8 ივლისი რუთავში ყველაზე იღბლიანად ნოდარ ბერუაშვილისთვის გათენდა, თუმცა დღე არც ისე იღბლიანად დაიწყო, რადგან ბატონ ნოდარმა ყავის მოდუღებისას აღმოაჩინა, რომ მისი მადუღარა გაფუჭებულიყო. მადუღარის შეკეთებისთვის საჭირო ნივთის შესაძენად ნოდარ ბერუაშვილმა რუსთავის ბაზრობას მიაშურა, ნივთის შეძენის შემდეგ მორჩენილი ხურდით, იქვე მდებარე ლატარიის ჯიხურში ლოტო ,,5/35-ოაქროს ბურთის’’ 1 ლარიანი ბილეთი შეიძინა, ციფრებიც სპონტანურად აარჩია და საღამოს, ლოტოს გათამაშების შემდეგ 87 112 ლარით გამდიდრდა. დიახ, ბატონმა ნოდარმა ლოტოს გათამაშებაში, მეორე საპრიზო კატეგორია - 87 112 ლარი მოიგო!
ნოდარ ბერუაშვილი რუსთავში მეუღლესთან და ქალიშვილთან ერთად ყოფილი პროფესიული კოლეჯის საერთო საცხოვრებლის შენობაში ცხოვრობს და იქვე მდებარე სკოლის მომარაგების სისტემაში მუშაობს. ხელმომჭირნედ ცხოვრებას შეჩვეული ოჯახისთვის 87 112 ლარის მოგება გადარჩენის ტოლფასია, რადგან მოგბული თანხით ისინი ბევრი ცხოვრებისეული პრობლემის გადაჭრას აპირებენ.
ნოდარ ბერუაშვილს მოგებული თანხა ლატარიის კომპანიამ უკვე გადასცა, თუმცა ამ დროისთვის ყოველდღიურ ლოტო ,,5/35-ოქრის ბურთში’’ ჯერ არ გათამაშებულა ჯეკპოტი, რომელიც 340 000 ლარია.
ლოტო 5/35 ოქროს ბურთის გათამაშება ყოველდღე 19:45 საათზე ლატარიის კომპანიის facebook-ის და youtube- ის პლატფორმებზე იმართება, ბილეთების შეძენა კი შესაძლებელია ლატარიის ჯიხურებში, სერვის-ცენტრებსა და კომპანიის საიტზე www.lotto.ge
NS