მსოფლიო
პოლიტიკა
კულტურა/შოუბიზნესი

24

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის ოცდამერვე დღე დაიწყება 02:47-ზე, მთვარე ტყუპშია – შეგიძლიათ დაიწყოთ ნებისმიერი საქმე. განსაკუთრებით მიწისა და უძრავი ქონების შესაძენად. აკეთეთ ბიზნესი და იმუშავეთ. დაიწყეთ ახალი საქმეები. მოაგვარეთ ფინანსური საკითხები. გააფორმეთ მნიშვნელოვანი დოკუმენტები, ხელშეკრულებები და კონტრაქტები. შეინარჩუნეთ სიმშვიდე და კეთილგანწყობა ყველა საკითხში. საიდუმლოდ შეინახეთ თქვენი წარმატებები და მიღწევები. უხვად მიირთვით მწვანილი, ხილი და ბოსტნეული. უმჯობესია რაციონიდან გამორიცხოთ მარცვლეული და ცხოველური საკვები.
სპორტი
სამართალი
Faceამბები
სამხედრო
მოზაიკა
საზოგადოება
მეცნიერება
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"სერიოზული განცხადებაა და სერიოზულად უნდა მოვეკიდოთ - იმედი მაქვს, ამ საკითხში საგარეო უწყება ჩაერთვება" - პაპუაშვილი მოსამართლე ლაშა ჩხიკვაძის განცხადებაზე
"სერიოზული განცხადებაა და სერიოზულად უნდა მოვეკიდოთ - იმედი მაქვს, ამ საკითხში საგარეო უწყება ჩაერთვება" - პაპუაშვილი მოსამართლე ლაშა ჩხიკვაძის განცხადებაზე

სა­ქარ­თვე­ლოს პარ­ლა­მენ­ტის თავ­მჯდო­მა­რის შალ­ვა პა­პუ­აშ­ვი­ლის გან­ცხა­დე­ბით, მო­სა­მარ­თლე ლაშა ჩხიკ­ვა­ძის გან­ცხა­დე­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბით მეტი სი­ცხა­დეა სა­ჭი­რო.

პა­პუ­აშ­ვი­ლი იმე­დოვ­ნებს, რომ ეს სა­კი­თხი დიპ­ლო­მა­ტი­უ­რი გზით გა­და­წყდე­ბა.

„თა­ვის­თა­ვად, ეს ძა­ლი­ან სე­რი­ო­ზუ­ლი გან­ცხა­დე­ბაა და რა თქმა უნდა, სე­რი­ო­ზუ­ლად უნდა მო­ვე­კი­დოთ. იმე­დი მაქვს, სა­გა­რეო საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტრო ამ სა­კი­თხში ჩა­ერ­თვე­ბა და დიპ­ლო­მა­ტი­უ­რი ხა­ზე­ბით მოხ­დე­ბა ამ სა­კი­თხის გარ­კვე­ვა. ის, რაც ჩვენ მო­სა­მარ­თლის­გან მო­ვის­მი­ნეთ, თა­ვის­თა­ვად მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია, რომ ამ სა­კი­თხში სი­ცხა­დე შე­ვი­დეს. ჯერ­ჯე­რო­ბით, ვხე­დავთ, რომ სი­ცხა­დე შე­ტა­ნი­ლი არ არის. ამი­ტომ, ვნა­ხოთ, ალ­ბათ, გან­მარ­ტე­ბე­ბი იქ­ნე­ბა“,-გა­ნა­ცხა­და პა­პუ­აშ­ვილ­მა.

რაც შე­ე­ხე­ბა კი­თხვას, ის­მის თუ არა რო­გორც სა­ხე­ლი­სუფ­ლე­ბო შტო­დან, ასე­ვე სა­სა­მარ­თლო­დან ან­ტი­ევ­რო­პუ­ლი და ან­ტი­ა­მე­რი­კუ­ლი გან­ცხა­დე­ბე­ბი, პა­პუ­აშ­ვილ­მა გა­ნა­ცხა­და, რომ მო­სა­მარ­თლის გან­ცხა­დე­ბა­ში „არა­ფე­რი ან­ტი­და­სავ­ლუ­რი არ არის“.

„რას ეძა­ხით ან­ტი­და­სავ­ლურ გან­ცხა­დე­ბებს არ ვიცი. თუ მო­სა­მარ­თლის გან­ცხა­დე­ბებს გუ­ლის­ხმობთ, არ ვიცი, ამ გან­ცხა­დე­ბა­ში ან­ტი­და­სავ­ლუ­რი რა არის“, - გა­ნა­ცხა­და პა­პუ­აშ­ვილ­მა.

ცნო­ბის­თვის, მო­სა­მარ­თლე ლაშა ჩხიკ­ვა­ძემ გან­ცხა­დე­ბა გა­ავ­რცე­ლა, რო­მელ­შიც აღ­ნიშ­ნუ­ლია, რომ ნიკა გვა­რა­მი­ას საქ­მე­ზე გა­ნა­ჩე­ნის გა­მო­ცხა­დე­ბის შემ­დეგ შეხ­ვედ­რა ჰქონ­და აშშ-ის სა­ელ­ჩოს წარ­მო­მად­გე­ნელ­თან, რო­მელ­მაც უთხრა, რომ ელჩს აინ­ტე­რე­სებ­და, რა­ტომ მი­ი­ღო გა­მამ­ტყუ­ნე­ბე­ლი გა­ნა­ჩე­ნი და გა­მო­ი­ყე­ნა სას­ჯე­ლად თა­ვი­სუფ­ლე­ბის აღ­კვე­თა. რო­გორც მო­სა­მარ­თლე აცხა­დებს, მას აშშ-ს სა­ელ­ჩოს თა­ნამ­შრო­მელ­მა უთხრა, რომ აშშ-ში გა­სამ­გზავ­რე­ბელ მო­სა­მარ­თლე­თა სი­ი­დან ამო­ი­ღეს.

მკითხველის კომენტარები / 7 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
-----
2

როგორ უნდა სტარში მენახირე გახდეს.

hahaha
10

ვინ ჩემი ფეხებია ვიღაც ბოგანო ჩხიკვაძე, ტოჟე მნე პრინც ჩარლზ

ავტორი:

"სერიოზული განცხადებაა და სერიოზულად უნდა მოვეკიდოთ - იმედი მაქვს, ამ საკითხში საგარეო უწყება ჩაერთვება" - პაპუაშვილი მოსამართლე ლაშა ჩხიკვაძის განცხადებაზე

"სერიოზული განცხადებაა და სერიოზულად უნდა მოვეკიდოთ - იმედი მაქვს, ამ საკითხში საგარეო უწყება ჩაერთვება" - პაპუაშვილი მოსამართლე ლაშა ჩხიკვაძის განცხადებაზე

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის შალვა პაპუაშვილის განცხადებით, მოსამართლე ლაშა ჩხიკვაძის განცხადებასთან დაკავშირებით მეტი სიცხადეა საჭირო.

პაპუაშვილი იმედოვნებს, რომ ეს საკითხი დიპლომატიური გზით გადაწყდება.

„თავისთავად, ეს ძალიან სერიოზული განცხადებაა და რა თქმა უნდა, სერიოზულად უნდა მოვეკიდოთ. იმედი მაქვს, საგარეო საქმეთა სამინისტრო ამ საკითხში ჩაერთვება და დიპლომატიური ხაზებით მოხდება ამ საკითხის გარკვევა. ის, რაც ჩვენ მოსამართლისგან მოვისმინეთ, თავისთავად მნიშვნელოვანია, რომ ამ საკითხში სიცხადე შევიდეს. ჯერჯერობით, ვხედავთ, რომ სიცხადე შეტანილი არ არის. ამიტომ, ვნახოთ, ალბათ, განმარტებები იქნება“,-განაცხადა პაპუაშვილმა.

რაც შეეხება კითხვას, ისმის თუ არა როგორც სახელისუფლებო შტოდან, ასევე სასამართლოდან ანტიევროპული და ანტიამერიკული განცხადებები, პაპუაშვილმა განაცხადა, რომ მოსამართლის განცხადებაში „არაფერი ანტიდასავლური არ არის“.

„რას ეძახით ანტიდასავლურ განცხადებებს არ ვიცი. თუ მოსამართლის განცხადებებს გულისხმობთ, არ ვიცი, ამ განცხადებაში ანტიდასავლური რა არის“, - განაცხადა პაპუაშვილმა.

ცნობისთვის, მოსამართლე ლაშა ჩხიკვაძემ განცხადება გაავრცელა, რომელშიც აღნიშნულია, რომ ნიკა გვარამიას საქმეზე განაჩენის გამოცხადების შემდეგ შეხვედრა ჰქონდა აშშ-ის საელჩოს წარმომადგენელთან, რომელმაც უთხრა, რომ ელჩს აინტერესებდა, რატომ მიიღო გამამტყუნებელი განაჩენი და გამოიყენა სასჯელად თავისუფლების აღკვეთა. როგორც მოსამართლე აცხადებს, მას აშშ-ს საელჩოს თანამშრომელმა უთხრა, რომ აშშ-ში გასამგზავრებელ მოსამართლეთა სიიდან ამოიღეს.