პოლიტიკა
მსოფლიო
სამართალი

7

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეცამეტე დღე დაიწყება 20:04-ზე, მთვარე მშვილდოსანს ესტუმრება 02:05-ზე – კარგია ჯგუფური მუშაობისთვის, ახალი ინფორმაციის მოსაპოვებლად, ახალი სასწავლო ციკლების დასაყენებლად. საყოფაცხოვრებო ნივთების დაგროვების, შეძენისა და წარმოების დღე. კარგია პურის გამოცხობა. შეიტანეთ კორექტირება ბიზნესში და გააფართოვეთ გავლენის სფეროები. ხელი მოაწერე ხელშეკრულებებს. კარგია თანამშრომლების დაქირავება, საჯარო ღონისძიებების ჩატარება. მიიღეთ ახალი ინფორმაცია, გაიუმჯობესეთ განათლება. იმუშავეთ გუნდში და განიხილეთ აქტუალური საკითხები კოლეგების ან თანამოაზრეების გარემოცვაში. აქტიური ორგანოებია: თეძოები, ვენები, საჯდომის ნერვი. ფაფა, ბოსტნეული და ხილი შეუცვლელია.
სამხედრო
Faceამბები
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ცხრაჯერ მომეშალა მუცელი, ცხრა ბავშვი დავკარგე “ - შერონ სტოუნის დრამატული პირადი ცხოვრება, განქორწინებები და ტკივილი, რომელიც არასდროს ტოვებს
"ცხრაჯერ მომეშალა მუცელი, ცხრა ბავშვი დავკარგე “ - შერონ სტოუნის დრამატული პირადი ცხოვრება, განქორწინებები და ტკივილი, რომელიც არასდროს ტოვებს

ყო­ველ­წლი­უ­რად მი­ლი­ო­ნო­ბით ქალი კარ­გავს მუც­ლად მყოფ ბავ­შვს. ჰო­ლი­ვუ­დის ვარ­სკვლა­ვი შე­რონ სტო­უ­ნიც ერთ-ერთი მათ­გა­ნია. ვი­საც ეს ტკი­ვი­ლი აწუ­ხებს. მსა­ხი­ო­ბი ამ­ბობს, რომ ეს და­მან­გრე­ვე­ლი ტან­ჯვა ცხოვ­რე­ბა­ში ცხრა­ჯერ გა­ნი­ცა­და.

შე­რონს სურს, რომ ამ სა­კი­თხზე უფრო მეტ­მა ადა­მი­ან­მა ისა­უბ­როს, რათა ქა­ლებ­მა სა­ში­ნე­ლი ტკი­ვი­ლი მარ­ტო­ებ­მა კი არ აი­ტა­ნონ, არა­მედ მხარ­და­ჭე­რა მი­ი­ღონ.

შე­რონ სტო­უ­ნის პი­რა­დი ცხოვ­რე­ბა ბევ­რი დრა­მით იყო სავ­სე. 1984 წელს ის მა­იკლ გრინ­ბურ­გზე და­ქორ­წინ­და, მაგ­რამ ერ­თმა­ნეთს სამ წე­ლი­წად­ში და­შორ­დნენ. შემ­დეგ მსა­ხი­ო­ბი ორ­ჯერ იყო და­ნიშ­ნუ­ლი, თუმ­ცა ორი­ვე ურ­თი­ერ­თო­ბა მა­ლე­ვე დას­რულ­და და საქ­მე ქორ­წი­ლამ­დე არ მი­სუ­ლა.

1998 წელს ის ფილ ბრონშტე­ინ­ზე და­ქორ­წინ­და. წყვი­ლი შვი­ლის გა­ჩე­ნას ცდი­ლობ­და, თუმ­ცა უშე­დე­გოდ. შე­რონ­მა და ფილ­მა პირ­ვე­ლი ვაჟი 2000 წელს იშ­ვი­ლეს. ამ ამ­ბი­დან სამი წლის შემ­დეგ წყვი­ლი გან­ქორ­წინ­და. 2005 წელს შე­რონ­მა თა­ვი­სი მე­ო­რე ვაჟი, ლე­ირდ ვონი იშ­ვი­ლა, ხოლო 2006 წელს - ქუინ კელი სტო­უ­ნი.

შე­რონს ავ­ტო­ი­მუ­ნუ­რი და­ა­ვა­დე­ბა და ენ­დო­მეტ­რი­ო­ზი აწუ­ხებს და ორი­ვე მათ­გა­ნი ხელს უშ­ლი­და ბი­ო­ლო­გი­უ­რად შვი­ლის გა­ჩე­ნა­ში.

64 წლის შე­რონ სტო­უნს ხში­რად ხე­და­ვენ სამ შვილ­თან ერ­თად.

ის ამ­ბობს, რომ სურს, ქა­ლებ­მა თა­ვი­სუფ­ლად ისა­უბ­რონ იმ ბრძო­ლე­ბის შე­სა­ხებ, რო­მელ­თა გა­და­ტა­ნაც უწევთ.

"ჩვენ რო­გორც ქა­ლებს, არ გვაქვს სივ­რცე ამ და­ნა­კარ­გის სიღ­მის გან­სა­ხილ­ვე­ლად. მე ცხრა­ჯერ მო­მე­შა­ლა მუ­ცე­ლი, ცხრა ბავ­შვი დავ­კარ­გე. ეს არ არის პა­ტა­რა რამ, არც ფი­ზი­კუ­რად და არც ემო­ცი­უ­რად.

მაგ­რამ ჩვენ გვა­ი­ძუ­ლე­ბენ ვი­ფიქ­როთ, რომ ეს მარ­ტომ და ფა­რუ­ლად უნდა გა­და­ვი­ტა­ნოთ და თავი არას­რულ­ფა­სოვ­ნად ვიგ­რძნოთ. იმის ნაც­ვლად, რომ მი­ვი­ღოთ ძა­ლი­ან სა­ჭი­რო თა­ნაგ­რძნო­ბა, ქა­ლე­ბის ჯან­მრთე­ლო­ბა და კე­თილ­დღე­ო­ბა მა­მა­კა­ცუ­რი იდე­ო­ლო­გი­ის მიღ­მაა დარ­ჩე­ნი­ლი“, - ამ­ბობს მსა­ხი­ო­ბი.

რუსსა
0

მაგარი გოგოა შერონი, ამ ასაკშიც მშვენივრად გამოიყურება. ბიჭებიც რა საყვარელბი არიან. ისე არ მესმის, რატომ ქმნის ტრაგედიას უშვილობის გამო, ვერანაირ ტრაგედიას ვერ ვხედავ ამაში. წარმატებებს ვუსურვებ! 

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რა ახალი დეტალები ხდება ცნობილი თორნიკე რიჟვაძის საქმეზე?
ავტორი:

"ცხრაჯერ მომეშალა მუცელი, ცხრა ბავშვი დავკარგე “ - შერონ სტოუნის დრამატული პირადი ცხოვრება, განქორწინებები და ტკივილი, რომელიც არასდროს ტოვებს

"ცხრაჯერ მომეშალა მუცელი, ცხრა ბავშვი დავკარგე “ - შერონ სტოუნის დრამატული პირადი ცხოვრება, განქორწინებები და ტკივილი, რომელიც არასდროს ტოვებს

ყოველწლიურად მილიონობით ქალი კარგავს მუცლად მყოფ ბავშვს. ჰოლივუდის ვარსკვლავი შერონ სტოუნიც ერთ-ერთი მათგანია. ვისაც ეს ტკივილი აწუხებს. მსახიობი ამბობს, რომ ეს დამანგრეველი ტანჯვა ცხოვრებაში ცხრაჯერ განიცადა.

შერონს სურს, რომ ამ საკითხზე უფრო მეტმა ადამიანმა ისაუბროს, რათა ქალებმა საშინელი ტკივილი მარტოებმა კი არ აიტანონ, არამედ მხარდაჭერა მიიღონ.

შერონ სტოუნის პირადი ცხოვრება ბევრი დრამით იყო სავსე. 1984 წელს ის მაიკლ გრინბურგზე დაქორწინდა, მაგრამ ერთმანეთს სამ წელიწადში დაშორდნენ. შემდეგ მსახიობი ორჯერ იყო დანიშნული, თუმცა ორივე ურთიერთობა მალევე დასრულდა და საქმე ქორწილამდე არ მისულა.

1998 წელს ის ფილ ბრონშტეინზე დაქორწინდა. წყვილი შვილის გაჩენას ცდილობდა, თუმცა უშედეგოდ. შერონმა და ფილმა პირველი ვაჟი 2000 წელს იშვილეს. ამ ამბიდან სამი წლის შემდეგ წყვილი განქორწინდა. 2005 წელს შერონმა თავისი მეორე ვაჟი, ლეირდ ვონი იშვილა, ხოლო 2006 წელს - ქუინ კელი სტოუნი.

შერონს ავტოიმუნური დაავადება და ენდომეტრიოზი აწუხებს და ორივე მათგანი ხელს უშლიდა ბიოლოგიურად შვილის გაჩენაში.

64 წლის შერონ სტოუნს ხშირად ხედავენ სამ შვილთან ერთად.

ის ამბობს, რომ სურს, ქალებმა თავისუფლად ისაუბრონ იმ ბრძოლების შესახებ, რომელთა გადატანაც უწევთ.

"ჩვენ როგორც ქალებს, არ გვაქვს სივრცე ამ დანაკარგის სიღმის განსახილველად. მე ცხრაჯერ მომეშალა მუცელი, ცხრა ბავშვი დავკარგე. ეს არ არის პატარა რამ, არც ფიზიკურად და არც ემოციურად.

მაგრამ ჩვენ გვაიძულებენ ვიფიქროთ, რომ ეს მარტომ და ფარულად უნდა გადავიტანოთ და თავი არასრულფასოვნად ვიგრძნოთ. იმის ნაცვლად, რომ მივიღოთ ძალიან საჭირო თანაგრძნობა, ქალების ჯანმრთელობა და კეთილდღეობა მამაკაცური იდეოლოგიის მიღმაა დარჩენილი“, - ამბობს მსახიობი.

×
Live: ეთერშია გადაცემა "360 გრადუსი"