პოლიტიკა
სამართალი
მსოფლიო

18

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის ოცდამეოთხე დღე დაიწყება 00:07-ზე. მთვარე კუროში გადავა 11:57-ზე – ხელსაყრელია საძირკვლის ჩაყრა, ბიზნესის დაწყება და სახლის მშენებლობის ან რემონტის დაწყება. გაუმკლავდეთ ფულთან დაკავშირებულ საკითხებს. განიხილეთ მიმდინარე საქმეები. კარგია არქივთან მუშაობა. დაასრულეთ მნიშვნელოვანი პროექტები. დაიწყეთ მნიშვნელოვანი საქმეები. გააძლიერეთ თქვენი ფინანსური მდგომარეობა. დაიწყეთ რემონტი. იყიდეთ უძრავი ქონება. დღე იდეალურია ოჯახის შესაქმნელად. განსაკუთრებით თუ წყვილი ბევრ შვილზე ოცნებობს.
Faceამბები
მოზაიკა
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
საზოგადოება
სამხედრო
კონფლიქტები
სპორტი
წიგნები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ყველაფერი სამშობიარო ტრავმით დაიწყო და შემდეგ, აქ ჩატარებული ოპერაციებისას, მძიმე ქირურგიული შეცდომები დაუშვეს" - ბრძოლა ჯაბას სიცოცხლისთვის გრძელდება
"ყველაფერი სამშობიარო ტრავმით დაიწყო და შემდეგ, აქ ჩატარებული ოპერაციებისას, მძიმე ქირურგიული შეცდომები დაუშვეს" - ბრძოლა ჯაბას სიცოცხლისთვის გრძელდება

ჯაბა მურ­ცხვა­ლა­ძეს პი­რა­დად არას­დროს შევ­ხვედ­რი­ვარ, მაგ­რამ მას და მის ოჯახს მეც, ქარ­თვე­ლი სა­ზო­გა­დო­ე­ბის ნა­წი­ლიც და ჩვე­ნი ვებგ­ვერ­დის მკი­თხვე­ლე­ბიც უკვე ვიც­ნობთ, ბევ­რმა იცის მისი დი­აგ­ნო­ზი - ჰიდ­რო­ცე­ფა­ლია (პა­თო­ლო­გი­უ­რი მდგო­მა­რე­ო­ბა, რომ­ლის დრო­საც თა­ვის ქა­ლა­ში მო­მა­ტე­ბუ­ლია თავ-ზურგ-ტვი­ნის სი­თხის რა­ო­დე­ნო­ბა.) და, აქე­დან გა­მომ­დი­ნა­რე, ჯან­მრთე­ლო­ბის ხში­რად დამ­ძი­მე­ბა; 29 წლის ჯა­ბას, რო­მე­ლიც არა მარ­ტო თა­ვად არის შშმ პირი, არა­მედ - მისი ოჯა­ხის ორი წევ­რიც შშმ პირი გახ­ლავთ, ბევ­რჯერ შე­წე­ვი­ან გუ­ლის­ხმი­ე­რი ადა­მი­ა­ნე­ბი და სწო­რედ მათი დიდი ძა­ლის­ხმე­ვი­თა და თა­ნად­გო­მით მო­ვი­და დღემ­დე. სამ­წუ­ხა­როდ, ახალ­გაზ­რდა კაცს მუდ­მი­ვად სჭირ­დე­ბა სა­ზღვარ­გა­რეთ გა­მოკ­ვლე­ვა და შინ მკურ­ნა­ლო­ბა, ამი­ტომ მისი მამა - გო­გი­ტა მურ­ცხვა­ლა­ძეც იძუ­ლე­ბუ­ლია, კვლავ სა­ზო­გა­დო­ე­ბას მი­მარ­თოს და­სახ­მა­რებ­ლად.

- ბა­ტო­ნო გო­გი­ტა, სი­ახ­ლე ხომ არა­ფე­რია ჯა­ბას­თან, რო­გორ გრძნობს თავს - უკეთ არის თუ პი­რი­ქით - და­უმ­ძიმ­და მდგო­მა­რე­ო­ბა?

- ნამ­დვი­ლად დამ­ძიმ­და მდგო­მა­რე­ო­ბა იმი­ტომ, რომ ეპი­ლეფ­სია ხომ ახა­სი­ა­თებ­და, ნა­ხე­ვა­რი წლის წინ გულყრა და­ე­წყო, გა­თიშ­ვე­ბი. ადრე კრუნ­ჩხვა­ში რომ ჩა­ვარ­დე­ბო­და ხოლ­მე, რო­გორც ახა­სი­ა­თებს ამ მდგო­მა­რე­ო­ბას, ისე ემარ­თე­ბო­და... რაც გა­თიშ­ვა და­ე­წყო, ვთქვათ, რომ ვა­ბა­ნა­ვებ ან ვაჭ­მევ, უეც­რად პულ­სი უვარ­დე­ბა და თით­ქმის 1 წუ­თის გან­მავ­ლო­ბა­ში მთლი­ა­ნად ითი­შე­ბა. ად­რეც გვყავ­და თურ­ქეთ­ში და ახ­ლაც, იქა­უ­რი დი­აგ­ნო­ზით ვი­ცით მი­ზე­ზი, რომ ეპი­ლეფ­სი­ურ მოვ­ლე­ნებს და გულყრას ბავ­შვის თა­ვის ტვი­ნის მრავ­ლო­ბი­თი კის­ტა იწ­ვევს. რო­გორც გვი­თხრეს, ჯა­ბას ოპე­რა­ცია დიდი კი­თხვის ნიშ­ნის ქვეშ დგას, რად­გან შე­საძ­ლე­ბე­ლია, ყვე­ლა­ფე­რი ფა­ტა­ლუ­რად დამ­თავ­რდეს. ამი­ტომ ძა­ლი­ან გვინ­და, იმ შე­დეგს მა­ინც მი­ვაღ­წი­ოთ, რომ კის­ტა მე­დი­კა­მენ­ტე­ბით გა­ი­წო­ვოს. ხში­რად მსმე­ნია, რომ სხვა­დას­ხვა ორ­გა­ნო­ში არ­სე­ბუ­ლი კის­ტა მე­დი­კა­მენ­ტო­ზუ­რი მკურ­ნა­ლო­ბით გა­წო­ვი­ლა. ძა­ლი­ან მინ­და, რომ ამ­გვარ შე­დეგს ჩვენც მი­ვაღ­წი­ოთ. ჯა­ბას მო­ნა­ცე­მე­ბი უცხო­ე­თის ბევრ კლი­ნი­კა­ში გვაქვს დაგ­ზავ­ნი­ლი და ვე­ლო­დე­ბით, ეგებ რო­მე­ლი­მე კლი­ნი­კი­დან გა­მოგ­ვეხ­მა­უ­რონ და მე­დი­კა­მენ­ტე­ბით გა­ვუგ­რძე­ლოთ მკურ­ნა­ლო­ბა. ოპე­რა­ცი­ას ვერ გავ­ბე­დავთ და ბავ­შვის სი­ცო­ცხლეს საფრ­თხე­ში ვერ ჩა­ვაგ­დებთ. 29 წლის არის ჯაბა და აქამ­დე ხალ­ხის თა­ნად­გო­მი­თა და დახ­მა­რე­ბით მო­ვიყ­ვა­ნეთ. სწო­რედ ხალ­ხის დახ­მა­რე­ბით გან­ვაგ­რძობთ ძვი­რა­დღი­რე­ბულ მკურ­ნა­ლო­ბას, პე­რი­ო­დუ­ლად - გა­მოკ­ვლე­ვებს და იმედს ვე­ჭი­დე­ბით, რომ თუკი უცხო­ე­თის რო­მე­ლი­მე კლი­ნი­კი­დან გა­მოგ­ვეხ­მი­ა­ნე­ბი­ან, ისევ ხალ­ხის დახ­მა­რე­ბით, ახა­ლი მკურ­ნა­ლო­ბით შე­დეგ­საც მი­ვაღ­წევთ.

- ახლა შინ გა­ნაგ­რძობთ ჯა­ბას მკურ­ნა­ლო­ბას?

- შინ ვმკურ­ნა­ლობთ და როცა სა­ჭი­როა, ვცდი­ლობთ, გა­მოკ­ვლე­ვის­თვის თურ­ქეთ­ში გა­და­ვიყ­ვა­ნოთ. ძა­ლი­ან ცუ­დად კი გა­მომ­დის ნათ­ქვა­მი, მაგ­რამ... აქ ჩა­ტა­რე­ბუ­ლი გა­მოკ­ვლე­ვე­ბი, გნე­ბავთ თურ­ქეთ­ში, გნე­ბავთ - გერ­მა­ნი­ა­ში, საფ­რან­გეთ­ში თუ ის­რა­ელ­ში, არა­და­მა­ჯე­რე­ბე­ლი გახ­და. არ ვიცი, შე­საძ­ლოა, აქ არ იყო სა­თა­ნა­დო აპა­რა­ტუ­რა. მაგ­რამ ისიც ფაქ­ტია და სა­ყო­ველ­თა­ო­დაა ცნო­ბი­ლი ჩემი ბავ­შვის ამ­ბა­ვი, რომ ყვე­ლა­ფე­რი აქა­უ­რი სამ­შო­ბი­ა­რო ტრავ­მით და­ი­წყო და შემ­დეგ, აქ ჩა­ტა­რე­ბუ­ლი ოპე­რა­ცი­ე­ბი­სას, მძი­მე ქი­რურ­გი­უ­ლი შეც­დო­მე­ბი და­უშ­ვეს. ამი­ტომ სულ მაქვს ეჭვი, ვა­ი­თუ, აქა­უ­რი გა­მოკ­ვლე­ვის პა­სუ­ხე­ბი სწო­რი არ იყოს, სწო­რედ ის მა­ფერ­ხებს, რომ კი­დევ რამე შეც­დო­მა არ და­უშ­ვან.

- მოდი, ბა­ტო­ნო გო­გი­ტა, თქვე­ნი გეგ­მაც გაგ­ვა­ცა­ნით, რომ ადა­მი­ა­ნებ­მაც, ვი­საც თქვე­ნი დახ­მა­რე­ბა სურთ, თა­ნად­გო­მა აღ­მო­გი­ჩი­ნონ...

- ახ­ლა­ხან, თურ­ქე­თი რომ მო­ვი­ა­რეთ, სე­რი­ო­ზუ­ლი ხარ­ჯი გვქონ­და, ვე­ლო­დე­ბით კლი­ნი­კე­ბის შეხ­მი­ა­ნე­ბა­საც, რომ ჯაბა კვლავ გა­მო­საკ­ვლე­ვად წა­ვიყ­ვა­ნოთ. ამ ახა­ლი გა­მოკ­ვლე­ვის თან­ხას­თან ერ­თად, კვლე­ვებს შო­რი­საც, ხომ, ყო­ველ­თვის გვაქვს ძვი­რად ღი­რე­ბუ­ლი მე­დი­კა­მენ­ტო­ზუ­რი მკურ­ნა­ლო­ბა, ამი­ტომ... ფაქ­ტობ­რი­ვად, მუდ­მი­ვად გვჭირ­დე­ბა დახ­მა­რე­ბა. ვერ წარ­მო­იდ­გენთ, რა მად­ლი­ე­რი ვართ ადა­მი­ა­ნე­ბის. არ მინ­და, ვინ­მემ ცუ­დად გა­მი­გოს, მაგ­რამ, გულ­წრფე­ლად ვამ­ბობ - მარ­თლაც ან­თე­ბუ­ლი სან­თლით ვლო­ცავ იმ ადა­მი­ა­ნებს, ვინც წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში გვერ­დში გვიდ­გას. ვინ­მეს შე­იძ­ლე­ბა ეგო­ნოს, რომ აქ სტა­ტი­ე­ბი რომ ქვეყ­ნდე­ბა, ათი ათა­სო­ბით შე­მოგ­ვდის თან­ხა, არა­და, ეს არის 1200-1700 ლა­რის ფარ­გლებ­ში. ეს ადა­მი­ა­ნე­ბი სუ­ლით და გუ­ლით გვეხ­მა­რე­ბი­ან, ეხ­მა­რე­ბი­ან ჩვენს შვილს, ვი­საც რო­გორ შე­უძ­ლია, თუნ­დაც - 1, 5, 20 ლა­რით. მათი წყა­ლო­ბით არის, რომ დღეს ბავ­შვი ცო­ცხა­ლი მყავს. მად­ლო­ბის მეტი რა მეთ­ქმის. ეს ფული გვყოფ­ნის, მკურ­ნა­ლო­ბის გა­საგ­რძე­ლებ­ლად, გა­მოკ­ვლე­ვებს შო­რის რომ გა­და­ვა­ნა­წი­ლოთ თან­ხა.

ახლა კი ადა­მი­ა­ნებს ვთხოვ, შეძ­ლე­ბის­დაგ­ვა­რად დაგ­ვეხ­მა­რონ, რომ ბავ­შვი კვლავ წა­ვიყ­ვა­ნოთ უცხო­ეთ­ში გა­მო­საკ­ვლე­ვად. მო­უთ­მენ­ლად ვე­ლო­დე­ბით და­დე­ბით პა­სუხს კლი­ნი­კე­ბი­დან, რომ ჯაბა გა­მო­იკ­ვლი­ონ და მო­ა­ხერ­ხონ, დაგ­ვი­ნიშ­ნონ შე­სა­ბა­მი­სი მკურ­ნა­ლო­ბა შინ მე­დი­კა­მენ­ტე­ბით, რათა გა­ი­წო­ვოს კის­ტა და ბავ­შვს გულყრა შე­უ­წყდეს. რო­გორც კი შეგ­ვეხ­მი­ა­ნე­ბი­ან, მა­შინ­ვე უნდა გა­ვემ­გზავ­როთ, ამი­ტომ მზად უნდა ვი­ყოთ ამის­თვის, რად­გან დრო არ ით­მენს. ჩვე­ნი პენ­სია - ჩემი, ჯა­ბა­სი და ჩემი მე­უღ­ლის ამას ვერ გაწ­ვდე­ბა, მე თან შშმ პი­რიც ვარ. აბა, რა ვქნათ?

- ჯა­ბას თა­მა­მად შეგ­ვიძ­ლია ვუ­წო­დოთ ხალ­ხის შვი­ლო­ბი­ლი - მარ­თლაც ხალ­ხის იმე­დად რომ არის...

- მარ­თლა ასეა და მად­ლო­ბის მეტი რა მეთ­ქმის! ერ­თიც მინ­და და­ვა­მა­ტო თქვე­ნი მეშ­ვე­ო­ბით: ბევ­რმა არ იცის, რომ ჩემი მე­ო­რე ოჯა­ხი არის "პატ­რი­არ­ქის კურ­თხე­ვით პი­ლიგ­რი­მი“ - სხვა­დას­ხვა ეკ­ლე­სი­ის მომ­ლოც­ვე­ლე­ბი. თით­ქმის 65-მდე ეკ­ლე­სია-მო­ნას­ტე­რი მო­ვი­ლო­ცეთ და ყვე­ლა ეკ­ლე­სი­ა­ში სან­თლებს ვან­თებთ, ღმერ­თმა ამ­რავ­ლოს სა­ქარ­თვე­ლო­ში ქველ­მოქ­მე­დი და კე­თი­ლი ხალ­ხი - მარ­ტო ჩემი შვი­ლის გამო არ ვამ­ბობ, ძა­ლი­ან ბევრ ბავ­შვს სჭირ­დე­ბა დახ­მა­რე­ბა, ბევრ ადა­მი­ანს სჭირ­დე­ბა. კი­დევ ერთს ვი­ტყვი: მე ყო­ველ­თვის მე­ა­მა­ყე­ბა, რომ ჩემს შვილს ცხო­ნე­ბუ­ლი ლალი გუნ­თა­იშ­ვი­ლი (გა­ზეთ "კვი­რის პა­ლიტ­რის“ დამ­ფუძ­ნე­ბე­ლი და პირ­ვე­ლი მთა­ვა­რი რე­დაქ­ტო­რი - ი.ხ.) "კვი­რის პა­ლიტ­რის“ შვი­ლო­ბილს ეძახ­და და ამის მოწ­მეა წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში გა­ზე­თის მთა­ვა­რი რე­დაქ­ტო­რის მო­ად­გი­ლე, ქალ­ბა­ტო­ნი ნუცა დუმ­ბა­ძე. ძა­ლი­ან მა­ხა­რებს, რომ ჩემი შვი­ლის­თვის გა­ღე­ბულ სი­კე­თე, რა­საც ქალ­ბა­ტონ­მა ლა­ლიმ ჩა­უ­ყა­რა სა­ფუძ­ვე­ლი, დღე­საც გრძელ­დე­ბა. ყვე­ლას, მთელ "კვი­რის პა­ლიტ­რის“ მე­დი­ა­სახლს დიდი მად­ლო­ბა თა­ნად­გო­მის­თვის. ღმერ­თის წყა­ლო­ბით, იმე­დი მაქვს, რომ ყვე­ლა­ფე­რი კარ­გად იქ­ნე­ბა.

სა­ბან­კო ან­გა­რი­შე­ბი, სა­დაც შე­გიძ­ლი­ათ და­ეხ­მა­როთ ჯა­ბას:

საქ­ველ­მოქ­მე­დო ფონ­დი "ხომ­ლი" ჯაბა მურ­ცხვა­ლა­ძის და­სახ­მა­რებ­ლად. ან­გა­რი­შის ნო­მე­რი: სა­ქარ­თვე­ლოს ბან­კი: GE42BG0000000162421607

თი­ბი­სი ბან­კი: GE45TB7420136080100007

თი­ბი­სი ბან­კი. მიმ­ღე­ბი: გო­გი­ტა მურ­ცხვა­ლა­ძე. ან­გა­რი­ში: GE57TB7080645064300028

ლი­ბერ­თი ბან­კი. ბან­კის კოდი: LBRTGE22 მიმ­ღე­ბის ან­გა­რი­ში: GE04LB0711186007624000

ავ­ტო­რი: ირმა ხარ­ში­ლა­ძე

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ვრცელდება სპეცოპერაციის კადრები და ფარული ჩანაწერები, რომლებშიც "ქურდულ სამყაროსთან" კავშირში მყოფი ფიგურირებენ
ავტორი:

"ყველაფერი სამშობიარო ტრავმით დაიწყო და შემდეგ, აქ ჩატარებული ოპერაციებისას, მძიმე ქირურგიული შეცდომები დაუშვეს" - ბრძოლა ჯაბას სიცოცხლისთვის გრძელდება

"ყველაფერი სამშობიარო ტრავმით დაიწყო და შემდეგ, აქ ჩატარებული ოპერაციებისას, მძიმე ქირურგიული შეცდომები დაუშვეს" - ბრძოლა ჯაბას სიცოცხლისთვის გრძელდება

ჯაბა მურცხვალაძეს პირადად არასდროს შევხვედრივარ, მაგრამ მას და მის ოჯახს მეც, ქართველი საზოგადოების ნაწილიც და ჩვენი ვებგვერდის მკითხველებიც უკვე ვიცნობთ, ბევრმა იცის მისი დიაგნოზი - ჰიდროცეფალია (პათოლოგიური მდგომარეობა, რომლის დროსაც თავის ქალაში მომატებულია თავ-ზურგ-ტვინის სითხის რაოდენობა.) და, აქედან გამომდინარე, ჯანმრთელობის ხშირად დამძიმება; 29 წლის ჯაბას, რომელიც არა მარტო თავად არის შშმ პირი, არამედ - მისი ოჯახის ორი წევრიც შშმ პირი გახლავთ, ბევრჯერ შეწევიან გულისხმიერი ადამიანები და სწორედ მათი დიდი ძალისხმევითა და თანადგომით მოვიდა დღემდე. სამწუხაროდ, ახალგაზრდა კაცს მუდმივად სჭირდება საზღვარგარეთ გამოკვლევა და შინ მკურნალობა, ამიტომ მისი მამა - გოგიტა მურცხვალაძეც იძულებულია, კვლავ საზოგადოებას მიმართოს დასახმარებლად.

- ბატონო გოგიტა, სიახლე ხომ არაფერია ჯაბასთან, როგორ გრძნობს თავს - უკეთ არის თუ პირიქით - დაუმძიმდა მდგომარეობა?

- ნამდვილად დამძიმდა მდგომარეობა იმიტომ, რომ ეპილეფსია ხომ ახასიათებდა, ნახევარი წლის წინ გულყრა დაეწყო, გათიშვები. ადრე კრუნჩხვაში რომ ჩავარდებოდა ხოლმე, როგორც ახასიათებს ამ მდგომარეობას, ისე ემართებოდა... რაც გათიშვა დაეწყო, ვთქვათ, რომ ვაბანავებ ან ვაჭმევ, უეცრად პულსი უვარდება და თითქმის 1 წუთის განმავლობაში მთლიანად ითიშება. ადრეც გვყავდა თურქეთში და ახლაც, იქაური დიაგნოზით ვიცით მიზეზი, რომ ეპილეფსიურ მოვლენებს და გულყრას ბავშვის თავის ტვინის მრავლობითი კისტა იწვევს. როგორც გვითხრეს, ჯაბას ოპერაცია დიდი კითხვის ნიშნის ქვეშ დგას, რადგან შესაძლებელია, ყველაფერი ფატალურად დამთავრდეს. ამიტომ ძალიან გვინდა, იმ შედეგს მაინც მივაღწიოთ, რომ კისტა მედიკამენტებით გაიწოვოს. ხშირად მსმენია, რომ სხვადასხვა ორგანოში არსებული კისტა მედიკამენტოზური მკურნალობით გაწოვილა. ძალიან მინდა, რომ ამგვარ შედეგს ჩვენც მივაღწიოთ. ჯაბას მონაცემები უცხოეთის ბევრ კლინიკაში გვაქვს დაგზავნილი და ველოდებით, ეგებ რომელიმე კლინიკიდან გამოგვეხმაურონ და მედიკამენტებით გავუგრძელოთ მკურნალობა. ოპერაციას ვერ გავბედავთ და ბავშვის სიცოცხლეს საფრთხეში ვერ ჩავაგდებთ. 29 წლის არის ჯაბა და აქამდე ხალხის თანადგომითა და დახმარებით მოვიყვანეთ. სწორედ ხალხის დახმარებით განვაგრძობთ ძვირადღირებულ მკურნალობას, პერიოდულად - გამოკვლევებს და იმედს ვეჭიდებით, რომ თუკი უცხოეთის რომელიმე კლინიკიდან გამოგვეხმიანებიან, ისევ ხალხის დახმარებით, ახალი მკურნალობით შედეგსაც მივაღწევთ.

- ახლა შინ განაგრძობთ ჯაბას მკურნალობას?

- შინ ვმკურნალობთ და როცა საჭიროა, ვცდილობთ, გამოკვლევისთვის თურქეთში გადავიყვანოთ. ძალიან ცუდად კი გამომდის ნათქვამი, მაგრამ... აქ ჩატარებული გამოკვლევები, გნებავთ თურქეთში, გნებავთ - გერმანიაში, საფრანგეთში თუ ისრაელში, არადამაჯერებელი გახდა. არ ვიცი, შესაძლოა, აქ არ იყო სათანადო აპარატურა. მაგრამ ისიც ფაქტია და საყოველთაოდაა ცნობილი ჩემი ბავშვის ამბავი, რომ ყველაფერი აქაური სამშობიარო ტრავმით დაიწყო და შემდეგ, აქ ჩატარებული ოპერაციებისას, მძიმე ქირურგიული შეცდომები დაუშვეს. ამიტომ სულ მაქვს ეჭვი, ვაითუ, აქაური გამოკვლევის პასუხები სწორი არ იყოს, სწორედ ის მაფერხებს, რომ კიდევ რამე შეცდომა არ დაუშვან.

- მოდი, ბატონო გოგიტა, თქვენი გეგმაც გაგვაცანით, რომ ადამიანებმაც, ვისაც თქვენი დახმარება სურთ, თანადგომა აღმოგიჩინონ...

- ახლახან, თურქეთი რომ მოვიარეთ, სერიოზული ხარჯი გვქონდა, ველოდებით კლინიკების შეხმიანებასაც, რომ ჯაბა კვლავ გამოსაკვლევად წავიყვანოთ. ამ ახალი გამოკვლევის თანხასთან ერთად, კვლევებს შორისაც, ხომ, ყოველთვის გვაქვს ძვირად ღირებული მედიკამენტოზური მკურნალობა, ამიტომ... ფაქტობრივად, მუდმივად გვჭირდება დახმარება. ვერ წარმოიდგენთ, რა მადლიერი ვართ ადამიანების. არ მინდა, ვინმემ ცუდად გამიგოს, მაგრამ, გულწრფელად ვამბობ - მართლაც ანთებული სანთლით ვლოცავ იმ ადამიანებს, ვინც წლების განმავლობაში გვერდში გვიდგას. ვინმეს შეიძლება ეგონოს, რომ აქ სტატიები რომ ქვეყნდება, ათი ათასობით შემოგვდის თანხა, არადა, ეს არის 1200-1700 ლარის ფარგლებში. ეს ადამიანები სულით და გულით გვეხმარებიან, ეხმარებიან ჩვენს შვილს, ვისაც როგორ შეუძლია, თუნდაც - 1, 5, 20 ლარით. მათი წყალობით არის, რომ დღეს ბავშვი ცოცხალი მყავს. მადლობის მეტი რა მეთქმის. ეს ფული გვყოფნის, მკურნალობის გასაგრძელებლად, გამოკვლევებს შორის რომ გადავანაწილოთ თანხა.

ახლა კი ადამიანებს ვთხოვ, შეძლებისდაგვარად დაგვეხმარონ, რომ ბავშვი კვლავ წავიყვანოთ უცხოეთში გამოსაკვლევად. მოუთმენლად ველოდებით დადებით პასუხს კლინიკებიდან, რომ ჯაბა გამოიკვლიონ და მოახერხონ, დაგვინიშნონ შესაბამისი მკურნალობა შინ მედიკამენტებით, რათა გაიწოვოს კისტა და ბავშვს გულყრა შეუწყდეს. როგორც კი შეგვეხმიანებიან, მაშინვე უნდა გავემგზავროთ, ამიტომ მზად უნდა ვიყოთ ამისთვის, რადგან დრო არ ითმენს. ჩვენი პენსია - ჩემი, ჯაბასი და ჩემი მეუღლის ამას ვერ გაწვდება, მე თან შშმ პირიც ვარ. აბა, რა ვქნათ?

- ჯაბას თამამად შეგვიძლია ვუწოდოთ ხალხის შვილობილი - მართლაც ხალხის იმედად რომ არის...

- მართლა ასეა და მადლობის მეტი რა მეთქმის! ერთიც მინდა დავამატო თქვენი მეშვეობით: ბევრმა არ იცის, რომ ჩემი მეორე ოჯახი არის "პატრიარქის კურთხევით პილიგრიმი“ - სხვადასხვა ეკლესიის მომლოცველები. თითქმის 65-მდე ეკლესია-მონასტერი მოვილოცეთ და ყველა ეკლესიაში სანთლებს ვანთებთ, ღმერთმა ამრავლოს საქართველოში ქველმოქმედი და კეთილი ხალხი - მარტო ჩემი შვილის გამო არ ვამბობ, ძალიან ბევრ ბავშვს სჭირდება დახმარება, ბევრ ადამიანს სჭირდება. კიდევ ერთს ვიტყვი: მე ყოველთვის მეამაყება, რომ ჩემს შვილს ცხონებული ლალი გუნთაიშვილი (გაზეთ "კვირის პალიტრის“ დამფუძნებელი და პირველი მთავარი რედაქტორი - ი.ხ.) "კვირის პალიტრის“ შვილობილს ეძახდა და ამის მოწმეა წლების განმავლობაში გაზეთის მთავარი რედაქტორის მოადგილე, ქალბატონი ნუცა დუმბაძე. ძალიან მახარებს, რომ ჩემი შვილისთვის გაღებულ სიკეთე, რასაც ქალბატონმა ლალიმ ჩაუყარა საფუძველი, დღესაც გრძელდება. ყველას, მთელ "კვირის პალიტრის“ მედიასახლს დიდი მადლობა თანადგომისთვის. ღმერთის წყალობით, იმედი მაქვს, რომ ყველაფერი კარგად იქნება.

საბანკო ანგარიშები, სადაც შეგიძლიათ დაეხმაროთ ჯაბას:

საქველმოქმედო ფონდი "ხომლი" ჯაბა მურცხვალაძის დასახმარებლად. ანგარიშის ნომერი: საქართველოს ბანკი: GE42BG0000000162421607

თიბისი ბანკი: GE45TB7420136080100007

თიბისი ბანკი. მიმღები: გოგიტა მურცხვალაძე. ანგარიში: GE57TB7080645064300028

ლიბერთი ბანკი. ბანკის კოდი: LBRTGE22 მიმღების ანგარიში: GE04LB0711186007624000

ავტორი: ირმა ხარშილაძე