პოლიტიკა
სამართალი
მსოფლიო

4

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის მეათე დღე დაიწყება 16:04-ზე, მთვარე მორიელში გადავა 13:33-ზე – გააუმჯობესეთ ოჯახური ურთიერთობები, აღადგინეთ ოჯახური ტრადიციები. კარგია სახლის აშენება ან გარემონტება. რეკომენდებულია საოჯახო ბიზნესის დაწყება. ოჯახთან დაკავშირებული ფინანსური საკითხების მოგვარება. მოლაპარაკებების წარმოება, კონტაქტების დამყარება. გააძლიერეთ კავშირები. ჩაერთეთ შემოქმედებით და ინტელექტუალურ საქმიანობაში. ფრთხილად იყავით ემოციებთან. ხელსაყრელი დღეა რთული პრობლემების გადასაჭრელად. კარგია ჭურჭლისა და სარეცხის გარეცხვა. მორწყეთ მცენარეები.
მოზაიკა
სპორტი
სამხედრო
კონფლიქტები
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"როგორი სასამართლო არ ყოფილა ქვეყანაში, მაგრამ არ გამიგია მოსამართლის მხრიდან ჩვენს მთავარ სტრატეგიულ პარტნიორზე თავდასხმა" - გვარამია
"როგორი სასამართლო არ ყოფილა ქვეყანაში, მაგრამ არ გამიგია მოსამართლის მხრიდან ჩვენს მთავარ სტრატეგიულ პარტნიორზე თავდასხმა" - გვარამია

მო­ვის­მი­ნე ბა­ტო­ნი ლაშა ჩხიკ­ვა­ძის გან­ცხა­დე­ბე­ბი, არ ვიცი მო­სა­მარ­თლის ეთე­რებ­ში სი­ა­რუ­ლი და ზემ­დგო­მი სა­სა­მარ­თლოს­თვის მი­მარ­თვა რას ემ­სა­ხუ­რე­ბა. რო­გო­რი სა­სა­მარ­თლო არ ყო­ფი­ლა ქვე­ყა­ნა­ში, მაგ­რამ არ გა­მი­გია თავ­დას­ხმე­ბი მო­სა­მარ­თლის მხრი­დან ჩვენს მთა­ვარ სტრა­ტე­გი­ულ პარტნი­ორ­ზე, - ასე აფა­სებს "მთა­ვა­რი არ­ხის“ დამ­ფუძ­ნე­ბე­ლი ნიკა გვა­რა­მია მისი საქ­მის ყო­ფი­ლი მო­სა­მარ­თლის, ლაშა ჩხიკ­ვა­ძის მიერ აშშ-ს ელ­ჩის, კელი დეგ­ნა­ნის მი­სა­მარ­თით გა­კე­თე­ბულ გან­ცხა­დე­ბებს.

რო­გორც ნიკა გვა­რა­მი­ამ სა­ა­პე­ლა­ციო სა­სა­მარ­თლო­ში მიმ­დი­ნა­რე პრო­ცეს­ზე აღ­ნიშ­ნა, ლაშა ჩხიკ­ვა­ძემ გა­ნა­ცხა­და, რომ გა­ნა­ჩე­ნის გა­მო­ტა­ნის შემ­დეგ მისი ოჯა­ხის "ბუ­ლინ­გი" არ წყდე­ბა, თუმ­ცა "კე­თილ­სინ­დი­სი­ე­რი იქ­ნე­ბო­და თუ ბა­ტო­ნი ჩხიკ­ვა­ძე თა­ვი­სი ქმე­დე­ბე­ბის დროს ასე­ვე იფიქ­რებ­და სხვე­ბის ოჯახ­ზე“.

"მან გა­ნა­ცხა­და, რომ გა­ნა­ჩე­ნის გა­მო­ტა­ნის შემ­დეგ არ წყდე­ბა "ბუ­ლინ­გი" მისი მე­უღ­ლის და შვი­ლე­ბის მი­მართ, რო­გო­რი მი­ზე­ზიც არ უნდა არ­სე­ბობ­დეს, არ არ­სე­ბობს თე­ო­რი­უ­ლი მი­ზე­ზიც კი მისი ოჯა­ხის წევ­რე­ბის მი­მართ ნე­ბის­მი­ე­რი ამ­გვა­რი ქმე­დე­ბი­სა. გა­მოვ­რი­ცხავ ნე­ბის­მი­ე­რი ჩემი მე­გობ­რის, ან ოჯა­ხის წევ­რის ჩარ­თუ­ლო­ბას ამ ყვე­ლა­ფერ­ში, ეს კა­ტე­გო­რი­უ­ლად და­უშ­ვებ­ლად მი­მაჩ­ნია, მო­ვი­თხოვ ეს ყვე­ლა­ფე­რი და­უ­ყოვ­ნებ­ლივ შე­წყდეს. კე­თილ­სინ­დი­სი­ე­რი იქ­ნე­ბო­და თუ ბა­ტო­ნი ჩხიკ­ვა­ძე თა­ვი­სი ქმე­დე­ბე­ბის დროს ასე­ვე იფიქ­რებ­და სხვე­ბის ოჯახ­ზე, მაგ­რამ მე არ მინ­და მას ვგავ­დე და კე­თილ­სინ­დი­სი­ე­რად ვა­პი­რებ მოქ­ცე­ვას. მინ­და მი­ვე­სალ­მო ჩემი დიდი ოჯა­ხის "მთა­ვა­რი არ­ხის“ წევ­რებს, მინ­და გა­ვამ­ხნე­ვო და ვუ­თხრა, რომ რე­კორ­დუ­ლი სა­ოც­რე­ბა, რო­მე­ლიც ამ არ­ხმა ჩემი მო­ნა­წი­ლე­ო­ბით შეძ­ლო, ნამ­დვი­ლად მოხ­სნი­ლია. ის, რაც ამ 2 თვის გან­მავ­ლო­ბა­ში მოხ­და, არ­ხის შე­ნარ­ჩუ­ნე­ბა ამ ვი­თა­რე­ბა­ში გა­ცი­ლე­ბით დიდი მიღ­წე­ვაა, რაც თა­ვის დრო­ზე შევ­ძე­ლით“, - აღ­ნიშ­ნა ნიკა გვა­რა­მი­ამ.

ცნო­ბის­თვის, სა­ქა­ლა­ქო სა­სა­მარ­თლოს მო­სა­მარ­თლე ლაშა ჩხიკ­ვა­ძემ გან­ცხა­დე­ბა გა­ავ­რცე­ლა, რო­მელ­შიც აღ­ნიშ­ნუ­ლია, რომ ნიკა გვა­რა­მი­ას საქ­მე­ზე გა­ნა­ჩე­ნის გა­მო­ცხა­დე­ბის შემ­დეგ შეხ­ვედ­რა ჰქონ­და აშშ-ის სა­ელ­ჩოს წარ­მო­მად­გე­ნელ­თან, რო­მელ­მაც უთხრა, რომ ელჩს აინ­ტე­რე­სებ­და, რა­ტომ მი­ი­ღო გა­მამ­ტყუ­ნე­ბე­ლი გა­ნა­ჩე­ნი და გა­მო­ი­ყე­ნა სას­ჯე­ლად თა­ვი­სუფ­ლე­ბის აღ­კვე­თა.

რო­გორც მო­სა­მარ­თლე აცხა­დებს, მას აშშ-ს სა­ელ­ჩოს თა­ნამ­შრო­მელ­მა უთხრა, რომ აშშ-ში გა­სამ­გზავ­რე­ბელ მო­სა­მარ­თლე­თა სი­ი­დან ამო­ი­ღეს.

00:00 / 00:00
მკითხველის კომენტარები / 10 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ნანიკო
1

შენ არ ლანძღავდი პირველად?

tsiko
1

ალოოო აგერია რამსები?

და შენ არ იყავი დეგნანს და სალომეს ერთნაირი სიტყვებით რომ მიმართავდი ?

მაშინ როგორ იყო?

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
საქართველოში ყოველთვიურ ხელფასს დაახლოებით მილიონი ადამიანი იღებს, აქედან უმეტესობას ხელფასი თვეში 1200 დან 2400 ლარამდე აქვს
ავტორი:

"როგორი სასამართლო არ ყოფილა ქვეყანაში, მაგრამ არ გამიგია მოსამართლის მხრიდან ჩვენს მთავარ სტრატეგიულ პარტნიორზე თავდასხმა" - გვარამია

"როგორი სასამართლო არ ყოფილა ქვეყანაში, მაგრამ არ გამიგია მოსამართლის მხრიდან ჩვენს მთავარ სტრატეგიულ პარტნიორზე თავდასხმა" - გვარამია

მოვისმინე ბატონი ლაშა ჩხიკვაძის განცხადებები, არ ვიცი მოსამართლის ეთერებში სიარული და ზემდგომი სასამართლოსთვის მიმართვა რას ემსახურება. როგორი სასამართლო არ ყოფილა ქვეყანაში, მაგრამ არ გამიგია თავდასხმები მოსამართლის მხრიდან ჩვენს მთავარ სტრატეგიულ პარტნიორზე, - ასე აფასებს "მთავარი არხის“ დამფუძნებელი ნიკა გვარამია მისი საქმის ყოფილი მოსამართლის, ლაშა ჩხიკვაძის მიერ აშშ-ს ელჩის, კელი დეგნანის მისამართით გაკეთებულ განცხადებებს.

როგორც ნიკა გვარამიამ სააპელაციო სასამართლოში მიმდინარე პროცესზე აღნიშნა, ლაშა ჩხიკვაძემ განაცხადა, რომ განაჩენის გამოტანის შემდეგ მისი ოჯახის "ბულინგი" არ წყდება, თუმცა "კეთილსინდისიერი იქნებოდა თუ ბატონი ჩხიკვაძე თავისი ქმედებების დროს ასევე იფიქრებდა სხვების ოჯახზე“.

"მან განაცხადა, რომ განაჩენის გამოტანის შემდეგ არ წყდება "ბულინგი" მისი მეუღლის და შვილების მიმართ, როგორი მიზეზიც არ უნდა არსებობდეს, არ არსებობს თეორიული მიზეზიც კი მისი ოჯახის წევრების მიმართ ნებისმიერი ამგვარი ქმედებისა. გამოვრიცხავ ნებისმიერი ჩემი მეგობრის, ან ოჯახის წევრის ჩართულობას ამ ყველაფერში, ეს კატეგორიულად დაუშვებლად მიმაჩნია, მოვითხოვ ეს ყველაფერი დაუყოვნებლივ შეწყდეს. კეთილსინდისიერი იქნებოდა თუ ბატონი ჩხიკვაძე თავისი ქმედებების დროს ასევე იფიქრებდა სხვების ოჯახზე, მაგრამ მე არ მინდა მას ვგავდე და კეთილსინდისიერად ვაპირებ მოქცევას. მინდა მივესალმო ჩემი დიდი ოჯახის "მთავარი არხის“ წევრებს, მინდა გავამხნევო და ვუთხრა, რომ რეკორდული საოცრება, რომელიც ამ არხმა ჩემი მონაწილეობით შეძლო, ნამდვილად მოხსნილია. ის, რაც ამ 2 თვის განმავლობაში მოხდა, არხის შენარჩუნება ამ ვითარებაში გაცილებით დიდი მიღწევაა, რაც თავის დროზე შევძელით“, - აღნიშნა ნიკა გვარამიამ.

ცნობისთვის, საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ლაშა ჩხიკვაძემ განცხადება გაავრცელა, რომელშიც აღნიშნულია, რომ ნიკა გვარამიას საქმეზე განაჩენის გამოცხადების შემდეგ შეხვედრა ჰქონდა აშშ-ის საელჩოს წარმომადგენელთან, რომელმაც უთხრა, რომ ელჩს აინტერესებდა, რატომ მიიღო გამამტყუნებელი განაჩენი და გამოიყენა სასჯელად თავისუფლების აღკვეთა.

როგორც მოსამართლე აცხადებს, მას აშშ-ს საელჩოს თანამშრომელმა უთხრა, რომ აშშ-ში გასამგზავრებელ მოსამართლეთა სიიდან ამოიღეს.