მსოფლიო
სამხედრო
საზოგადოება
სამართალი
სპორტი
მეცნიერება
Faceამბები
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"წასულ ელჩს კარში წიხლს აყოლებენ, აშშ-ს საელჩოს თავს ესხმიან..." - შს მინისტრის ექსმოადგილე "ქართულ ოცნებაზე"
"წასულ ელჩს კარში წიხლს აყოლებენ, აშშ-ს საელჩოს თავს ესხმიან..." - შს მინისტრის ექსმოადგილე "ქართულ ოცნებაზე"

იმით, რა­საც დღეს "ოც­ნე­ბა“ აკე­თებს, ვდგე­ბით სე­რი­ო­ზუ­ლი რის­კის წი­ნა­შე, რომ დავ­კარ­გოთ სტრა­ტე­გი­უ­ლი პარტნი­ო­რე­ბი, - ამის შე­სა­ხებ პარ­ტია "სა­ქარ­თვე­ლოს­თვის“ ერთ-ერ­თმა ლი­დერ­მა ნა­თია მეზვრიშ­ვილ­მა "პა­ლიტ­რა­ნი­უ­სის“ გა­და­ცე­მა "ნი­უს­რუმ­ში“ გა­ნა­ცხა­და.

ის გა­მო­ეხ­მა­უ­რა ქვე­ყა­ნა­ში ბოლო დროს გან­ვი­თა­რე­ბულ პო­ლი­ტი­კურ მოვ­ლე­ნებს, მათ შო­რის მმარ­თვე­ლი პარ­ტი­ის ლი­დე­რე­ბის მხრი­დან სტრა­ტე­გი­უ­ლი პარტნი­ო­რე­ბის ელ­ჩე­ბის მი­სა­მარ­თით გა­კე­თე­ბულ გან­ცხა­დე­ბებს. რო­გორც ნა­თია მეზვრიშ­ვილ­მა აღ­ნიშ­ნა, ასე­თი ქმე­დე­ბე­ბით და გან­ცხა­დე­ბე­ბით მმარ­თვე­ლი პარ­ტი­ის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი სა­ქარ­თვე­ლოს მი­ზან­მი­მარ­თუ­ლად აშო­რე­ბენ და­სავ­ლეთს და აახ­ლო­ე­ბენ რუ­სეთს.

"რო­დე­საც პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბებ­ზე ვსა­უბ­რობთ, ყვე­ლა იმ ადა­მი­ან­ზე არის პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბა, ვინც ახლა ხე­ლი­სუფ­ლე­ბა­შია და კურ­სის აშ­კა­რა ცვლი­ლე­ბა მათ­თვის არ გახ­და წი­თე­ლი ხაზი, და­ა­ფიქ­სი­რონ მკა­ფიო პო­ზი­ცია, ამ დროს კი, სა­დღაც ჩირ­გვებ­ში არი­ან და­მა­ლუ­ლე­ბი და ილუ­ზი­ებ­ში არი­ან, თით­ქოს ქვე­ყა­ნა ისევ და­სავ­ლუ­რი გან­ვი­თა­რე­ბის გზით მი­დის. ამი­ტომ, ხვალ ეს ადა­მი­ა­ნე­ბი რომ გა­მოვ­ლენ და იტყვი­ან, იცით რა, და­სავ­ლე­თის მი­მარ­თუ­ლე­ბით სვლა მინ­დო­და, მაგ­რამ კო­ბა­ხი­ძემ არ მომ­ცა სა­შუ­ა­ლე­ბა და "ოც­ნე­ბა“ ივა­ნიშ­ვი­ლის მი­თი­თე­ბე­ბით მოქ­მე­დებ­და, ხვალ ამის თქმა იქ­ნე­ბა გვი­ა­ნი, იმი­ტომ, რომ ქვეყ­ნის ის­ტო­რი­ა­ში ასე­თი გარ­დამ­ტე­ხი მო­მენ­ტი მომ­დევ­ნო ათწლე­უ­ლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში შე­იძ­ლე­ბა არ დად­გეს. რა თქმა უნდა, აბ­სო­ლუ­ტუ­რად ვი­ზი­ა­რებ პრე­ზი­დენ­ტის მო­საზ­რე­ბას იმ ნა­წილ­ში, რო­დე­საც პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბა­ზეა სა­უ­ბა­რი. ეს ხალ­ხი დღე­საც არ აკე­თებს არა­ფერს იმის­თვის, რომ ჩვენ 12 პუნ­ქტი რე­ა­ლუ­რად შე­ვას­რუ­ლოთ. დიახ, ისი­ნი ახლა უნდა ის­ხდნენ ევ­რო­პარ­ლა­მენ­ტა­რებ­თან, ევ­რო­კავ­ში­რის წარ­მო­მად­გენ­ლებ­თან ანუ წა­სულ ელჩს კა­რებ­ში წიხლს კი არ უნდა აყო­ლებ­დნენ, რი­თაც ყვე­ლა­ნა­ი­რი ზღვა­რია გა­დაკ­ვე­თი­ლი, თავი რომ და­ვა­ნე­ბოთ დიპ­ლო­მა­ტი­ურ ურ­თი­ერ­თო­ბას, ქარ­თუ­ლიც აღა­რა­ფე­რი დარ­ჩა. ელე­მენ­ტა­რუ­ლად, სტუ­მარ-მას­პინ­ძლო­ბის შე­სა­ხებ რა­ღაც ხომ სმე­ნია კო­ბა­ხი­ძეს, ყვე­ლა­ნა­ი­რი ზღვა­რი გა­დაკ­ვე­თეს. ბუ­ნებ­რი­ვია, რო­დე­საც ასეთ პო­ლი­ტი­კურ პო­ზი­ცი­ო­ნი­რე­ბას ვუ­ყუ­რებთ და შემ­დეგ იქ კი­თხვა ის­მის, რა­ტომ მოხ­და ის, რომ ქვე­ყა­ნას ევ­რო­კავ­ში­რის კან­დი­და­ტი ქვეყ­ნის სტა­ტუ­სი არ მი­ა­ნი­ჭეს, ამა­ზე პა­სუ­ხი არის ერ­თა­დერ­თი - უნდა გა­ი­ხე­დონ უკან და გა­და­ხე­დონ მათ ქმე­დე­ბებს, რო­გორ ეს­ხმოდ­ნენ თავს ევ­რო­პარ­ლა­მენ­ტა­რებს, რო­გორ გა­უხ­სნეს ღია ცე­ცხლი ევ­რო­კავ­ში­რის ელჩს, რო­გორ და­ესხნენ თავს აშშ-ს სა­ელ­ჩოს. რა­საც ეს ადა­მი­ა­ნე­ბი აკე­თე­ბენ, ღია რუ­სუ­ლი პრო­პა­გან­დაა მათი ე.წ. და­მო­უ­კი­დე­ბე­ლი დე­პუ­ტა­ტე­ბის მეშ­ვე­ო­ბით“, - გა­ნა­ცხა­და მეზვრიშ­ვილ­მა.

00:00 / 00:00
მკითხველის კომენტარები / 7 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ნონა
2

ევროპას მიშიკო ყავდათ თავის ჭკუაზე ელა რომ ხმა ამოვიღეთ აღარ მოეწონათ ,და დაიწყეს ჩვენი კრიტიკა ეს აღიზიანებთ რმ დხვდათ პასუხის გამცემი და ჭკვიანი პრემიერი რომელიც ქართველ ერს არ დაჩაგვრინებს

ნინო
2

შენ და გახარიაც იმსახურებთ კაი მაგარ ჭიტლაყს,აუცილებლად მიიღებთ არჩევნებზე.მოღალატე არავის უყვარს.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
კონექტიკურის ქუჩებში პატარა სელაპი იპვეს
ავტორი:

"წასულ ელჩს კარში წიხლს აყოლებენ, აშშ-ს საელჩოს თავს ესხმიან..." - შს მინისტრის ექსმოადგილე "ქართულ ოცნებაზე"

"წასულ ელჩს კარში წიხლს აყოლებენ, აშშ-ს საელჩოს თავს ესხმიან..." - შს მინისტრის ექსმოადგილე "ქართულ ოცნებაზე"

იმით, რასაც დღეს "ოცნება“ აკეთებს, ვდგებით სერიოზული რისკის წინაშე, რომ დავკარგოთ სტრატეგიული პარტნიორები, - ამის შესახებ პარტია "საქართველოსთვის“ ერთ-ერთმა ლიდერმა ნათია მეზვრიშვილმა "პალიტრანიუსის“ გადაცემა "ნიუსრუმში“ განაცხადა.

ის გამოეხმაურა ქვეყანაში ბოლო დროს განვითარებულ პოლიტიკურ მოვლენებს, მათ შორის მმართველი პარტიის ლიდერების მხრიდან სტრატეგიული პარტნიორების ელჩების მისამართით გაკეთებულ განცხადებებს. როგორც ნათია მეზვრიშვილმა აღნიშნა, ასეთი ქმედებებით და განცხადებებით მმართველი პარტიის წარმომადგენლები საქართველოს მიზანმიმართულად აშორებენ დასავლეთს და აახლოებენ რუსეთს.

"როდესაც პასუხისმგებლობებზე ვსაუბრობთ, ყველა იმ ადამიანზე არის პასუხისმგებლობა, ვინც ახლა ხელისუფლებაშია და კურსის აშკარა ცვლილება მათთვის არ გახდა წითელი ხაზი, დააფიქსირონ მკაფიო პოზიცია, ამ დროს კი, სადღაც ჩირგვებში არიან დამალულები და ილუზიებში არიან, თითქოს ქვეყანა ისევ დასავლური განვითარების გზით მიდის. ამიტომ, ხვალ ეს ადამიანები რომ გამოვლენ და იტყვიან, იცით რა, დასავლეთის მიმართულებით სვლა მინდოდა, მაგრამ კობახიძემ არ მომცა საშუალება და "ოცნება“ ივანიშვილის მითითებებით მოქმედებდა, ხვალ ამის თქმა იქნება გვიანი, იმიტომ, რომ ქვეყნის ისტორიაში ასეთი გარდამტეხი მომენტი მომდევნო ათწლეულების განმავლობაში შეიძლება არ დადგეს. რა თქმა უნდა, აბსოლუტურად ვიზიარებ პრეზიდენტის მოსაზრებას იმ ნაწილში, როდესაც პასუხისმგებლობაზეა საუბარი. ეს ხალხი დღესაც არ აკეთებს არაფერს იმისთვის, რომ ჩვენ 12 პუნქტი რეალურად შევასრულოთ. დიახ, ისინი ახლა უნდა ისხდნენ ევროპარლამენტარებთან, ევროკავშირის წარმომადგენლებთან ანუ წასულ ელჩს კარებში წიხლს კი არ უნდა აყოლებდნენ, რითაც ყველანაირი ზღვარია გადაკვეთილი, თავი რომ დავანებოთ დიპლომატიურ ურთიერთობას, ქართულიც აღარაფერი დარჩა. ელემენტარულად, სტუმარ-მასპინძლობის შესახებ რაღაც ხომ სმენია კობახიძეს, ყველანაირი ზღვარი გადაკვეთეს. ბუნებრივია, როდესაც ასეთ პოლიტიკურ პოზიციონირებას ვუყურებთ და შემდეგ იქ კითხვა ისმის, რატომ მოხდა ის, რომ ქვეყანას ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსი არ მიანიჭეს, ამაზე პასუხი არის ერთადერთი - უნდა გაიხედონ უკან და გადახედონ მათ ქმედებებს, როგორ ესხმოდნენ თავს ევროპარლამენტარებს, როგორ გაუხსნეს ღია ცეცხლი ევროკავშირის ელჩს, როგორ დაესხნენ თავს აშშ-ს საელჩოს. რასაც ეს ადამიანები აკეთებენ, ღია რუსული პროპაგანდაა მათი ე.წ. დამოუკიდებელი დეპუტატების მეშვეობით“, - განაცხადა მეზვრიშვილმა.