მნიშვნელოვანი ინფორმაცია
მნიშვნელოვანი ინფორმაცია
ავტორი:

"რუსების გარეშე საბჭოთა კავშირის ჩემპიონატი უნდა აღვადგინოთ" - იაგო ხვიჩია ქართულ ფეხბურთზე

"რუსების გარეშე საბჭოთა კავშირის ჩემპიონატი უნდა აღვადგინოთ" - იაგო ხვიჩია ქართულ ფეხბურთზე

"გირჩის" ლიდერმა, იაგო ხვიჩიამ, საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში ქართული ფეხბურთის შესახებ ისაუბრა და თქვა, რომ მისი აზრით, უნდა აღდგეს საბჭოთა კავშირის დროინდელი ჩემპიონატი რუსების გარეშე.

"საქართველოში არსებობდა საბჭოთა ფეხბურთი, მაგრამ ქართული ფეხბურთი ვერ შევქმენით. შენ თუ ევროპის და მსოფლიოს ჩემპიონატებზე არ გადიხარ, შენი გუნდები არ მონაწილეობენ თუნდაც ევროპის ლიგის ფინალურ ეტაპებზე, შენ ფეხბურთი არ გაქვს. მე რაც დავიბადე, მას შემდეგ ასეთი ფეხბურთის ნახვის შანსი არ გვქონია. ეს მაწუხებს.

ქართულ ფეხბურთთან დაკავშირებით ბოლო მოლოდინი მქონდა 2020 წლის ნოემბერში, როდესაც ნაკრები ევრო 2020-ის პლეი ოფში გავიდა, მაგრამ ეს თამაში კორონავირუსს შევწირეთ, გულშემატკივარი არ შევუშვით და ხვიჩა კვარაცხელია არ ვათამაშეთ, რადგან ეს ამბავი საერთოდ არაფერ შუაში არ იყო. ამით დავკარგეთ მოედნის და თავდასხმის უპირატესობა", - ამბობს ხვიჩია.

მისი აზრით, მოედანზე აზარტი უნდა დაბრუნდეს. ხვიჩია ამბობს, რომ "დამოუკიდებლობამ საბჭოთა ფეხბურთი დაანგრია."

"ჯერ მოედანზე აზარტი უნდა დაბრუნდეს. დამოუკიდებლობამ დაანგრია საბჭოთა ფეხბურთი. ჩვენ კი ახალი ქართული ფეხბურთი უნდა შევქმნათ. ადრე ქართული ფეხბურთი ეთნიკურ ნიადაგზე იდგა და რუსებს, უკრაინელებს, სომხებს, ბელარუსებს, ბალტიისპირელებს ვამარცხებდით. იქ მთელი ერი იბრძოდა მოედანზე - ეს აზარტი საბჭოთა ფეხბურთის დანგრევამ გამოგვაცალა.

ახლა ნიჭიერი მიდის იქ, სადაც აზარტია. ჩვენ მოედნებს ვაშენებთ აზარტის დაბრუნების ნაცვლად და მგონია, რომ ჩემი აზრით, შეცდომას აქ ვუშვებთ. ჩემი აზრით, რუსების გარეშე საბჭოთა კავშირის ჩემპიონატი უნდა აღვადგინოთ. თუ გვინდა, რომ მაღალი ხარისხის ფეხბურთი ვითამაშოთ, კონკურენცია უნდა გავაჩინოთ. თუ ეს ჩემპიონატი შეუძლებელია, ვისთანაც შესაძლებელია, იმასთან უნდა გავაკეთოთ", - ამბობს ხვიჩია.