საინფორმაციო სააგენტო Page Six-ის მიერ მოპოვებული ექსკლუზიური ფოტოების მიხედვით, ილონ მასკი საბერძნეთში, მიკონოსში ისვენებს და მდიდრულ იახტაზე კოქტეილებს შეექცევა. მულტიმილიარდერი იახტაზე მეგობრებთან ერთად იმყოფებოდა.
იახტის ფასი, რომელზეც მილიარდერი და მისი მეგობრები ისვენებდნენ, კვირაში 20 000 დოლარია. ის სულ 6 სტუმარს იტევს, 3 კაბინა აქვს და პროფესიონალი ეკიპაჟი მართავს. 51 წლის მასკი გემზე უბრალო თეთრი მაისურით, შავი საცურაო კოსტიუმით, შავი ბეისბოლის კეპითა და შავი სათვალეებით ავიდა. "ტესლას" დირექტორმა, გარკვეული დროის შემდეგ, საცურაო კოსტიუმის ამარა ჩაყვინთა ოკეანეში. მოგვიანებით კი შენიშნეს, როგორ მიირთმევდა ის კოქტეილს მანამ, ვიდრე მეგობრების ჯგუფი კუნძულის დასათვალიერებლად გაემგზავრებოდა.
ამ თვის დასაწყისში, ბიზნესმაგნატმა მედიას შეატყობინა, რომ Neuralink-ის აღმასრულებელ დირექტორს შივონ ზილისსა და მას, 2021 წლის ნოემბერში, ტყუპი შეეძინათ და დასძინა, რომ გამრავლებას აღარ აპირებდა. როდესაც მასკს ბავშვების შეძენა მიულოცეს, მილიარდერმა უპასუხა: "მადლობა, ბრავო დიდ ოჯახებს!", ხოლო როცა მას ჰკითხეს, რამდენი შვილის ყოლა სურს, განაცხადა: "იმდენის, რამდენისთვისაც შევძლებ, რომ კარგი მამა ვიყო". "ტესლას" დირექტორს ამჟამად 10 შვილი ჰყავს.
წყარო: pagesix
მოამზადა: ანა სიბოშვილმა
ეს მასონი რა დღეშია. ჩაყრის ეხლა მთელ ოკეანეში მიკონოსის გარშემო ჩიპებს და ქართველი ჩინოვნიკები მანდ შიშით ვეღარ დაისვენებენ.
თანამედროების უდიდესი გენიოსი!