პოლიტიკა
მეცნიერება

25

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის ოცდამეცხრე დღე დაიწყება 03:36-ზე, მთვარის პირველი დღე დაიწყება 14:31-ზე, მთვარე კირჩხიბში იქნება 07:45-დან – დაიცავით მარხვა, გმართებთ თავშეკავება. შუადღემდე არაფერი ახალი და მნიშვნელოვანი არ გააკეთოთ, დაასრულეთ ის, რაც ადრე დაიწყეთ. გაუფრთხილდით სახლს და ოჯახს, გაასუფთავეთ და მოაწესრიგეთ თქვენი სახლი. ახალმთვარეობაზე არ ღირს მნიშვნელოვანი საქმეების დაწყება. ის, რაც დღეს დაიგეგმება, მოგვიანებით წარმატებით განხორციელდება. ნუ გადატვირთავთ თავს ფიზიკურად და ემოციურად. ნაკლები ილაპარაკეთ. ახალმთვარეობიდან ერთი საათის განმავლობაში შეიმუშავეთ ერთი თვის ბიზნესგეგმის შემუშავება. მოძებნეთ ახალი გზები იდეების განსახორციელებლად. არ არის რეკომენდებული რაიმეს ყიდვა-გაყიდვა. სერიოზული გადაწყვეტილებების მიღება და მოლაპარაკება.
მსოფლიო
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
საზოგადოება
Faceამბები
მოზაიკა
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"როცა ვიფუჭებთ ურთიერთობას სტრატეგიულ პარტნიორებთან, რომლებიც იცავენ ჩვენს სუვერენიტეტს, უფრო მარტივად გადასაყლაპი ლუკმა ვხდებით რუსეთისთვის" - რას ცდილობს "ქართული ოცნება"?
"როცა ვიფუჭებთ ურთიერთობას სტრატეგიულ პარტნიორებთან, რომლებიც იცავენ ჩვენს სუვერენიტეტს, უფრო მარტივად გადასაყლაპი ლუკმა ვხდებით რუსეთისთვის" - რას ცდილობს "ქართული ოცნება"?

მმარ­თველ­მა გუნ­დმა ევ­რო­პე­ლი დე­პუ­ტა­ტე­ბის შემ­დეგ იე­რი­ში დი­პ­კორ­პუს­ზე მი­ი­ტა­ნა. იმ დროს, რო­დე­საც სა­ქარ­თვე­ლო­ში რე­გი­ო­ნა­ლუ­რი ტურ­ნეს ფარ­გლებ­ში ვი­ზი­ტით ევ­რო­პარ­ლა­მენ­ტა­რე­ბი იმ­ყო­ფე­ბი­ან, მათ­თან მო­ლა­პა­რა­კე­ბის წინ "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის“ თავ­მჯდო­მა­რე ირაკ­ლი კო­ბა­ხი­ძე ევ­რო­კავ­ში­რის ელჩს სა­ქარ­თვე­ლო­ში კარლ ჰარ­ცელს, რო­მელ­საც ამ თა­ნა­დე­ბო­ბა­ზე ყოფ­ნის ვადა ეწუ­რე­ბა, ფაქ­ტობ­რი­ვად, თავს და­ეს­ხა..

"თა­მა­მად შე­იძ­ლე­ბა ით­ქვას, რომ, სამ­წუ­ხა­როდ, კარლ ჰარ­ცე­ლი მხო­ლოდ უარ­ყო­ფით როლს ას­რუ­ლებ­და ევ­რო­კავ­შირ­სა და სა­ქარ­თვე­ლოს ურ­თი­ერ­თო­ბებ­ში, - ასე შე­ა­ფა­სა ირაკ­ლი კო­ბა­ხი­ძემ ევ­რო­კავ­ში­რის ელ­ჩის კარლ ჰარ­ცე­ლის სა­ქარ­თვე­ლო­ში მუ­შა­ო­ბა და იმე­დი გა­მოთ­ქვა, რომ მო­მა­ვა­ლი ელჩი "გან­სხვა­ვე­ბუ­ლად იმოქ­მე­დებს“.

"ჩვენ მთე­ლი ამ პე­რი­ო­დის გან­მავ­ლო­ბა­ში, სხვა­დას­ხვა მი­ზე­ზის გამო, მათ შო­რის, იმის გამო, რომ ჩვენ გა­ნა­ცხა­დი გვქონ­და წარ­დგე­ნი­ლი ევ­რო­კავ­შირ­ში, ეს იყო მიმ­დი­ნა­რე პრო­ცე­სი და ა.შ. ვე­რი­დე­ბო­დით მას­ზე კო­მენ­ტა­რის გა­კე­თე­ბას, ვიდ­რე ის იყო ევ­რო­კავ­ში­რის მოქ­მე­დი ელჩი, თუმ­ცა დღეს რო­დე­საც და­ას­რუ­ლა თა­ვი­სი მი­სია, თა­მა­მად შე­იძ­ლე­ბა ით­ქვას, რომ სამ­წუ­ხა­როდ, კარლ ჰარ­ცე­ლი მხო­ლოდ უარ­ყო­ფით როლს ას­რუ­ლებ­და ევ­რო­კავ­შირ­სა და სა­ქარ­თვე­ლოს ურ­თი­ერ­თო­ბებ­ში. ეს არის ძა­ლი­ან სამ­წუ­ხა­რო მოვ­ლე­ნა. ჩვენ დიდი იმე­დი გვაქვს, რომ მო­მა­ვა­ლი ელჩი გან­სხვა­ვე­ბუ­ლად იმოქ­მე­დებს”, - აღ­ნიშ­ნა კო­ბა­ხი­ძემ.

"ქარ­თულ­მა ოც­ნე­ბამ“, რო­გორც ჩანს, ეს გან­ცხა­დე­ბა არა­საკ­მა­რი­სად მი­იჩ­ნია და ირაკ­ლი კო­ბა­ხი­ძის სუ­ლის­კვე­თე­ბა პარ­ლა­მენ­ტის სა­გა­რეო ურ­თი­ერ­თო­ბა­თა კო­მი­ტე­ტის თავ­მჯდო­მა­რემ ნი­კო­ლოზ სამ­ხა­რა­ძემ გა­ი­ზი­ა­რა. დე­პუ­ტატ­მა ელჩს პირ­და­პირ დას­დო ბრა­ლი იმა­ში, რომ სა­ქარ­თვე­ლომ ევ­რო­კავ­ში­რის წევ­რის სტა­ტუ­სი ვერ მი­ი­ღო.

"კარლ ჰარ­ცელს შე­ეძ­ლო უკეთ ემუ­შა­ვა იმის­თვის, რომ სა­ქარ­თვე­ლოს კან­დი­და­ტის სტა­ტუ­სი მი­ე­ღო", - თქვა დე­პუ­ტატ­მა.

შე­გახ­სე­ნებთ, რომ 4-წლი­ა­ნი მი­სი­ის შემ­დეგ, შვე­დი დიპ­ლო­მა­ტი კარლ ჰარ­ცე­ლი სა­ქარ­თვე­ლო­ში ევ­რო­კავ­ში­რის ელ­ჩის თა­ნამ­დე­ბო­ბას ტო­ვებს.

მმარ­თვე­ლი გუნ­დის მიერ და­სავ­ლეთ­თან გა­მო­ცხა­დე­ბულ ომს ოპო­ზი­ცია ხე­ლი­სუფ­ლე­ბის მხრი­დან ძა­ლა­უფ­ლე­ბის შე­ნარ­ჩუ­ნე­ბი­სა და ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლის ფი­ნან­სუ­რი ინ­ტე­რე­სე­ბის დაც­ვით ხსნის.

სა­ერ­თა­შო­რი­სო ურ­თი­ერ­თო­ბის ექ­სპერ­ტი თენ­გიზ ფხა­ლა­ძე სა­გან­გა­შოდ მი­იჩ­ნევს ჩვენს სტრა­ტე­გი­ულ პარტნი­ო­რებ­ზე შე­ტე­ვას, იქ­ნე­ბა ეს ევ­რო­კავ­ში­რი, თუ ამე­რი­კის შე­ერ­თე­ბუ­ლი შტა­ტე­ბი, რა­მაც ბოლო დროს ტენ­დენ­ცი­ის ხა­სი­ა­თი მი­ი­ღო.

"და­ვი­წყებ იმით, რომ კარლ ჰარ­ცელს დიდი ხა­ნია ვიც­ნობ, ჯერ კი­დევ იქი­დან მო­ყო­ლე­ბუ­ლი, ვიდ­რე ელ­ჩად და­ი­ნიშ­ნე­ბო­და სა­ქარ­თვე­ლო­ში და მუ­შა­ობ­და ბრი­უ­სელ­ში. ეს ადა­მი­ა­ნი არის სა­ქარ­თვე­ლოს გულ­შე­მატ­კი­ვა­რი და ბევ­რი რამ აქვს გა­კე­თე­ბუ­ლი ჩვე­ნი ევ­რო­ინ­ტეგ­რა­ცი­ის წინსვლის­თვის. ჩვენს სტრა­ტე­გი­ულ პარტნი­ო­რებ­ზე შე­ტე­ვამ, იქ­ნე­ბა ეს ევ­რო­კავ­ში­რი, თუ ამე­რი­კის შე­ერ­თე­ბუ­ლი შტა­ტე­ბი, ტენ­დენ­ცი­ის ხა­სი­ა­თი მი­ი­ღო, რაც სა­გან­გა­შოა. მა­შინ, რო­დე­საც ჩვენს სტრა­ტე­გი­ულ პარტნი­ო­რებს უნდა ვე­ლა­პა­რა­კე­ბო­დეთ, მა­გა­ლი­თად, იმა­ზე, რომ ხდე­ბა ბიჭ­ვინ­თის მი­ტა­ცე­ბა, რაც სულ ახა­ლი ამ­ბა­ვია და, სამ­წუ­ხა­როდ, ჩვენს ხე­ლი­სუფ­ლე­ბას ეს ფაქ­ტი "გა­მორ­ჩა“, ამა­ზე არა­ნა­ი­რი რე­ა­გი­რე­ბა არ გა­უ­კე­თე­ბია. ჩვენს სტრა­ტე­გი­ულ პარტნი­ო­რებს უნდა ვე­ლა­პა­რა­კე­ბო­დეთ იმა­ზე, თუ რო­გორ გა­ვაძ­ლი­ე­როთ სა­ქარ­თვე­ლოს თავ­დაც­ვი­სუ­ნა­რი­ა­ნო­ბა, რო­გორ მო­ვახ­დი­ნოთ მალე იმ 12 პუნ­ქტის შეს­რუ­ლე­ბა, რაც დაგ­ვა­ახ­ლო­ვებს კან­დი­და­ტის სტა­ტუს­თან და ა.შ. ამის ნაც­ვლად ჩვენ ვხე­დავთ იმას, რომ ის ქმე­დე­ბე­ბი, რა­საც აგ­რე­სო­რი ახორ­ცი­ე­ლებს სა­ქარ­თვე­ლოს წი­ნა­აღ­მდეგ, რჩე­ბა რე­ა­გი­რე­ბის გა­რე­შე, ჩვენს სტრა­ტე­გი­ულ პა­რეტ­ნი­ო­რებ­თან კი შევ­დი­ვართ ისე­თი ტი­პის შუღლში, რო­მე­ლიც არა­ნა­ი­რად არ ემ­სა­ხუ­რე­ბა სა­ქარ­თვე­ლოს ინ­ტე­რე­სებს. ამი­ტომ ვამ­ბობ, ეს ყვე­ლა­ფე­რი არის ძალ­ზე სა­გან­გა­შო. არ ვიცი, ამით კო­ბა­ხი­ძეს და სხვებს რისი თქმა უნ­დათ, მაგ­რამ ამით ისი­ნი მხო­ლოდ სა­ქარ­თვე­ლოს ეროვ­ნულ ინ­ტე­რე­სებს აზი­ა­ნე­ბენ. ჩვენს პარტნი­ო­რებ­თან ურ­თი­ერ­თო­ბე­ბი წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში ძა­ლი­ან დიდი შრო­მით, რუ­დუ­ნე­ბით და დიდი ძა­ლის­ხმე­ვის ფა­სად შენ­დე­ბო­და. ამის გა­ფუ­ჭე­ბა არის ძა­ლი­ან და­მა­ზი­ა­ნე­ბებ­ლი ქარ­თუ­ლი სა­ხელ­მწი­ფო­ებ­რი­ო­ბის­თვის, სა­ქარ­თვე­ლოს ეროვ­ნუ­ლი ინ­ტე­რე­სე­ბის­თვის იმი­ტომ, რომ თუ კი ეს ქვე­ყა­ნა დგას და ამ ქვე­ყა­ნას აქვს წინსვლა-წარ­მა­ტე­ბა, ეს ყვე­ლა­ფე­რი არის ჩვე­ნი და­სავ­ლე­ლი პარტნი­ო­რე­ბის ხელ­შე­წყო­ბით. ხოლო რო­დე­საც ჩვენ შე­ტე­ვა მიგ­ვაქვს აშშ-ს, თუ ევ­რო­კავ­ში­რის ელჩზე, ეს არის ჩვე­ნი და­მა­ზი­ა­ნე­ბე­ლი ქმე­დე­ბე­ბი. კარლ ჰარ­ცე­ლის მი­მართ მად­ლო­ბის მეტი არა­ფე­რი გვეთ­ქმის, ის შე­სა­ნიშ­ნა­ვი დიპ­ლო­მა­ტია.

ნუთუ ვერ ხვდე­ბი­ან, რომ ასე­თი რი­ტო­რი­კა მხო­ლოდ და მხო­ლოდ ჩვენ გვა­ზი­ა­ნებს? ჩვენ თუ გვგო­ნია, ამით ამე­რი­კა, ან ევ­რო­კავ­ში­რი ზი­ან­დე­ბა, ძა­ლი­ან ვცდე­ბით. ჩვენ ვი­ფუ­ჭებთ ურ­თი­ერ­თო­ბას იმ სტრა­ტე­გი­ულ პარტნი­ო­რებ­თან, რომ­ლე­ბიც იცა­ვენ სა­ქარ­თვე­ლოს სუ­ვე­რე­ნი­ტეტს, და­მო­უ­კი­დებ­ლო­ბას და ქარ­თულ სა­ხელ­მწი­ფო­ებ­რი­ო­ბას. აქე­დან გა­მომ­დი­ნა­რე, უფრო მარ­ტი­ვად გა­და­საყ­ლა­პი ლუკ­მა ვხდე­ბით რუ­სე­თის ფე­დე­რა­ცი­ის­თვის.

ჯერ­ჯე­რო­ბით ვერც ერთი ნა­ბი­ჯი ვერ და­ვი­ნა­ხე, რო­მე­ლიც მი­ა­ნიშ­ნებს იმა­ზე, რომ 12 პუნ­ქტის შეს­რუ­ლე­ბა არის რე­ა­ლუ­რად გა­და­წყვე­ტი­ლი. მა­შინ, რო­დე­საც პარ­ლა­მენ­ტი სა­გან­გე­ბო სე­სი­ა­ზე აცხა­დებს უარს, რო­დე­საც გრძელ­დე­ბა თავ­დას­ხმე­ბი და­სავ­ლელ პარტნი­ო­რებ­ზე, რო­გორ შე­იძ­ლე­ბა ვი­ლა­პა­რა­კოთ იმა­ზე, რომ რა­ღაც სე­რი­ო­ზუ­ლი მზა­დე­ბა მი­დის? აშ­კა­რად იკ­ვე­თე­ბა, რომ "ოც­ნე­ბას“ არ უნდა სტა­ტუ­სის მი­ღე­ბა, ვი­ნა­ი­დან ეს ყვე­ლა­ფე­რი ვალ­დე­ბუ­ლე­ბებ­თან არის და­კავ­ში­რე­ბუ­ლი - სტა­ტუ­სის მი­ღე­ბა ხომ არ არის გან­ყე­ნე­ბუ­ლი თემა, ეს არის და­სავ­ლუ­რი ტი­პის, დე­მოკ­რა­ტი­უ­ლი, და­ბა­ლან­სე­ბუ­ლი, ინ­სტი­ტუ­ცი­უ­რად მდგრა­დი სა­ხელ­მწი­ფოს აშე­ნე­ბა. ჩვენ­თან ახლა ძა­ლი­ან სე­რი­ო­ზუ­ლად მიმ­დი­ნა­რე­ობს ინ­სტი­ტუ­ცი­ე­ბის ნგრე­ვა და ეს პრობ­ლე­მე­ბი ახლა არ გა­მო­ჩე­ნი­ლა სა­ქარ­თვე­ლო­ში. ამის გა­მოს­წო­რე­ბის სურ­ვი­ლი ან გაქვს, ან - არა. რო­გორც ჩანს, ამ ხე­ლი­სუფ­ლე­ბას ამი­სი სურ­ვი­ლი არ აქვს“, - აცხა­დებს ფხა­ლა­ძე.

რაც შე­ე­ხე­ბა ნი­კო­ლოზ სამ­ხა­რა­ძის მიერ ელჩ ჰარ­ცე­ლის და­და­ნა­შა­უ­ლე­ბას კან­დი­და­ტის სტა­ტუ­სის არ­მი­ღე­ბა­ში, ამ გან­ცხა­დე­ბა­ზე პო­ლი­ტო­ლოგს სე­რი­ო­ზუ­ლი კო­მენ­ტა­რის გა­კე­თე­ბა უჭირს.

"ძა­ლი­ან გა­მი­ჭირ­დე­ბა ამ ბრალ­დე­ბა­ზე სე­რი­ო­ზუ­ლი გან­მარ­ტე­ბა. ალბათ ეს ახა­ლი სი­ტყვაა დიპ­ლო­მა­ტი­ა­ში - ევ­რო­კავ­ში­რის წარ­მო­მად­გე­ნელს აბ­რა­ლებ­დე იმის არ­გა­კე­თე­ბას, რაც შენი გა­სა­კე­თე­ბე­ლია. ევ­რო­კავ­შირ­თან იყო ჩვე­ნი ხე­ლი­სუფ­ლე­ბის და არა კარლ ჰარ­ცე­ლის სა­მუ­შაო, ასე რომ, ამა­ზე რა უნდა ვთქვა? ის, რომ სტა­ტუ­სი გა­და­ვად­და, ამა­ზე მთლი­ა­ნად სა­ქარ­თვე­ლოს ხე­ლი­სუფ­ლე­ბაა პა­სუ­ხის­მგე­ბე­ლი“, - ამ­ბობს თენ­გიზ ფხა­ლა­ძე.

მკითხველის კომენტარები / 76 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
კ ო მ ბ ლ ე
13

რუსეთს თავისი გასჭირვებია, შეეშვით რააა! რუსების პრესინგს სჯობია ჩინეთს მიხედოთ, ჩინეთს! ჩინელები მალე ალბათ მთელი ქვეყნის მოსახლეობას ერთ კორპუსში შეგვრეკავენ და იალააა!! 

აი რაზე უნდა ვიფიქროთ.!, ჩვენკი გავკივით; რუსეთი რუსეთიო, რა დროს ვანია ტანია და პეტიაა? როცა ფონ ხუან ხოსანა უკვე კარსაა მომდგარი. აბრახუნებს და სპალნაში შემოვარდნას ლამობს.. 

სიმართლე
8

როდის აქეთ მიიჩნევენ, რომ პოლიტიკოსმა ხელისუფლებაში დარჩენისკენ არ უნდა ისწრაფოს. ამისათვის არ იკლავს თავს ოპოზიციად წოდებული ხალხი? ნეტა ვის გაუკვირდა ეს ამბავი? ასე რომ - შუშის სახლში თუ ცხოვრობ, სხვების ფანჯრებს ქვებს არ უნდა ესროდე. სხვა საკითხია რის ფასად გინდა ხელისულებაში მოსვლა... მარტივად გასაშიფრი დემაგოგიაა: ხელისუფლებისკენ სწრაფვა სავსებით ლეგიტიმური და დასაშვებია - ეს პოლიტიკოსების „პროფესიული“ დაავადებაა. მთავარია ამ მოტივმა ქვეყანა არ დააზიანოს. ეს სწრაფვა დემაგოგიური ეკვილიბრისტიკის ლუკმა არ უნდა გახდეს.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რატომ გაგიჟდა მსოფლიო labubu-ს თოჯინებზე?
ავტორი:

"როცა ვიფუჭებთ ურთიერთობას სტრატეგიულ პარტნიორებთან, რომლებიც იცავენ ჩვენს სუვერენიტეტს, უფრო მარტივად გადასაყლაპი ლუკმა ვხდებით რუსეთისთვის" - რას ცდილობს "ქართული ოცნება"?

"როცა ვიფუჭებთ ურთიერთობას სტრატეგიულ პარტნიორებთან, რომლებიც იცავენ ჩვენს სუვერენიტეტს, უფრო მარტივად გადასაყლაპი ლუკმა ვხდებით რუსეთისთვის" - რას ცდილობს "ქართული ოცნება"?

მმართველმა გუნდმა ევროპელი დეპუტატების შემდეგ იერიში დიპკორპუსზე მიიტანა. იმ დროს, როდესაც საქართველოში რეგიონალური ტურნეს ფარგლებში ვიზიტით ევროპარლამენტარები იმყოფებიან, მათთან მოლაპარაკების წინ "ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე ევროკავშირის ელჩს საქართველოში კარლ ჰარცელს, რომელსაც ამ თანადებობაზე ყოფნის ვადა ეწურება, ფაქტობრივად, თავს დაესხა..

"თამამად შეიძლება ითქვას, რომ, სამწუხაროდ, კარლ ჰარცელი მხოლოდ უარყოფით როლს ასრულებდა ევროკავშირსა და საქართველოს ურთიერთობებში, - ასე შეაფასა ირაკლი კობახიძემ ევროკავშირის ელჩის კარლ ჰარცელის საქართველოში მუშაობა და იმედი გამოთქვა, რომ მომავალი ელჩი "განსხვავებულად იმოქმედებს“.

"ჩვენ მთელი ამ პერიოდის განმავლობაში, სხვადასხვა მიზეზის გამო, მათ შორის, იმის გამო, რომ ჩვენ განაცხადი გვქონდა წარდგენილი ევროკავშირში, ეს იყო მიმდინარე პროცესი და ა.შ. ვერიდებოდით მასზე კომენტარის გაკეთებას, ვიდრე ის იყო ევროკავშირის მოქმედი ელჩი, თუმცა დღეს როდესაც დაასრულა თავისი მისია, თამამად შეიძლება ითქვას, რომ სამწუხაროდ, კარლ ჰარცელი მხოლოდ უარყოფით როლს ასრულებდა ევროკავშირსა და საქართველოს ურთიერთობებში. ეს არის ძალიან სამწუხარო მოვლენა. ჩვენ დიდი იმედი გვაქვს, რომ მომავალი ელჩი განსხვავებულად იმოქმედებს”, - აღნიშნა კობახიძემ.

"ქართულმა ოცნებამ“, როგორც ჩანს, ეს განცხადება არასაკმარისად მიიჩნია და ირაკლი კობახიძის სულისკვეთება პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ ნიკოლოზ სამხარაძემ გაიზიარა. დეპუტატმა ელჩს პირდაპირ დასდო ბრალი იმაში, რომ საქართველომ ევროკავშირის წევრის სტატუსი ვერ მიიღო.

"კარლ ჰარცელს შეეძლო უკეთ ემუშავა იმისთვის, რომ საქართველოს კანდიდატის სტატუსი მიეღო", - თქვა დეპუტატმა.

შეგახსენებთ, რომ 4-წლიანი მისიის შემდეგ, შვედი დიპლომატი კარლ ჰარცელი საქართველოში ევროკავშირის ელჩის თანამდებობას ტოვებს.

მმართველი გუნდის მიერ დასავლეთთან გამოცხადებულ ომს ოპოზიცია ხელისუფლების მხრიდან ძალაუფლების შენარჩუნებისა და ბიძინა ივანიშვილის ფინანსური ინტერესების დაცვით ხსნის.

საერთაშორისო ურთიერთობის ექსპერტი თენგიზ ფხალაძე საგანგაშოდ მიიჩნევს ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორებზე შეტევას, იქნება ეს ევროკავშირი, თუ ამერიკის შეერთებული შტატები, რამაც ბოლო დროს ტენდენციის ხასიათი მიიღო.

"დავიწყებ იმით, რომ კარლ ჰარცელს დიდი ხანია ვიცნობ, ჯერ კიდევ იქიდან მოყოლებული, ვიდრე ელჩად დაინიშნებოდა საქართველოში და მუშაობდა ბრიუსელში. ეს ადამიანი არის საქართველოს გულშემატკივარი და ბევრი რამ აქვს გაკეთებული ჩვენი ევროინტეგრაციის წინსვლისთვის. ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორებზე შეტევამ, იქნება ეს ევროკავშირი, თუ ამერიკის შეერთებული შტატები, ტენდენციის ხასიათი მიიღო, რაც საგანგაშოა. მაშინ, როდესაც ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორებს უნდა ველაპარაკებოდეთ, მაგალითად, იმაზე, რომ ხდება ბიჭვინთის მიტაცება, რაც სულ ახალი ამბავია და, სამწუხაროდ, ჩვენს ხელისუფლებას ეს ფაქტი "გამორჩა“, ამაზე არანაირი რეაგირება არ გაუკეთებია. ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორებს უნდა ველაპარაკებოდეთ იმაზე, თუ როგორ გავაძლიეროთ საქართველოს თავდაცვისუნარიანობა, როგორ მოვახდინოთ მალე იმ 12 პუნქტის შესრულება, რაც დაგვაახლოვებს კანდიდატის სტატუსთან და ა.შ. ამის ნაცვლად ჩვენ ვხედავთ იმას, რომ ის ქმედებები, რასაც აგრესორი ახორციელებს საქართველოს წინააღმდეგ, რჩება რეაგირების გარეშე, ჩვენს სტრატეგიულ პარეტნიორებთან კი შევდივართ ისეთი ტიპის შუღლში, რომელიც არანაირად არ ემსახურება საქართველოს ინტერესებს. ამიტომ ვამბობ, ეს ყველაფერი არის ძალზე საგანგაშო. არ ვიცი, ამით კობახიძეს და სხვებს რისი თქმა უნდათ, მაგრამ ამით ისინი მხოლოდ საქართველოს ეროვნულ ინტერესებს აზიანებენ. ჩვენს პარტნიორებთან ურთიერთობები წლების განმავლობაში ძალიან დიდი შრომით, რუდუნებით და დიდი ძალისხმევის ფასად შენდებოდა. ამის გაფუჭება არის ძალიან დამაზიანებებლი ქართული სახელმწიფოებრიობისთვის, საქართველოს ეროვნული ინტერესებისთვის იმიტომ, რომ თუ კი ეს ქვეყანა დგას და ამ ქვეყანას აქვს წინსვლა-წარმატება, ეს ყველაფერი არის ჩვენი დასავლელი პარტნიორების ხელშეწყობით. ხოლო როდესაც ჩვენ შეტევა მიგვაქვს აშშ-ს, თუ ევროკავშირის ელჩზე, ეს არის ჩვენი დამაზიანებელი ქმედებები. კარლ ჰარცელის მიმართ მადლობის მეტი არაფერი გვეთქმის, ის შესანიშნავი დიპლომატია.

ნუთუ ვერ ხვდებიან, რომ ასეთი რიტორიკა მხოლოდ და მხოლოდ ჩვენ გვაზიანებს? ჩვენ თუ გვგონია, ამით ამერიკა, ან ევროკავშირი ზიანდება, ძალიან ვცდებით. ჩვენ ვიფუჭებთ ურთიერთობას იმ სტრატეგიულ პარტნიორებთან, რომლებიც იცავენ საქართველოს სუვერენიტეტს, დამოუკიდებლობას და ქართულ სახელმწიფოებრიობას. აქედან გამომდინარე, უფრო მარტივად გადასაყლაპი ლუკმა ვხდებით რუსეთის ფედერაციისთვის.

ჯერჯერობით ვერც ერთი ნაბიჯი ვერ დავინახე, რომელიც მიანიშნებს იმაზე, რომ 12 პუნქტის შესრულება არის რეალურად გადაწყვეტილი. მაშინ, როდესაც პარლამენტი საგანგებო სესიაზე აცხადებს უარს, როდესაც გრძელდება თავდასხმები დასავლელ პარტნიორებზე, როგორ შეიძლება ვილაპარაკოთ იმაზე, რომ რაღაც სერიოზული მზადება მიდის? აშკარად იკვეთება, რომ "ოცნებას“ არ უნდა სტატუსის მიღება, ვინაიდან ეს ყველაფერი ვალდებულებებთან არის დაკავშირებული - სტატუსის მიღება ხომ არ არის განყენებული თემა, ეს არის დასავლური ტიპის, დემოკრატიული, დაბალანსებული, ინსტიტუციურად მდგრადი სახელმწიფოს აშენება. ჩვენთან ახლა ძალიან სერიოზულად მიმდინარეობს ინსტიტუციების ნგრევა და ეს პრობლემები ახლა არ გამოჩენილა საქართველოში. ამის გამოსწორების სურვილი ან გაქვს, ან - არა. როგორც ჩანს, ამ ხელისუფლებას ამისი სურვილი არ აქვს“, - აცხადებს ფხალაძე.

რაც შეეხება ნიკოლოზ სამხარაძის მიერ ელჩ ჰარცელის დადანაშაულებას კანდიდატის სტატუსის არმიღებაში, ამ განცხადებაზე პოლიტოლოგს სერიოზული კომენტარის გაკეთება უჭირს.

"ძალიან გამიჭირდება ამ ბრალდებაზე სერიოზული განმარტება. ალბათ ეს ახალი სიტყვაა დიპლომატიაში - ევროკავშირის წარმომადგენელს აბრალებდე იმის არგაკეთებას, რაც შენი გასაკეთებელია. ევროკავშირთან იყო ჩვენი ხელისუფლების და არა კარლ ჰარცელის სამუშაო, ასე რომ, ამაზე რა უნდა ვთქვა? ის, რომ სტატუსი გადავადდა, ამაზე მთლიანად საქართველოს ხელისუფლებაა პასუხისმგებელი“, - ამბობს თენგიზ ფხალაძე.