მსოფლიო
საზოგადოება

19

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის ოცდამესამე დღე დაიწყება 01:35-ზე, მთვარე ვერძში გადავა 03:07-ზე – მოერიდეთ აჩქარებას და გაღიზიანებას. არ არის რეკომენდებული მოლაპარაკებების წარმოება. აზრებისა და იდეების სხვებისთვის გაზიარება. დღეს გაწყვეტილი კავშირები არასოდეს აღდგება და ადამიანები ძალიან სწრაფად ივიწყებენ ერთმანეთს. უარი თქვით ხორცზე, ყავასა და ალკოჰოლზე. ჭარბმა კვებამ შესაძლოა კუჭ-ნაწლავის დაავადებები გამოიწვიოს.
მოზაიკა
სამხედრო
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"რუსეთი რამდენიმე წელიწადში დაშლას დაიწყებს - საქართველო მზად არის ამ შესაძლებლობისთვის?" - ბენ ჰოჯესი
"რუსეთი რამდენიმე წელიწადში დაშლას დაიწყებს - საქართველო მზად არის ამ შესაძლებლობისთვის?" - ბენ ჰოჯესი

რუ­სე­თის ფე­დე­რა­ცია მომ­დევ­ნო რამ­დე­ნი­მე წე­ლი­წად­ში დაშ­ლას და­ი­წყებს - სა­ქარ­თვე­ლო მზად არის ამ შე­საძ­ლებ­ლო­ბის­თვის? - ამის შე­სა­ხებ ამე­რი­კის არ­მი­ის ყო­ფილ­მა მთა­ვარ­სარ­დალ­მა ევ­რო­პა­ში, თა­და­რი­გის გე­ნე­რალ-ლე­ი­ტე­ნან­ტმა ბენ ჰო­ჯეს­მა "ამე­რი­კის ხმას­თან“ ინ­ტერ­ვი­უ­ში გა­ნა­ცხა­და.

ჰო­ჯეს­მა აღ­ნიშ­ნა, რომ მას სჯე­რა უკ­რა­ი­ნის გა­მარ­ჯვე­ბის, თუმ­ცა აქ უზარ­მა­ზა­რი ფაქ­ტო­რი ერ­თი­ა­ნო­ბაა.

"ჩვენ უნდა ვი­ყოთ ამ ომში. მე არ ვამ­ბობ იმას, რომ იქ ამე­რი­კის ჯარი უნდა გავ­გზავ­ნოთ, თუმ­ცა სი­ა­მოვ­ნე­ბით ვი­ხი­ლავ­დი ჩვენს ლო­ჯის­ტი­კის სპე­ცი­ა­ლის­ტებს, რომ­ლე­ბიც უკ­რა­ი­ნას მი­წო­დე­ბუ­ლი სამ­ხედ­რო აღ­ჭურ­ვი­ლო­ბის გა­ნა­წი­ლე­ბა­ში და­ეხ­მა­რე­ბოდ­ნენ. ვიცი, ეს არ მოხ­დე­ბა, მაგ­რამ მო­დით, ყვე­ლა­ფე­რი გა­ვა­კე­თოთ იმის­თვის, რომ უკ­რა­ი­ნამ გა­ი­მარ­ჯვოს. უნდა მი­ვა­წო­დოთ მათ შე­უ­ზღუ­და­ვი რა­ო­დე­ნო­ბის ამუ­ნი­ცია, მივ­ცეთ მეტი ჰა­ი­მარ­სე­ბი და ან­ტი­სა­ზღვაო შე­ი­ა­რა­ღე­ბა, უფრო შორი რა­დი­უ­სის რა­კე­ტე­ბი და სა­ი­ე­რი­შო შე­საძ­ლებ­ლო­ბე­ბი, რათა მათ შეძ­ლონ იმ აე­როდ­რო­მე­ბის და­ბომბვა, სა­ი­და­ნაც რუ­სუ­ლი თვითმფრი­ნა­ვე­ბი დაფ­რი­ნავს. ასე­ვე, კარ­გი იქ­ნე­ბა შავი ზღვის ფლო­ტის მე­თა­ურს უკი­დუ­რე­სად არა­კომ­ფორ­ტუ­ლი სი­ტუ­ა­ცია შე­ვუქ­მნათ სე­ვას­ტო­პოლ­ში და­კა­ვე­ბულ უკა­ნო­ნო ბა­ზა­ზე. ეს არის ის, რის გა­კე­თე­ბაც შეგ­ვიძ­ლია. ჩვენ ასე­ვე უნდა გავ­ზარ­დოთ ზე­წო­ლა რუ­სეთ­ზე სხვა ად­გი­ლებ­ში, რა­საც ჩვენ ჰო­რი­ზონ­ტა­ლურ ეს­კა­ლა­ცი­ას ვუ­წო­დებთ. ამა­ში ვგუ­ლის­ხმობ იმას, რომ მათ გა­ურ­თულ­დეს საქ­მის სხვა­გან კე­თე­ბა, იქ­ნე­ბა ეს ეკო­ნო­მი­კუ­რი თუ სამ­ხედ­რო მე­თო­დე­ბით. მათ შო­რის ის, რომ ირა­ნუ­ლი დრო­ნე­ბი, იქ ვე­რას­დროს ჩა­ვი­დეს. მა­გა­ლი­თად, ბაზა ტარ­ტუს­ში ჩემ­თვის ზე­წო­ლის წერ­ტი­ლე­ბის სი­ა­ში პირ­ვე­ლია. იქ შე­იძ­ლე­ბა გე­მებ­ზე კა­რან­ტი­ნი ან სხვა სა­ხის მოქ­მე­დე­ბე­ბი იმის­თვის, რომ რუ­სებ­მა ეს ბაზა ვერ გა­მო­ი­ყე­ნონ.

ამას­თან, თუ მათ აფხა­ზე­თი­დან ან სამ­ხრეთ ოსე­თი­დან ჯარი უკ­რა­ი­ნა­ში სა­ომ­რად გა­იყ­ვა­ნეს, არაჩ­ვე­უ­ლებ­რი­ვი დროა ამე­რი­კა-სა­ქარ­თვე­ლოს ერ­თობ­ლი­ვი წვრთნე­ბის­თვის, იმის დე­მონ­სტრი­რე­ბის მიზ­ნით, რომ რუ­სებს შე­ვახ­სე­ნოთ, რამ­დე­ნად და­უც­ვე­ლე­ბი არი­ან. ამავდრო­უ­ლად, მო­გეხ­სე­ნე­ბათ, უკ­რა­ი­ნა­ში გა­საგ­ზავ­ნად ჯა­რე­ბი მათ ფი­ნეთ­თან სა­ზღვრი­და­ნაც გა­იყ­ვა­ნეს. ასე­ვე კარ­გი დროა ჩა­ვა­ტა­როთ კი­დევ ერთი დიდი ერ­თობ­ლი­ვი წვრთნა ჩრდი­ლო­ეთ­ში რუ­სეთ-ფი­ნე­თის სა­ზღვარ­თან. ეს არის ისე­თი რამ, რა­საც ჩვენ უნდა ვა­კე­თებ­დეთ იმის­თვის, რომ მათ­ზე ზე­წო­ლა მო­ვახ­დი­ნოთ და არ მივ­ცეთ უკ­რა­ი­ნა­ზე კონ­ცენ­ტრი­რე­ბის სა­შუ­ა­ლე­ბა.

გულ­წრფე­ლად რომ ვთქვათ, რის გა­კე­თე­ბა შე­უძ­ლია რუ­სეთს? მათ თით­ქმის ყვე­ლა­ფე­რი, რაც აქვთ, უკ­რა­ი­ნა­ში აქვთ ჩა­დე­ბუ­ლი. ოთხი თვის შემ­დე­გაც კი მათ ჯერ კი­დევ ვერ შეძ­ლეს იმა­ზე მე­ტის გა­კე­თე­ბა, რაც გა­ა­კე­თეს. ყვე­ლა უპი­რა­ტე­სო­ბით, რაც მათ ჰქონ­დათ, სა­კუ­თა­რი უუ­ნა­რო­ბა გა­მო­ავ­ლი­ნეს. ისი­ნი უუ­ნა­რო­ე­ბი არი­ან, თუმ­ცა არა სუ­ლე­ლე­ბი. მე არ ვიცი მათ რა შე­საძ­ლებ­ლო­ბე­ბი ექ­ნე­ბათ, რომ სა­ქარ­თვე­ლოს და­ე­მუქ­რონ.

სა­ინ­ტე­რე­სოა ის, რომ სა­ქარ­თვე­ლოს ძა­ლის არ­გა­მო­ყე­ნე­ბის ვალ­დე­ბუ­ლე­ბა აქვს აღე­ბუ­ლი. რუ­სე­თი არა­ნა­ირ ასეთ შე­თან­ხმე­ბას ცხა­დია არ და­ი­ცავს.

მე არ ვამ­ბობ, რომ ახლა არის დრო, სა­ქარ­თვე­ლომ იჩ­ქა­როს და შე­ე­ცა­დოს და­იბ­რუ­ნოს აფხა­ზე­თი და სამ­ხრეთ ოსე­თი, მა­შინ როცა რუ­სე­თი სხვა­გან არის და­კა­ვე­ბუ­ლი. მაგ­რამ ეს ნამ­დვი­ლად შე­იძ­ლე­ბა იყოს შე­საძ­ლებ­ლო­ბა იმის­თვის, რომ რუ­სე­თის სახე წარ­მოჩ­ნდეს და ყვე­ლამ და­ი­ნა­ხოს, რომ ის იმა­ზე მე­ტად კო­რუმ­პი­რე­ბუ­ლია, ვიდ­რე წარ­მოგ­ვედ­გი­ნა.

უნდა დავ­ფიქ­რდეთ იმა­ზე, თუ რო­გორ შე­იძ­ლე­ბა გა­მო­ი­ყე­ნონ თა­ვი­სუფ­ლე­ბის მოყ­ვა­რულ­მა ხალ­ხებ­მა ეს შე­საძ­ლებ­ლო­ბა იმის­თვის, რომ რუ­სე­თის­გან სა­ბო­ლოო დე­კო­ლო­ნი­ზა­ცია და­აჩ­ქა­რონ, რო­გორც მე ამას ვუ­წო­დებ. ჩემი აზ­რით, რუ­სე­თის ფე­დე­რა­ცია მომ­დევ­ნო რამ­დე­ნი­მე წე­ლი­წად­ში დაშ­ლას და­ი­წყებს. სა­ქარ­თვე­ლო მზად არის ამ შე­საძ­ლებ­ლო­ბის­თვის?

მე მჯე­რა, უკ­რა­ი­ნის გა­მარ­ჯვე­ბის. თუმ­ცა აქ უზარ­მა­ზა­რი ფაქ­ტო­რი ჩვე­ნი ერ­თი­ა­ნო­ბაა, სან­ქცი­ე­ბის შე­ნარ­ჩუ­ნე­ბა­ში და უკ­რა­ი­ნის­თვის იმის მი­წო­დე­ბა­ში, რა­საც დავ­პირ­დით, მათ შო­რის, ია­რა­ღის და დაზ­ვერ­ვის თვალ­საზ­რი­სით. ჩვენ ასე­ვე უნდა ვი­ფიქ­როთ იმა­ზე, რომ უკ­რა­ი­ნა გა­ი­მარ­ჯვებს. თუ ეს ასეც გაგ­რძელ­და, მე მჯე­რა, რომ წლის ბო­ლოს შე­იძ­ლე­ბა ვნა­ხოთ, რომ რუ­სე­თი 23 თე­ბერ­ვლის პო­ზი­ცი­ებ­ზე დაბ­რუნ­დეს“, - გა­ნა­ცხა­და ჰო­ჯეს­მა.

მკითხველის კომენტარები / 104 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
სიმართლე
0

ჯერ გადახტი და ჰოპა მერე დაიძახე!

Tbilisi
1

რა შესაძლებლობა?

 

ჩვენი გაყინული კონფლიქტები ნებისმიერ შემთხვევაში მშვიდობიანად უნდა მოვაგვაროთ. სისხლით, სიკვდილით და ომით მშვიდობა ვერ დამყარდება, ყოველ შემთხვევაში გრძელვადიანი! 

 

რუსეთის დაშლას რაც შეეხება, ალბათ საბჭოთა კავშირი რომ დაიშალა ანალოგიურად დაიშლებაო ფიქრობენ. საბჭოთა კავშირი იმიტომ დაიშალა, რომ ხალხს და რესპუბლიკებს აღარ სურდათ იმ აბსურდში ცხოვრება. რუსეთი კი არ ვიცი ასე ფიქრობს? არ მაქვს ინფორმაცია რუსებზე. მგონი მოსწონთ ეს თავისი პუტინი და მიჩვეული არიან მორჩილებაში ცხოვრებას. ვინც უკმაყოფილოა წავიდა რუსეთიდან. 

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რა მიზეზით იბარებენ ხელმეორედ საგამოძიებო კომისიაზე ოპოზიციონერ პოლიტიკოსებს და როგორია მხარეთა პოზიციები
ავტორი:

"რუსეთი რამდენიმე წელიწადში დაშლას დაიწყებს - საქართველო მზად არის ამ შესაძლებლობისთვის?" - ბენ ჰოჯესი

"რუსეთი რამდენიმე წელიწადში დაშლას დაიწყებს - საქართველო მზად არის ამ შესაძლებლობისთვის?" - ბენ ჰოჯესი

რუსეთის ფედერაცია მომდევნო რამდენიმე წელიწადში დაშლას დაიწყებს - საქართველო მზად არის ამ შესაძლებლობისთვის? - ამის შესახებ ამერიკის არმიის ყოფილმა მთავარსარდალმა ევროპაში, თადარიგის გენერალ-ლეიტენანტმა ბენ ჰოჯესმა "ამერიკის ხმასთან“ ინტერვიუში განაცხადა.

ჰოჯესმა აღნიშნა, რომ მას სჯერა უკრაინის გამარჯვების, თუმცა აქ უზარმაზარი ფაქტორი ერთიანობაა.

"ჩვენ უნდა ვიყოთ ამ ომში. მე არ ვამბობ იმას, რომ იქ ამერიკის ჯარი უნდა გავგზავნოთ, თუმცა სიამოვნებით ვიხილავდი ჩვენს ლოჯისტიკის სპეციალისტებს, რომლებიც უკრაინას მიწოდებული სამხედრო აღჭურვილობის განაწილებაში დაეხმარებოდნენ. ვიცი, ეს არ მოხდება, მაგრამ მოდით, ყველაფერი გავაკეთოთ იმისთვის, რომ უკრაინამ გაიმარჯვოს. უნდა მივაწოდოთ მათ შეუზღუდავი რაოდენობის ამუნიცია, მივცეთ მეტი ჰაიმარსები და ანტისაზღვაო შეიარაღება, უფრო შორი რადიუსის რაკეტები და საიერიშო შესაძლებლობები, რათა მათ შეძლონ იმ აეროდრომების დაბომბვა, საიდანაც რუსული თვითმფრინავები დაფრინავს. ასევე, კარგი იქნება შავი ზღვის ფლოტის მეთაურს უკიდურესად არაკომფორტული სიტუაცია შევუქმნათ სევასტოპოლში დაკავებულ უკანონო ბაზაზე. ეს არის ის, რის გაკეთებაც შეგვიძლია. ჩვენ ასევე უნდა გავზარდოთ ზეწოლა რუსეთზე სხვა ადგილებში, რასაც ჩვენ ჰორიზონტალურ ესკალაციას ვუწოდებთ. ამაში ვგულისხმობ იმას, რომ მათ გაურთულდეს საქმის სხვაგან კეთება, იქნება ეს ეკონომიკური თუ სამხედრო მეთოდებით. მათ შორის ის, რომ ირანული დრონები, იქ ვერასდროს ჩავიდეს. მაგალითად, ბაზა ტარტუსში ჩემთვის ზეწოლის წერტილების სიაში პირველია. იქ შეიძლება გემებზე კარანტინი ან სხვა სახის მოქმედებები იმისთვის, რომ რუსებმა ეს ბაზა ვერ გამოიყენონ.

ამასთან, თუ მათ აფხაზეთიდან ან სამხრეთ ოსეთიდან ჯარი უკრაინაში საომრად გაიყვანეს, არაჩვეულებრივი დროა ამერიკა-საქართველოს ერთობლივი წვრთნებისთვის, იმის დემონსტრირების მიზნით, რომ რუსებს შევახსენოთ, რამდენად დაუცველები არიან. ამავდროულად, მოგეხსენებათ, უკრაინაში გასაგზავნად ჯარები მათ ფინეთთან საზღვრიდანაც გაიყვანეს. ასევე კარგი დროა ჩავატაროთ კიდევ ერთი დიდი ერთობლივი წვრთნა ჩრდილოეთში რუსეთ-ფინეთის საზღვართან. ეს არის ისეთი რამ, რასაც ჩვენ უნდა ვაკეთებდეთ იმისთვის, რომ მათზე ზეწოლა მოვახდინოთ და არ მივცეთ უკრაინაზე კონცენტრირების საშუალება.

გულწრფელად რომ ვთქვათ, რის გაკეთება შეუძლია რუსეთს? მათ თითქმის ყველაფერი, რაც აქვთ, უკრაინაში აქვთ ჩადებული. ოთხი თვის შემდეგაც კი მათ ჯერ კიდევ ვერ შეძლეს იმაზე მეტის გაკეთება, რაც გააკეთეს. ყველა უპირატესობით, რაც მათ ჰქონდათ, საკუთარი უუნარობა გამოავლინეს. ისინი უუნაროები არიან, თუმცა არა სულელები. მე არ ვიცი მათ რა შესაძლებლობები ექნებათ, რომ საქართველოს დაემუქრონ.

საინტერესოა ის, რომ საქართველოს ძალის არგამოყენების ვალდებულება აქვს აღებული. რუსეთი არანაირ ასეთ შეთანხმებას ცხადია არ დაიცავს.

მე არ ვამბობ, რომ ახლა არის დრო, საქართველომ იჩქაროს და შეეცადოს დაიბრუნოს აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი, მაშინ როცა რუსეთი სხვაგან არის დაკავებული. მაგრამ ეს ნამდვილად შეიძლება იყოს შესაძლებლობა იმისთვის, რომ რუსეთის სახე წარმოჩნდეს და ყველამ დაინახოს, რომ ის იმაზე მეტად კორუმპირებულია, ვიდრე წარმოგვედგინა.

უნდა დავფიქრდეთ იმაზე, თუ როგორ შეიძლება გამოიყენონ თავისუფლების მოყვარულმა ხალხებმა ეს შესაძლებლობა იმისთვის, რომ რუსეთისგან საბოლოო დეკოლონიზაცია დააჩქარონ, როგორც მე ამას ვუწოდებ. ჩემი აზრით, რუსეთის ფედერაცია მომდევნო რამდენიმე წელიწადში დაშლას დაიწყებს. საქართველო მზად არის ამ შესაძლებლობისთვის?

მე მჯერა, უკრაინის გამარჯვების. თუმცა აქ უზარმაზარი ფაქტორი ჩვენი ერთიანობაა, სანქციების შენარჩუნებაში და უკრაინისთვის იმის მიწოდებაში, რასაც დავპირდით, მათ შორის, იარაღის და დაზვერვის თვალსაზრისით. ჩვენ ასევე უნდა ვიფიქროთ იმაზე, რომ უკრაინა გაიმარჯვებს. თუ ეს ასეც გაგრძელდა, მე მჯერა, რომ წლის ბოლოს შეიძლება ვნახოთ, რომ რუსეთი 23 თებერვლის პოზიციებზე დაბრუნდეს“, - განაცხადა ჰოჯესმა.