კონფერენს ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპის პირველ მატჩში "საბურთალომ“ საკუთარ მოედანზე "სტიაუა“ 1:0 დაამარცხა.
"საბურთალო" მთელი მატჩის განმავლობაში უპირატესობას ფლობდა და თამაშის სადავეებს აკონტროლებდა. თბილისური გუნდის შეტევები უმეტესწილად მარჯვენა ფრთიდან ხორციელდებოდა, გამორჩეული შეხვედრა ჰქონდა 21 წლის განაპირა მცველს, გიორგი გოჩოლეიშვილს, რომელმაც ფლანგიდან მეტოქე გუნდის კართან ხიფათი შექმნა. მე-40 წუთზე ლაშა ნოზაძის გაწვრთნილმა გუნდმა კონტრშეტევაზე წავიდა და ლევან ნონიკაშვილმა საჯარიმოს გარედან ეფექტური გოლი გაიტანა.
შეხვედრის მეორე ნახევარი კვლავ "საბურთალოს" კარნახით წარიმართა, 55-ე წუთზე ლევან ნონიკაშვილმა ლამაზი ცრუმოძრაობებით ერთბაშად რამდენიმე მეტოქე გააბრუა და მეკარესთან პირისპირ ირაკლი სიხარულიძე დატოვა, თუმცა გამოცდილმა ფორვარდმა გოლის გატანა ვერ შეძლო.
ერთი სიტყვით, "საბურთალომ" ძლიერ რუმინულ გუნდს სძლია და მორიგი სიურპრიზი შემოგვთავაზა. ვთქვათ სიმართლე - ყველა ქართული გუნდისგან განსხვავებით გაგვახარა იმან, რომლისგანაც ამას ნაკლებად ველოდით. მადლობა!
ამ გუნდების საპასუხო შეხვედრა 28 ივლისს ბუქარესტში გაიმართება. გაეცანით მატჩის დეტალებს ბმულზე: sportall.ge
ვულოცავთ, მაგარი კაცები არიან. მაგრამ გუშინ ეს დამთავრებული მატჩი რატო გაუშვეს ტვ-ში?