ზაფხული შექმნილია იმისთვის, რომ დაისვენო და ცხოვრებით დატკბე. ამისათვის გამოიგონეს პლაჟის წვეულებები, ლაშქრობები, მხიარული შეკრებები ცეცხლის გარშემო, მუსიკალური და კულტურული ფესტივალები ღია ცის ქვეშ. ასეთი ფესტივალები შესანიშნავი საშუალებაა ქვეყნის ტრადიციული კულტურის გასაცნობად.
ადგილობრივებისთვის ეს არის ჩაცმის, მუსიკის, ცეკვის, გემრიელი საჭმლისა და სასმლის დაგემოვნების, გართობისა და ხელოვნების სხვადასხვა ნიმუშების გაცნობის დრო.
„ავერსის“ კუთხე
ამ ბლოგში ქართველების ერთ-ერთ საყვარელი ფესტივალის - „არტ გენის“ გახსნაზე მოგიყვებით, რომელიც 16 ივლისს ეთნოგრაფიულ მუზეუმში გაიმართა. მაგრამ ჯერ ორიოდე სიტყვით, თვითონ ამ ფესტივალის ისტორიასაც შევეხები.
ჯგუფი არტ გენი 2003 წელს კულტურის სფეროში არსებულმა რთულმა მდგომარეობამ გააერთიანა. ტრადიციულ კულტურას არ ექცეოდა სათანადო ყურადღება. მისი პოპულარიზაციის მიზნით გადაწყდა ერთგვარი ხიდის გადება სოფელსა და ქალაქში მოღვაწე შემოქმედებს შორის. ასე დაფუძნდა ფესტივალი და ლოკაციად თბილისის ეთნოგრაფიული მუზეუმი შეირჩა. ეს ძალიან სიმბოლურიცაა. აქ, ღია ცის ქვეშ საქართველოს ყველა რეგიონისთვის დამახასიათებელი სახლებია გაერთიანებული.
„არტ გენი“ ყოველ წელს ტრადიციულად, ზაფხულში ტარდება. ფესტივალი ქართულ ანსამბლებს და მუსიკოსებს მასპინძლობს. წელს ფესტივალი ქართველების საყვარელი სუხიშვილების ანსამბლით გაიხსნა.
ეთნოგრაფიული მუზეუმის ტერიტორიაზე საღამოს 8 საათისთვის მივედი. შესვლისთანავე ჩემი ყურადღება ლამაზად გაბმულმა წითელმა გირლანდებმა მიიქცია, რომლის ქვეშაც, მწვანე ბალახზე „ნიკორას“ მოსასვენებელი სივრცე იყო მოწყობილი, ფერადი პუფებით და ლამაზი, ფერადი ბალიშებით. აქ შეგეძლო დამჯდარიყავი, დაგესვენა, გადაგეღო სამახსოვრო და სახალისო ფოტოები, რისთვისაც „ნიკორამ“ სპეციალური დეკორაციები მოამზადა.
„ნიკორა“ წელსაც ფესტივალის გენერალური სპონსორია.
მუზეუმის ტერიტორიაზე ქართული ბრენდების პროდუქცია იყო გამოფენილი. აქ ნახავდით თექის ულამაზეს ნამუშევრებს, ხელნაკეთ თოჯინებს, ტყავისგან დამზადებულ ჩანთებსა და აქსესუარებს, ქართულ ეროვნულ მოტივებზე შექმნილ ჭურჭელსა და სხვა საინტერესო პროდუქციას.
კონცერტი თერთმეტის ნახევარზე იწყებოდა. დრო საკმარისად გვქონდა. ხალხიც ნელ-ნელა მატულობდა. მათ შორის ბევრი უცხოელი იყო.
გრილზე შებრაწული სოსისების მადისაღმძვრელმა სუნმა მე და ჩემი მეგობარი „ნიკორას“ გრილისკენ წაგვიყვანა. არჩევანი ჩემს საყვარელ „ნიკორას“ სოსისზე - „როსტერზე“ გავაკეთე.
ვფიქრობ, რომ ყველაზე გემრიელი ჰოთ დოგი „როსტერის“ სოსისით კეთდება. მას სოკო და ჰოლანდიური ყველი აქვს და საოცრად გემრიელია, განსაკუთრებით - გრილზე შემწვარი. თან როგორი ფოტოგენურია?!
მალე დაღამდა კიდეც, „ნიკორას“ მოსასვენებელ სივრცეში ის გირლანდები აინთო, რომლებმაც თავიდანვე მიიქცია ყურადღება, სცენაც განათდა და ხალხის ნაკადმაც იმატა.
ამფითეატრი ხალხით გაივსო. ყველა მოუთმენლად ელოდა სუხიშვილების გამოჩენას. საოცარი გრძნობაა, როცა უყურებ განათებულ სცენას და მუსიკა სისხლს გიჩქროლებს. ძალიან მომწონს ხალხური მუსიკის და ცეკვის თანამედროვე მოდერნიზაცია. ვფიქრობ, რომ განახლება ყველაფერს სჭირდება და არ უნდა ვიყოთ ნეგატიურად განწყობილი სიახლეებისა და ექსპერიმენტების მიმართ.
სუხიშვილების კონცერტს ლაივში პირველად დავესწარი. საოცარია, როგორ ასრულებენ ურთულეს მოძრაობებს ასეთი წარმოუდგენელი სიმსუბუქით... ილიკომ თავის შესავალ სიტყვაში თქვა: დაუკვირდით თითოეულ მოძრაობას და დარწმუნდებით, რამდენად თავისუფლები ვართ ცეკვაშიო... მართლაც ასე იყო. კონცერტი დიდი ოვაციებით დასრულდა.
სახლში წასვლა აღარ მინდოდა, იმდენად მომეწონა ყველაფერი - გარემოც, გემრიელობებიც და, რა თქმა უნდა, ჩვენი საოცარი ფოლკლორი.
ფესტივალი 24 ივლისს სრულდება, მე კი სამსახურში ვზივარ და კონცერტის მომდევნო დღეს ველოდები.
და თქვენ რას ელოდებით?
თეა ინასარიძე
R