სამართალი

30

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეექვსე დღე დაიწყება 10:53-ზე, მთვარე ქალწულშია – მარტოობისა და თავმდაბლობის დღეა. ინტუიცია მძაფრდება. კარგია სუნთქვითი ვარჯიში და არომათერაპია. კარგია ზედა სასუნთქი გზებისა და ბრონქების გაწმენდა. ნუ დალევთ ლუდს, ბევრ წყალს, რძეს. მოაგვარეთ მატერიალური და ფულადი საკითხები. გამოავლინეთ თქვენი უნარები და ნიჭი. წარმატების მიღწევა ბევრ სფეროში შეიძლება. არ არის რეკომენდებული ფულის გასესხება ან ვალის აღება. არ გადაიღალოთ, არ დარჩეთ სამსახურში გვიანობამდე. უმჯობესია თავი შეიკავოთ როგორც გრძელი, ასევე მოკლე მოგზაურობისგან. ეს დღე განკუთვნილია დასვენებისთვის.
კონფლიქტები
მსოფლიო
საზოგადოება
მოზაიკა
სამხედრო
Faceამბები
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ვალენსიაში, ხარების სირბილის ფესტივალზე, ბოლო 24 საათის განმავლობაში 3 ადამიანი გარდაიცვალა
ვალენსიაში, ხარების სირბილის ფესტივალზე, ბოლო 24 საათის განმავლობაში 3 ადამიანი გარდაიცვალა

აღ­მო­სავ­ლეთ ეს­პა­ნეთ­ში, ბოლო 24 სა­ა­თის გან­მავ­ლო­ბა­ში, ხა­რე­ბის სირ­ბი­ლის ფეს­ტი­ვალ­ზე 3 ადა­მი­ა­ნი გარ­და­იც­ვა­ლა. სა­მი­ვე გარ­დაც­ვლი­ლი ვა­ლენ­სი­ის რე­გი­ო­ნა­ლურ ტრა­დი­ცი­ა­ზე bous al carrer-ზე (ხა­რე­ბის სირ­ბი­ლი) იმ­ყო­ფე­ბო­და. ხა­რე­ბის სირ­ბი­ლის ფეს­ტი­ვა­ლი მთე­ლი ეს­პა­ნე­თის მას­შტა­ბით ტარ­დე­ბა და ამ დროს ხა­რე­ბი ქა­ლა­ქის ქუ­ჩებ­ში ტრი­ა­ლე­ბენ, ხალ­ხი კი ხში­რად მათ წინ გარ­ბის.

ცხო­ვე­ლე­ბის უფ­ლე­ბე­ბის დამ­ცვე­ლე­ბი უკვე დიდი ხა­ნია ჩი­ვი­ან, რომ ეს ტრა­დი­ცია არა მხო­ლოდ ადა­მი­ა­ნებს, არა­მედ ცხო­ვე­ლებ­საც საფრ­თხეს უქ­მნის.

სა­მი­ვე გარ­დაც­ვლი­ლი მა­მა­კა­ცი მძი­მედ იყო და­შა­ვე­ბუ­ლი. მე­ლი­ა­ნას მერ­მა გა­ნა­ცხა­და, რომ ხა­რე­ბი ცხო­ვე­ლე­ბი არი­ან და ამ­გვა­რი ინ­ცი­დენ­ტის საფრ­თხე იქ მყოფ­მა ადა­მი­ა­ნებ­მა კარ­გად იცოდ­ნენ და ამის მი­უ­ხე­და­ვად, მა­ინც წა­ვიდ­ნენ რის­კზე.

ეს­პა­ნე­თის ყვე­ლა­ზე ცნო­ბი­ლი ფეს­ტი­ვა­ლი, სან ფერ­მი­ნის ფეს­ტი­ვა­ლი, რო­მე­ლიც ასე­ვე ხა­რე­ბის სირ­ბი­ლის ფეს­ტი­ვა­ლია, მხო­ლოდ პამ­პლო­ნა­ში, ამ წელს, 35 ადა­მი­ა­ნის და­შა­ვე­ბით დას­რულ­და. მი­უ­ხე­და­ვად უამ­რა­ვი ასე­თი შემ­თხვე­ვი­სა, ამ­გვა­რი დღე­სას­წა­უ­ლე­ბი, ვა­ლენ­სი­ის ეკო­ნო­მი­კა­ზე ძა­ლი­ან დიდ გავ­ლე­ნას ახ­დენს. 2019 წლის კვლე­ვის მი­ხედ­ვით, წლის გან­მავ­ლო­ბა­ში, ხა­რე­ბის სირ­ბი­ლის სე­ზონ­ზე, 3 000 სა­მუ­შაო ად­გი­ლი შე­იქ­მნა და 300 მი­ლი­ო­ნი ევრო შე­ე­მა­ტა ბი­უ­ჯეტს.

წყა­რო: bbc

მო­ამ­ზა­და: ანა სი­ბოშ­ვილ­მა

მკითხველის კომენტარები / 11 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ლაო
5

ესაა ესპანეთის კულტურა ტრადიცია სისხლში აქვთ გამჯდარი ღომივით საცივივით აჯიკასავით ეხლა გასაგებია პლიუს ტურიზმი მარტო აივნების გაქირავებით შოულობს ხალხი იმაზე მეტ ფულს ვიდრე ბინის გაქირავებით იშოვის სხვა და ყველამ იცის რა საფრთხეზე მიდიან ესპანელები კორიდის გარეშე ვერ იცხოვრებენ პლიუს მილიონობით ევროს შემოსავალია და სამუშაო ადგილები 

,, b i s e q t r i s a ,,
4

მეტის ,,ღირსები,, არიან...

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
გამარჯვება პირველივე წუთებზე - ილია თოფურიამ ოლივიერა ნოკაუტში ჩააგდო და ჩემპიონი გახდა

ვალენსიაში, ხარების სირბილის ფესტივალზე, ბოლო 24 საათის განმავლობაში 3 ადამიანი გარდაიცვალა

ვალენსიაში, ხარების სირბილის ფესტივალზე, ბოლო 24 საათის განმავლობაში 3 ადამიანი გარდაიცვალა

აღმოსავლეთ ესპანეთში, ბოლო 24 საათის განმავლობაში, ხარების სირბილის ფესტივალზე 3 ადამიანი გარდაიცვალა. სამივე გარდაცვლილი ვალენსიის რეგიონალურ ტრადიციაზე bous al carrer-ზე (ხარების სირბილი) იმყოფებოდა. ხარების სირბილის ფესტივალი მთელი ესპანეთის მასშტაბით ტარდება და ამ დროს ხარები ქალაქის ქუჩებში ტრიალებენ, ხალხი კი ხშირად მათ წინ გარბის.

ცხოველების უფლებების დამცველები უკვე დიდი ხანია ჩივიან, რომ ეს ტრადიცია არა მხოლოდ ადამიანებს, არამედ ცხოველებსაც საფრთხეს უქმნის.

სამივე გარდაცვლილი მამაკაცი მძიმედ იყო დაშავებული. მელიანას მერმა განაცხადა, რომ ხარები ცხოველები არიან და ამგვარი ინციდენტის საფრთხე იქ მყოფმა ადამიანებმა კარგად იცოდნენ და ამის მიუხედავად, მაინც წავიდნენ რისკზე.

ესპანეთის ყველაზე ცნობილი ფესტივალი, სან ფერმინის ფესტივალი, რომელიც ასევე ხარების სირბილის ფესტივალია, მხოლოდ პამპლონაში, ამ წელს, 35 ადამიანის დაშავებით დასრულდა. მიუხედავად უამრავი ასეთი შემთხვევისა, ამგვარი დღესასწაულები, ვალენსიის ეკონომიკაზე ძალიან დიდ გავლენას ახდენს. 2019 წლის კვლევის მიხედვით, წლის განმავლობაში, ხარების სირბილის სეზონზე, 3 000 სამუშაო ადგილი შეიქმნა და 300 მილიონი ევრო შეემატა ბიუჯეტს.

წყარო: bbc

მოამზადა: ანა სიბოშვილმა