პოლიტიკა
საზოგადოება
სამართალი

27

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის მესამე დღე დაიწყება 06:24-ზე, მთვარე ლომში გადავა 10:09-ზე – ენერგიული დღეა. მოქმედების დროა, ხელსაყრელია ფიზიკური დატვირთვა. მოერიდეთ აგრესიის ნებისმიერ გამოვლინებას. გამოიჩინეთ მონდომება და გამძლეობა. არ არის რეკომენდებული ფინანსური საკითხების მოგვარება, შესაძლებელია ფულადი დანაკარგები. აქტიური ორგანოებია გული, სისხლის მიმოქცევის სისტემა, არტერიები, ზურგი, დიაფრაგმა. ცილები და ხილი კარგად შეიწოვება. კარგია ოთახების მოლამაზება. ინტერიერის განახლება. აგრეთვე სადილის მომზადება და ცხობა.
მსოფლიო
სამხედრო
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
მეცნიერება
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"რუსი ჯარისკაცები სოფელ-სოფელ დაძრწიან... მოსახლეობა შიმშილობს “ - საქართველო რუსეთის ბატონობის ქვეშ "გარდიანის" თვალით - 1921 წელს დაწერილი წერილი
"რუსი ჯარისკაცები სოფელ-სოფელ დაძრწიან... მოსახლეობა შიმშილობს “ - საქართველო რუსეთის ბატონობის ქვეშ "გარდიანის" თვალით - 1921 წელს დაწერილი წერილი

ბრი­ტა­ნუ­ლი გა­მო­ცე­მა "გარ­დი­ა­ნი“ აქ­ვეყ­ნებს ომის კო­რეს­პონ­დენ­ტის, ჰენ­რი ნე­ვინ­სო­ნის წე­რილს, რო­მე­ლიც მან 1921 წელს "მან­ჩეს­ტერ გარ­დი­ა­ნის“ რე­დაქ­ტორს მის­წე­რა. წე­რილ­ში აღ­წე­რი­ლია სა­ქარ­თვე­ლო­სა და ქარ­თვე­ლი ხალ­ხის მდგო­მა­რე­ო­ბა რუ­სე­თის ბა­ტო­ნო­ბის ქვეშ.

გა­ე­ცა­ნით წე­რი­ლის თარ­გმანს:

"სერ, - ბევ­რი ინ­ფორ­მა­ცია მი­ვი­ღე რუ­სე­თის ბა­ტო­ნო­ბის ქვეშ მყო­ფი სა­ქარ­თვე­ლოს მდგო­მა­რე­ო­ბის შე­სა­ხებ, რო­მე­ლიც სა­უ­ბე­დუ­როდ, გა­ნახ­ლდა მარ­ტში, რუ­სე­თი­სა და სომ­ხე­თის ჯა­რის შეჭ­რის შემ­დეგ. არ შე­მიძ­ლია ჩემი ინ­ფორ­მა­ტო­რე­ბის და­სა­ხე­ლე­ბა იმი­ტომ, რომ ზოგი მათ­გა­ნი ჯერ კი­დევ თა­ვის ქვე­ყა­ნა­შია, სა­დაც რუ­სე­თის რე­ვო­ლუ­ცი­ის შემ­დეგ დაბ­რუნ­დნენ. მა­ნამ­დე ცა­რიზ­მის დროს, დევ­ნი­ლო­ბა­ში იმ­ყო­ფე­ბოდ­ნენ.

ყვე­ლა მათ­გა­ნი სო­ცი­ა­ლის­ტია და უნდა გვახ­სოვ­დეს, რომ სულ მცი­რე 2000 ქარ­თვე­ლი სო­ცი­ა­ლის­ტი - "მენ­შევ­კი­კე­ბი“ და რუ­სე­თის ცენ­ტრა­ლი­ზე­ბუ­ლი ხე­ლი­სუფ­ლე­ბის სხვა ოპო­ნენ­ტე­ბი, ახლა ცი­ხე­ში არი­ან იმის გამო, რომ თა­ვი­ან­თი ქვეყ­ნის თა­ვი­სუფ­ლე­ბას იცავ­დნენ.

ჩემი ინ­ფორ­მა­ცი­ით, სა­ქარ­თვე­ლოს დღე­ვან­დე­ლი მდგო­მა­რე­ო­ბა იგი­ვეა, რო­გო­რიც მე­ფის რუ­სე­თის დროს იყო. თუ არ ჩავ­თვლით იმას, რომ დღე­ვან­დე­ლი სი­ტუ­ა­ცია და ეს რე­ჟი­მი უფრო მეტ ადა­მი­ანს ეხე­ბა პი­რა­დად. ეს არის მი­ლა­ტა­რის­ტუ­ლი და იმ­პე­რი­ა­ლის­ტუ­რი რე­ჟი­მი. მთავ­რო­ბას შე­ად­გენს სომ­ხე­ბი­სა და რუ­სე­ბის ვიწ­რო ბი­უ­როკ­რა­ტია.

ჩი­ნოვ­ნიკ­თა დიდი ნა­წი­ლი "ხუ­ლი­გა­ნია“, რომ­ლე­ბიც მე­ფის დროს ჯა­შუ­შად და სა­ი­დუმ­ლო პო­ლი­ცი­ე­ლე­ბად მუ­შა­ობ­დნენ, მაგ­რამ ახლა თა­ვი­ანთ თავს ბოლ­შე­ვი­კებს უწო­დე­ბენ. ქარ­თვე­ლე­ბი ყველ­გან და­ი­თხო­ვეს.

სარ­კი­ნიგ­ზო ხა­ზის ყვე­ლა ცენ­ტრი, ბა­თუ­მი­დან ბა­ქომ­დე, რუსი სამ­ხედ­რო­ე­ბის ხელ­შია.

  • ოფი­ცი­ა­ლუ­რი პი­რე­ბი დას­ცი­ნი­ან სა­ქარ­თვე­ლოს პრე­ტენ­ზი­ებს ეროვ­ნე­ბი­სა და და­მო­უ­კი­დებ­ლო­ბის შე­სა­ხებ. ამა­ში ახა­ლი არა­ფე­რია, ეს ყო­ველ­თვის იყო რუ­სუ­ლი მარ­თვის მე­თო­დი, რო­მელ­საც ის და­პყრო­ბი­ლი ერე­ბის მი­მართ იყე­ნებ­და. ეს იცის ყვე­ლამ, ვი­საც უმოგ­ზა­უ­რია რუ­სე­თის ტე­რი­ტო­რი­ა­ზე წარ­სულ­ში.

1905-1906 წლებ­ში, ქარ­თვე­ლე­ბის მიერ თა­ვი­სუფ­ლე­ბის აღ­დგე­ნის მცდე­ლო­ბის შემ­დეგ, მე თვი­თონ ვნა­ხე და­სავ­ლეთ სა­ქარ­თვე­ლოს დიდი ნა­წი­ლი გა­დამ­წვა­რი და გა­ნად­გუ­რე­ბუ­ლი მე­ფის რუ­სე­თის ჯა­რის მიერ, მათ­თვის და­მა­ხა­სი­ა­თე­ბე­ლი სამ­ხედ­რო სი­სა­ძაგ­ლით.

  • რაც ახა­ლია, არის მთე­ლი ქვეყ­ნის მი­ზან­მი­მარ­თუ­ლი ძარ­ცვა. რუსი ჯა­რის­კა­ცე­ბი სო­ფელ-სო­ფელ დაძ­რწი­ან და ყვე­ლა­ფერს ანად­გუ­რე­ბენ, რაც გლე­ხებ­მა გა­მო­ი­მუ­შა­ვეს. სა­ქარ­თვე­ლო, გარ­და იმი­სა, რომ ყვე­ლა­ზე ლა­მა­ზი ქვე­ყა­ნაა მათ შო­რის, რაც კი მე მი­ნა­ხავს, ასე­ვე მისი მიწა ერთ-ერთი ყვე­ლა­ზე ნა­ყო­ფი­ე­რია.

ყო­ველ­გვარ სიმ­დიდ­რეს, ორ­თქმავ­ლე­ბით და­წყე­ბუ­ლი, ქა­ღალ­დი­თა და წამ­ლე­ბით დამ­თავ­რე­ბუ­ლი, რუ­სე­ბი იპა­რა­ვენ და რუ­სეთ­ში ბა­ქო­სა და კას­პი­ის გავ­ლით გა­და­აქვთ.

მთა­ვა­რი გა­მო­ნაკ­ლი­სი ხა­ლი­ჩე­ბი და ფარ­და­გე­ბია (ძი­რი­თა­დად სპარ­სუ­ლი), რომ­ლე­ბიც საკ­ვე­ბის სა­ნაც­ვლოდ გერ­მა­ნელ და იტა­ლი­ელ სპე­კუ­ლი­ან­ტებს მიჰ­ყი­დეს. ამ მტა­ცებ­ლებს მსგავ­სი გა­რი­გე­ბა აქვთ სამ­კა­ულ­თან და­კავ­ში­რე­ბი­თაც.

  • ყვე­ლა ქარ­თუ­ლი წიგ­ნი გა­ა­ნად­გუ­რეს. არა­ვის აქვს უფ­ლე­ბა 300-ზე მეტი წიგ­ნი შე­ი­ნა­ხოს. ქარ­თვე­ლე­ბი კი ინ­ტე­ლექ­ტუ­ა­ლი და უაღ­რე­სად გა­ნათ­ლე­ბუ­ლი ხალ­ხია.

მაგ­რამ მთა­ვა­რი სა­კი­თხი ახლა საკ­ვე­ბია. რუ­სუ­ლი ფული არაფ­რად ფა­სობს. სა­სა­ცი­ლოა ამა­ზე სა­უ­ბა­რიც კი. მა­გა­ლი­თად, გა­სულ თვე­ში 1 ინ­გლი­სუ­რი გირ­ვან­ქა სტერ­ლინ­გი და­ახ­ლო­ე­ბით 110 000 რუბლს უტოლ­დე­ბო­და. იმ პე­რი­ოდ­ში ერთი გირ­ვან­ქა პური (1 გირ­ვან­ქა - 450 გრა­მი) 2 110 რუბ­ლი ღირ­და, ხოლო ერთი გირ­ვან­ქა ბე­კო­ნი - 10 000 რუბ­ლი, კა­რა­ქი - 12 000 რუბ­ლი.

ამ კვი­რის ინ­ფორ­მა­ცი­ით, ფა­სე­ბი ისე და­უ­ჯე­რებ­ლად გაზ­რდი­ლია, რომ თქმა­დაც არ ღირს. ხალ­ხი სა­ქონ­ლის გა­დაც­ვლის პრი­მი­ტი­ულ ფორ­მას და­უბ­რუნ­და. ჩი­ნოვ­ნი­კე­ბი­სა და რუსი ჯა­რის­კა­ცე­ბის გარ­და, რო­გორც ჩანს, მთე­ლი მო­სახ­ლე­ო­ბა შიმ­ში­ლობს და ყვე­ლა­ზე მგზნე­ბა­რე პატ­რი­ო­ტე­ბიც კი უფრო მეტს ფიქ­რო­ბენ პუ­რის ქერ­ქზე, ვიდ­რე თა­ვი­სუფ­ლე­ბა­ზე.

თა­ვად ქარ­თვე­ლებს მი­აჩ­ნი­ათ, რომ მათი მო­მა­ვა­ლი, უფრო კონ­კრე­ტუ­ლად კი მათი არ­სე­ბო­ბა, და­მო­კი­დე­ბუ­ლია ჩვე­ნი ქვეყ­ნის პო­ზი­ცი­ა­ზე გერ­მა­ნი­ი­სა და ცენ­ტრა­ლუ­რი ევ­რო­პის მი­მართ. თუ ჩვენ კვლავ და­ვუშ­ვებთ ცენ­ტრა­ლურ ევ­რო­პას და­სავ­ლუ­რი ცი­ვი­ლი­ზა­ცი­ის წრე­ში და მის ნა­წი­ლად ვა­ღი­ა­რებთ, მათ შე­იძ­ლე­ბა იმე­დი ჰქონ­დეთ. თუ ეს ასე არ მოხ­დე­ბა, ისი­ნი პროგ­ნო­ზი­რე­ბენ მძვინ­ვა­რე რე­აქ­ცი­ას გერ­მა­ნი­ა­ში, რაც იმა­ვეს გა­მო­იწ­ვევს რუ­სეთ­ში - მჭიდ­რო ალი­ანსს ამ ორ ქვე­ყა­ნას შო­რის კი შე­საძ­ლოა, სა­ქარ­თვე­ლო­სა და სხვა პა­ტა­რა ქვეყ­ნე­ბის მოს­პო­ბა მოჰ­ყვეს.

წე­რი­ლის ავ­ტო­რი, ინ­გლი­სე­ლი ჟურ­ნა­ლის­ტი, ომის კო­რეს­პონ­დენ­ტი, ჰენ­რი ნე­ვინ­სო­ნი

  • მარ­თლაც, ად­ვი­ლი იქ­ნე­ბა ქარ­თვე­ლე­ბის სრუ­ლი გა­ნად­გუ­რე­ბა რამ­დე­ნა­დაც მათი რა­ო­დე­ნო­ბა მცი­რეა და რუ­სე­თის ამ­ჟა­მინ­დელ ხე­ლი­სუფ­ლე­ბას არ აღელ­ვებს ქარ­თვე­ლე­ბის ბედი. მათ აღელ­ვებთ მხო­ლოდ მისი ნა­ყო­ფი­ე­რე­ბა და მი­ნე­რა­ლუ­რი სიმ­დიდ­რე.

ახ­ლა­ხანს მაც­ნო­ბეს, რომ რუ­სე­თის მთე­ლი ყუ­რა­დღე­ბა ახლა მი­მარ­თუ­ლია უფრო ფარ­თო მიზ­ნე­ბის­კენ სამ­ხრე­თით და აღ­მო­სავ­ლე­თით, რო­გორც უკვე და­წე­რა თქვენს სვე­ტებ­ში ჩემ­მა მე­გო­ბარ­მა არ­ტურ რენ­სამ­მა.“

წყა­რო: The Guardian

მკითხველის კომენტარები / 20 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ზურაბი!
1

არ მთავრდება სხვაზე გადაბრალებას პოლიტიკა თუ პროვოკატორობა! ჩვენს უსუსურობას, უგუნურებაა ყოველთვის სხვას ვაბრალით! ქვეყნის შიგნით გვაქვს პრობლემა და იმიტომ ვართ სუსტი, ხოლო სუსტს იპყრობენ, იქვე მდებარეობენ ასეა სამწუხაროდ მოწყობილი მსოფლიო!

კაცობრიობის ისტორია ომების დაპყრობის და ეკსპლოატაციის ისტორიაა! მაგრამ კეთილგონივრული პოლიტიკით არის შესაძლებელი იყო ძლიერი და ვერავინ და არავინ ჩაგარტყამს თავში! 

 

 

ილია
5

შეშფოთების სტილი დაცულია.

ავტორი:

"რუსი ჯარისკაცები სოფელ-სოფელ დაძრწიან... მოსახლეობა შიმშილობს “ - საქართველო რუსეთის ბატონობის ქვეშ "გარდიანის" თვალით - 1921 წელს დაწერილი წერილი

"რუსი ჯარისკაცები სოფელ-სოფელ დაძრწიან... მოსახლეობა შიმშილობს “ - საქართველო რუსეთის ბატონობის ქვეშ "გარდიანის" თვალით - 1921 წელს დაწერილი წერილი

ბრიტანული გამოცემა "გარდიანი“ აქვეყნებს ომის კორესპონდენტის, ჰენრი ნევინსონის წერილს, რომელიც მან 1921 წელს "მანჩესტერ გარდიანის“ რედაქტორს მისწერა. წერილში აღწერილია საქართველოსა და ქართველი ხალხის მდგომარეობა რუსეთის ბატონობის ქვეშ.

გაეცანით წერილის თარგმანს:

"სერ, - ბევრი ინფორმაცია მივიღე რუსეთის ბატონობის ქვეშ მყოფი საქართველოს მდგომარეობის შესახებ, რომელიც საუბედუროდ, განახლდა მარტში, რუსეთისა და სომხეთის ჯარის შეჭრის შემდეგ. არ შემიძლია ჩემი ინფორმატორების დასახელება იმიტომ, რომ ზოგი მათგანი ჯერ კიდევ თავის ქვეყანაშია, სადაც რუსეთის რევოლუციის შემდეგ დაბრუნდნენ. მანამდე ცარიზმის დროს, დევნილობაში იმყოფებოდნენ.

ყველა მათგანი სოციალისტია და უნდა გვახსოვდეს, რომ სულ მცირე 2000 ქართველი სოციალისტი - "მენშევკიკები“ და რუსეთის ცენტრალიზებული ხელისუფლების სხვა ოპონენტები, ახლა ციხეში არიან იმის გამო, რომ თავიანთი ქვეყნის თავისუფლებას იცავდნენ.

ჩემი ინფორმაციით, საქართველოს დღევანდელი მდგომარეობა იგივეა, როგორიც მეფის რუსეთის დროს იყო. თუ არ ჩავთვლით იმას, რომ დღევანდელი სიტუაცია და ეს რეჟიმი უფრო მეტ ადამიანს ეხება პირადად. ეს არის მილატარისტული და იმპერიალისტური რეჟიმი. მთავრობას შეადგენს სომხებისა და რუსების ვიწრო ბიუროკრატია.

ჩინოვნიკთა დიდი ნაწილი "ხულიგანია“, რომლებიც მეფის დროს ჯაშუშად და საიდუმლო პოლიციელებად მუშაობდნენ, მაგრამ ახლა თავიანთ თავს ბოლშევიკებს უწოდებენ. ქართველები ყველგან დაითხოვეს.

სარკინიგზო ხაზის ყველა ცენტრი, ბათუმიდან ბაქომდე, რუსი სამხედროების ხელშია.

  • ოფიციალური პირები დასცინიან საქართველოს პრეტენზიებს ეროვნებისა და დამოუკიდებლობის შესახებ. ამაში ახალი არაფერია, ეს ყოველთვის იყო რუსული მართვის მეთოდი, რომელსაც ის დაპყრობილი ერების მიმართ იყენებდა. ეს იცის ყველამ, ვისაც უმოგზაურია რუსეთის ტერიტორიაზე წარსულში.

1905-1906 წლებში, ქართველების მიერ თავისუფლების აღდგენის მცდელობის შემდეგ, მე თვითონ ვნახე დასავლეთ საქართველოს დიდი ნაწილი გადამწვარი და განადგურებული მეფის რუსეთის ჯარის მიერ, მათთვის დამახასიათებელი სამხედრო სისაძაგლით.

  • რაც ახალია, არის მთელი ქვეყნის მიზანმიმართული ძარცვა. რუსი ჯარისკაცები სოფელ-სოფელ დაძრწიან და ყველაფერს ანადგურებენ, რაც გლეხებმა გამოიმუშავეს. საქართველო, გარდა იმისა, რომ ყველაზე ლამაზი ქვეყანაა მათ შორის, რაც კი მე მინახავს, ასევე მისი მიწა ერთ-ერთი ყველაზე ნაყოფიერია.

ყოველგვარ სიმდიდრეს, ორთქმავლებით დაწყებული, ქაღალდითა და წამლებით დამთავრებული, რუსები იპარავენ და რუსეთში ბაქოსა და კასპიის გავლით გადააქვთ.

მთავარი გამონაკლისი ხალიჩები და ფარდაგებია (ძირითადად სპარსული), რომლებიც საკვების სანაცვლოდ გერმანელ და იტალიელ სპეკულიანტებს მიჰყიდეს. ამ მტაცებლებს მსგავსი გარიგება აქვთ სამკაულთან დაკავშირებითაც.

  • ყველა ქართული წიგნი გაანადგურეს. არავის აქვს უფლება 300-ზე მეტი წიგნი შეინახოს. ქართველები კი ინტელექტუალი და უაღრესად განათლებული ხალხია.

მაგრამ მთავარი საკითხი ახლა საკვებია. რუსული ფული არაფრად ფასობს. სასაცილოა ამაზე საუბარიც კი. მაგალითად, გასულ თვეში 1 ინგლისური გირვანქა სტერლინგი დაახლოებით 110 000 რუბლს უტოლდებოდა. იმ პერიოდში ერთი გირვანქა პური (1 გირვანქა - 450 გრამი) 2 110 რუბლი ღირდა, ხოლო ერთი გირვანქა ბეკონი - 10 000 რუბლი, კარაქი - 12 000 რუბლი.

ამ კვირის ინფორმაციით, ფასები ისე დაუჯერებლად გაზრდილია, რომ თქმადაც არ ღირს. ხალხი საქონლის გადაცვლის პრიმიტიულ ფორმას დაუბრუნდა. ჩინოვნიკებისა და რუსი ჯარისკაცების გარდა, როგორც ჩანს, მთელი მოსახლეობა შიმშილობს და ყველაზე მგზნებარე პატრიოტებიც კი უფრო მეტს ფიქრობენ პურის ქერქზე, ვიდრე თავისუფლებაზე.

თავად ქართველებს მიაჩნიათ, რომ მათი მომავალი, უფრო კონკრეტულად კი მათი არსებობა, დამოკიდებულია ჩვენი ქვეყნის პოზიციაზე გერმანიისა და ცენტრალური ევროპის მიმართ. თუ ჩვენ კვლავ დავუშვებთ ცენტრალურ ევროპას დასავლური ცივილიზაციის წრეში და მის ნაწილად ვაღიარებთ, მათ შეიძლება იმედი ჰქონდეთ. თუ ეს ასე არ მოხდება, ისინი პროგნოზირებენ მძვინვარე რეაქციას გერმანიაში, რაც იმავეს გამოიწვევს რუსეთში - მჭიდრო ალიანსს ამ ორ ქვეყანას შორის კი შესაძლოა, საქართველოსა და სხვა პატარა ქვეყნების მოსპობა მოჰყვეს.

წერილის ავტორი, ინგლისელი ჟურნალისტი, ომის კორესპონდენტი, ჰენრი ნევინსონი

  • მართლაც, ადვილი იქნება ქართველების სრული განადგურება რამდენადაც მათი რაოდენობა მცირეა და რუსეთის ამჟამინდელ ხელისუფლებას არ აღელვებს ქართველების ბედი. მათ აღელვებთ მხოლოდ მისი ნაყოფიერება და მინერალური სიმდიდრე.

ახლახანს მაცნობეს, რომ რუსეთის მთელი ყურადღება ახლა მიმართულია უფრო ფართო მიზნებისკენ სამხრეთით და აღმოსავლეთით, როგორც უკვე დაწერა თქვენს სვეტებში ჩემმა მეგობარმა არტურ რენსამმა.“

წყარო: The Guardian