ავტორი:

რომანტიკული კოცნა და სიყვარული პარიზში - როგორ ატარებენ თაფლობის თვეს მისტერ და მისის აფლეკები - "ბენიფერის" ფოტოები შეყვარებულთა ქალაქიდან

რომანტიკული კოცნა და სიყვარული პარიზში - როგორ ატარებენ თაფლობის თვეს მისტერ და მისის აფლეკები - "ბენიფერის" ფოტოები შეყვარებულთა ქალაქიდან

ახალდაქორწინებული ვარსკვლავური წყვილი, ჯენიფერ ლოპესი და ბენ აფლეკი თაფლობის თვეს პარიზში ატარებენ. მისტერ და მისის აფლეკები პარიზის ერთ-ერთ პარკში იმ დროს შენიშნეს, როცა ერთმანეთს კოცნიდნენ.

ჯენიფერს ყვავილების პრინტით გაფორმებული კაბა ეცვა. ტაბლოიდები წერენ, რომ ისინი ბედნიერებას ასხივებდნენ და მას შემდეგ, რაც პაპარაცები შენიშნეს, პარკი ხელიხელჩაკიდებულებმა დატოვეს.

წყვილი, რომელსაც ფანები "ბენიფერს" უწოდებენ, რამდენიმე დღის წინ საიდუმლოდ დაქორწინდა. ქორწილის ცერემონია ლას-ვეგასში გაიმართა. მოგვიანებით ჯენიფერმა წერილი გამოაქვეყნა, რომლის საშუალებითაც ფანებს ქორწილის შესახებ უამბო:

"ვეგასში გადავფრინდით და 4 სხვა წყვილთან ერთად ველოდით რეგისტრაციას. შუაღამემდე ძლივს მივაღწიეთ თეთრ საქორწილო სამლოცველომდე. ჩვენივე დაწერილი ფიცი წარმოვთქვით და ბეჭდები გავცვალეთ. მათ სიცოცხლის ბოლომდე ვატარებთ.

საბოლოოდ, ეს საუკეთესო ქორწილი იყო, რაც კი წარმოგვედგინა", - წერდა მომღერალი.

წლების წინ ჯენიფერ ლოპესისა და ბენ აფლეკის ვარსკვლავური წყვილი ჰოლივუდში ყველაზე მომხიბვლელ წყვილად მიიჩნეოდა, თუმცა მათი სიყვარულის ამბავი დიდხანს არ გაგრძელებულა. ბენი და ჯენიფერი 2002 წლიდან 2004 წლამდე დანიშნულები იყვნენ, თუმცა საქმე ქორწილამდე არ მისულა და მათი გზები გაიყო. დაშორებიდან 17 წლის შემდეგ კი შერიგდნენ და დაქორწინდნენ.