სამართალი
მსოფლიო
პოლიტიკა

14

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის მეთვრამეტე დღე დაიწყება 01:30-ზე, მთვარე მშვილდოსანშია არ წამოიწყოთ ახალი საქმეები, სასამართლო პროცესები. არ გირჩევთ ვაჭრობას, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარებას. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. ურთიერთობისას აკონტროლეთ ემოციები. კამათი დაუშვებელია. კარგი დღეა მოგზაურობისთვის, ხანგრძლივი მგზავრობისთვის. დაისვენეთ, მაგრამ ნაკლები იძინეთ. მოერიდეთ ქორწინებასა და ჯვრისწერას. გაამდიდრეთ თქვენი რაციონი თხილითა და მცენარეული ზეთით. სიგარეტის რაოდენობა და ალკოჰოლის დოზა შეამცირეთ. ჯანმრთელობის გაუმჯობესების მიზნით კარგ შედეგს მოგიტანთ: სირბილი, ველოსიპედი, სწრაფი სიარული.
მეცნიერება
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
სამხედრო
კონფლიქტები
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"მათ საკმარისად არ უშრომიათ, რომ პირველი კლასით იმგზავრონ“ - ჯულია რობერტსი, სტინგი, ბილ გეითსი და სხვა შეძლებული ადამიანები, ვინც შვილებს ფუფუნებაში არ ზრდიან
"მათ საკმარისად არ უშრომიათ, რომ პირველი კლასით იმგზავრონ“ - ჯულია რობერტსი, სტინგი, ბილ გეითსი და სხვა შეძლებული ადამიანები, ვინც შვილებს ფუფუნებაში არ ზრდიან

მდი­დარ ოჯახ­ში და­ბა­დე­ბა სა­ოც­ნე­ბო რა­მაა, მაგ­რამ ამას თა­ვი­სი უარ­ყო­ფი­თი მხა­რე­ე­ბიც აქვს და შე­საძ­ლოა, ეს ადა­მი­ა­ნის უბე­დუ­რე­ბის მი­ზე­ზიც კი გახ­დეს. ყვე­ლაფ­რის მზამ­ზა­რე­უ­ლად მი­ღე­ბა იმ ეი­ფო­რი­ის­გან გვძარ­ცვავს, რაც წარ­მა­ტე­ბის ჩვე­ნით მიღ­წე­ვი­სას გვე­უფ­ლე­ბა. ეს იმ ვარ­სკვლა­ვებ­ზე უკეთ არა­ვის ეს­მის, რომ­ლებ­მაც წარ­მა­ტე­ბის მი­საღ­წე­ვად ძა­ლი­ან ბევ­რი იშ­რო­მეს. სწო­რედ ამ მი­ზე­ზის გამო ბევ­რი მათ­გა­ნი მო­წა­დი­ნე­ბუ­ლია, რომ ფუ­ფუ­ნე­ბა­ში ცხოვ­რე­ბის ნაც­ვლად, შვი­ლებს შრო­მა და შე­უ­პოვ­რო­ბა ას­წავ­ლონ.

  • სარა ჯე­სი­კა პარ­კე­რი და მე­თიუ ბროდ­რი­კი

მათ 1 ვაჟი და 2 გო­გო­ნა ჰყავთ. 57 წლის პარ­კე­რი თა­ვად სა­შუ­ა­ლო შე­მო­სავ­ლის ოჯახ­ში გა­ი­ზარ­და და ამ­ბობს, რომ არას­დროს ყო­ფი­ლა გა­ნე­ბივ­რე­ბუ­ლი და მე­ტიც, ბავ­შვო­ბა­ში ყუ­რა­დღე­ბის ნაკ­ლე­ბო­ბა­საც კი გა­ნიც­დი­და. მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ სარა ჯე­სი­კა პარ­კე­რის რე­ა­ლო­ბა ახლა რა­დი­კა­ლუ­რა­დაა შეც­ვლი­ლი, ის ღიად ამ­ბობს, რომ სუ­ლაც არ ანე­ბივ­რებს სა­კუ­თარ ვაჟს და რომ მას მხო­ლოდ ძმის­შვი­ლე­ბის ნა­ქონ ტა­ნი­სა­მოსს აც­მევს: "მგო­ნი, მის­თვის ტან­საც­მე­ლი არას­დროს მი­ყი­დია. მხო­ლოდ ფეხ­საც­მელს ვყი­დუ­ლობ ხოლ­მე, რად­გან ყვე­ლას ფეხი გან­სხვა­ვე­ბუ­ლია“.

  • ჯუ­ლია რო­ბერტსი და დე­ნი­ელ მო­დე­რი

ჯუ­ლი­ას და დე­ნი­ელს 3 შვლი ჰყავთ. რო­გორც ჯუ­ლია ამ­ბობს, როცა საქ­მე კარგ აღ­ზრდა­ზე მიდ­გე­ბა, "სიყ­ვა­რულ­ზე ძლი­ე­რი არა­ფე­რია." ჯუ­ლია ფიქ­რობს, რომ სიყ­ვა­რუ­ლის გამო შვი­ლე­ბი ფუ­ფუ­ნე­ბა­ში არ უნდა აღი­ზარ­დონ:

"ზოგ ადა­მი­ანს უან­გა­რო სიყ­ვა­რუ­ლი გა­ნე­ბივ­რე­ბა­ში ერე­ვა“. ჯუ­ლი­ას თქმით, მას ამ ორი რა­მის გარ­ჩე­ვა­ზე პრობ­ლე­მა არას­დროს ჰქო­ნია და ამას მისი სა­მი­ვე შვი­ლი და­ა­დას­ტუ­რებს.

  • ეშ­ტონ კუ­ჩე­რი და მილა კუ­ნი­სი

ორი­ვე მათ­გა­ნი, ეშ­ტო­ნიც და მი­ლაც, სი­ღა­რი­ბე­ში გა­ი­ზარ­დნენ და რო­გორც ჩანს, წყვი­ლი ცდი­ლობს, რომ თა­ვი­ან­თი ორი შვი­ლი ზედ­მე­ტად არ გა­ა­ნე­ბივ­როს. მი­ლამ ახ­სნა, რომ მათი აღ­ზრდის ფი­ლო­სო­ფია, ბავ­შვე­ბის­თვის პა­ტა­რა ასაკ­ში­ვე იმის ახ­სნას გუ­ლის­ხმობს, რომ "დე­დი­კოს და მა­მი­კოს შე­იძ­ლე­ბა 1 დო­ლა­რი აქვთ, მაგ­რამ თვი­თონ ღა­რი­ბე­ბი არი­ან. ძა­ლი­ან ღა­რი­ბე­ბი და არა­ფე­რი აქვთ."

  • ბილ გე­ით­სი

მარ­თა­ლია, ბილ გე­ით­სი მსოფ­ლი­ო­ში რი­გით მე­ო­თხეა ყვე­ლა­ზე მდი­დარ ადა­მი­ა­ნებს შო­რის, მაგ­რამ ის ცდი­ლობს, პრი­ვი­ლე­გი­ის გა­რე­შე გა­ზარ­დოს შვი­ლე­ბი. მას სჯე­რა, რომ ბავ­შვე­ბი, რომ­ლე­ბიც დიდი რა­ო­დე­ნო­ბით თან­ხას იღე­ბენ მემ­კვიდ­რე­ო­ბით და ცხოვ­რე­ბა­ში არაფ­რის­თვის უწევთ წვა­ლე­ბა, მო­მა­ვალ­ში სრულ­ფა­სოვ­ნად ცხოვ­რე­ბას ვერ შეძ­ლე­ბენ. ამი­ტომ მას გა­და­წყვე­ტი­ლი აქვს, თა­ვი­სი აუ­რა­ცხე­ლი ქო­ნე­ბის მხო­ლოდ მცი­რე ნა­წი­ლი გა­დას­ცეს თა­ვის შვი­ლებს, რათა მო­მა­ვალ­ში "არაფ­რის­მაქ­ნი­სე­ბად“ არ იქ­ცნენ...

  • სტინ­გი

ბილ გე­ით­სის მსგავ­სად ფიქ­რობს სტინ­გიც, ერთ-ერთი უმ­დიდ­რე­სი ადა­მი­ა­ნი ბრი­ტა­ნე­თის მუ­სი­კის ინ­დუსტრი­ა­ში. მას სურს, რომ მის­მა შვი­ლებ­მა იმუ­შა­ონ და ამ­გვა­რად მო­ი­პო­ვონ ცხოვ­რე­ბა­ში ყვე­ლა­ფე­რი. რო­გორც ამ­ბობს, შვი­ლე­ბი იშ­ვი­ა­თად აკი­თხა­ვენ მას რა­მის სა­თხოვ­ნე­ლად, სტინ­გი ამის გამო პა­ტივს სცემს და აფა­სებს მათ.

  • გორ­დონ რამ­ზი

მსოფ­ლი­ო­ში აღი­ა­რე­ბუ­ლი 55 წლის შეფი თა­ვი­სი 5 შვი­ლის გა­ნე­ბივ­რე­ბის კა­ტე­გო­რი­უ­ლი წი­ნა­აღ­მდე­გია. რამ­ზიმ გა­ამ­ხი­ლა, რომ თა­ვის შვი­ლებს მის ძვი­რა­დღი­რე­ბულ რეს­ტორ­ნებ­ში ჭა­მის უფ­ლე­ბას არ რთავს და მათ ჯი­ბის ფუ­ლის­თვი­საც მუ­შა­ო­ბა უწევთ. მან ისიც კი აღი­ა­რა, რომ თვითმფრი­ნა­ვით მგზავ­რო­ბი­სას, ბავ­შვებს ეკო­ნომ კლას­ში სვამს, რად­გან "მათ საკ­მა­რი­სად არ უშ­რო­მი­ათ, რომ პირ­ვე­ლი კლა­სით მგზავ­რო­ბა შეძ­ლონ“.

  • მარკ ცუ­კერ­ბერ­გი და პრის­ცი­ლა ჩენი

მარკ ცუ­კერ­ბერ­გი და მისი მე­უღ­ლე ფიქ­რო­ბენ, რომ უქო­ნელ ადა­მი­ა­ნებს უფრო გა­მო­ად­გე­ბათ მათი ქო­ნე­ბა, ამი­ტომ აპი­რე­ბენ, რომ თა­ვი­ან­თი ორი შვი­ლის­თვის "ფე­ის­ბუ­ქის“ წი­ლის მემ­კვიდ­რე­ო­ბით გა­და­ცე­მის ნაც­ვლად, მისი 99% საქ­ველ­მოქ­მე­დო ფონ­დებ­ში გა­და­რი­ცხონ.

წყა­რო: brightside

მო­ამ­ზა­და: ანა სი­ბოშ­ვილ­მა

მკითხველის კომენტარები / 8 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ლაშა
3

საქართველოში ასე ხდება როგორც სკოლას დაამთავრებს ან მანამდე ყიდულობენ "ჯიპს" სწავლას თავს ანებებს ბავშვი იწყება გულავი მაღალი სიჩქარე ავარია ან იღუპება ან სხვას ღუპავს თუ სხვას ღუპავს აქ ჩაერევა მამიკო და საქმეს აწყობს 

ჰავლაბრელი ყაიმაზა ელი..
5

რას ამბობ ტოო? ჯერ ხო ბალღია, გაუშვი გაიხაროს, შრომას მერეც მაასწრებს“ აი ამ სიტყვებით გვამშვიდებს მილიანერი „ხრამოი ჟორა“ როცა მის ბიჭ „ყარტაყურტა“ ჯემალიკოზე სიტყვას ჩამოუგდებენ და ეტყვიან, „ჟორიკჯან“ დროა შენმა ხისთავა ბიჭმა რაიმე საქმეს მოკიდოს ხელი და შრომას მიეჩვიოსო.. 

საქმე იმაშია, რომ „ხრამოი ჟორა“ 70 კაი ხანია გადაცდა, მისი ოყლაყი მემკვიდრე ჯემალიკო კი, მალე 50 წლის იუბილეს გადაიხდის. ეს „პალაჟენია“ ხომ არ გეცნობათ ბრატცი?

. აი ესეთი სამაგალითო და მაგრები ვართ ბრძენი ქართველები ცავვატანემ ელი!

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრის, კირ სტარმერის ლონდონის სახლში ხანძარი გაჩნდა

"მათ საკმარისად არ უშრომიათ, რომ პირველი კლასით იმგზავრონ“ - ჯულია რობერტსი, სტინგი, ბილ გეითსი და სხვა შეძლებული ადამიანები, ვინც შვილებს ფუფუნებაში არ ზრდიან

"მათ საკმარისად არ უშრომიათ, რომ პირველი კლასით იმგზავრონ“ - ჯულია რობერტსი, სტინგი, ბილ გეითსი და სხვა შეძლებული ადამიანები, ვინც შვილებს ფუფუნებაში არ ზრდიან

მდიდარ ოჯახში დაბადება საოცნებო რამაა, მაგრამ ამას თავისი უარყოფითი მხარეებიც აქვს და შესაძლოა, ეს ადამიანის უბედურების მიზეზიც კი გახდეს. ყველაფრის მზამზარეულად მიღება იმ ეიფორიისგან გვძარცვავს, რაც წარმატების ჩვენით მიღწევისას გვეუფლება. ეს იმ ვარსკვლავებზე უკეთ არავის ესმის, რომლებმაც წარმატების მისაღწევად ძალიან ბევრი იშრომეს. სწორედ ამ მიზეზის გამო ბევრი მათგანი მოწადინებულია, რომ ფუფუნებაში ცხოვრების ნაცვლად, შვილებს შრომა და შეუპოვრობა ასწავლონ.

  • სარა ჯესიკა პარკერი და მეთიუ ბროდრიკი

მათ 1 ვაჟი და 2 გოგონა ჰყავთ. 57 წლის პარკერი თავად საშუალო შემოსავლის ოჯახში გაიზარდა და ამბობს, რომ არასდროს ყოფილა განებივრებული და მეტიც, ბავშვობაში ყურადღების ნაკლებობასაც კი განიცდიდა. მიუხედავად იმისა, რომ სარა ჯესიკა პარკერის რეალობა ახლა რადიკალურადაა შეცვლილი, ის ღიად ამბობს, რომ სულაც არ ანებივრებს საკუთარ ვაჟს და რომ მას მხოლოდ ძმისშვილების ნაქონ ტანისამოსს აცმევს: "მგონი, მისთვის ტანსაცმელი არასდროს მიყიდია. მხოლოდ ფეხსაცმელს ვყიდულობ ხოლმე, რადგან ყველას ფეხი განსხვავებულია“.

  • ჯულია რობერტსი და დენიელ მოდერი

ჯულიას და დენიელს 3 შვლი ჰყავთ. როგორც ჯულია ამბობს, როცა საქმე კარგ აღზრდაზე მიდგება, "სიყვარულზე ძლიერი არაფერია." ჯულია ფიქრობს, რომ სიყვარულის გამო შვილები ფუფუნებაში არ უნდა აღიზარდონ:

"ზოგ ადამიანს უანგარო სიყვარული განებივრებაში ერევა“. ჯულიას თქმით, მას ამ ორი რამის გარჩევაზე პრობლემა არასდროს ჰქონია და ამას მისი სამივე შვილი დაადასტურებს.

  • ეშტონ კუჩერი და მილა კუნისი

ორივე მათგანი, ეშტონიც და მილაც, სიღარიბეში გაიზარდნენ და როგორც ჩანს, წყვილი ცდილობს, რომ თავიანთი ორი შვილი ზედმეტად არ გაანებივროს. მილამ ახსნა, რომ მათი აღზრდის ფილოსოფია, ბავშვებისთვის პატარა ასაკშივე იმის ახსნას გულისხმობს, რომ "დედიკოს და მამიკოს შეიძლება 1 დოლარი აქვთ, მაგრამ თვითონ ღარიბები არიან. ძალიან ღარიბები და არაფერი აქვთ."

  • ბილ გეითსი

მართალია, ბილ გეითსი მსოფლიოში რიგით მეოთხეა ყველაზე მდიდარ ადამიანებს შორის, მაგრამ ის ცდილობს, პრივილეგიის გარეშე გაზარდოს შვილები. მას სჯერა, რომ ბავშვები, რომლებიც დიდი რაოდენობით თანხას იღებენ მემკვიდრეობით და ცხოვრებაში არაფრისთვის უწევთ წვალება, მომავალში სრულფასოვნად ცხოვრებას ვერ შეძლებენ. ამიტომ მას გადაწყვეტილი აქვს, თავისი აურაცხელი ქონების მხოლოდ მცირე ნაწილი გადასცეს თავის შვილებს, რათა მომავალში "არაფრისმაქნისებად“ არ იქცნენ...

  • სტინგი

ბილ გეითსის მსგავსად ფიქრობს სტინგიც, ერთ-ერთი უმდიდრესი ადამიანი ბრიტანეთის მუსიკის ინდუსტრიაში. მას სურს, რომ მისმა შვილებმა იმუშაონ და ამგვარად მოიპოვონ ცხოვრებაში ყველაფერი. როგორც ამბობს, შვილები იშვიათად აკითხავენ მას რამის სათხოვნელად, სტინგი ამის გამო პატივს სცემს და აფასებს მათ.

  • გორდონ რამზი

მსოფლიოში აღიარებული 55 წლის შეფი თავისი 5 შვილის განებივრების კატეგორიული წინააღმდეგია. რამზიმ გაამხილა, რომ თავის შვილებს მის ძვირადღირებულ რესტორნებში ჭამის უფლებას არ რთავს და მათ ჯიბის ფულისთვისაც მუშაობა უწევთ. მან ისიც კი აღიარა, რომ თვითმფრინავით მგზავრობისას, ბავშვებს ეკონომ კლასში სვამს, რადგან "მათ საკმარისად არ უშრომიათ, რომ პირველი კლასით მგზავრობა შეძლონ“.

  • მარკ ცუკერბერგი და პრისცილა ჩენი

მარკ ცუკერბერგი და მისი მეუღლე ფიქრობენ, რომ უქონელ ადამიანებს უფრო გამოადგებათ მათი ქონება, ამიტომ აპირებენ, რომ თავიანთი ორი შვილისთვის "ფეისბუქის“ წილის მემკვიდრეობით გადაცემის ნაცვლად, მისი 99% საქველმოქმედო ფონდებში გადარიცხონ.

წყარო: brightside

მოამზადა: ანა სიბოშვილმა