სპორტი
სამართალი
პოლიტიკა

29

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მეხუთე დღე დაიწყება 09:28-ზე, მთვარე ქალწულს ესტუმრება 15:49-ზე – ყველაფრის მიღწევა შეიძლება, თუ კრეატიული ხართ და მიზნის მიღწევას ცდილობთ. უნდა დაიცვათ თქვენი პრინციპები და აქტიურად გამოხატოთ თქვენი ემოციები და გრძნობები. გადაიხადეთ ვალები. დაასრულეთ რაც დაიწყეთ. განახორციელეთ ნებისმიერი რადიკალური ცვლილება – ავეჯის გადაწყობიდან ბიზნესის კონცეფციის შეცვლამდე. არ არის რეკომენდებული ფინანსური საქმეების წარმართვა. ახალი საქმეების დაწყება. კარგია ტაძრებისა და მონასტრების მონახულება. კარგია სამზარეულოს დასუფთავება, საყოფაცხოვრებო ტექნიკის შეკეთება, დაუთოება.
კონფლიქტები
მსოფლიო
საზოგადოება
მოზაიკა
სამხედრო
Faceამბები
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
რატომ არის მნიშვნელოვანი  ეროვნული უსაფრთხოების სპეციალისტების მომზადება და სად შევისწავლოთ აღნიშნული სფერო?
რატომ არის მნიშვნელოვანი  ეროვნული უსაფრთხოების სპეციალისტების მომზადება და სად შევისწავლოთ აღნიშნული სფერო?

ჩვენს რე­გი­ონ­ში 2022 წლის თე­ბერ­ვლი­დან მიმ­დი­ნა­რე პრო­ცე­სებ­მა ეროვ­ნუ­ლი უსაფრ­თხო­ე­ბის სა­კი­თხე­ბი კი­დევ უფრო აქ­ტუ­ა­ლუ­რი გა­ხა­და. რუ­სე­თის მიერ უკ­რა­ი­ნის წი­ნა­აღ­მდეგ წა­მო­წყე­ბულ­მა ომმა დე­მოკ­რა­ტი­უ­ლი ქვეყ­ნე­ბის ლი­დე­რებს ნათ­ლად და­ა­ნა­ხა, რომ ეროვ­ნუ­ლი უსაფრ­თხო­ე­ბის დაც­ვის მე­ქა­ნიზ­მე­ბი მე­ტად უნდა გა­აძ­ლი­ე­რონ და ამავდრო­უ­ლად, მხა­რი და­უ­ჭი­რონ ისეთ ქვეყ­ნებს, რო­მელ­თაც ამ მხრივ გა­მოწ­ვე­ვე­ბი აქვთ, მათ შო­რის სა­ქარ­თვე­ლოს.

ეროვ­ნუ­ლი უსაფრ­თხო­ე­ბის სა­კი­თხებ­ზე ამახ­ვი­ლებს ყუ­რა­დღე­ბას კერ­ძო სექ­ტო­რიც. „რუ­სე­თის ომი უკ­რა­ი­ნა­ში ტექ­ნო­ლო­გი­ურ კომ­პა­ნი­ებს უჩ­ვე­ნებს, რა­ტომ არის მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი ეროვ­ნუ­ლი უსაფრ­თხო­ე­ბა და რა­ტომ უნდა უნდა ჰქონ­დეს მას მეტი მხარ­და­ჭე­რა,“ - გა­ნა­ცხა­და კომ­პა­ნია Google-ის ყო­ფილ­მა CEO-მ ერიკ შმი­დტ­მა.

აღ­ნიშ­ნულ სფე­რო­ში სი­ახ­ლე­ე­ბი ინერ­გე­ბა რო­გორც ტექ­ნო­ლო­გი­უ­რი, ისე სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო და სხვა მი­მარ­თუ­ლე­ბე­ბით. ამ სა­კი­თხის გა­აქ­ტი­უ­რე­ბას­თან ერ­თად, კერ­ძო სექ­ტორ­მა სა­ქარ­თვე­ლო­შიც და­ი­წყო ეროვ­ნუ­ლი უსაფრ­თხო­ე­ბის სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო პროგ­რა­მებ­ზე მუ­შა­ო­ბა. შე­დე­გად, ჩვენს ქვე­ყა­ნა­ში 2019 წელს პირ­ვე­ლად შე­იქ­მნა ეროვ­ნუ­ლი და სა­ერ­თა­შო­რი­სო უსაფრ­თხო­ე­ბის სა­მა­გის­ტრო პროგ­რა­მა, რო­მელ­საც „ალტე უნი­ვერ­სი­ტეტ­ში“ პრაქ­ტი­კო­სი ხელ­მძღვა­ნე­ლე­ბი და ლექ­ტო­რე­ბი უძღვე­ბი­ან.

ეროვ­ნუ­ლი და სა­ერ­თა­შო­რი­სო უსაფრ­თხო­ე­ბის სპე­ცი­ა­ლის­ტე­ბის სა­ჭი­რო­ე­ბი­სა და პროგ­რა­მის შე­სა­ხებ დე­ტა­ლუ­რი ინ­ფორ­მა­ცი­ის მი­სა­ღე­ბად ვე­სა­უბ­რეთ პროგ­რა­მის თა­ნა­ხელ­მძღვა­ნელს, სა­გა­რეო ურ­თი­ერ­თო­ბე­ბი­სა და გლო­ბა­ლუ­რი პო­ლი­ტი­კის მკვლე­ვარს გიგა ლე­მონ­ჯა­ვა­სა და 2008-2011 წლებ­ში სა­ქარ­თვე­ლოს სა­გან­გე­ბო და სრუ­ლუფ­ლე­ბი­ან ელჩს აშშ-ში და ეროვ­ნუ­ლი და სა­ერ­თა­შო­რი­სო უსაფრ­თხო­ე­ბის მკვლე­ვარს, ბათუ ქუ­თე­ლი­ას.

რა­ტომ გვჭირ­დე­ბა ეროვ­ნუ­ლი და სა­ერ­თა­შო­რი­სო უსაფრ­თხო­ე­ბის სპე­ცი­ა­ლის­ტე­ბი?

გიგა ლე­მონ­ჯა­ვა: კურ­სზე მუ­შა­ო­ბი­სას ჩვე­ნი მო­ტი­ვა­ცია იყო არა მხო­ლოდ აკა­დე­მი­უ­რი პრო­დუქ­ტის შექ­მნა, რაც, რა თქმა უნდა, მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია, არა­მედ ქვეყ­ნის გა­მოწ­ვე­ვე­ბის შე­სა­ბა­მი­სად უსაფრ­თხო­ე­ბის სფე­როს სპე­ცი­ა­ლის­ტე­ბის მომ­ზა­დე­ბა. სა­ქარ­თვე­ლო დგას ძა­ლი­ან კონ­კრე­ტუ­ლი საფრ­თხი­სა და გა­მოწ­ვე­ვის წი­ნა­შე − ეს არის ოკუ­პა­ცია, ამი­ტომ გვჭირ­დე­ბა ბევ­რი ისე­თი სპე­ცი­ა­ლის­ტი, რომ­ლე­ბიც ჩვე­ნი ქვეყ­ნის უსაფრ­თხო­ე­ბას უზ­რუნ­ველ­ყო­ფენ.

უკ­რა­ი­ნის მოვ­ლე­ნე­ბის ფონ­ზე, ჩვენს თვალ­წინ ყა­ლიბ­დე­ბა ევ­რო­პის ახა­ლი უსაფრ­თხო­ე­ბის არ­ქი­ტექ­ტუ­რა, ახა­ლი გლო­ბა­ლუ­რი წეს­რი­გი და აღ­ნიშ­ნულ­მა სა­კი­თხმა უდი­დე­სი მნიშ­ვნე­ლო­ბა შე­ი­ძი­ნა. უპირ­ვე­ლეს ყოვ­ლი­სა, სტუ­დენ­ტებს ვას­წავ­ლით უსაფრ­თხო­ე­ბის სფე­როს ფარ­თო კონ­ტექ­სტში და­ნახ­ვას და ახლა, რო­გორც არას­დროს, ალ­ბათ უკა­ნას­კნე­ლი წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში, მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია, რომ და­ვი­ნა­ხოთ სა­ქარ­თვე­ლოს როლი ამ გლო­ბა­ლურ, დიდ სუ­რათ­ში და მათ შო­რის ეს ეხე­ბა უსაფრ­თხო­ე­ბა­საც, იმი­ტომ რომ სა­ქარ­თვე­ლო არის დე­მოკ­რა­ტი­ის ფრონ­ტის ხაზ­ზე არ­სე­ბუ­ლი ქვე­ყა­ნა უკ­რა­ი­ნას­თან ერ­თად, ანუ ჩვენ გვი­წევს ევ­რო­პუ­ლი ღი­რე­ბუ­ლე­ბე­ბი­სა და ფა­სე­უ­ლო­ბე­ბის დაც­ვა. შე­სა­ბა­მი­სად, სა­ჭი­როა ფარ­თო სუ­რა­თის და­ნახ­ვა: სად არის სა­ქარ­თვე­ლო ევ­რო­პუ­ლი უსაფრ­თხო­ე­ბის არ­ქი­ტექ­ტუ­რა­ში და რა უნდა იყოს ჩვე­ნი სტრა­ტე­გი­უ­ლი ამო­ცა­ნე­ბი. გვჭირ­დე­ბა რაც შე­იძ­ლე­ბა მეტი კვა­ლი­ფი­ცი­უ­რი კად­რი უსაფრ­თხო­ე­ბის სფე­რო­ში, რო­მელ­თაც ეს­მით სა­ერ­თა­შო­რი­სო და ეროვ­ნუ­ლი უსაფრ­თხო­ე­ბის მნიშ­ვნე­ლო­ბა. სწო­რედ ამ სხვა აქ­ტუ­ა­ლურ გა­მოწ­ვე­ვებ­ზე სა­პა­სუ­ხოდ შე­იქ­მნა ალტე უნი­ვერ­სი­ტე­ტის ეროვ­ნუ­ლი და სა­ერ­თა­შო­რი­სო უსაფრ­თხო­ე­ბის სა­მა­გის­ტრო პროგ­რა­მა, რო­მე­ლიც პირ­ვე­ლია სა­ქარ­თვე­ლო­ში და მას ანა­ლო­გი არ გა­აჩ­ნია.

ბათუ ქუ­თე­ლია: იმ პრობ­ლე­მე­ბი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, რის წი­ნა­შეც დღეს ჩვე­ნი ქვე­ყა­ნა დგას, აუ­ცი­ლე­ბე­ლია: ის­ტო­რი­ის სიღ­რმი­სე­უ­ლად ცოდ­ნა, ანა­ლი­ზის უნა­რი, შემ­დეგ უკვე პო­ზი­ცი­ე­ბის კარ­გად ჩა­მო­ყა­ლი­ბე­ბა და მათი დაც­ვა რო­გორც ის­ტო­რი­უ­ლი ფაქ­ტე­ბით, ისე მიმ­დი­ნა­რე სა­ერ­თა­შო­რი­სო ნორ­მე­ბი­სა და მოვ­ლე­ნე­ბის შე­სა­ხებ ინ­ფორ­მა­ცი­ის ქო­ნით. ასე­ვე, მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია იმ გა­მოწ­ვე­ვე­ბის თე­მა­ტუ­რად ცოდ­ნა, რაც თა­ნა­მედ­რო­ვე მსოფ­ლი­ოს უსაფრ­თხო­ე­ბის კუ­თხით აქვს: ტე­რო­რიზ­მი, კი­ბე­რუ­საფრ­თხო­ე­ბა, ჰიბ­რი­დუ­ლი ომი და სხვა.

რას მო­ი­ცავს ეროვ­ნუ­ლი და სა­ერ­თა­შო­რი­სო უსაფრ­თხო­ე­ბის სა­მა­გის­ტრო პროგ­რა­მა და რა პერ­სპექ­ტი­ვას სთა­ვა­ზობს იგი კურსდამ­თავ­რე­ბუ­ლებს?

გიგა ლე­მონ­ჯა­ვა: პროგ­რა­მა ეფუძ­ნე­ბა უსაფრ­თხო­ე­ბის ჰო­ლის­ტურ გა­გე­ბას, რაც ტრა­დი­ცი­უ­ლი წარ­მოდ­გე­ნე­ბის­გან (სა­დაზ­ვერ­ვო ან სამ­ხედ­რო საქ­მი­ა­ნო­ბა) გან­სხვავ­დე­ბა. სი­ნამ­დვი­ლე­ში კი უსაფრ­თხო­ე­ბის თა­ნა­მედ­რო­ვე გა­გე­ბა მო­ი­ცავს რო­გორც გლო­ბა­ლურ პო­ლი­ტი­კას, ისე ეკო­ნო­მი­კურ მი­მარ­თუ­ლე­ბას, ენერ­გო­უ­საფრ­თხო­ე­ბას, კი­ბე­რუ­საფრ­თხო­ე­ბას და ბევრ სხვა სფე­როს, რომ­ლე­ბიც სა­ბო­ლო­ოდ ეროვ­ნულ უსაფრ­თხო­ე­ბის ჯაჭვს კრა­ვენ.

სწო­რედ ეს ყოვ­ლის­მომ­ცვე­ლო­ბა გახ­და მი­ზე­ზი, რის გა­მოც პროგ­რა­მა ჰო­ლის­ტურ გა­გე­ბა­ზე და­ვა­ფუძ­ნეთ. ჩვენს კურსდამ­თავ­რე­ბუ­ლებს შე­ეძ­ლე­ბათ იმუ­შა­ონ რო­გორც სა­ჯა­რო, ისე კერ­ძო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ებ­ში. მა­გა­ლი­თად, მათ შე­ეძ­ლე­ბათ, სხვა­დას­ხვა მი­მარ­თუ­ლე­ბის სპე­ცი­ა­ლის­ტად გა­აგ­რძე­ლონ საქ­მი­ა­ნო­ბა სა­ხელ­მწი­ფო სამ­სა­ხურ­ში, რო­გო­რიც არის სა­გა­რეო საქ­მე­თა, თავ­დაც­ვის, ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტრო, სა­გა­რეო დაზ­ვერ­ვის სამ­სა­ხუ­რი, მთავ­რო­ბის ად­მი­ნის­ტრა­ცია და სხვა; ასე­ვე, სა­ერ­თა­შო­რი­სო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ებ­სა და კერ­ძო კომ­პა­ნი­ებ­ში, თუნ­დაც კვლე­ვი­თი მი­მარ­თუ­ლე­ბით, რად­გან კურ­სი იძ­ლე­ვა საკ­მა­ოდ ღრმა და დე­ტა­ლურ აკა­დე­მი­ურ ცოდ­ნას ამ მი­მარ­თუ­ლე­ბით.

კურ­სის ფარ­გლებ­ში სტუ­დენ­ტე­ბი მი­ი­ღე­ბენ რო­გორც ზო­გად ცოდ­ნას, ისე სიღ­რმი­სე­უ­ლად შე­ის­წავ­ლი­ან ისეთ საგ­ნებს, რო­გო­რი­ცაა კი­ბე­რუ­საფრ­თხო­ე­ბა, ტე­რო­რიზ­მი და კონ­ტრტე­რო­რიზ­მი და ა. შ. უნდა აღი­ნიშ­ნოს, რომ ცალ­კე მი­მარ­თუ­ლე­ბა ეთ­მო­ბა რუ­სულ ოკუ­პა­ცი­ას 1801 წლი­დან დღემ­დე და რუ­სე­თის ჰიბ­რი­დუ­ლი ომი, რაც ჩვენ­თვის მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი და სა­ინ­ტე­რე­სოა. ამას­თან ერ­თად, გვაქვს ძა­ლი­ან პრაქ­ტი­კუ­ლი საგ­ნე­ბიც, ისე­თი, რო­გო­რიც არის, მა­გა­ლი­თად, მო­ლა­პა­რა­კე­ბის ხე­ლოვ­ნე­ბა, სა­ჯა­რო გა­მოს­ვლე­ბის ხე­ლოვ­ნე­ბა და სხვა, რაც სა­კუ­თა­რი პო­ზი­ცი­ე­ბის და­სა­ბუ­თე­ბის­თვის შე­სა­ბა­მი­სი უნარ-ჩვე­ვე­ბის გან­სა­ვი­თა­რებ­ლად მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია.

რამ­დე­ნად აძ­ლევს „ალტე უნი­ვერ­სი­ტე­ტი“ მა­გის­ტრანტს შე­საძ­ლებ­ლო­ბას, ეროვ­ნუ­ლი და სა­ერ­თა­შო­რი­სო უსაფრ­თხო­ე­ბის სფე­რო­ში კონ­ტაქ­ტე­ბი შე­ი­ძი­ნოს?

გიგა ლე­მონ­ჯა­ვა: „ალტე უნი­ვერ­სი­ტეტს“ გა­ფორ­მე­ბუ­ლი აქვს თა­ნამ­შრომ­ლო­ბის მე­მო­რან­დუ­მე­ბი სხვა­დას­ხვა კვლე­ვით ორ­გა­ნი­ზა­ცი­ას­თან, სა­დაც ჩვე­ნი სტუ­დენ­ტე­ბი ბოლო სე­მესტრში პრაქ­ტი­კას გა­ივ­ლი­ან და თე­ო­რი­უ­ლი ცოდ­ნის რე­ა­ლი­ზე­ბას შეძ­ლე­ბენ. ასე­ვე, აუ­ცი­ლებ­ლად უნდა აღი­ნიშ­ნოს თა­ვად ალტე უნი­ვერ­სი­ტე­ტის კონ­ტაქ­ტე­ბის წრე, რო­მე­ლიც საკ­მა­ოდ წარ­მო­მად­გენ­ლო­ბი­თია და მო­ი­ცავს სფე­როს წამ­ყვან სა­ხე­ებს, სა­ჯა­რო უწყე­ბე­ბის მრა­ვალ­წლი­ა­ნი გა­მოც­დი­ლე­ბის მქო­ნე თა­ნამ­შრომ­ლებს, დიპ­ლო­მა­ტი­უ­რი რან­გის პრო­ფე­სი­ო­ნა­ლებს, სა­ერ­თა­შო­რი­სო ურ­თი­ერ­თო­ბე­ბის ექ­სპერ­ტებ­სა და სა­გა­რეო და უსაფრ­თხო­ე­ბის პო­ლი­ტი­კის მკლე­ვა­რებს, რო­გორც სა­ქარ­თვე­ლო­დან, ასე­ვე სხვა ქვეყ­ნე­ბი­დან.

სა­ბო­ლო­ოდ აუ­ცი­ლებ­ლად უნდა აღი­ნიშ­ნოს, რომ ჩვე­ნი მი­ზა­ნი არის უსაფრ­თხო­ე­ბის ექ­სპერტთა ქსე­ლის შექ­მნა და არ გვსურს, რომ სწავ­ლის დას­რუ­ლე­ბის შემ­დეგ მა­გის­ტრი მო­წყდეს აღ­ნიშ­ნულ სფე­როს.

ბათუ ქუ­თე­ლია: თა­ნა­მედ­რო­ვე უმაღ­ლე­სი გა­ნათ­ლე­ბის ერთ-ერთი მთა­ვა­რი ამო­ცა­ნა სწო­რედ სა­მუ­შაო გა­მოც­დი­ლე­ბის, სტა­ჟი­რე­ბის ეფექ­ტუ­რად გა­მო­ყე­ნე­ბაა. ჩვე­ნი გა­მოც­დი­ლე­ბი­თა და კონ­ტაქ­ტე­ბით, სტუ­დენ­ტებს სხვა­დას­ხვა სფე­რო­ში ვუ­წევთ რე­კო­მენ­და­ცი­ებს, რაც მათ კავ­ში­რე­ბის შექ­მნა­სა და პო­ტენ­ცი­უ­რი დამ­საქ­მებ­ლე­ბის და­ინ­ტე­რე­სე­ბა­ში ეხ­მა­რე­ბათ.

თუ ხარ და­ინ­ტე­რე­სე­ბუ­ლი ეროვ­ნუ­ლი და სა­ერ­თა­შო­რი­სო უსაფრ­თხო­ე­ბის სა­მა­გის­ტრო პროგ­რა­მა­ზე სწავ­ლის გაგ­რძე­ლე­ბით, გა­ი­ა­რე წი­ნას­წა­რი რე­გის­ტრა­ცია მი­თი­თე­ბულ ბმულ­ზე.

R

მკითხველის კომენტარები / 2 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
თენგო
0

ბათუ ქუთელია და ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოების კადრებზე ზრუნვა - უკვე საინტერესოა. მართლა ბნელა ჩვენთან. არაფერი ჩვენ არ გვეშველება.

ალექს
9

ნაცმოს პარტიული ლიდერშიფი სახელმწიფო უსაფრთხოების ნაცკადრებს ამზადებს ? სუს სად იყურება? არ გეყურებათ ?!

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
გამარჯვება პირველივე წუთებზე - ილია თოფურიამ ოლივიერა ნოკაუტში ჩააგდო და ჩემპიონი გახდა
ავტორი:

რატომ არის მნიშვნელოვანი  ეროვნული უსაფრთხოების სპეციალისტების მომზადება და სად შევისწავლოთ აღნიშნული სფერო?

რატომ არის მნიშვნელოვანი  ეროვნული უსაფრთხოების სპეციალისტების მომზადება და სად შევისწავლოთ აღნიშნული სფერო?

ჩვენს რეგიონში 2022 წლის თებერვლიდან მიმდინარე პროცესებმა ეროვნული უსაფრთხოების საკითხები კიდევ უფრო აქტუალური გახადა. რუსეთის მიერ უკრაინის წინააღმდეგ წამოწყებულმა ომმა დემოკრატიული ქვეყნების ლიდერებს ნათლად დაანახა, რომ ეროვნული უსაფრთხოების დაცვის მექანიზმები მეტად უნდა გააძლიერონ და ამავდროულად, მხარი დაუჭირონ ისეთ ქვეყნებს, რომელთაც ამ მხრივ გამოწვევები აქვთ, მათ შორის საქართველოს.

ეროვნული უსაფრთხოების საკითხებზე ამახვილებს ყურადღებას კერძო სექტორიც. „რუსეთის ომი უკრაინაში ტექნოლოგიურ კომპანიებს უჩვენებს, რატომ არის მნიშვნელოვანი ეროვნული უსაფრთხოება და რატომ უნდა უნდა ჰქონდეს მას მეტი მხარდაჭერა,“ - განაცხადა კომპანია Google-ის ყოფილმა CEO-მ ერიკ შმიდტმა.

აღნიშნულ სფეროში სიახლეები ინერგება როგორც ტექნოლოგიური, ისე საგანმანათლებლო და სხვა მიმართულებებით. ამ საკითხის გააქტიურებასთან ერთად, კერძო სექტორმა საქართველოშიც დაიწყო ეროვნული უსაფრთხოების საგანმანათლებლო პროგრამებზე მუშაობა. შედეგად, ჩვენს ქვეყანაში 2019 წელს პირველად შეიქმნა ეროვნული და საერთაშორისო უსაფრთხოების სამაგისტრო პროგრამა, რომელსაც „ალტე უნივერსიტეტში“ პრაქტიკოსი ხელმძღვანელები და ლექტორები უძღვებიან.

ეროვნული და საერთაშორისო უსაფრთხოების სპეციალისტების საჭიროებისა და პროგრამის შესახებ დეტალური ინფორმაციის მისაღებად ვესაუბრეთ პროგრამის თანახელმძღვანელს, საგარეო ურთიერთობებისა და გლობალური პოლიტიკის მკვლევარს გიგა ლემონჯავასა და 2008-2011 წლებში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს აშშ-ში და ეროვნული და საერთაშორისო უსაფრთხოების მკვლევარს, ბათუ ქუთელიას.

რატომ გვჭირდება ეროვნული და საერთაშორისო უსაფრთხოების სპეციალისტები?

გიგა ლემონჯავა: კურსზე მუშაობისას ჩვენი მოტივაცია იყო არა მხოლოდ აკადემიური პროდუქტის შექმნა, რაც, რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანია, არამედ ქვეყნის გამოწვევების შესაბამისად უსაფრთხოების სფეროს სპეციალისტების მომზადება. საქართველო დგას ძალიან კონკრეტული საფრთხისა და გამოწვევის წინაშე − ეს არის ოკუპაცია, ამიტომ გვჭირდება ბევრი ისეთი სპეციალისტი, რომლებიც ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოებას უზრუნველყოფენ.

უკრაინის მოვლენების ფონზე, ჩვენს თვალწინ ყალიბდება ევროპის ახალი უსაფრთხოების არქიტექტურა, ახალი გლობალური წესრიგი და აღნიშნულმა საკითხმა უდიდესი მნიშვნელობა შეიძინა. უპირველეს ყოვლისა, სტუდენტებს ვასწავლით უსაფრთხოების სფეროს ფართო კონტექსტში დანახვას და ახლა, როგორც არასდროს, ალბათ უკანასკნელი წლების განმავლობაში, მნიშვნელოვანია, რომ დავინახოთ საქართველოს როლი ამ გლობალურ, დიდ სურათში და მათ შორის ეს ეხება უსაფრთხოებასაც, იმიტომ რომ საქართველო არის დემოკრატიის ფრონტის ხაზზე არსებული ქვეყანა უკრაინასთან ერთად, ანუ ჩვენ გვიწევს ევროპული ღირებულებებისა და ფასეულობების დაცვა. შესაბამისად, საჭიროა ფართო სურათის დანახვა: სად არის საქართველო ევროპული უსაფრთხოების არქიტექტურაში და რა უნდა იყოს ჩვენი სტრატეგიული ამოცანები. გვჭირდება რაც შეიძლება მეტი კვალიფიციური კადრი უსაფრთხოების სფეროში, რომელთაც ესმით საერთაშორისო და ეროვნული უსაფრთხოების მნიშვნელობა. სწორედ ამ სხვა აქტუალურ გამოწვევებზე საპასუხოდ შეიქმნა ალტე უნივერსიტეტის ეროვნული და საერთაშორისო უსაფრთხოების სამაგისტრო პროგრამა, რომელიც პირველია საქართველოში და მას ანალოგი არ გააჩნია.

ბათუ ქუთელია: იმ პრობლემებიდან გამომდინარე, რის წინაშეც დღეს ჩვენი ქვეყანა დგას, აუცილებელია: ისტორიის სიღრმისეულად ცოდნა, ანალიზის უნარი, შემდეგ უკვე პოზიციების კარგად ჩამოყალიბება და მათი დაცვა როგორც ისტორიული ფაქტებით, ისე მიმდინარე საერთაშორისო ნორმებისა და მოვლენების შესახებ ინფორმაციის ქონით. ასევე, მნიშვნელოვანია იმ გამოწვევების თემატურად ცოდნა, რაც თანამედროვე მსოფლიოს უსაფრთხოების კუთხით აქვს: ტერორიზმი, კიბერუსაფრთხოება, ჰიბრიდული ომი და სხვა.

რას მოიცავს ეროვნული და საერთაშორისო უსაფრთხოების სამაგისტრო პროგრამა და რა პერსპექტივას სთავაზობს იგი კურსდამთავრებულებს?

გიგა ლემონჯავა: პროგრამა ეფუძნება უსაფრთხოების ჰოლისტურ გაგებას, რაც ტრადიციული წარმოდგენებისგან (სადაზვერვო ან სამხედრო საქმიანობა) განსხვავდება. სინამდვილეში კი უსაფრთხოების თანამედროვე გაგება მოიცავს როგორც გლობალურ პოლიტიკას, ისე ეკონომიკურ მიმართულებას, ენერგოუსაფრთხოებას, კიბერუსაფრთხოებას და ბევრ სხვა სფეროს, რომლებიც საბოლოოდ ეროვნულ უსაფრთხოების ჯაჭვს კრავენ.

სწორედ ეს ყოვლისმომცველობა გახდა მიზეზი, რის გამოც პროგრამა ჰოლისტურ გაგებაზე დავაფუძნეთ. ჩვენს კურსდამთავრებულებს შეეძლებათ იმუშაონ როგორც საჯარო, ისე კერძო ორგანიზაციებში. მაგალითად, მათ შეეძლებათ, სხვადასხვა მიმართულების სპეციალისტად გააგრძელონ საქმიანობა სახელმწიფო სამსახურში, როგორიც არის საგარეო საქმეთა, თავდაცვის, შინაგან საქმეთა სამინისტრო, საგარეო დაზვერვის სამსახური, მთავრობის ადმინისტრაცია და სხვა; ასევე, საერთაშორისო ორგანიზაციებსა და კერძო კომპანიებში, თუნდაც კვლევითი მიმართულებით, რადგან კურსი იძლევა საკმაოდ ღრმა და დეტალურ აკადემიურ ცოდნას ამ მიმართულებით.

კურსის ფარგლებში სტუდენტები მიიღებენ როგორც ზოგად ცოდნას, ისე სიღრმისეულად შეისწავლიან ისეთ საგნებს, როგორიცაა კიბერუსაფრთხოება, ტერორიზმი და კონტრტერორიზმი და ა. შ. უნდა აღინიშნოს, რომ ცალკე მიმართულება ეთმობა რუსულ ოკუპაციას 1801 წლიდან დღემდე და რუსეთის ჰიბრიდული ომი, რაც ჩვენთვის მნიშვნელოვანი და საინტერესოა. ამასთან ერთად, გვაქვს ძალიან პრაქტიკული საგნებიც, ისეთი, როგორიც არის, მაგალითად, მოლაპარაკების ხელოვნება, საჯარო გამოსვლების ხელოვნება და სხვა, რაც საკუთარი პოზიციების დასაბუთებისთვის შესაბამისი უნარ-ჩვევების განსავითარებლად მნიშვნელოვანია.

რამდენად აძლევს „ალტე უნივერსიტეტი“ მაგისტრანტს შესაძლებლობას, ეროვნული და საერთაშორისო უსაფრთხოების სფეროში კონტაქტები შეიძინოს?

გიგა ლემონჯავა: „ალტე უნივერსიტეტს“ გაფორმებული აქვს თანამშრომლობის მემორანდუმები სხვადასხვა კვლევით ორგანიზაციასთან, სადაც ჩვენი სტუდენტები ბოლო სემესტრში პრაქტიკას გაივლიან და თეორიული ცოდნის რეალიზებას შეძლებენ. ასევე, აუცილებლად უნდა აღინიშნოს თავად ალტე უნივერსიტეტის კონტაქტების წრე, რომელიც საკმაოდ წარმომადგენლობითია და მოიცავს სფეროს წამყვან სახეებს, საჯარო უწყებების მრავალწლიანი გამოცდილების მქონე თანამშრომლებს, დიპლომატიური რანგის პროფესიონალებს, საერთაშორისო ურთიერთობების ექსპერტებსა და საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის მკლევარებს, როგორც საქართველოდან, ასევე სხვა ქვეყნებიდან.

საბოლოოდ აუცილებლად უნდა აღინიშნოს, რომ ჩვენი მიზანი არის უსაფრთხოების ექსპერტთა ქსელის შექმნა და არ გვსურს, რომ სწავლის დასრულების შემდეგ მაგისტრი მოწყდეს აღნიშნულ სფეროს.

ბათუ ქუთელია: თანამედროვე უმაღლესი განათლების ერთ-ერთი მთავარი ამოცანა სწორედ სამუშაო გამოცდილების, სტაჟირების ეფექტურად გამოყენებაა. ჩვენი გამოცდილებითა და კონტაქტებით, სტუდენტებს სხვადასხვა სფეროში ვუწევთ რეკომენდაციებს, რაც მათ კავშირების შექმნასა და პოტენციური დამსაქმებლების დაინტერესებაში ეხმარებათ.

თუ ხარ დაინტერესებული ეროვნული და საერთაშორისო უსაფრთხოების სამაგისტრო პროგრამაზე სწავლის გაგრძელებით, გაიარე წინასწარი რეგისტრაცია მითითებულ ბმულზე.

R