ათენის მახლობლად მდებარე მთიან რეგიონში გაჩენილი ხანძრის გამო, ადგილობრივმა ხელისუფლებამ ოთხი რეგიონიდან და საავადმყოფოდან მოქალაქეების ევაკუაციის გადაწყვეტილება მიიღო. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.
ადგილობრივი სახანძრო ბრიგადის ცნობით, ამ დროისთვის დაშავებულების შესახებ ინფორმაცია არ არის.
მედიის ცნობით, დაახლოებით 420 მეხანძრე ცდილობს ხანძრის ჩაქრობას. მანამდე კი 24 ვერტმფრენი მონაწილეობდა სამუშაოებში, თუმცა უსაფრთხოების მიზეზების გამო, მათ ოპერაციის შეჩერება მოუხდათ.
ამასთან, გარდა ოთხი რეგიონისა, ადგილობრივმა ხელისუფლებამ მოსახლეობას დანარჩენ ტერიტორიებზეც მოუწოდეს, რომ ევაკუაციისთვის მზად იყვნენ.
ასევე იხილეთ: