მოსკოვის ცენტრში, ერთ-ერთი საცხოვრებელი კორპუსის, სადარბაზოში რუსეთის "ეფ-ეს-ბეს“ გადამდგარი გენერალ-მაიორი გარდაცვლილი იპოვეს.
საუბარია 1946 წელს დაბადებულ ევგენი ლობაჩევზე, რომელმაც, რუსული მედიის ინფორმაციით, თავი მოიკლა.
სახელმწიფო მედიის ინფორმაციით, მეუღლე და ნათესავები აცხადებენ, რომ გენერალი სისუსტეს უჩიოდა, თუმცა, მანამდე მეუღლემ განაცხადა, რომ მაღალჩინოსნის გაუჩინარების შესახებ პოლიციაში ჰქონდათ გაცხადებული.
კიდევ ერთი ვერსიით, გარდაცვლილს მნიშვნელოვანი ოდენობის ვალი ჰქონდა.