"ტესლას" დამფუძნებლის ილონ მასკის მამა, ეროლ მასკი, მაღალი საზოგადოების წარმომადგენელ ქალებს გენიოსების გაჩენაში დაეხმარება.
მილიარდერის მამას, ერთ-ერთმა კომპანიამ სთხოვა, რომ თავისი სპერმა რამდენიმე სამხრეთ ამერიკელი ქალისთვის გადაეცა. ეროლმაც თქვა - "რატომაც არა?!" და შეთავაზებას დასთანხმდა.
76 წლის ეროლი ამბობს, რომ მისი სპერმა ახლა კოლუმბიაში, ერთ-ერთ კომპანიაში ინახება და ის "გენიოსი ილონის" გენებს შეიცავს.
"დამიკავშირდა კომპანია, რომელსაც სურს, რომ ჩემი სპერმა მაღალი კლასის ქალების გასანაყოფიერებლად გამოიყენოს", - ამბობს ეროლი
როგორც ცნობილია, ეროლს 7 შვილი ჰყავს სამი სხვადასხვა ქალისგან და გაჩერებას ჯერ არ გეგმავს: "ერთადერთი, რისთვისაც დედამიწაზე ვართ, გამრავლებაა"-, აცხადებს ის.
კომპანიამ, რომლის სახელსაც მილიარდერის მამა არ ამხელს, ეროლს მოგზაურობა და ხუთვარსკვლავიან სასტუმროში განთავსება შესთავაზა.
ბრიტანულ საინფორმაციო სააგენტო The Sun-თან ინტერვიუში, ბიზნესმენი ეროლ მასკი იმაშიც გამოტყდა, რომ კიდევ რამდენიმე ქალია, რომელიც ამტკიცებს, რომ მისგან ჰყავთ შვილები: "ცხადია, ისინი ჩემგან მხოლოდ გამორჩენას ელიან" - აცხადებს ეროლი.
ჯერ კიდევ 2017 წელს, როცა ეროლის გერი, ჯენა მისგან დაფეხმძიმდა, მთელი ოჯახი გაოგნებული დარჩა. თავად ილონ მასკი კი გაცოფებული იყო მამის საქციელით. მეორე შვილი, ჯენასა და ეროლს 2020 წელს შეეძინათ, თუმცა წყვილი ახლა ერთად აღარაა.
წყარო: nypost