უკრაინის ფრონტზე ბრძოლები მეტ-ნაკლები ინტენსივობით მიმდინარეობს და საბრძოლო დანაკლისს ორივე მოწინააღმდეგე მხარე განიცდის.
ორიოდე დღის წინ გავრცელდა ინფორმაცია დონეცკის ალჩევსკთან და ხერსონის ნოვაია კახოვკასთან ორი თვითმფრინავის ჩამოგდების შესახებ.
რუსების და უკრაინელების თავდაცვის უწყებები ხშირად სცოდავენ და მიუნჰაუზენივით სიტყვიერად „ბერავენ“ მოწინააღმდეგის დანაკარგებს, ყოველგვარი ფაქტობრივი დადასტურების გარეშე, მაგრამ ზემოთ მოყვანილი ორი კონკრეტული შემთხვევა გამონაკლისია, რადგან არსებობს თვითმფრინავების ცაში დაზიანების, ასევე - მიწაზე დაცემის ვიდეოკადრები.
დონეცკის ოლქში ჩამოვარდნილ საბრძოლო თვითმფრინავში ადვილად ამოიცნობა რუსული საფრონტო ბომბდამშენი Су-34 ან მისი ბოლო მოდერნიზებული ვარიანტი - Су-34М, რა მტკიცებასაც ამაგრებს აფეთქებული თვითმფრინავის ფიუზელაჟზე დიდი რუსული ასობით გაკეთებული წარწერა - ВКС РОССИИ, ეს ნიშნავს, რომ ჩამოვარდნილი თვითმფრინავი რუსეთის საჰაერო-კოსმოსურ ძალებს ეკუთვნის.
ნოვაია-კახოვკასთან ჩამოგდებული თვითმფრინავის ფრაგმენტების ფოტოვიდეოკადრები ჯერჯერობით არ დადებულა ინტერნეტსივრცეში, მაგრამ თავად რუსი სამხედრო ბლოგერები აღიარებენ, რომ ეს მათი არმიის კუთვნილი საბრძოლო თვითმფრინავი Су-35С იყო. გააგრძელეთ კითხვა