კულტურა/შოუბიზნესი
საზოგადოება
კონფლიქტები

16

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეოცე დღე დაიწყება 01:14-ზე, მთვარე მერწყულშია – რეკომენდებულია კოლექტიური მუშაობა, ერთობლივი პრობლემების გადაჭრა. ფინანსური საკითხების მოგვარება. მშენებლობის დაწყება. ძველი კავშირების გაძლიერება. გამოავლინეთ ლიდერის თვისებები. არ არის რეკომენდებული შურისა და ბოროტების გამოვლენა. ეგოიზმის და საკუთარი შესაძლებლობების გადაჭარბებული შეფასება. გაუფრთხილდით ხერხემალს. დღე კარგია მარხვისთვის. კარგია რომანტიკული შეხვედრა წყნარ ატმოსფეროში.
პოლიტიკა
მოზაიკა
სამართალი
სამხედრო
მეცნიერება
Faceამბები
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
თბილისი-ბათუმის მიმართულებით მატარებლით მგზავრობის ფასი იზრდება - რა ინფორმაციას ავრცელებს "საქართველოს რკინიგზა"?
თბილისი-ბათუმის მიმართულებით მატარებლით მგზავრობის ფასი იზრდება - რა ინფორმაციას ავრცელებს "საქართველოს რკინიგზა"?

თბი­ლი­სი-ბა­თუ­მი-თბი­ლი­სის მი­მარ­თუ­ლე­ბით მოძ­რა­ვი სამ­გზავ­რო მა­ტა­რებ­ლე­ბის ტა­რი­ფი გა­ი­ზარ­და. ამის შე­სა­ხებ ინ­ფორ­მა­ცი­ას „სა­ქარ­თვე­ლოს რკი­ნიგ­ზა“ ავ­რცე­ლებს.

კერ­ძოდ, რო­გორც გავ­რცე­ლე­ბულ ინ­ფორ­მა­ცი­ა­შია ნათ­ქვა­მი, 25 ივ­ლი­სი­დან თბი­ლი­სი-ბა­თუ­მი-თბი­ლი­სის მი­მარ­თუ­ლე­ბა­ზე ორ­სარ­თუ­ლი­ა­ნი მა­ტა­რებ­ლე­ბით მგზავ­რო­ბის ღი­რე­ბუ­ლე­ბა მე­ო­რე კლა­სის­თვის 34 ლარი იქ­ნე­ბა, პირ­ვე­ლი კლა­სის ბი­ლე­თის ღი­რე­ბუ­ლე­ბა 74, 00 ლარი, ბიზ­ნეს კლა­სი კი 124 ლარი იქ­ნე­ბა.

„სა­ქარ­თვე­ლოს რკი­ნიგ­ზა“ თბი­ლი­სი-ბა­თუ­მის მი­მარ­თუ­ლე­ბით მოძ­რავ ორ­სარ­თუ­ლი­ან სამ­გზავ­რო მა­ტა­რებ­ლებ­ზე ტა­რი­ფებს ცვლის.

ტა­რი­ფის ზრდის რიგ ობი­ექ­ტურ მი­ზე­ზებს წარ­მო­ად­გენს ბოლო წლებ­ში მნიშ­ვნე­ლოვ­ნად გაზ­რდი­ლი ელექტრო­ე­ნერ­გი­ის, მა­ტა­რებ­ლე­ბის მოვ­ლა-შე­ნახ­ვის, მა­სა­ლე­ბის და სხვა ხარ­ჯე­ბი.

სს „სა­ქარ­თვე­ლოს რკი­ნიგ­ზა“-ს მიერ წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში, არ გან­ხორ­ცი­ლე­ბუ­ლა ტა­რი­ფებ­ში ცვლი­ლე­ბა და კომ­პა­ნია სა­კუ­თა­რი სახ­სრე­ბით ახორ­ცი­ე­ლებ­და სამ­გზავ­რო გა­დაყ­ვა­ნე­ბის სუბ­სი­დი­რე­ბას.

აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ ალ­ტერ­ნა­ტი­ულ ტრან­სპორ­ტით მგზავ­რო­ბის ტა­რი­ფე­ბი იზ­რდე­ბო­და სის­ტე­მა­ტი­უ­რად. კომ­პა­ნი­ის ხარ­ჯე­ბის ნა­წი­ლობ­რივ კომ­პენ­სი­რე­ბის მიზ­ნით მგზავ­რო­ბის ღი­რე­ბუ­ლე­ბის ზრდის მი­უ­ხე­და­ვად რკი­ნიგ­ზის ტრან­სპორ­ტით მგზავ­რო­ბის ტა­რი­ფი, კვლავ რჩე­ბა ალ­ტერ­ნა­ტი­ულ ტრან­სპორტთან შე­და­რე­ბით იაფი.

25 ივ­ლი­სი­დან თბი­ლი­სი- ბა­თუ­მი-თბი­ლი­სის მი­მარ­თუ­ლე­ბა­ზე ორ­სარ­თუ­ლი­ა­ნი მა­ტა­რე­ბე­ლე­ბით მგზავ­რო­ბის ღი­რე­ბუ­ლე­ბაა:

მე­ო­რე კლა­სი - 34 ლარი; პირ­ვე­ლი კლა­სი - 74 ლარი; ბიზ­ნეს კლა­სი - 124 ლარი; მგზავ­რო­ბის ფა­სის გან­სა­ზღვრა ად­გი­ლე­ბის კა­ტე­გო­რი­ე­ბის (კლა­სე­ბის) მი­ხედ­ვით, მგზავ­რებს და­მა­ტე­ბი­თი არ­ჩე­ვა­ნის სა­შუ­ა­ლე­ბას აძ­ლევს.

აქვე გაც­ნო­ბებთ, რომ უც­ვლე­ლი დარ­ჩა თბი­ლი­სი-ფო­თის, ზუგ­დი­დის, ოზურ­გე­თის და ქუ­თა­ი­სის მი­მარ­თუ­ლე­ბა­ზე მოძ­რა­ვი სამ­გზავ­რო მა­ტა­რებ­ლე­ბით მგზავ­რო­ბის ღი­რე­ბუ­ლე­ბა.

ძა­ლა­ში რჩე­ბა ყვე­ლა შე­ღა­ვა­თი მა­გის­ტრა­ლუ­რი მი­მოს­ვლის ელექტრო­მა­ტა­რე­ბელ­ზე სტუ­დენ­ტე­ბის­თვის, ომის ვეტ­რა­ნე­ბი­სა და რკი­ნიგ­ზე­ლე­ბის­თვის. ასე­ვე მოქ­მე­დებს სა­ბავ­შვო ტა­რი­ფი (50%-იანი) - 10 წლამ­დე ასა­კის ბავ­შვე­ბის­თვის ყვე­ლა კა­ტე­გო­რი­ის ად­გი­ლებ­ზე სამ­გზავ­რო მა­ტა­რებ­ლებ­ში. აგ­რეთ­ვე 5 წლამ­დე ასა­კის ერთი ბავ­შვი იმ­გზავ­რებს უფა­სოდ მგზავ­რთან ერ­თად, თუ იგი არ და­ი­კა­ვებს ცალ­კე ად­გილს“,- აღ­ნიშ­ნუ­ლია ინ­ფორ­მა­ცი­ა­ში.

მკითხველის კომენტარები / 13 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
555
0

ყველაფრის ფასი იზრდება, პენსია 260 ლარია

ნატა
0

ერთი ვუცი, რომ ხელფასი არ გამზრდია და ყველაფერს გაზრდილუ ტარიფით ვიხდი. მაგ მატარებლით კი მხოლოდ თბილისი და ტურისტები სარგებლობენ, რადგანაც რაიონებში ბაქანი ვერ მოაწყეს. დარბის ეგ მარჯვნიდან მარცხნივ და პირიქით, მისახლეობა კი მის კვალს გაჰყურებს და სარგებლობს მფრუნავი მარშრუტკებუთ, თან ლიცულობს ღმერთო მშვიდობით ჩამიყვანეო. სად არის მოსახლეობაზე ზრუნვა?

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ისრაელმა ირანზე მასშტაბური დარტყმები განახორციელა: განადგურებულია ბირთვულ იარაღი, დაიღუპნენ სამხედრო მეთაურები
ავტორი:

თბილისი-ბათუმის მიმართულებით მატარებლით მგზავრობის ფასი იზრდება - რა ინფორმაციას ავრცელებს "საქართველოს რკინიგზა"?

თბილისი-ბათუმის მიმართულებით მატარებლით მგზავრობის ფასი იზრდება - რა ინფორმაციას ავრცელებს "საქართველოს რკინიგზა"?

თბილისი-ბათუმი-თბილისის მიმართულებით მოძრავი სამგზავრო მატარებლების ტარიფი გაიზარდა. ამის შესახებ ინფორმაციას „საქართველოს რკინიგზა“ ავრცელებს.

კერძოდ, როგორც გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, 25 ივლისიდან თბილისი-ბათუმი-თბილისის მიმართულებაზე ორსართულიანი მატარებლებით მგზავრობის ღირებულება მეორე კლასისთვის 34 ლარი იქნება, პირველი კლასის ბილეთის ღირებულება 74, 00 ლარი, ბიზნეს კლასი კი 124 ლარი იქნება.

„საქართველოს რკინიგზა“ თბილისი-ბათუმის მიმართულებით მოძრავ ორსართულიან სამგზავრო მატარებლებზე ტარიფებს ცვლის.

ტარიფის ზრდის რიგ ობიექტურ მიზეზებს წარმოადგენს ბოლო წლებში მნიშვნელოვნად გაზრდილი ელექტროენერგიის, მატარებლების მოვლა-შენახვის, მასალების და სხვა ხარჯები.

სს „საქართველოს რკინიგზა“-ს მიერ წლების განმავლობაში, არ განხორცილებულა ტარიფებში ცვლილება და კომპანია საკუთარი სახსრებით ახორციელებდა სამგზავრო გადაყვანების სუბსიდირებას.

აღსანიშნავია, რომ ალტერნატიულ ტრანსპორტით მგზავრობის ტარიფები იზრდებოდა სისტემატიურად. კომპანიის ხარჯების ნაწილობრივ კომპენსირების მიზნით მგზავრობის ღირებულების ზრდის მიუხედავად რკინიგზის ტრანსპორტით მგზავრობის ტარიფი, კვლავ რჩება ალტერნატიულ ტრანსპორტთან შედარებით იაფი.

25 ივლისიდან თბილისი- ბათუმი-თბილისის მიმართულებაზე ორსართულიანი მატარებელებით მგზავრობის ღირებულებაა:

მეორე კლასი - 34 ლარი; პირველი კლასი - 74 ლარი; ბიზნეს კლასი - 124 ლარი; მგზავრობის ფასის განსაზღვრა ადგილების კატეგორიების (კლასების) მიხედვით, მგზავრებს დამატებითი არჩევანის საშუალებას აძლევს.

აქვე გაცნობებთ, რომ უცვლელი დარჩა თბილისი-ფოთის, ზუგდიდის, ოზურგეთის და ქუთაისის მიმართულებაზე მოძრავი სამგზავრო მატარებლებით მგზავრობის ღირებულება.

ძალაში რჩება ყველა შეღავათი მაგისტრალური მიმოსვლის ელექტრომატარებელზე სტუდენტებისთვის, ომის ვეტრანებისა და რკინიგზელებისთვის. ასევე მოქმედებს საბავშვო ტარიფი (50%-იანი) - 10 წლამდე ასაკის ბავშვებისთვის ყველა კატეგორიის ადგილებზე სამგზავრო მატარებლებში. აგრეთვე 5 წლამდე ასაკის ერთი ბავშვი იმგზავრებს უფასოდ მგზავრთან ერთად, თუ იგი არ დაიკავებს ცალკე ადგილს“,- აღნიშნულია ინფორმაციაში.