პოლიტიკა
მსოფლიო
სამართალი

14

აგვისტო

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის ოცდამეორე დღე დაიწყება 22:16-ზე, მთვარე კუროში იქნება 17:21-დან – გაზარდეთ თქვენი ცოდნის დონე. შეისწავლეთ ახალი. იმუშავეთ მნიშვნელოვან დოკუმენტებთან. ხელი მოაწერე კონტრაქტებს. დაალაგეთ არქივი. დაუთმეთ დღე განათლებას და სწავლას. მოაგვარეთ მარტივი საკითხები და არ მიიღოთ სერიოზული გადაწყვეტილებები. დღე ხელსაყრელია მოგზაურობისთვის, ქალაქგარეთ გასეირნებისა და მივლინებისთვის. დაიწყეთ მნიშვნელოვანი საქმეები. გააძლიერეთ თქვენი ფინანსური მდგომარეობა. დაიცავით ყელი და ყურები. ხელსაყრელია ავეჯის და უძრავი ქონების შეძენა. შეიძინეთ სურსათი და საყოფაცხოვრებო ნივთები. კარგია რემონტის დაწყება. დღეს დაუთოებული თეთრეული და ტანსაცმელი დიდხანს დარჩება სწორი.
სპორტი
სამხედრო
მოზაიკა
მეცნიერება
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"მაისის შემდეგ "მაიმუნის ყვავილის“ 10 სავარაუდო შემთხვევა გვქონდა" - ამირან გამყრელიძე ინფექციის გავრცელების მაჩვენებელზე მსოფლიოსა და საქართველოში
"მაისის შემდეგ "მაიმუნის ყვავილის“ 10 სავარაუდო შემთხვევა გვქონდა" - ამირან გამყრელიძე ინფექციის გავრცელების მაჩვენებელზე მსოფლიოსა და საქართველოში

მა­ი­სის შემ­დეგ "მა­ი­მუ­ნის ყვა­ვი­ლის“ 10 სა­ვა­რა­უ­დო შემ­თხვე­ვა გვქონ­და, რო­მელ­თა­გან 9 შემ­თხვე­ვა ლა­ბო­რა­ტო­რი­უ­ლად იქნა უკუგ­დე­ბუ­ლი, ხოლო 1 და­დას­ტურ­და და პა­ცი­ენ­ტი უკვე გა­წე­რი­ლია და თავს კარ­გად გრძნობს - ორ­შა­ბათს ახა­ლი რე­კო­მენ­და­ცი­ე­ბი გა­მოქ­ვეყ­ნდე­ბა და ქვე­ყა­ნა ჯან­მრთე­ლო­ბის მსოფ­ლიო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ის რე­კო­მენ­და­ცი­ე­ბის მი­ხედ­ვით იმოქ­მე­დებს, - ამის შე­სა­ხებ "და­ა­ვა­დე­ბა­თა კონ­ტრო­ლის ეროვ­ნუ­ლი ცენ­ტრის" ხელ­მძღვა­ნელ­მა ამი­რან გამ­ყრე­ლი­ძემ "ინ­ტერპრეს­ნი­უს­თან“ გა­ნა­ცხა­და.

მისი თქმით, სხვა­დას­ხვა ქვე­ყა­ნა­ში "მა­ი­მუ­ნის ყვა­ვი­ლის“ პირ­ვე­ლი შემ­თხვე­ვე­ბის და­ფიქ­სი­რე­ბის­თა­ნა­ვე სა­ქარ­თვე­ლო­ში შე­სა­ბა­მი­სი წი­ნას­წა­რი სა­მუ­შა­ო­ე­ბი ჩა­ტარ­და.

"ჯან­მო-ს მხრი­დან სა­გან­გე­ბო მდგო­მა­რე­ო­ბა არ გა­მო­ცხა­დე­ბუ­ლა. ორ­გა­ნი­ზა­ცი­ის დი­რექ­ტორ­მა ტედ­როს გებ­რე­ი­სუს­მა გა­მო­ა­ცხა­და სა­ერ­თა­შო­რი­სო მნიშ­ვნე­ლო­ბის მქო­ნე სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი ჯან­მრთე­ლო­ბის გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი მდგო­მა­რე­ო­ბა, რად­გან “მა­ი­მუ­ნის ყვა­ვი­ლის“ შემ­თხვე­ვე­ბი იმა­ტებს. ამ და­ა­ვა­დე­ბის­თვის პირ­ვე­ლად არის ამ­დე­ნი რა­ო­დე­ნო­ბა, რომ ფიქ­სირ­დე­ბა. მან გან­მარ­ტა, რომ ეს არ არის პან­დე­მია, ეს არის კონ­ცენ­ტრი­რე­ბუ­ლი ეპი­დე­მია ადა­მი­ა­ნე­ბის გარ­კვე­ულ ჯგუფ­ში და ჯგუ­ფებ­ში, უფრო მე­ტად მა­მა­კა­ცებ­ში და გავ­რცე­ლე­ბის სის­წრა­ფე არ გახ­ლავთ ისე­თი, რო­გო­რიც გვაქვს კო­ვიდ პან­დე­მი­ის პი­რო­ბებ­ში, მაგ­რამ აუ­ცი­ლე­ბე­ლია, რომ იყოს მზად­ყოფ­ნა ქვეყ­ნებ­ში და ამ მზად­ყოფ­ნის­თვის მო­უ­წო­და ქვეყ­ნებს.

ქვეყ­ნე­ბი ოთხ ჯგუ­ფად და­ი­ყო, ჩვენ პირ­ველ ჯგუფ­ში შევ­დი­ვართ - ეს არის ის ქვეყ­ნე­ბი, სა­დაც ჯერ კი­დევ არ და­ფიქ­სი­რე­ბუ­ლა "მა­ი­მუ­ნის ყვა­ვი­ლი", ან იყო "მა­ი­მუ­ნის ყვა­ვი­ლი" და ბოლო 21 დღის გან­მავ­ლო­ბა­ში ახა­ლი შემ­თხვე­ვე­ბი არ აღი­რი­ცხა. ჩვენ გვქონ­და ერთი და­დას­ტუ­რე­ბუ­ლი შემ­თხვე­ვა. მა­ი­სის შემ­დეგ გვქონ­და "მა­ი­მუ­ნის ყვა­ვი­ლის“ 10 სა­ვა­რა­უ­დო შემ­თხვე­ვა, რო­მელ­თა­გან ცხრა შემ­თხვე­ვა ლა­ბო­რა­ტო­რი­უ­ლად იქნა უკუგ­დე­ბუ­ლი, ხოლო ერთი და­დას­ტურ­და და პა­ცი­ენ­ტი უკვე გა­წე­რი­ლია და თავს კარ­გად გრძნობს.

რო­დე­საც პირ­ვე­ლად და­ფიქ­სირ­და შემ­თხვე­ვე­ბი სხვა­დას­ხვა ქვე­ყა­ნა­ში, ჩვენ შე­სა­ბა­მი­სი წი­ნას­წა­რი სა­მუ­შა­ო­ე­ბი ჩა­ვა­ტა­რეთ. გა­ვაძ­ლი­ე­რეთ ზე­დამ­ხედ­ვე­ლო­ბა გა­მო­ნა­ყა­რით მიმ­დი­ნა­რე და­ა­ვა­დე­ბებ­ზე. გვაქვს ჩვენ "ლუ­გარ­ში“ ლა­ბო­რა­ტო­რი­უ­ლი შე­საძ­ლებ­ლო­ბა რო­გორც "პი­სი­არ“ ტეს­ტის სა­შუ­ა­ლე­ბა, ასე­ვე შეგ­ვიძ­ლია გე­ნო­მის კვლე­ვით დავ­სვათ დი­აგ­ნო­ზი.

შე­სა­ბა­მი­სი რე­კო­მენ­და­ცი­ე­ბი კი­დევ გა­მოქ­ვეყ­ნდე­ბა ორ­შა­ბათს, რა და რო­გორ უნდა გა­კეთ­დეს. ერთ-ერთი მთა­ვა­რი არის მო­სახ­ლე­ო­ბის და სა­მე­დი­ცი­ნო პერ­სო­ნა­ლის ინ­ფორ­მი­რე­ბა. ჯან­მრთე­ლო­ბის მსოფ­ლიო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ის რე­კო­მენ­და­ცი­ე­ბის მი­ხედ­ვით იმოქ­მე­დებს ქვე­ყა­ნა“, - გა­ნა­ცხა­და ამი­რან გამ­ყრე­ლი­ძემ.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
როგორ აფასებენ პოლიტიკურ სპექტრში უვიზო მიმოსვლის შესაძლო შეჩერების საკითხს
ავტორი:

"მაისის შემდეგ "მაიმუნის ყვავილის“ 10 სავარაუდო შემთხვევა გვქონდა" - ამირან გამყრელიძე ინფექციის გავრცელების მაჩვენებელზე მსოფლიოსა და საქართველოში

"მაისის შემდეგ "მაიმუნის ყვავილის“ 10 სავარაუდო შემთხვევა გვქონდა" - ამირან გამყრელიძე ინფექციის გავრცელების მაჩვენებელზე მსოფლიოსა და საქართველოში

მაისის შემდეგ "მაიმუნის ყვავილის“ 10 სავარაუდო შემთხვევა გვქონდა, რომელთაგან 9 შემთხვევა ლაბორატორიულად იქნა უკუგდებული, ხოლო 1 დადასტურდა და პაციენტი უკვე გაწერილია და თავს კარგად გრძნობს - ორშაბათს ახალი რეკომენდაციები გამოქვეყნდება და ქვეყანა ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის რეკომენდაციების მიხედვით იმოქმედებს, - ამის შესახებ "დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის" ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ "ინტერპრესნიუსთან“ განაცხადა.

მისი თქმით, სხვადასხვა ქვეყანაში "მაიმუნის ყვავილის“ პირველი შემთხვევების დაფიქსირებისთანავე საქართველოში შესაბამისი წინასწარი სამუშაოები ჩატარდა.

"ჯანმო-ს მხრიდან საგანგებო მდგომარეობა არ გამოცხადებულა. ორგანიზაციის დირექტორმა ტედროს გებრეისუსმა გამოაცხადა საერთაშორისო მნიშვნელობის მქონე საზოგადოებრივი ჯანმრთელობის განსაკუთრებული მდგომარეობა, რადგან “მაიმუნის ყვავილის“ შემთხვევები იმატებს. ამ დაავადებისთვის პირველად არის ამდენი რაოდენობა, რომ ფიქსირდება. მან განმარტა, რომ ეს არ არის პანდემია, ეს არის კონცენტრირებული ეპიდემია ადამიანების გარკვეულ ჯგუფში და ჯგუფებში, უფრო მეტად მამაკაცებში და გავრცელების სისწრაფე არ გახლავთ ისეთი, როგორიც გვაქვს კოვიდ პანდემიის პირობებში, მაგრამ აუცილებელია, რომ იყოს მზადყოფნა ქვეყნებში და ამ მზადყოფნისთვის მოუწოდა ქვეყნებს.

ქვეყნები ოთხ ჯგუფად დაიყო, ჩვენ პირველ ჯგუფში შევდივართ - ეს არის ის ქვეყნები, სადაც ჯერ კიდევ არ დაფიქსირებულა "მაიმუნის ყვავილი", ან იყო "მაიმუნის ყვავილი" და ბოლო 21 დღის განმავლობაში ახალი შემთხვევები არ აღირიცხა. ჩვენ გვქონდა ერთი დადასტურებული შემთხვევა. მაისის შემდეგ გვქონდა "მაიმუნის ყვავილის“ 10 სავარაუდო შემთხვევა, რომელთაგან ცხრა შემთხვევა ლაბორატორიულად იქნა უკუგდებული, ხოლო ერთი დადასტურდა და პაციენტი უკვე გაწერილია და თავს კარგად გრძნობს.

როდესაც პირველად დაფიქსირდა შემთხვევები სხვადასხვა ქვეყანაში, ჩვენ შესაბამისი წინასწარი სამუშაოები ჩავატარეთ. გავაძლიერეთ ზედამხედველობა გამონაყარით მიმდინარე დაავადებებზე. გვაქვს ჩვენ "ლუგარში“ ლაბორატორიული შესაძლებლობა როგორც "პისიარ“ ტესტის საშუალება, ასევე შეგვიძლია გენომის კვლევით დავსვათ დიაგნოზი.

შესაბამისი რეკომენდაციები კიდევ გამოქვეყნდება ორშაბათს, რა და როგორ უნდა გაკეთდეს. ერთ-ერთი მთავარი არის მოსახლეობის და სამედიცინო პერსონალის ინფორმირება. ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის რეკომენდაციების მიხედვით იმოქმედებს ქვეყანა“, - განაცხადა ამირან გამყრელიძემ.