Faceამბები
პოლიტიკა
მსოფლიო

22

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის ოცდამეშვიდე დღე დაიწყება 01:23-ზე, მთვარე კირჩხიბში გადავა 16:28-ზე – რეკომენდებულია მედიტაცია, საიდუმლო ცოდნის მიღება. რთული სიტუაციიდან გამოსავლის პოვნა. იყავით ყურადღებიანი ყველა ფინანსურ საკითხზე. გადაიხადეთ ვალები. შუადღის შემდეგ გააფორმეთ კონტრაქტები და დაიწყეთ ახალი საქმე. მოაგვარეთ პრობლემები პარტნიორებთან, კოლეგებთან და უფროსებთან. გამოიჩინეთ ტოლერანტობა, გაგება, დიპლომატია. დრო დაუთმეთ სწავლას. გაზრდილია ემოციურობა, კარგია დიპლომატიის დემონსტრირება. გამოიძინეთ. აქტიური ორგანოებია გულმკერდი, ფილტვები, კუჭი, ღვიძლი, ნაღვლის ბუშტი, ნერვული სისტემა. დალიეთ სითხეები მცირე რაოდენობით. არ დალიოთ ალკოჰოლი.
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
სამართალი
საზოგადოება
მეცნიერება
მოზაიკა
კონფლიქტები
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ევროპარლამენტარები საოკუპაციო ხაზთან (ფოტოები, ვიდეო)
ევროპარლამენტარები საოკუპაციო ხაზთან (ფოტოები, ვიდეო)

სა­ო­კუ­პა­ციო ხაზ­თან, სო­ფელ ოძის­ში სა­ქარ­თვე­ლო­ში მყო­ფი ევ­რო­პარ­ლა­მენ­ტა­რე­ბის დე­ლე­გა­ცია ჩა­ვი­და.

ევ­რო­კავ­ში­რის სა­დამ­კვირ­ვებ­ლო მი­სი­ის ინ­ფორ­მა­ცი­ით, მი­სი­ის ხელ­მძღვა­ნელ­მა, ელჩმა მა­რეკ შჩი­გელ­მა, სამ­ხრეთ ოსეთ­თან ად­მი­ნის­ტრა­ცი­ულ სა­სა­ზღვრო ხაზ­ზე უმას­პინ­ძლა ევ­რო­პარ­ლა­მენ­ტის სა­გა­რეო ურ­თი­ერ­თო­ბა­თა კო­მი­ტე­ტის დე­ლე­გა­ცი­ას, მისი თავ­მჯდო­მა­რის, დე­ვიდ მა­კა­ლის­ტე­რის ხელ­მძღვა­ნე­ლო­ბით.

მა­თი­ვე ცნო­ბით, მი­სი­ის ხელ­მძღვა­ნე­ლი თავ­და­პირ­ვე­ლად სტუმ­რებს შეხ­ვდა მცხე­თის რე­გი­ო­ნა­ლურ ოფის­ში, რათა გა­ეც­ნო მათ­თვის სამ­ხრეთ ოსეთ­თან ად­მი­ნის­ტრა­ცი­უ­ლი სა­სა­ზღვრო ხა­ზის გას­წვრივ გან­ვი­თა­რე­ბუ­ლი უსაფრ­თხო­ე­ბის უახ­ლე­სი მოვ­ლე­ნე­ბი.

"დე­ლე­გა­ცია შემ­დეგ გა­ემ­გზავ­რა ოძის­ში, სა­დაც შეძ­ლო სა­კუ­თა­რი თვა­ლით და­ე­ნა­ხა "ბორ­დე­რი­ზა­ცი­ის“ და­მა­ხა­სი­ა­თე­ბე­ლი ნიშ­ნე­ბი. ევ­რო­კავ­ში­რის სა­დამ­კვირ­ვებ­ლო მი­სი­ის დამ­კვირ­ვებ­ლებ­მა გან­მარ­ტეს, თუ რამ­დე­ნად უარ­ყო­ფი­თად აი­სა­ხა ად­გი­ლობ­რი­ვი მო­სახ­ლე­ო­ბის გა­და­ად­გი­ლე­ბის თა­ვი­სუფ­ლე­ბა­ზე მიმ­დი­ნა­რე "ბორ­დე­რი­ზა­ცია“ და ოძი­სის გა­დაკ­ვე­თის პუნ­ქტის რე­გუ­ლა­რუ­ლი გა­და­ად­გი­ლე­ბის­თვის და­ხურ­ვა. მი­სი­ის ხელ­მძღვა­ნელ­მა ხაზ­გას­მით აღ­ნიშ­ნა, რომ ევ­რო­კავ­ში­რის სა­დამ­კვირ­ვებ­ლო მი­სია, რო­გორც ინ­ცი­დენ­ტე­ბის პრე­ვენ­ცი­ი­სა და მათ­ზე რე­ა­გი­რე­ბის მე­ქა­ნიზ­მის თა­ნა­თავ­მჯდო­მა­რე, აგ­რძე­ლებს სამ­ხრეთ ოსეთ­თან ად­მი­ნის­ტრა­ცი­უ­ლი სა­სა­ზღვრო ხა­ზის გას­წვრივ არ­სე­ბუ­ლი გა­დაკ­ვე­თის პუნ­ქტე­ბის მუდ­მი­ვი გახ­სნი­სა­კენ მო­წო­დე­ბას.

ვი­ზი­ტის და­სას­რულს, დე­ლე­გა­ცი­ამ მად­ლი­ე­რე­ბა გა­მო­ხა­ტა სა­ინ­ფორ­მა­ციო ვი­ზი­ტი­სა და ევ­რო­კავ­ში­რის სა­დამ­კვირ­ვებ­ლო მი­სი­ის მიერ სტა­ბი­ლუ­რო­ბა­ში შე­ტა­ნი­ლი წვლი­ლის­თვის სა­ქარ­თვე­ლო­სა და უფრო ფარ­თო რე­გი­ონ­ში", - ნათ­ქვა­მია ინ­ფორ­მა­ცი­ა­ში.

ევ­რო­პარ­ლა­მენ­ტა­რე­ბის დე­ლე­გა­ცი­ის ვი­ზი­ტი სა­ქარ­თვე­ლო­ში 20 ივ­ლისს და­ი­წყო. ისი­ნი სა­ქარ­თვე­ლოს პრე­ზი­დენტს, სა­ხალ­ხო დამ­ცველს, არა­სამ­თავ­რო­ბო სექ­ტორს, სა­პარ­ლა­მენ­ტო უმ­რავ­ლე­სო­ბის და ოპო­ზი­ცი­ის წარ­მო­მად­გენ­ლებს შეხ­ვდნენ.

ასე­ვე, მათ და­გეგ­მი­ლი აქვთ შეხ­ვედ­რა პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრ ირაკ­ლი ღა­რი­ბაშ­ვილ­თან, სა­გა­რეო საქ­მე­თა მი­ნის­ტრთან და "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის“ წევ­რებ­თან.

00:00 / 00:00
მკითხველის კომენტარები / 9 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
გოჩა
6

როდემდე უნდა იარონ ექსკურსიაზე მაგ ხაზთან?

ვაჟა ზაზაევიჩი
31

რა ხაზთან მივიდნენ, ისე შორსაა ეს ხაზი, რომ დურბინდით უყურებენ.

ავტორი:

ევროპარლამენტარები საოკუპაციო ხაზთან (ფოტოები, ვიდეო)

ევროპარლამენტარები საოკუპაციო ხაზთან (ფოტოები, ვიდეო)

საოკუპაციო ხაზთან, სოფელ ოძისში საქართველოში მყოფი ევროპარლამენტარების დელეგაცია ჩავიდა.

ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ინფორმაციით, მისიის ხელმძღვანელმა, ელჩმა მარეკ შჩიგელმა, სამხრეთ ოსეთთან ადმინისტრაციულ სასაზღვრო ხაზზე უმასპინძლა ევროპარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის დელეგაციას, მისი თავმჯდომარის, დევიდ მაკალისტერის ხელმძღვანელობით.

მათივე ცნობით, მისიის ხელმძღვანელი თავდაპირველად სტუმრებს შეხვდა მცხეთის რეგიონალურ ოფისში, რათა გაეცნო მათთვის სამხრეთ ოსეთთან ადმინისტრაციული სასაზღვრო ხაზის გასწვრივ განვითარებული უსაფრთხოების უახლესი მოვლენები.

"დელეგაცია შემდეგ გაემგზავრა ოძისში, სადაც შეძლო საკუთარი თვალით დაენახა "ბორდერიზაციის“ დამახასიათებელი ნიშნები. ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის დამკვირვებლებმა განმარტეს, თუ რამდენად უარყოფითად აისახა ადგილობრივი მოსახლეობის გადაადგილების თავისუფლებაზე მიმდინარე "ბორდერიზაცია“ და ოძისის გადაკვეთის პუნქტის რეგულარული გადაადგილებისთვის დახურვა. მისიის ხელმძღვანელმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია, როგორც ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის თანათავმჯდომარე, აგრძელებს სამხრეთ ოსეთთან ადმინისტრაციული სასაზღვრო ხაზის გასწვრივ არსებული გადაკვეთის პუნქტების მუდმივი გახსნისაკენ მოწოდებას.

ვიზიტის დასასრულს, დელეგაციამ მადლიერება გამოხატა საინფორმაციო ვიზიტისა და ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის მიერ სტაბილურობაში შეტანილი წვლილისთვის საქართველოსა და უფრო ფართო რეგიონში", - ნათქვამია ინფორმაციაში.

ევროპარლამენტარების დელეგაციის ვიზიტი საქართველოში 20 ივლისს დაიწყო. ისინი საქართველოს პრეზიდენტს, სახალხო დამცველს, არასამთავრობო სექტორს, საპარლამენტო უმრავლესობის და ოპოზიციის წარმომადგენლებს შეხვდნენ.

ასევე, მათ დაგეგმილი აქვთ შეხვედრა პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან, საგარეო საქმეთა მინისტრთან და "ქართული ოცნების“ წევრებთან.