ავტორი:

"მისია საქართველოში დასრულდა. გამორჩეული იყო ეს საჩუქარი თამარა მეარაყიშვილისგან, რომელიც სეპარატისტთა მისჯილ შინაპატიმრობაში იმყოფება" - რას წერს ვიოლა ფონ კრამონი "ტვიტერში"?

"მისია საქართველოში დასრულდა. გამორჩეული იყო ეს საჩუქარი თამარა მეარაყიშვილისგან, რომელიც სეპარატისტთა მისჯილ შინაპატიმრობაში იმყოფება" - რას წერს ვიოლა ფონ კრამონი "ტვიტერში"?

ევროპარლამენტარი ვიოლა ფონ კრამონი, რომელიც ევროპარლამენტის საგარეო კომიტეტის დელეგაციის ვიზიტის ფარგლებში საქართველოში იმყოფებოდა, "ტვიტერზე"აქვეყნებს ხელნაკეთი სამკაულის ფოტოს და წერს:

"მისია საქართველოში დასრულდა. მივემგზავრებით შერეული გრძნობებით.

გამორჩეული იყო ეს ხელნაკეთი საჩუქარი ქართველი ქალბატონის თამარა მეარაყიშვილისგან, რომელიც ამჟამად სეპარატისტთა მისჯილ შინაპატიმრობაში იმყოფება. დიდი მადლობა მამაცობისთვის, თამარა. მე საქართველოს ნათელი მომავლის შენნაირი ადამიანების გამო მჯერა".

🇬🇪 Mission to #Georgia is over. Leaving with mixed feelings.

Highlight was this handmade gift from Tamara #Mearakishvili, Georgian lady currently in house arrest by separatists. Many thanks for your bravery, Tamara. I believe in bright future of 🇬🇪 because of people like you. pic.twitter.com/2oCfwfBB5C
— Viola von Cramon (@ViolavonCramon) July 22, 2022

შეგახსნებთ, თამარ მეარაყიშვილი დაბა ახალგორში მცხოვრები სამოქალაქო აქტივისტი და მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლის ყოფილი ხელმძღვანელია, რომელიც საოკუპაციო რეჟიმის დევნა-შევიწროების ობიექტად იქცა.