საზოგადოება
მსოფლიო
პოლიტიკა
სამხედრო
მეცნიერება
მოზაიკა
სამართალი
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
კონფლიქტები
Faceამბები
წიგნები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ქალი 15 წელია განქორწინებულია, თუმცა ბიჭს ეს ურთიერთობა არ მოსწონდა, სურდა, რომ დედამისი და მისი მეგობარი კაცი დაქორწინებულიყვნენ" - რა გახდა ფონიჭალაში მომხდარი მკვლელობის მიზეზი
"ქალი 15 წელია განქორწინებულია, თუმცა ბიჭს ეს ურთიერთობა არ მოსწონდა, სურდა, რომ დედამისი და მისი მეგობარი კაცი დაქორწინებულიყვნენ" - რა გახდა ფონიჭალაში მომხდარი მკვლელობის მიზეზი

"კვი­რის პა­ლიტ­რამ" თბი­ლის­ში, ფო­ნი­ჭა­ლა­ში მომ­ხდა­რი მკვლე­ლო­ბის ახა­ლი დე­ტა­ლე­ბი გა­არ­კვია. რო­გორც ირ­კვე­ვა, და­ნა­შა­უ­ლი ეჭ­ვი­ა­ნო­ბის ნი­ა­დაგ­ზე მოხ­და. 22 წლის ნ.ვ.-მა სა­კუ­თა­რი დედა და მისი მე­გო­ბა­რი მა­მა­კა­ცი მ.მ. ყე­ლის არე­ში დაჭ­რა. რის შემ­დე­გაც მა­მა­კა­ცი ად­გილ­ზე­ვე გარ­და­იც­ვა­ლა. ქალი კი კლი­ნი­კა­ში გა­და­იყ­ვა­ნეს. ამ ეტაპ­ზე მის სი­ცო­ცხლეს საფრ­თხე არ ემუქ­რე­ბა. მკვლე­ლო­ბის დე­ტა­ლებ­ზე ად­გი­ლობ­რი­ვე­ბი "კვი­რის პა­ლიტ­რას" ესა­უბრნენ.

- ცუდი ამ­ბა­ვი მოხ­და, თუმ­ცა, სო­ფელ­ში თით­ქოს კი­დეც ვე­ლო­დით ამ ამ­ბავს. საქ­მე ის არის, რომ მ.მ. და ნ.ვ.-ს დედა დიდი ხა­ნია ერ­თად არი­ან, რაც ბიჭს არ მოს­წონ­და. მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ დე­და­მი­სი ქმარ­თან, ნ.ვ.-ს მა­მას­თან 15 წლის გან­ქორ­წი­ნე­ბუ­ლია. ნ.ვ.-ს მა­მამ ის თა­ვად მი­ა­ტო­ვა. თუმ­ცა, ნ.ვ. ზო­გა­დად ამ ურ­თი­ერ­თო­ბის წი­ნა­აღ­მდე­გი კი არ იყო, უნ­დო­და, რომ დე­და­მი­სი და მისი მე­გო­ბა­რი მა­მა­კა­ცი და­ქორ­წი­ნე­ბუ­ლიყ­ვნენ. მ.მ. გა­აფრ­თხი­ლა კი­დეც, - სო­ფელ­ში ხალ­ხი ყვე­ლა დე­და­ჩემ­ზე და შენ­ზე ლა­პა­რა­კობს და მრცხვე­ნია, უფ­ლე­ბას არ მოგ­ცემ ასე გაგ­რძელ­დეს, თა­ნაც, ქვრი­ვი ხარ, ცოლი არ გყავს და თუ დე­და­ჩემ­თან ურ­თი­ერ­თო­ბა გინ­და, და­ქორ­წინ­დით, თუ არა და რა­ღაც ცუდს ჩა­ვი­დენ, ორი­ვეს დაგ­ხო­ცავ­თო.

- ეს რას ნიშ­ნავს?! ნუთუ არა­ვინ შე­ე­წი­ნა­აღ­მდე­გა, არა­ვინ უთხრა, რომ ადა­მი­ა­ნის მკვლე­ლო­ბის უფ­ლე­ბა არ ჰქონ­და?!

- ვინ გი­თხრათ, რომ არ შე­ვე­წი­ნა­აღ­მდე­გეთ? ვინც მო­ვა­ხერ­ხეთ ამ ამ­ბავ­ზე ლა­პა­რა­კი, და­ვე­ლა­პა­რა­კეთ. ყვე­ლას არ გვის­მენ­და, ამ თე­მა­ზე ძა­ლი­ან ღი­ზი­ან­დე­ბო­და, მაგ­რამ ვი­საც მო­უს­მი­ნა, მა­ნაც ასე უთხრა, - დე­და­შე­ნი და მა­მა­შე­ნი გან­ქორ­წი­ნე­ბუ­ლე­ბი არი­ან, მა­მა­შენს სხვა ოჯა­ხი აქვს; დე­დამ შენ და შენი ძმა მარ­ტომ გაგ­ზარ­დათ, ახლა რაღა გინ­და, გა­უშ­ვი იყოს, რას გი­შა­ვებ­სო. მაგ­რამ ნ.ვ. ამ სი­ტყვებ­ზე უფრო გა­გიჟ­და, - არ და­ვუშ­ვებ დე­და­ჩე­მი შინ შუ­ა­ღა­მი­სას მო­დი­ო­დეს და მე და ჩემს ძმას გვარ­ცხვენ­დე­სო. სხვა აბა, რა გი­თხრათ, ძა­ლი­ან ბევ­რი კი­დეც ეთან­ხმე­ბო­და ნ.ვ.-ს. შე­იძ­ლე­ბა იმი­ტო­მაც, რომ აქამ­დე წე­სი­ე­რი ახალ­გაზ­რდის სა­ხე­ლი ჰქონ­და, შრო­მობ­და კი­დეც.

ძა­ლი­ან ცო­ტაა, ვინც ნ.ვ.-ს დე­და­საც ამარ­თლებს, ამ­ბო­ბენ, - 40 წლის არის, 15 წლის იყო რომ გა­თხოვ­და და მერე ქმარ­მა მი­ა­ტო­ვა, ახლა ხომ ჰქონ­და უფ­ლე­ბა, რომ საყ­ვა­რე­ლი ადა­მი­ა­ნი ჰყო­ლო­დაო. მაგ­რამ ესე­ნი ამის თქმას ხმა­მაღ­ლა ვერ გა­ბე­და­ვენ. უმე­ტე­სო­ბას მი­აჩ­ნია, რომ რო­დე­საც შვი­ლე­ბი გყავს, მათ ან­გა­რი­ში უნდა გა­უ­წიო.

- ად­ვი­ლად კი ამ­ბობთ, მაგ­რამ ასე არ არის. თა­ვა­დაც ხომ იცით, რომ 40 წლის ქალს, რო­მე­ლიც ალ­ბათ 15 წლის ასაკ­ში გა­რი­გე­ბით გა­ა­თხო­ვეს, დღეს მა­ინც აქვს უფ­ლე­ბა სა­კუ­თა­რი პი­რა­დი ცხოვ­რე­ბა ჰქონ­დეს.

- საქ­მე ასე იო­ლად არ არის, რო­გორც გგო­ნი­ათ. ჩვენ წე­სე­ბი და ადა­თე­ბი გვაქვს, რო­მე­ლიც ქალ­მაც უნდა და­იც­ვას და კაც­მაც. გა­ნაგ­რძეთ კი­თხვა

მკითხველის კომენტარები / 25 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
თამაზი
1

ახალგაზრდა ბიჭს ვერ გაამტყუვნებთ - ის მართალი და თავმოყვარე ახალგაზრდაა. და ეს შეიგნეს მათ. არ შეიგნეს და უარესს ელოდონ

ლია
1

ჰოდა არც ერთს ჰქონდა ოჯახი და არც მეორეს და არაფერი საჭირო იყო თავი მოეჭრა შვილებისათვის...მეცოდება ეს ბიჭი_ გაუფრთხილებია ამ მოიყვანე ცოლად ან თავი დაანებეო, ხო? 23 წლის ბიჭია, მესმის რომ ე.წ თანამედროვეები ეგუებიან დედამისების საყვარლებს, მაგრამ ყველა ვერ აიტანს დედის ბოზობას!!!

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
"დინამო არენაზე“ "ბარსელონას“ ლეგენდარული ფეხბურთელის, რონალდინიოს გულშემატკივარი შეიჭრა
ავტორი:

"ქალი 15 წელია განქორწინებულია, თუმცა ბიჭს ეს ურთიერთობა არ მოსწონდა, სურდა, რომ დედამისი და მისი მეგობარი კაცი დაქორწინებულიყვნენ" - რა გახდა ფონიჭალაში მომხდარი მკვლელობის მიზეზი

"ქალი 15 წელია განქორწინებულია, თუმცა ბიჭს ეს ურთიერთობა არ მოსწონდა, სურდა, რომ დედამისი და მისი მეგობარი კაცი დაქორწინებულიყვნენ" - რა გახდა ფონიჭალაში მომხდარი მკვლელობის მიზეზი

"კვირის პალიტრამ" თბილისში, ფონიჭალაში მომხდარი მკვლელობის ახალი დეტალები გაარკვია. როგორც ირკვევა, დანაშაული ეჭვიანობის ნიადაგზე მოხდა. 22 წლის ნ.ვ.-მა საკუთარი დედა და მისი მეგობარი მამაკაცი მ.მ. ყელის არეში დაჭრა. რის შემდეგაც მამაკაცი ადგილზევე გარდაიცვალა. ქალი კი კლინიკაში გადაიყვანეს. ამ ეტაპზე მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. მკვლელობის დეტალებზე ადგილობრივები "კვირის პალიტრას" ესაუბრნენ.

- ცუდი ამბავი მოხდა, თუმცა, სოფელში თითქოს კიდეც ველოდით ამ ამბავს. საქმე ის არის, რომ მ.მ. და ნ.ვ.-ს დედა დიდი ხანია ერთად არიან, რაც ბიჭს არ მოსწონდა. მიუხედავად იმისა, რომ დედამისი ქმართან, ნ.ვ.-ს მამასთან 15 წლის განქორწინებულია. ნ.ვ.-ს მამამ ის თავად მიატოვა. თუმცა, ნ.ვ. ზოგადად ამ ურთიერთობის წინააღმდეგი კი არ იყო, უნდოდა, რომ დედამისი და მისი მეგობარი მამაკაცი დაქორწინებულიყვნენ. მ.მ. გააფრთხილა კიდეც, - სოფელში ხალხი ყველა დედაჩემზე და შენზე ლაპარაკობს და მრცხვენია, უფლებას არ მოგცემ ასე გაგრძელდეს, თანაც, ქვრივი ხარ, ცოლი არ გყავს და თუ დედაჩემთან ურთიერთობა გინდა, დაქორწინდით, თუ არა და რაღაც ცუდს ჩავიდენ, ორივეს დაგხოცავთო.

- ეს რას ნიშნავს?! ნუთუ არავინ შეეწინააღმდეგა, არავინ უთხრა, რომ ადამიანის მკვლელობის უფლება არ ჰქონდა?!

- ვინ გითხრათ, რომ არ შევეწინააღმდეგეთ? ვინც მოვახერხეთ ამ ამბავზე ლაპარაკი, დაველაპარაკეთ. ყველას არ გვისმენდა, ამ თემაზე ძალიან ღიზიანდებოდა, მაგრამ ვისაც მოუსმინა, მანაც ასე უთხრა, - დედაშენი და მამაშენი განქორწინებულები არიან, მამაშენს სხვა ოჯახი აქვს; დედამ შენ და შენი ძმა მარტომ გაგზარდათ, ახლა რაღა გინდა, გაუშვი იყოს, რას გიშავებსო. მაგრამ ნ.ვ. ამ სიტყვებზე უფრო გაგიჟდა, - არ დავუშვებ დედაჩემი შინ შუაღამისას მოდიოდეს და მე და ჩემს ძმას გვარცხვენდესო. სხვა აბა, რა გითხრათ, ძალიან ბევრი კიდეც ეთანხმებოდა ნ.ვ.-ს. შეიძლება იმიტომაც, რომ აქამდე წესიერი ახალგაზრდის სახელი ჰქონდა, შრომობდა კიდეც.

ძალიან ცოტაა, ვინც ნ.ვ.-ს დედასაც ამართლებს, ამბობენ, - 40 წლის არის, 15 წლის იყო რომ გათხოვდა და მერე ქმარმა მიატოვა, ახლა ხომ ჰქონდა უფლება, რომ საყვარელი ადამიანი ჰყოლოდაო. მაგრამ ესენი ამის თქმას ხმამაღლა ვერ გაბედავენ. უმეტესობას მიაჩნია, რომ როდესაც შვილები გყავს, მათ ანგარიში უნდა გაუწიო.

- ადვილად კი ამბობთ, მაგრამ ასე არ არის. თავადაც ხომ იცით, რომ 40 წლის ქალს, რომელიც ალბათ 15 წლის ასაკში გარიგებით გაათხოვეს, დღეს მაინც აქვს უფლება საკუთარი პირადი ცხოვრება ჰქონდეს.

- საქმე ასე იოლად არ არის, როგორც გგონიათ. ჩვენ წესები და ადათები გვაქვს, რომელიც ქალმაც უნდა დაიცვას და კაცმაც. განაგრძეთ კითხვა