საზოგადოება
მსოფლიო
პოლიტიკა

4

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის მეათე დღე დაიწყება 16:04-ზე, მთვარე მორიელში გადავა 13:33-ზე – გააუმჯობესეთ ოჯახური ურთიერთობები, აღადგინეთ ოჯახური ტრადიციები. კარგია სახლის აშენება ან გარემონტება. რეკომენდებულია საოჯახო ბიზნესის დაწყება. ოჯახთან დაკავშირებული ფინანსური საკითხების მოგვარება. მოლაპარაკებების წარმოება, კონტაქტების დამყარება. გააძლიერეთ კავშირები. ჩაერთეთ შემოქმედებით და ინტელექტუალურ საქმიანობაში. ფრთხილად იყავით ემოციებთან. ხელსაყრელი დღეა რთული პრობლემების გადასაჭრელად. კარგია ჭურჭლისა და სარეცხის გარეცხვა. მორწყეთ მცენარეები.
სამართალი
სამხედრო
მეცნიერება
მოზაიკა
კონფლიქტები
Faceამბები
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"გაუგებარია, საით მივდივართ, რუსეთს ვუფრთხილდებით, როგორც არასოდეს: "ვაიმე, რამე არ ვთქვათ“, "ვაიმე, არ ვაწყენინოთ“ - სალომე ზურაბიშვილი
"გაუგებარია, საით მივდივართ, რუსეთს ვუფრთხილდებით, როგორც არასოდეს: "ვაიმე, რამე არ ვთქვათ“, "ვაიმე, არ ვაწყენინოთ“ - სალომე ზურაბიშვილი

სა­გა­რეო საქ­მე­თა მი­ნისტრს შევ­თა­ვა­ზე (რად­გან მის გარ­და არა­ვინ აღარ მე­სა­უბ­რე­ბა), რომ გა­ვი­ნა­წი­ლოთ დე­და­ქა­ლა­ქე­ბი და ყველ­გან ჩა­ვი­დეთ, რათა გა­ვი­გოთ, რა არის მიდ­გო­მა ჩვენ­თვის კან­დი­და­ტის სტა­ტუ­სის მი­ნი­ჭე­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბით. პა­სუ­ხი არ მი­მი­ღია, - ამის შე­სა­ხებ პრე­ზი­დენ­ტმა სა­ლო­მე ზუ­რა­ბიშ­ვილ­მა სა­ზო­გა­დო­ებ­რივ მა­უ­წყე­ბელ­თან ინ­ტერ­ვი­უ­ში გა­ნა­ცხა­და.

ქვეყ­ნის პირ­ვე­ლი პი­რის თქმით, ვერც ხე­ლი­სუფ­ლე­ბას და ვერც ოპო­ზი­ცი­ას ვერ გა­ა­გე­ბი­ნა, რომ სტა­ტუ­სის მი­ნი­ჭე­ბის სა­კი­თხში "ყვე­ლა ერ­თად ვართ“.

ამას­თან, პრე­ზი­დენ­ტმა მთავ­რო­ბა კი­დევ ერთხელ გა­აკ­რი­ტი­კა იმის გამო, რომ ბრი­უ­სელ­ში ოპო­ზი­ცი­ის გახ­ში­რე­ბუ­ლი ჩას­ვლით გა­მოწ­ვე­უ­ლი პრობ­ლე­მა "მუ­შა­ო­ბით არ დაძ­ლია“.

"მუ­შა­ო­ბით უნდა და­ეძ­ლია - უფრო ხში­რად, ყვე­ლა დე­და­ქა­ლაქ­ში ჩას­ვლით. იმ მო­მენ­ტში, თა­რი­ღი არ მახ­სოვს, მაგ­რამ სა­გა­რეო საქ­მე­თა მი­ნისტრს შევ­თა­ვა­ზე, რად­გან მის გარ­და არა­ვინ აღარ მე­სა­უბ­რე­ბა, რომ გა­ვი­ნა­წი­ლოთ დე­და­ქა­ლა­ქე­ბი და ყველ­გან ჩა­ვი­დეთ, რომ გა­ვი­გოთ, რა არის მიდ­გო­მა ჩვენ­თვის კან­დი­და­ტის სტა­ტუ­სის მი­ნი­ჭე­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბით. პა­სუ­ხი არ მი­მი­ღია. მერე ვი­ღა­ცებ­მა და­ი­წყეს ცალ-ცალ­კე სი­ა­რუ­ლი. ამას სჭირ­დე­ბა სტრა­ტე­გია. ყვე­ლა­ნი ერ­თად ვართ და ეს ვერ გა­ვა­გე­ბი­ნე ვე­რა­ვის - არც ოპო­ზი­ცი­ას ეს­მის, რომ მისი გან­ცხა­დე­ბე­ბით ამ ქვეყ­ნის რე­პუ­ტა­ცი­ას ლა­ხავს, მათი გან­ცხა­დე­ბე­ბი და­მა­ზი­ა­ნე­ბე­ლია ქვეყ­ნის რე­პუ­ტა­ცი­ის­თვის, მაგ­რამ ასე­ვე და­მა­ზი­ა­ნე­ბე­ლია ქვეყ­ნის რე­პუ­ტა­ცი­ის­თვის ხე­ლი­სუფ­ლე­ბის გან­ცხა­დე­ბე­ბი და უფრო მე­ტა­დაც, რად­გან დღეს ხე­ლი­სუფ­ლე­ბაა პა­სუ­ხის­მგე­ბე­ლი და მას აქვს ბერ­კე­ტე­ბი და როცა ის ლან­ძღავს ელ­ჩებს, ლან­ძღავს ევ­რო­პარ­ლა­მენ­ტა­რებს, გა­უ­გე­ბა­რია, ჩვენ სა­ით­კენ მივ­დი­ვართ. რუ­სეთს ვუფრ­თხილ­დე­ბით რო­გორც არა­სო­დეს, "ვა­ი­მე, რამე არ ვთქვათ“ და "ვა­ი­მე, არ ვა­წყე­ნი­ნოთ“, - გა­ნა­ცხა­და პრე­ზი­დენ­ტმა.

  • სა­ლო­მე ზუ­რა­ბიშ­ვი­ლის თქმით, ის, რომ ევ­რო­პარ­ლა­მენ­ტის რე­ზო­ლუ­ცი­ა­ში ოლი­გარ­ქი­ზა­ცი­ის პრობ­ლე­მის კონ­ტექ­სტში ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლის სა­ხე­ლი და გვა­რი ჩა­ი­წე­რა, "სუფ­თად მმარ­თვე­ლი გუნ­დის ბრა­ლია“.

"მმარ­თვე­ლი გუნ­დის ბრა­ლია სუფ­თად, რომ არ იმუ­შა­ვეს იქ, სა­დაც იცო­და, რომ ოპო­ზი­ცია ჩა­დი­ო­და და ამ თე­მით აპე­ლი­რებ­და. არ იმუ­შა­ვეს, არ ჩა­ი­ტა­ნეს ფაქ­ტე­ბი, რომ არ არ­სე­ბობს არა­ფე­რი ივა­ნიშ­ვი­ლის წი­ნა­აღ­მდეგ. მე არ მაქვს ფაქ­ტე­ბი. ფაქ­ტე­ბი უნდა ჰქონ­დეს უმ­რავ­ლე­სო­ბას და ად­ვო­კატს, რო­მე­ლიც შვე­ი­ცა­რი­ის გა­ზე­თებ­ში კი არ უნდა წერ­დეს, დიდი ხნის წინ უნდა ჩა­სუ­ლი­ყო, მთე­ლი კოტ­რარ­გუ­მენ­ტე­ბით. მე მის­ვა­მენ შე­კი­თხვებს {არა­ფორ­მა­ლურ მმარ­თვე­ლო­ბა} და მაქვს ჩემი პა­სუ­ხე­ბი. ჩემი პა­სუ­ხია, რომ მე არ მაქვს ნი­შა­ნი, მა­გა­ლი­თად ჩემ­ზე, რომ არის ჩა­რე­ვა პირ­ვე­ლი­ვე დღი­დან, რაც თქვა ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვილ­მა, რომ "თქვენ და­მო­უ­კი­დე­ბე­ლი იქ­ნე­ბით და არა­ვინ ჩა­ე­რე­ვა საქ­მი­ა­ნო­ბა­ში“, გარ­და ახლა რა თავ­დას­ხმე­ბიც მო­დის პრე­ზი­დენტზე, მაგ­რამ ჩა­რე­ვა ნამ­დვი­ლად არ ყო­ფი­ლა. ამას ვე­უბ­ნე­ბი უცხო­ე­ლებს, რომ პი­რა­დად მე არ მი­ნა­ხავს ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლი 2 წელი გახ­და და არ მაქვს არა­ნა­ი­რი ფაქ­ტი, რომ თვი­თონ კარ­ნა­ხობს რო­მე­ლი­მე პო­ზი­ცი­ას. შე­იძ­ლე­ბა ზო­გა­დად ვი­ღა­ცებ­თან ჰქონ­დეს სა­უ­ბა­რი და თა­ვის პო­ზი­ცი­ებს უზი­ა­რებ­დეს, რაც ნორ­მა­ლუ­რია, მაგ­რამ სხვა - მე ფაქ­ტი არ მაქვს“, - გა­ნა­ცხა­და პრე­ზი­დენ­ტმა.

მკითხველის კომენტარები / 86 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
თაკო
3

ევროპა ამ ქალბატონს ასეთი აზრების ფრქვევაში უხდის ფულს.სხვა შემთხვევაში არაფერში ჭირდებათ.

სალომე
5

სალომე ერთი კითხვა მაქვს.საით მიდის მატარებელი არ იცი ჩამოდი მატარებლიდან ყველაზე კარგი იქნება მერე მოიძებნება მიმართულება ხომ იძახით დამოუკიდებელი ხართ დამტკიცეთ.თუ თქვენც არ თამაშობთ.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
საქართველოში ყოველთვიურ ხელფასს დაახლოებით მილიონი ადამიანი იღებს, აქედან უმეტესობას ხელფასი თვეში 1200 დან 2400 ლარამდე აქვს
ავტორი:

"გაუგებარია, საით მივდივართ, რუსეთს ვუფრთხილდებით, როგორც არასოდეს: "ვაიმე, რამე არ ვთქვათ“, "ვაიმე, არ ვაწყენინოთ“ - სალომე ზურაბიშვილი

"გაუგებარია, საით მივდივართ, რუსეთს ვუფრთხილდებით, როგორც არასოდეს: "ვაიმე, რამე არ ვთქვათ“, "ვაიმე, არ ვაწყენინოთ“ - სალომე ზურაბიშვილი

საგარეო საქმეთა მინისტრს შევთავაზე (რადგან მის გარდა არავინ აღარ მესაუბრება), რომ გავინაწილოთ დედაქალაქები და ყველგან ჩავიდეთ, რათა გავიგოთ, რა არის მიდგომა ჩვენთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებასთან დაკავშირებით. პასუხი არ მიმიღია, - ამის შესახებ პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა საზოგადოებრივ მაუწყებელთან ინტერვიუში განაცხადა.

ქვეყნის პირველი პირის თქმით, ვერც ხელისუფლებას და ვერც ოპოზიციას ვერ გააგებინა, რომ სტატუსის მინიჭების საკითხში "ყველა ერთად ვართ“.

ამასთან, პრეზიდენტმა მთავრობა კიდევ ერთხელ გააკრიტიკა იმის გამო, რომ ბრიუსელში ოპოზიციის გახშირებული ჩასვლით გამოწვეული პრობლემა "მუშაობით არ დაძლია“.

"მუშაობით უნდა დაეძლია - უფრო ხშირად, ყველა დედაქალაქში ჩასვლით. იმ მომენტში, თარიღი არ მახსოვს, მაგრამ საგარეო საქმეთა მინისტრს შევთავაზე, რადგან მის გარდა არავინ აღარ მესაუბრება, რომ გავინაწილოთ დედაქალაქები და ყველგან ჩავიდეთ, რომ გავიგოთ, რა არის მიდგომა ჩვენთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებასთან დაკავშირებით. პასუხი არ მიმიღია. მერე ვიღაცებმა დაიწყეს ცალ-ცალკე სიარული. ამას სჭირდება სტრატეგია. ყველანი ერთად ვართ და ეს ვერ გავაგებინე ვერავის - არც ოპოზიციას ესმის, რომ მისი განცხადებებით ამ ქვეყნის რეპუტაციას ლახავს, მათი განცხადებები დამაზიანებელია ქვეყნის რეპუტაციისთვის, მაგრამ ასევე დამაზიანებელია ქვეყნის რეპუტაციისთვის ხელისუფლების განცხადებები და უფრო მეტადაც, რადგან დღეს ხელისუფლებაა პასუხისმგებელი და მას აქვს ბერკეტები და როცა ის ლანძღავს ელჩებს, ლანძღავს ევროპარლამენტარებს, გაუგებარია, ჩვენ საითკენ მივდივართ. რუსეთს ვუფრთხილდებით როგორც არასოდეს, "ვაიმე, რამე არ ვთქვათ“ და "ვაიმე, არ ვაწყენინოთ“, - განაცხადა პრეზიდენტმა.

  • სალომე ზურაბიშვილის თქმით, ის, რომ ევროპარლამენტის რეზოლუციაში ოლიგარქიზაციის პრობლემის კონტექსტში ბიძინა ივანიშვილის სახელი და გვარი ჩაიწერა, "სუფთად მმართველი გუნდის ბრალია“.

"მმართველი გუნდის ბრალია სუფთად, რომ არ იმუშავეს იქ, სადაც იცოდა, რომ ოპოზიცია ჩადიოდა და ამ თემით აპელირებდა. არ იმუშავეს, არ ჩაიტანეს ფაქტები, რომ არ არსებობს არაფერი ივანიშვილის წინააღმდეგ. მე არ მაქვს ფაქტები. ფაქტები უნდა ჰქონდეს უმრავლესობას და ადვოკატს, რომელიც შვეიცარიის გაზეთებში კი არ უნდა წერდეს, დიდი ხნის წინ უნდა ჩასულიყო, მთელი კოტრარგუმენტებით. მე მისვამენ შეკითხვებს {არაფორმალურ მმართველობა} და მაქვს ჩემი პასუხები. ჩემი პასუხია, რომ მე არ მაქვს ნიშანი, მაგალითად ჩემზე, რომ არის ჩარევა პირველივე დღიდან, რაც თქვა ბიძინა ივანიშვილმა, რომ "თქვენ დამოუკიდებელი იქნებით და არავინ ჩაერევა საქმიანობაში“, გარდა ახლა რა თავდასხმებიც მოდის პრეზიდენტზე, მაგრამ ჩარევა ნამდვილად არ ყოფილა. ამას ვეუბნები უცხოელებს, რომ პირადად მე არ მინახავს ბიძინა ივანიშვილი 2 წელი გახდა და არ მაქვს არანაირი ფაქტი, რომ თვითონ კარნახობს რომელიმე პოზიციას. შეიძლება ზოგადად ვიღაცებთან ჰქონდეს საუბარი და თავის პოზიციებს უზიარებდეს, რაც ნორმალურია, მაგრამ სხვა - მე ფაქტი არ მაქვს“, - განაცხადა პრეზიდენტმა.