პირბადის სავალდებულოდ ტარების საკითხი არ განიხილება - მთავარი რეკომენდაციაა, რომ ვინც არ არის აცრილი ორჯერ, აიცრას და ვინც აცრილია, "ბუსტერი“ გაიკეთოს, - ამის შესახებ "დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის" ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ "ინტერპრესნიუსთან“ განაცხადა.
მისი თქმით, "ბუსტერი“ კარგად მოქმედებს კორონავირუსის ახალ შტამებზე.
"კორონავირუსის შემთხვევების უმეტესობა არის შედარებით მსუბუქი, არ ითხოვს ჰოსპიტალიზაციას, ჰოსპიტლები გადატვირთული არ არის, სულ შეიძლება იწვეს 500-მდე პაციენტი მთელი ქვეყნის მასშტაბით, ანუ ჯანდაცვის სექტორზე ზეწოლა არ გახლავთ.
მთავარი მოწოდებაა, რომ ვინც არ არის აცრილი, აიცრას და ვინც აცრილია, "ბუსტერი“ გაიკეთოს. ასევე მოგეხსენებათ, რომ ქვეყანაში არის სპეციფიური წამალი, ანტი-ვირუსული წამალი, რომელიც ამ ვირუსზე მოქმედებს.
პირბადის სავალდებულოდ ტარება არ განიხილება. ჩვენ რეკომენდაციას ვაძლევთ, რომ დახურულ შენობებში და დიდი თავშეყრის დროს გამოიყენონ პირბადე. ყველაზე მნიშვნელოვანია, რომ სიმპტომების დროს ადამიანი გაიტესტოს“, - განაცხადა გამყრელიძემ.
ასევე იხილეთ: