს, იმის შემდეგ მიეცათ სწავლის უფლება გლეხებს და აბა დათვალეთ რამდენი მეცნიერი, აკადემიკოსი ,მწერალი თუ სხვა დარგის მოღვაწე აღიზარდა მათი გაძევების შემდეგ? .

ავტორი:

"დედაჩემს, წლების განმავლობაში, ბიცოლა დედა ეგონა, ხოლო დედა - ბიცოლა" - ქეთი ჩხეიძის რეპრესირებული ოჯახის სულისშემძვრელი ისტორია, რომელიც ცნობილ პიესას საფუძვლად დაედო

"დედაჩემს, წლების განმავლობაში, ბიცოლა დედა ეგონა, ხოლო დედა - ბიცოლა" - ქეთი ჩხეიძის რეპრესირებული ოჯახის სულისშემძვრელი ისტორია, რომელიც ცნობილ პიესას საფუძვლად  დაედო

ალბათ, ბევრს გვინახავს "მარჯანიშვილის თეატრში" სპექტაკლი "თეთრი იასამანი", თუმცა შესაძლოა, ბევრმა არ იცოდეს, რომ პიესას საფუძვლად კინოსა და თეატრის ცნობილი მსახიობის, ქეთი ჩხეიძის ოჯახის ტრაგიკული ისტორია უდევს.

გადაცემაში "რეალური სივრცე", რომელიც საბჭოთა დროს რეპრესირებულ ოჯახებს მიეძღვნა, საზოგადოებისთვის ცნობილი სახეები თავიანთი წინაპრების მძიმე, ტრაგიზმით სავსე ისტორიებზე ჰყვებოდნენ.

მათ შორის იყო ქეთი ჩხეიძეც, რომელიც მოჰყვა, როგორ დაიჭირეს მისი ბებია და გადაასახლეს ბაბუა, რის გამოც მსახიობის დედას, წლების განმავლობაში, საკუთარი ბიოლოგიური დედა ბიცოლა ეგონა, ხოლო ბიცოლა კი - დედა.

"40 წელია, რაც დედასგან სულ ერთი და იგივე ფრაზა მესმის - მარტო არ დამტოვოთ. 7 თვის იყო, როცა მარტო დარჩა. შემდეგ გააშვილეს და ბიცოლამ აიყვანა. დედასთან დაჰყავდათ ციხეში, რადგან ბუნებრივ კვებაზე იყო. ბებია ციხეში ჩასვეს და ბაბუა ყაზახეთში გადაასახლეს. ის დაბრუნებიდან მალევე გარდაიცვალა. მისი დაბრუნების ისოტრიაც დიდი დრამა იყო. ბაბუა თერაპევტი იყო პროფესიით. იმ გულაგის უფროსს, სადაც ის გადასახლეს, შვილი გაუხდა თურმე მალარიით ავად. მოაკითხეს ბაბუას, ჩამოაცვეს ტომარა თავზე, რათა გზა არ დაენახა, ვერ მიმხვდარიყო სად მიჰყავდათ. გულაგის უფროსმა ბაბუას უთხრა,თუ დამეხმარები და გოგონას გადამირჩენ, ტყვეობიდან გაგათავისუფლებო. თურმე მთელი ღამე დედის სისხლს უსხამდა ბაბუაჩემი პატარა გოგონას და ძალიან დიდი დოზა ქინაქინა გაუკეთა. იფიქრა, მაინც ვკვდები, თუ გადავრჩები, გადავრჩებიო. გოგონა გადარჩა და ბაბუაც გამოუშვეს. ეს იყო უმძიმესი ისტორია.

დედაჩემს, დიდი ხნის განმავლობაში, თავისი ბიოლოგიური დედა ბიცოლა ეგონა, ხოლო ბიცოლა კი - დედა. ერთ დღესაც, როდესაც თურმე ის თავის დედასთან სტუმრად წაიყვანეს, რომელიც მას ბიცოლა ეგონა, დედის სუნზე ჰქონია ბავშვს ინსტიქტი და განსაკუთრებული რეაქცია. ტანსაცმელს ყნოსავდა თურმე. პატარა იყო, ფული შეუგროვებია და უყიდია სუნამო, რომელსაც მაშინ "თეთრი იასამნი " ერქვა და რომელიც მას დედის სუნს ახსენებდა. ბალიშის ქვეშ ედო თურმე ეს სუნამო და ყნოსავდა. დედას ბიცოლამ ეს რომ გაიგო, ვერ მოითმინა და უამბო რეალური ისტორია, რომ ის კი არ იყო მისი დედა, არამედ ბიცოლა, ხოლო ბიცოლა კი დედა იყო.

შემდეგ, დედამ რომ ფილოლოგიური ფაკულტეტი დაამთავრა, მთელი მისი ისტორია იმდენად აწვალება, დაწერა. გიზო ჟორდანიამ კი, რომელიც მაშინ მარჯანიშვლილის თეატრის რეჟისორი იყო, პარალელურად დაწერა ბაბუას ისტორია. ეს ნაწარმოებები შეერთდა და დაერქვა "თეთრი იასამანი".

შემდეგ დაიდგა ეს სპექტაკლი და მე მომიწია ერთ-ერთი ბებიის როლის თამაში" - მოჰყვა მსახიობი.

."