ავტორი:

დასავლეთ ევროპის ქვეყნებში ტყის ხანძრებს კვლავ ებრძვიან - ისევ აუცილებელი გახდა ათასობით ადამიანის ევაკუაცია

დასავლეთ ევროპის ქვეყნებში ტყის ხანძრებს კვლავ ებრძვიან - ისევ აუცილებელი გახდა ათასობით ადამიანის ევაკუაცია

დასავლეთ ევროპის ქვეყნებში ტყის ხანძრებს ებრძვიან, რის გამოც ათასობით ადამიანის ევაკუაცია გახდა აუცილებელი. უკვე რამდენიმე დღეა გაერთიანებულ სამეფოში ჰაერის ტემპერატურა 40 გრადუს ცელსიუსს აღემატება, რაც ქვეყნისთვის რეკორდული მაჩვენებელია.

საფრანგეთში გასული დღე-ღამის განმავლობაში 64 სხვადასხვა არეალში ქვეყნის ისტორიაზე ყველაზე მაღალი ტემპერატურა დაფიქსირდა. ჟირონდას დეპარტამენტში ხანძარი 19 3000 ჰექტარ ტერიტორიას გაუჩნდა, საჭირო გახდა 34 000 ადამიანის ევაკუაცია.

ტემპერატურამ რეკორდულად მოიმატა პორტუგალიაშიც, სადაც ძლიერ სიცხეს სულ მცირე, 1 000 ადამიანი ემსხვერპლა.

BBC-ის ინფორმაციით, მაღალი ტემპერატურის გამო ხანძრებს ებრძვიან ესპანეთში, საბერძნეთსა და იტალიაშიც.

ასევე იხილეთ: