პოლიტიკა
საზოგადოება
მსოფლიო

24

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის ოცდამეცხრე დღე დაიწყება 03:53-ზე, მთვარის პირველი დღე დადგება 23:10-ზე, მთვარე ლომს ესტუმრება 19:32-ზე – არაფერი ახალი და მნიშვნელოვანი არ გააკეთოთ, დაასრულეთ ის, რაც ადრე დაიწყეთ. გაუფრთხილდით სახლს და ოჯახს, გაასუფთავეთ და მოაწესრიგეთ თქვენი სახლი. არ არის რეკომენდებული, რომ მოაგვაროთ ფინანსური საქმეები, ხელი მოაწეროთ დოკუმენტებს. არ გირჩევთ ფულის სესხება და გასესხებას, ახალი თანამშრომლების დაქირავებას. მოლაპარაკებების წარმოებას, უარყოფითი ემოციების გამოხატვას. ახალი მთვარის პირველი დღე არ არის ხელსაყრელი ქორწინებისთვის, ქორწილისთვის, თუმცა, დაგეგმვა შეგიძლიათ.
სამართალი
კულტურა/შოუბიზნესი
მეცნიერება
კონფლიქტები
Faceამბები
მოზაიკა
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"6-თვიანი ძიების და გენეტიკური კვლევების შედეგად საბოლოოდ მივაგენი ბიოლოგიურ ბაბუას" - რას წერს თამუნა მუსერიძე
"6-თვიანი ძიების და გენეტიკური კვლევების შედეგად საბოლოოდ მივაგენი ბიოლოგიურ ბაბუას" - რას წერს თამუნა მუსერიძე

უკვე რამ­დე­ნი­მე წე­ლია, რაც ტე­ლეჟურ­ნა­ლის­ტი თა­მუ­ნა მუ­სე­რი­ძე ბი­ო­ლო­გი­ურ მშობ­ლებს ეძებს. მან მხო­ლოდ 2016 წელს შე­ი­ტყო, რომ ნაშ­ვი­ლე­ბი იყო, მას შემ­დეგ ძებ­ნა არ შე­უ­წყვე­ტია... გამ­ზრდე­ლი დედა ამ დროს ჟურ­ნა­ლისტს უკვე გარ­დაც­ვლი­ლი ჰყავ­და და მისი თქმით, ოჯა­ხის ახ­ლობ­ლე­ბი მას სი­მარ­თლეს უმა­ლავ­დნენ. მოგ­ვი­ა­ნე­ბით თა­მუ­ნამ ჯგუ­ფიც კი შექ­მნა, სა­ხელ­წო­დე­ბით: "ვე­ძებ,“ რომ­ლის სა­შუ­ა­ლე­ბი­თაც ნაშ­ვი­ლე­ბი ადა­მი­ა­ნე­ბი ბი­ო­ლო­გი­ურ მშობ­ლებს ეძე­ბენ.

მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ მუ­სე­რი­ძემ წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში ბი­ო­ლო­გი­უ­რი დე­დის შე­სა­ხებ ვე­რა­ფე­რი გა­ი­გო, მისი ძებ­ნა არ შე­უ­წყვე­ტია. დღეს ჟურ­ნა­ლის­ტი სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში უც­ნო­ბი მა­მა­კა­ცის ფო­ტო­ებს აქ­ვეყ­ნებს. თა­მუ­ნა წერს, რომ ეს კაცი ბა­ბუ­ა­მი­სია და მკი­თხვე­ლებს სთხოვს, მის შე­სა­ხებ თუ რა­ი­მე იცი­ან, და­უ­კავ­შირ­დნენ...

თა­მუ­ნა მუ­სე­რი­ძე:

"ჩემი ცხოვ­რე­ბა და­უს­რუ­ლე­ბე­ლი სე­რი­ა­ლი რომ არის, ეს უკვე ყვე­ლამ იცით, მაგ­რამ ყვე­ლა სე­რი­ალს აქვს ბოლო სე­რია და დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი ვარ, რომ ძა­ლი­ან მალე გა­ვალთ ბო­ლო­ში. თუმ­ცა რო­გორც ვხე­დავ იქამ­დე საკ­მა­ოდ დიდი გზა მაქვს გა­სავ­ლე­ლი. 6-თვი­ა­ნი ძი­ე­ბის და გე­ნე­ტი­კუ­რი კვლე­ვე­ბის შე­დე­გად სა­ბო­ლო­ოდ მი­ვა­გე­ნი ბი­ო­ლო­გი­ურ ბა­ბუ­ას. დღეს მა­მი­და­ჩე­მის (ან დე­ი­და­ჩე­მის) ტეს­ტის და­დე­ბი­თი პა­სუ­ხი მო­ვი­და. მაგ­რამ ზუს­ტად ამ პა­სუხ­მა დაგ­ვაბ­რუ­ნა ისევ და­სა­წყის­ში. გა­მომ­დი­ნა­რე იქი­დან, რომ ჩემ ყვე­ლა ნა­თე­სავს ეს ტეს­ტი გა­კე­თე­ბუ­ლი აქვს, გა­მო­საკ­ვლე­ვი აღა­რა­ვინ დარ­ჩა. ანუ! ბა­ბუ­ა­ჩემს სა­დღაც კი­დევ ერთი შვი­ლი ყავს (ჩემი მშო­ბე­ლი) რო­მელ­ზეც ინ­ფორ­მა­ცია ნა­თე­სა­ვებს არ აქვთ.

ბა­ბუ­ა­ჩე­მი - გე­ნა­დი ნა­ნა­ვა 1918 წელს ზუგ­დიდ­ში და­ი­ბა­და. სხვა­დას­ხვა წლებ­ში იყო გაგ­რის სა­ნა­ტო­რი­უ­მის დი­რექ­ტო­რი და რუს­თა­ვის სპეცმშე­ნის კად­რე­ბის უფ­რო­სი. ძა­ლი­ან უყ­ვარ­და ლექ­სე­ბის წერა. სამ­წუ­ხა­როდ, საკ­მა­ოდ ახალ­გაზ­რდა, 33 წლის ასაკ­ში 1952 წელს ზუგ­დი­დის ცი­ხე­ში, ტრა­გი­კუ­ლად გარ­და­იც­ვა­ლა.

თუ ვინ­მეს გეც­ნო­ბათ ეს სა­ხე­ლი და გვა­რი, თუ იცით, რომ თქვე­ნი ბა­ბუა ან მამა იყო გე­ნა­დი ნა­ნა­ვა, თუ ჭო­რის დო­ნე­ზე გაქვთ რამე ის­ტო­რი­ის­თვის ყური მოკ­რუ­ლი, გთხოვთ, შე­მეხ­მი­ა­ნეთ...

აგ­რეთ­ვე მთე­ლი გუ­ლით გთხოვთ? - ეს პოს­ტი გა­ა­ზი­ა­რეთ, იქ­ნებ ეს ის­ტო­რია ვინ­მეს ყუ­რამ­დე მი­ვი­ტა­ნოთ..."

მკითხველის კომენტარები / 27 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
წარმატებები ყველას
1

ის რომ აინტერესებს რა გასაკვირია?თუ არ გინდათ ნუ კითხულობთ.

ისე ცეხი არ მოეწონა..ეს ისე, ხუმრობით.

ნათე
8

კარგ საქმეს აკეთებთ თამუნა,"პატიოსანი კომუნისტების"დროს მოპარული ბავშვები,მიშას დროს რამდენი გააშვილეს ნეტა?უნდა დამთავრდეს ეს კრიმინალების პარპაში,ნულოვანი ტოლერანტობა, ყველა ციხეში

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ამალ კლუნი ჯორჯ კლუნთან ოჯახური ცხოვრების საიდუმლოზე საუბრებს
ავტორი:

"6-თვიანი ძიების და გენეტიკური კვლევების შედეგად საბოლოოდ მივაგენი ბიოლოგიურ ბაბუას" - რას წერს თამუნა მუსერიძე

"6-თვიანი ძიების და გენეტიკური კვლევების შედეგად საბოლოოდ მივაგენი ბიოლოგიურ ბაბუას" - რას წერს თამუნა მუსერიძე

უკვე რამდენიმე წელია, რაც ტელეჟურნალისტი თამუნა მუსერიძე ბიოლოგიურ მშობლებს ეძებს. მან მხოლოდ 2016 წელს შეიტყო, რომ ნაშვილები იყო, მას შემდეგ ძებნა არ შეუწყვეტია... გამზრდელი დედა ამ დროს ჟურნალისტს უკვე გარდაცვლილი ჰყავდა და მისი თქმით, ოჯახის ახლობლები მას სიმართლეს უმალავდნენ. მოგვიანებით თამუნამ ჯგუფიც კი შექმნა, სახელწოდებით: "ვეძებ,“ რომლის საშუალებითაც ნაშვილები ადამიანები ბიოლოგიურ მშობლებს ეძებენ.

მიუხედავად იმისა, რომ მუსერიძემ წლების განმავლობაში ბიოლოგიური დედის შესახებ ვერაფერი გაიგო, მისი ძებნა არ შეუწყვეტია. დღეს ჟურნალისტი სოციალურ ქსელში უცნობი მამაკაცის ფოტოებს აქვეყნებს. თამუნა წერს, რომ ეს კაცი ბაბუამისია და მკითხველებს სთხოვს, მის შესახებ თუ რაიმე იციან, დაუკავშირდნენ...

თამუნა მუსერიძე:

"ჩემი ცხოვრება დაუსრულებელი სერიალი რომ არის, ეს უკვე ყველამ იცით, მაგრამ ყველა სერიალს აქვს ბოლო სერია და დარწმუნებული ვარ, რომ ძალიან მალე გავალთ ბოლოში. თუმცა როგორც ვხედავ იქამდე საკმაოდ დიდი გზა მაქვს გასავლელი. 6-თვიანი ძიების და გენეტიკური კვლევების შედეგად საბოლოოდ მივაგენი ბიოლოგიურ ბაბუას. დღეს მამიდაჩემის (ან დეიდაჩემის) ტესტის დადებითი პასუხი მოვიდა. მაგრამ ზუსტად ამ პასუხმა დაგვაბრუნა ისევ დასაწყისში. გამომდინარე იქიდან, რომ ჩემ ყველა ნათესავს ეს ტესტი გაკეთებული აქვს, გამოსაკვლევი აღარავინ დარჩა. ანუ! ბაბუაჩემს სადღაც კიდევ ერთი შვილი ყავს (ჩემი მშობელი) რომელზეც ინფორმაცია ნათესავებს არ აქვთ.

ბაბუაჩემი - გენადი ნანავა 1918 წელს ზუგდიდში დაიბადა. სხვადასხვა წლებში იყო გაგრის სანატორიუმის დირექტორი და რუსთავის სპეცმშენის კადრების უფროსი. ძალიან უყვარდა ლექსების წერა. სამწუხაროდ, საკმაოდ ახალგაზრდა, 33 წლის ასაკში 1952 წელს ზუგდიდის ციხეში, ტრაგიკულად გარდაიცვალა.

თუ ვინმეს გეცნობათ ეს სახელი და გვარი, თუ იცით, რომ თქვენი ბაბუა ან მამა იყო გენადი ნანავა, თუ ჭორის დონეზე გაქვთ რამე ისტორიისთვის ყური მოკრული, გთხოვთ, შემეხმიანეთ...

აგრეთვე მთელი გულით გთხოვთ? - ეს პოსტი გააზიარეთ, იქნებ ეს ისტორია ვინმეს ყურამდე მივიტანოთ..."