პოლიტიკა
მსოფლიო

24

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის ოცდამეცხრე დღე დაიწყება 03:53-ზე, მთვარის პირველი დღე დადგება 23:10-ზე, მთვარე ლომს ესტუმრება 19:32-ზე – არაფერი ახალი და მნიშვნელოვანი არ გააკეთოთ, დაასრულეთ ის, რაც ადრე დაიწყეთ. გაუფრთხილდით სახლს და ოჯახს, გაასუფთავეთ და მოაწესრიგეთ თქვენი სახლი. არ არის რეკომენდებული, რომ მოაგვაროთ ფინანსური საქმეები, ხელი მოაწეროთ დოკუმენტებს. არ გირჩევთ ფულის სესხება და გასესხებას, ახალი თანამშრომლების დაქირავებას. მოლაპარაკებების წარმოებას, უარყოფითი ემოციების გამოხატვას. ახალი მთვარის პირველი დღე არ არის ხელსაყრელი ქორწინებისთვის, ქორწილისთვის, თუმცა, დაგეგმვა შეგიძლიათ.
სამართალი
კულტურა/შოუბიზნესი
მეცნიერება
სამხედრო
კონფლიქტები
Faceამბები
მოზაიკა
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"რუსეთის არმიას პანიკა დაეწყო" - მიხაილო პოდოლიაკი
"რუსეთის არმიას პანიკა დაეწყო" - მიხაილო პოდოლიაკი

ქვეყ­ნის დრო­ე­ბით ოკუ­პი­რე­ბულ ტე­რი­ტო­რი­ებ­ზე მყო­ფი უკ­რა­ი­ნე­ლე­ბი კარ­გად აც­ნო­ბი­ე­რე­ბენ, რა ხდე­ბა და ხე­და­ვენ პა­ნი­კას რუ­სე­თის არ­მი­ა­ში, - ამის შე­სა­ხებ უკ­რა­ი­ნის პრე­ზი­დენ­ტის აპა­რა­ტის უფ­რო­სის მრჩე­ველ­მა მი­ხა­ი­ლო პო­დო­ლი­აკ­მა გა­ნა­ცხა­და.

"რუ­სე­თის არ­მი­ამ, რო­გორც კი ჩვე­ნი HIMARS გა­მოჩ­ნდა, პა­ნი­კა და­ი­წყო. რა­ტომ? თავ­დას­ხმის ქვე­შაა ლო­ჯის­ტი­კუ­რი ცენ­ტრე­ბი და საბ­რძო­ლო მა­სა­ლე­ბი, თავ­დას­ხმის ქვე­შაა ტაქ­ტი­კუ­რი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბის მი­ღე­ბის ცენ­ტრე­ბი. ეს ყვე­ლა­ფე­რი იწ­ვევს რუსი ოკუ­პან­ტე­ბის პა­ნი­კას. ამ ყვე­ლა­ფერს გრძნო­ბენ ად­გილ­ზე მყო­ფი ადა­მი­ა­ნე­ბი. მათ ეს­მით, რომ ყვე­ლა­ფე­რი სხვაგ­ვა­რად იქ­ნე­ბა“, - გან­მარ­ტა პო­დო­ლი­აკ­მა.

პრე­ზი­დენ­ტის აპა­რა­ტის უფ­რო­სის მრჩე­ველ­მა ხაზ­გას­მით აღ­ნიშ­ნა, რომ უკ­რა­ი­ნამ უნდა და­იბ­რუ­ნოს თა­ვი­სი ტე­რი­ტო­რია.

"მხო­ლოდ შე­ი­ა­რა­ღე­ბუ­ლი სა­შუ­ა­ლე­ბე­ბით. არა­ვი­თა­რი დიპ­ლო­მა­ტია, არა­ვი­თა­რი მინ­სკის ახა­ლი ფორ­მა­ტე­ბი არ დაგ­ვეხ­მა­რე­ბა. ეს არის მთა­ვა­რი და ეს უნდა გა­ვი­გოთ. უნდა გვეს­მო­დეს, რომ მხო­ლოდ სამ­ხედ­რო სა­შუ­ა­ლე­ბე­ბით და­ვამ­ტკი­ცებთ, რომ რუ­სე­თის ფე­დე­რა­ცი­ას არც ლე­გა­ლუ­რი, არც დე­ფაქ­ტო, არა­ნა­ი­რი ინ­სტრუ­მენ­ტი არ აქვს ამ ტე­რი­ტო­რი­ებ­ზე გავ­ლე­ნის მო­სახ­დე­ნად“, - ხაზ­გას­მით აღ­ნიშ­ნა პო­დო­ლი­აკ­მა.

მკითხველის კომენტარები / 42 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ჰმ
33

ამ ბაქი ბუქით ქვეყანა კი დაგენგრათ თავზე და რამდენი ადამიანის სიცოცხლე შეეწირა ამ უაზრო ომს , კაცმა არ იცის .

საღი აზრი
19

სოლედარი აიღეს

...ვინც არ იცით,ყველაზე დიდი საბადოა მანდ,მარილის ევროპაში,სევერსკსაც იღებენ ოკუპანტები...მოიმარაგეთ მარილი!

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ამალ კლუნი ჯორჯ კლუნთან ოჯახური ცხოვრების საიდუმლოზე საუბრებს
ავტორი:

"რუსეთის არმიას პანიკა დაეწყო" - მიხაილო პოდოლიაკი

"რუსეთის არმიას პანიკა დაეწყო" - მიხაილო პოდოლიაკი

ქვეყნის დროებით ოკუპირებულ ტერიტორიებზე მყოფი უკრაინელები კარგად აცნობიერებენ, რა ხდება და ხედავენ პანიკას რუსეთის არმიაში, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტის აპარატის უფროსის მრჩეველმა მიხაილო პოდოლიაკმა განაცხადა.

"რუსეთის არმიამ, როგორც კი ჩვენი HIMARS გამოჩნდა, პანიკა დაიწყო. რატომ? თავდასხმის ქვეშაა ლოჯისტიკური ცენტრები და საბრძოლო მასალები, თავდასხმის ქვეშაა ტაქტიკური გადაწყვეტილების მიღების ცენტრები. ეს ყველაფერი იწვევს რუსი ოკუპანტების პანიკას. ამ ყველაფერს გრძნობენ ადგილზე მყოფი ადამიანები. მათ ესმით, რომ ყველაფერი სხვაგვარად იქნება“, - განმარტა პოდოლიაკმა.

პრეზიდენტის აპარატის უფროსის მრჩეველმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ უკრაინამ უნდა დაიბრუნოს თავისი ტერიტორია.

"მხოლოდ შეიარაღებული საშუალებებით. არავითარი დიპლომატია, არავითარი მინსკის ახალი ფორმატები არ დაგვეხმარება. ეს არის მთავარი და ეს უნდა გავიგოთ. უნდა გვესმოდეს, რომ მხოლოდ სამხედრო საშუალებებით დავამტკიცებთ, რომ რუსეთის ფედერაციას არც ლეგალური, არც დეფაქტო, არანაირი ინსტრუმენტი არ აქვს ამ ტერიტორიებზე გავლენის მოსახდენად“, - ხაზგასმით აღნიშნა პოდოლიაკმა.