მსოფლიო
პოლიტიკა
სამართალი

20

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის ოცდამეექვსე დღე, მთვარე ტყუპშია – შეიძლება იყოს ზედმეტი აურზაური და ენერგიის ფლანგვა ლაპარაკზე. მეტად დაისვენეთ. იყავით შერჩევითი კონტაქტებში. მოუსმინეთ მეგობრების რჩევებს. კოლეგებთან იყავით ნეიტრალური. მოერიდეთ პროვოკაციებსა და ცდუნებებს. გზებზე განსაკუთრებით ფრთხილად იყავით. კარგი დღეა კონტაქტებისა და გაცნობისთვის. ინფორმაციის, იდეების გაცვლა. ხელსაყრელია შეხვედრები და მოლაპარაკებები. აქტიური ორგანოებია: მხრები, მკლავები, თითები, ფილტვები, ენდოკრინული სისტემა. გაწმინდეთ ფანჯრები. გაანიავეთ სახლი. მოერიდეთ მძიმე საკვების მიღებას.
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
მეცნიერება
სამხედრო
კონფლიქტები
სპორტი
წიგნები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ჩხრეკა 8 სახლსა და 4 მანქანაში - რა წერია დაკავებული სოსო გოგაშვილის 2019 წლის ქონებრივ დეკლარაციაში და რეალურად რა ქონებას შეიძლება ფლობდეს სუს-ის უფროსის ექსმოადგილე?
ჩხრეკა 8 სახლსა და 4 მანქანაში - რა წერია დაკავებული სოსო გოგაშვილის 2019 წლის ქონებრივ დეკლარაციაში და რეალურად რა ქონებას შეიძლება ფლობდეს სუს-ის უფროსის ექსმოადგილე?

სუს-ის უფ­რო­სის ყო­ფილ მო­ად­გი­ლეს, სოსო გო­გაშ­ვილს აღ­კვე­თი ღო­ნის­ძი­ე­ბის სა­ხით პა­ტიმ­რო­ბა 18 ივ­ლისს შე­ე­ფარ­და. აღ­ნიშ­ნუ­ლი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა მო­სა­მარ­თლე არ­სენ კა­ლა­ტო­ზიშ­ვილ­მა ბრალ­დე­ბის მხა­რის შუ­ამ­დგომ­ლო­ბის სა­ფუძ­ველ­ზე მი­ი­ღო. ის სუს-ის თა­ნამ­შრომ­ლებ­მა 16 ივ­ლისს და­ა­კა­ვეს და ბრალ­დე­ბა სამი მუხ­ლით - სა­ქარ­თვე­ლოს სის­ხლის სა­მარ­თლის კო­დექ­სის 333-ე მუხ­ლის პირ­ვე­ლი ნა­წი­ლით (მო­ხე­ლის მიერ სამ­სა­ხუ­რებ­რი­ვი უფ­ლე­ბა­მო­სი­ლე­ბის გა­და­მე­ტე­ბა, რა­მაც სა­ხელ­მწი­ფოს კა­ნო­ნი­ე­რი ინ­ტე­რე­სის არ­სე­ბი­თი დარ­ღვე­ვა გა­მო­იწ­ვია.), 157-ე მუხ­ლის მე-4 ნა­წი­ლით (პერ­სო­ნა­ლუ­რი მო­ნა­ცე­მე­ბის უკა­ნო­ნოდ მო­პო­ვე­ბა, შე­ნახ­ვა, გავ­რცე­ლე­ბა, რა­მაც მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი ზი­ა­ნი გა­მო­იწ­ვია, სამ­სა­ხუ­რებ­რი­ვი მდგო­მა­რე­ო­ბის გა­მო­ყე­ნე­ბით) და 236 მუხ­ლის მე-3 ნა­წი­ლით (ცე­ცხლსას­რო­ლი ია­რა­ღი­სა და საბ­რძო­ლო მა­სა­ლის მარ­თლსა­წი­ნა­აღ­მდე­გო შე­ძე­ნა და შე­ნახ­ვა) წა­რუდ­გი­ნეს, რაც სას­ჯე­ლად ოთხი­დან შვიდ წლამ­დე პა­ტიმ­რო­ბას ით­ვა­ლის­წი­ნებს.

ამის გარ­და სა­ზო­გა­დო­ე­ბის ყუ­რა­დღე­ბის ცენ­ტრში მო­ექ­ცა გო­გაშ­ვი­ლის ქო­ნე­ბაც, რომ­ლის თა­ო­ბა­ზეც სუს-ის გან­ცხა­დე­ბა­ში გა­მახ­ვილ­და ყუ­რა­დღე­ბა.

"სა­ხელ­მწი­ფო უსაფრ­თხო­ე­ბის სამ­სა­ხუ­რის გე­ნე­რა­ლუ­რი ინ­სპექ­ცი­ი­სა და სამ­სა­ხუ­რის სხვა უფ­ლე­ბა­მო­სი­ლი და­ნა­ყო­ფე­ბის თა­ნამ­შრომ­ლე­ბის მიერ სამ სხვა­დას­ხვა მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტეტ­ში ერ­თდრო­უ­ლად ჩა­ტარ­და იო­სებ გო­გაშ­ვი­ლის პი­რა­დი და მისი ოჯა­ხის წევ­რე­ბის სა­კუთ­რე­ბა­ში არ­სე­ბუ­ლი 8 სა­ცხოვ­რე­ბე­ლი სახ­ლი­სა და 4 ავ­ტო­მან­ქა­ნის ჩხრე­კა“.

"ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის" დე­პუ­ტატ ირაკ­ლი ქა­და­გიშ­ვი­ლის გან­ცხა­დე­ბით, სუს-ის ყო­ფი­ლი მა­ღალ­ჩი­ნოს­ნის, სოსო გო­გაშ­ვი­ლის ქო­ნე­ბით, შე­საძ­ლოა, გა­მო­ძი­ე­ბა და­ინ­ტე­რეს­დეს. ამის შე­სა­ხებ მან "პა­ლიტ­რა­ნი­უ­სის“ გა­და­ცე­მა­ში "360 გრა­დუ­სი“ გა­ნა­ცხა­და.

წამ­ყვა­ნის კი­თხვა­ზე: რო­გორ შეძ­ლო ერ­თმა უქო­ნელ­მა ადა­მი­ან­მა "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბით“ ხე­ლი­სუფ­ლე­ბა­ში მო­სულ­მა საკ­მა­ოდ სა­პა­სუ­ხის­მგებ­ლო თა­ნამ­დე­ბო­ბა­ზე ამ­ხე­ლა ქო­ნე­ბის დაგ­რო­ვე­ბა? ქა­და­გიშ­ვილ­მა უპა­სუ­ხა:

"ეს ქო­ნე­ბა არა­კა­ნო­ნი­ე­რია თუ კა­ნო­ნი­ე­რი, გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა შე­სა­ბა­მის გა­მო­ძი­ე­ბას მი­ვან­დოთ. ნურც თქვენ და­უს­ვამთ ვერ­დიქტს მის ქო­ნე­ბას და არც მე გა­მო­ვუ­ტან ამას ვერ­დიქტს“.

ფაქ­ტია, გო­გაშ­ვი­ლის ქო­ნე­ბი­თა შე­მოს­ვა­ლე­ბით ქარ­თუ­ლი მე­დია ჯერ კი­დევ მისი ხე­ლი­სუფ­ლე­ბა­ში ყოფ­ნის დროს ინ­ტე­რეს­დე­ბო­და.

  • ქო­ნებ­რი­ვი დეკ­ლა­რა­ცია გო­გაშ­ვილს ბო­ლოს 2019 წელს აქვს შევ­სე­ბუ­ლი. მო­დით, ვნა­ხოთ რა წე­რია დეკ­ლა­რა­ცი­ა­ში:

გო­გაშ­ვი­ლის დაკ­ლა­რა­ცი­ა­ში ოჯა­ხის წევ­რე­ბი­დან მოხ­სე­ნი­ე­ბუ­ლი ჰყავს უმ­ცრო­სი შვი­ლი პეტ­რე, რო­მე­ლიც ახლა ათი წლის არის და მე­უღ­ლე თეა მარ­ტყოფ­ლიშ­ვი­ლი. მას, პეტ­რეს გარ­და, ორი სრულ­წლო­ვა­ნი შვი­ლი ჰყავს - ნინი და ნი­კო­ლო­ზი, რომ­ლე­ბიც მა­მის და­კა­ვე­ბის შემ­დეგ მე­დი­ას­თან ოჯა­ხის სა­ხე­ლით გან­ცხა­დე­ბებს ხში­რად აკე­თე­ბენ.

დაკ­ლა­რა­ცი­ა­ში გო­გაშ­ვი­ლის მე­უღ­ლის თეა მარ­ტყოფ­ლიშ­ვი­ლის სა­ხელ­ზეა ლის­ზე მდე­ბა­რე 250 კვ.მ. მი­წის ნაკ­ვე­თი, რო­მე­ლიც ქალ­მა 2017 წელს 20 000 დო­ლა­რად შე­ი­ძი­ნა.

იო­სებ გო­გაშ­ვილ­მა 2016 წელს, ავთო ვა­რა­ზის ქუ­ჩა­ზე მდე­ბა­რე 261 კვ.მ. მი­წის ნაკ­ვე­თი სახ­ლთან ერ­თად შე­ი­ძი­ნა, თუმ­ცა ნაკ­ვე­თის­თვის გა­დახ­დი­ლი თან­ხის რა­ო­დე­ნო­ბა დეკ­ლა­რა­ცი­ა­ში მი­თი­თე­ბუ­ლი არ აქვს. 160,73 კვ.მ. ფარ­თო­ბის სახ­ლში კი, გო­გაშ­ვილ­მა 75 000 დო­ლა­რი გა­და­ი­ხა­და.

დეკ­ლა­რა­ცი­ა­ში ვკი­თხუ­ლობთ, რომ 2000 წელს იო­სებ გო­გაშ­ვილს მი­ღე­ბა-ჩა­ბა­რე­ბის აქ­ტის სა­ფუძ­ველ­ზე სა­კუთ­რე­ბა­ში გა­და­ე­ცა დე­დოფ­ლის­წყა­რო­ში, სო­ფელ ზემო მა­ჩხა­ან­ში, ში­რა­ქი ნა­გომ­რებ­ზე 12 502 კვ.მ. მი­წის ნაკ­ვე­თი, რო­მე­ლიც 2019 წელ­საც მის სა­კუთ­რე­ბა­ში იყო.

თეა მარ­ტყოფ­ლიშ­ვილ­მა 2016 წელს მსუ­ბუ­ქი ავ­ტო­მან­ქა­ნა "ტო­ი­ო­ტა პრა­დო" 37 400 დო­ლა­რად შე­ი­ძი­ნა. დეკ­ლა­რა­ცი­ის მი­ხედ­ვით, იო­სებ გო­გაშ­ვილს 2019 წელს სა­კუთ­რე­ბა­ში მან­ქა­ნა არ ჰქო­ნია.

დეკ­ლა­რა­ცი­ის შევ­სე­ბის დროს, გო­გაშ­ვილს სა­ქარ­თვე­ლოს ბან­კის სა­ხელ­ფა­სო ან­გა­რიშ­ზე ჰქონ­და 11 500 ლარი, საკ­რე­დი­ტო ან­გა­რიშ­ზე 2000 დო­ლა­რი.

თეა მარ­ტყოფ­ლიშ­ვილს სა­ხელ­ფა­სო ან­გა­რიშ­ზე კი 7 ათა­სი ლარი იყო.

ცოლ-ქმრის სა­ხელ­ზე "სა­ქარ­თვე­ლოს ბან­კში" ფიქ­სირ­დე­ბო­და ხუთი სა­მომ­ხმა­რებ­ლო სეს­ხი - 50 000 ლა­რის, 27 540 ლა­რის, 25 000 ლა­რის, 20 410 დო­ლა­რის, 76 500 დო­ლა­რის ოდე­ნო­ბით. სამი სეს­ხი ცოლ-ქმარ­მა 2017 წელს, ორი კი, 2016 წელს აიღო სახ­ლი­სა და მან­ქა­ნის შე­სა­ძე­ნად.

2018 წელს იო­სებ გო­გაშ­ვილ­მა შვი­ლის სწავ­ლის გა­და­სა­ხად­ში 5000 დო­ლა­რი და 1125 ლარი და­ხარ­ჯა. წყა­რო

  • რა აქვს გო­გაშ­ვილს რე­ა­ლუ­რად?

რე­ა­ლუ­რად რა ქო­ნე­ბას ფლობს გო­გაშ­ვი­ლი, და­ბე­ჯი­თე­ბით ამის თქმა რთუ­ლია, თუმ­ცა სუს-ის გან­ცხა­დე­ბი­დან რო­გორც გა­ვი­გეთ, ჩხრე­კა ჩა­ტარ­და გო­გაშ­ვილ­თან და­კავ­ში­რე­ბულ 8 სახ­ლსა და 4 ავ­ტო­მან­ქა­ნა­ში.

რო­გორ იზ­რდე­ბო­და სუს-ის უფ­რო­სის მო­ად­გი­ლის ოჯა­ხის ქო­ნე­ბა და შე­მო­სავ­ლე­ბი, ამის თა­ო­ბა­ზე გა­მო­ძი­ე­ბა ჯერ კი­დევ 2017 წელს ჩა­ა­ტა­რეს "რუს­თა­ვი 2“-ის გა­და­ცე­მა P.S- ის ჟურ­ნა­ლის­ტებ­მა, რომ­ლის თა­ნახ­მა­დაც, იო­სებ გო­გაშ­ვი­ლის ოჯახს 2013 წლის მდგო­მა­რე­ო­ბით რა­ი­მე ქო­ნე­ბა და შე­მო­სა­ვა­ლი არ გა­აჩ­ნდა, 2017 წლის დეკ­ლა­რა­ცი­ის მი­ხედ­ვით კი, ოჯა­ხის სა­კუთ­რე­ბა­ში ოფი­ცი­ა­ლუ­რად გა­მოჩ­ნდა 200 000 აშშ დო­ლარ­ზე მეტი ღი­რე­ბუ­ლე­ბის ნივ­თე­ბი, ხოლო სა­ჯა­რო სექ­ტო­რი­დან წლი­ურ­მა შე­მო­სა­ვალ­მა თით­ქმის 215 000 ლარი შე­ად­გი­ნა.

იო­სებ გო­გაშ­ვი­ლი ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს გე­ნე­რა­ლურ ინ­სპექ­ცი­ა­ში ერთ-ერთი სამ­მარ­თვე­ლოს უფ­რო­სის მო­ად­გი­ლედ 2012 წლის 1-ელი ოქ­ტომ­ბრის არ­ჩევ­ნე­ბის შემ­დეგ და­ი­ნიშ­ნა. ჯან­დაც­ვის ყო­ფი­ლი მი­ნის­ტრის ზუ­რაბ ჭი­ა­ბე­რაშ­ვი­ლის ინ­ფორ­მა­ცი­ით, მა­ნამ­დე გო­გაშ­ვი­ლის ოჯა­ხი სო­ცი­ა­ლუ­რად და­უც­ველ­თა ბა­ზა­ში იყო რე­გის­ტრი­რე­ბუ­ლი და სა­არ­სე­ბო შემ­წე­ო­ბას იღებ­და. "სა­არ­სე­ბო შემ­წე­ო­ბას იღებ­და 2011 წლის დე­კემ­ბრი­დან 2013 წლის მარ­ტამ­დე. ასე­ვე მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი არის, რომ ამა­ვე პე­რი­ოდ­ში მათ შე­ე­მა­ტათ ოჯა­ხის წევ­რი და თუ 2011 წლის დე­კემ­ბრი­დან 2012 წლის ივ­ლი­სამ­დე ოჯახ­ში იყო 4 წევ­რი და იღებ­დნენ 102 ლარს, ამის შემ­დეგ ვიდ­რე გა­უ­უქ­მდე­ბო­დათ სა­არ­სე­ბო შემ­წე­ო­ბა, იყო 5 წევ­რი და იღებ­დნენ 126 ლარს“, – ამ­ბობ­და 2017 წელს ჭი­ა­ბე­რაშ­ვი­ლი.

გე­ნე­რა­ლურ ინ­სპექ­ცი­ა­ში თა­ნამ­დე­ბო­ბა­ზე მუ­შა­ო­ბი­სას, 2012-2014 წლებ­ში, იო­სებ გო­გაშ­ვილ­მა შრო­მის ანა­ზღა­უ­რე­ბის სა­ხით სა­ერ­თო ჯამ­ში 81 276 ლარი აიღო.

2015 წელს, რო­დე­საც იგი ჯერ შს მი­ნის­ტრის პირ­ველ მო­ად­გი­ლედ, ხოლო შემ­დეგ სა­ხელ­მწი­ფო უსაფრ­თხო­ე­ბის სამ­სა­ხუ­რის უფ­რო­სის პირ­ველ მო­ად­გი­ლედ მუ­შა­ობ­და, იო­სებ გო­გაშ­ვი­ლის წლი­უ­რი ანა­ზღა­უ­რე­ბა 136 273 ლარი იყო. 2016 წელს კი სა­ხელ­მწი­ფო უსაფრ­თხო­ე­ბის სამ­სა­ხუ­რის უფ­რო­სის თა­ნამ­დე­ბო­ბა­ზე მის­მა წლი­ურ­მა შე­მო­სა­ვალ­მა 142 610 ლარი შე­ად­გი­ნა.

იო­სებ გო­გაშ­ვი­ლის მე­უღ­ლე თეა მარ­ტყოფ­ლიშ­ვი­ლი 2012 წელს არ­სად მუ­შა­ობ­და. 2013 წლი­დან მან სა­ქარ­თვე­ლოს ნავ­თო­ბი­სა და გა­ზის კორ­პო­რა­ცი­ა­ში და­ი­წყო მუ­შა­ო­ბა მთა­ვარ სპე­ცი­ა­ლის­ტად, სა­დაც მისი წლი­უ­რი ანა­ზღა­უ­რე­ბა 12 000 ლარი იყო.

2014 წელს იგი იმა­ვე სა­ხელ­მწი­ფო სა­წარ­მოს დაქ­ვემ­დე­ბა­რე­ბულ სს "გა­ზის ტრან­სპორ­ტი­რე­ბის კომ­პა­ნი­ა­ში“ გა­და­იყ­ვა­ნეს მთა­ვარ სპე­ცი­ა­ლის­ტად, ხოლო მისი ანა­ზღა­უ­რე­ბა 2,6-ჯერ გა­ი­ზარ­და და 31 318 ლარს მი­აღ­წია.

2015 წლი­დან თეა მარ­ტყოფ­ლიშ­ვი­ლი იმა­ვე კომ­პა­ნი­ა­ში ად­მი­ნის­ტრა­ცი­ის უფ­რო­სის მო­ად­გი­ლედ და­ა­წი­ნა­უ­რეს, მისი შრო­მის წლი­უ­რი ანა­ზღა­უ­რე­ბა კი 59 280 ლარი გახ­და.

2016 წლის გან­მავ­ლო­ბა­ში თეა მარ­ტყოფ­ლიშ­ვილს სამ­სა­ხუ­რებ­რი­ვი პო­ზი­ცია არ შე­უც­ვლია, თუმ­ცა შრო­მის ანა­ზღა­უ­რე­ბა მნიშ­ვნე­ლოვ­ნად გა­ე­ზარ­და და წე­ლი­წად­ში 72 158 ლარი, ანუ თვე­ში სა­შუ­ა­ლოდ 6 013 ლარი შე­ად­გი­ნა, რაც თით­ქმის მი­ნის­ტრე­ბის ხელ­ფასს უტოლ­დე­ბო­და.

რაც შე­ე­ხე­ბა სა­ხელ­მწი­ფო უსაფრ­თხო­ე­ბის სამ­სა­ხუ­რის მა­ღალ­ჩი­ნოს­ნის ქო­ნებ­რივ მდგო­მა­რე­ო­ბას, უნდა აღი­ნიშ­ნოს, რომ 2013-2014 წლე­ბის დეკ­ლა­რა­ცი­ე­ბის მი­ხედ­ვით, იო­სებ გო­გაშ­ვი­ლის ოჯახს რა­ი­მე სა­ხის ქო­ნე­ბა სა­კუთ­რე­ბა­ში არ გა­აჩ­ნდა. სა­ინ­ტე­რე­სოა, რომ 2014 წლის დეკ­ლა­რა­ცი­ა­ში ჩნდე­ბა ინ­ფორ­მა­ცია, რომ მისი ქა­ლიშ­ვი­ლი ნინო გო­გაშ­ვი­ლი შსს-ს გე­ნინ­სპექ­ცი­ა­ში მთა­ვარ სპე­ცი­ა­ლის­ტად მუ­შა­ობს და ხელ­ფა­სის სა­ხით აიღო 13879.29 ლარი.

2015 წელს გო­გაშ­ვილ­მა დეკ­ლა­რა­ცია, რო­გორც შს მი­ნის­ტრის პირ­ველ­მა მო­ად­გი­ლემ, ისე შე­ავ­სო, რო­მელ­შიც ნინო გო­გაშ­ვი­ლი უკვე მოხ­სე­ნი­ე­ბუ­ლია, რო­გორც ავ­ტო­მან­ქა­ნა "მერ­სე­დეს ბენ­ცი მლ320" -ის მფლო­ბე­ლი.

2016 წლის დეკ­ლა­რა­ცი­ა­ში იო­სებ გო­გაშ­ვი­ლის სა­კუთ­რე­ბა­ში ჩნდე­ბა დე­დოფ­ლის­წყა­რო­ში, სო­ფელ ზემო მა­ჩხა­ან­ში (ში­რა­ქი) მდე­ბა­რე 12 502 კვ.მ სა­სოფ­ლო-სა­მე­ურ­ნეო და­ნიშ­ნუ­ლე­ბის მიწა. სა­ინ­ტე­რე­სოა, რომ 2019 წლის ქო­ნებ­რივ დეკ­ლა­რა­ცი­ა­ში წე­რია, რომ ეს ნაკ­ვე­თი 2000 წელს გა­და­ვი­და გო­გაშ­ვი­ლის მფლო­ბე­ლო­ბა­ში, თუმ­ცა მა­ნამ­დე არ­ცერთ დეკ­ლა­რა­ცი­ა­ში ეს ნათ­ქვა­მი არ არის, მე­ტიც, ეს ნაკ­ვე­თი მხო­ლოდ 2016 წელს ჩნდე­ბა გო­გაშ­ვი­ლის დეკ­ლა­რა­ცი­ა­ში. გარ­და ამი­სა, მის შვილს ნი­კო­ლოზ გო­გაშ­ვილს ასე­ვე სო­ფელ ზემო მა­ჩხა­ან­ში ერი­ცხე­ბა 3 მი­წის ნაკ­ვე­თი, რო­მელ­თა სა­ერ­თო ფარ­თო­ბი შე­ად­გენს 1 715 კვ.მ-ს. აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ იმა­ვე წლის მო­ნა­ცე­მე­ბით, იო­სებ გო­გაშ­ვილს ნაღ­დი ფუ­ლის სა­ხით უკვე ჰქონ­და და­ნა­ზო­გი 85 000 ლა­რის, ხოლო მის მე­უღ­ლეს კი - 25 000 ლა­რის ოდე­ნო­ბით.

2017 წელს, დეკ­ლა­რი­რე­ბუ­ლი მო­ნა­ცე­მე­ბით, იო­სებ გო­გაშ­ვილ­მა 75 000 აშშ დო­ლა­რად შე­ი­ძი­ნა სახ­ლი ქა­ლაქ თბი­ლის­ში, ავთო ვა­რა­ზის ქ. №91-ში, მი­წის ნაკ­ვეთ­თან ერ­თად, რომ­ლის რე­მონ­ტიც 60 000 აშშ დო­ლა­რი და­უჯ­და. ამას­თა­ნა­ვე, იო­სებ გო­გაშ­ვილ­მა შე­ი­ძი­ნა 25 000 აშშ დო­ლა­რის ღი­რე­ბუ­ლე­ბის ავე­ჯი და სა­ო­ჯა­ხო ტექ­ნი­კაც, ხოლო მე­უღ­ლემ თეა მარ­ტყოფ­ლიშ­ვილ­მა - 2016 წელს გა­მოშ­ვე­ბუ­ლი ავ­ტო­მან­ქა­ნა "ტო­ი­ო­ტა პრა­დო“, რო­მელ­შიც 37 400 აშშ დო­ლა­რი გა­და­ი­ხა­და. დეკ­ლა­რა­ცი­ა­ში მი­თი­თე­ბუ­ლია, რომ აღ­ნიშ­ნუ­ლი ქო­ნე­ბის შე­სა­ძე­ნად იო­სებ გო­გაშ­ვილ­მაც და მის­მა მე­უღ­ლე­მაც სა­ბან­კო სეს­ხი აი­ღეს.

2017 წელს "ერ­თი­ან­მა ნა­ცი­ო­ნა­ლურ­მა მოძ­რა­ო­ბამ“ მთა­ვარ პრო­კუ­რა­ტუ­რას მი­მარ­თა სუ­სის უფ­რო­სის მო­ად­გი­ლის სოსო გო­გაშ­ვი­ლის შე­საძ­ლო კო­რუფ­ცი­უ­ლი საქ­მი­ა­ნო­ბის გა­მო­ძი­ე­ბის მო­თხოვ­ნით.

2018 წელს დეკ­ლა­რა­ცი­ის თა­ნახ­მად, არ­სე­ბი­თი ცვლი­ლე­ბა გო­გაშ­ვი­ლის ქო­ნე­ბა­ში არ ყო­ფი­ლა.

"რუს­თა­ვი 2“-ის გა­და­ცე­მა P.S- ის 2017 წლის გა­მო­ძი­ე­ბის თა­ნახ­მად, სოსო გო­გაშ­ვი­ლის ცო­ლის­დის, ხა­თუ­ნა მარ­ტყოფ­ლიშ­ვი­ლის სა­ხელ­ზე 2016 წლის აგ­ვის­ტო­ში გა­და­ფორმ­და მი­წის ნაკ­ვე­თი დე­დოფ­ლის­წყა­როს რა­ი­ო­ნის სო­ფე­ლი მა­ჩხა­ან­ში; ასე­ვე მიწა სიღ­ნა­ღის რა­ი­ო­ნის სო­ფელ ბოდ­ბის­ხევ­ში; 7 მი­წის ნაკ­ვე­თი ში­რაქ­ში და თბი­ლის­ში, ცა­გა­რე­ლის ქუ­ჩა­ზე მდე­ბა­რე ბინა. "რუს­თა­ვი 2“-ის სი­უ­ჟე­ტის თა­ნახ­მად, გო­გაშ­ვი­ლის ცო­ლის­და მკე­რა­ვია იყო და იმ­ჟა­მად ნა­ქი­რა­ვებ სახ­ლში ცხოვ­რობ­და.

იხი­ლეთ ასე­ვე:

მკითხველის კომენტარები / 92 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ეკატერინე
2

ხვალიდან ხორცის გაყიდვას და ხაჭაპურის ცხობას ვიწყებ იქნებ მეც მივიღო სოც. დაუცველის სტატუსი და გავმილიარდელდე...სულ ცოტა ტუჩებს მაინც დავიბერავ...ჰაჰაჰაჰაჰ რა არაააააა ჰაჰჰაჰაჰაჰა

Hm
0

ასეთ კაცზეა ნათქვამი: მორალურად არამდგრადიო.

ქონებაზე ადვილად ცდუნებადი არ უნდა იყოს სახელმწიფო სამსახურში. სამწუხაროდ 99% ასეთებია.

უბრალოდ ამან თავი გამოიაშკარავა ჳითომ სამართლის ძებნით, არადა თავისი თავიც ჩაუშვა და იმ სისტემის "ნეგობრები" სადაც მუშაობდა. 

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ლევან ხაბეიშვილს პირდაპირ ეთერში თავს დაესხნენ - დაპირისპირების ამსახველი კადრები
ავტორი:

ჩხრეკა 8 სახლსა და 4 მანქანაში - რა წერია დაკავებული სოსო გოგაშვილის 2019 წლის ქონებრივ დეკლარაციაში და რეალურად რა ქონებას შეიძლება ფლობდეს სუს-ის უფროსის ექსმოადგილე?

ჩხრეკა 8 სახლსა და 4 მანქანაში - რა წერია დაკავებული სოსო გოგაშვილის 2019 წლის ქონებრივ დეკლარაციაში და რეალურად რა ქონებას შეიძლება ფლობდეს სუს-ის უფროსის ექსმოადგილე?

სუს-ის უფროსის ყოფილ მოადგილეს, სოსო გოგაშვილს აღკვეთი ღონისძიების სახით პატიმრობა 18 ივლისს შეეფარდა. აღნიშნული გადაწყვეტილება მოსამართლე არსენ კალატოზიშვილმა ბრალდების მხარის შუამდგომლობის საფუძველზე მიიღო. ის სუს-ის თანამშრომლებმა 16 ივლისს დააკავეს და ბრალდება სამი მუხლით - საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლის პირველი ნაწილით (მოხელის მიერ სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტება, რამაც სახელმწიფოს კანონიერი ინტერესის არსებითი დარღვევა გამოიწვია.), 157-ე მუხლის მე-4 ნაწილით (პერსონალური მონაცემების უკანონოდ მოპოვება, შენახვა, გავრცელება, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია, სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით) და 236 მუხლის მე-3 ნაწილით (ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა და შენახვა) წარუდგინეს, რაც სასჯელად ოთხიდან შვიდ წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.

ამის გარდა საზოგადოების ყურადღების ცენტრში მოექცა გოგაშვილის ქონებაც, რომლის თაობაზეც სუს-ის განცხადებაში გამახვილდა ყურადღება.

"სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის გენერალური ინსპექციისა და სამსახურის სხვა უფლებამოსილი დანაყოფების თანამშრომლების მიერ სამ სხვადასხვა მუნიციპალიტეტში ერთდროულად ჩატარდა იოსებ გოგაშვილის პირადი და მისი ოჯახის წევრების საკუთრებაში არსებული 8 საცხოვრებელი სახლისა და 4 ავტომანქანის ჩხრეკა“.

"ქართული ოცნების" დეპუტატ ირაკლი ქადაგიშვილის განცხადებით, სუს-ის ყოფილი მაღალჩინოსნის, სოსო გოგაშვილის ქონებით, შესაძლოა, გამოძიება დაინტერესდეს. ამის შესახებ მან "პალიტრანიუსის“ გადაცემაში "360 გრადუსი“ განაცხადა.

წამყვანის კითხვაზე: როგორ შეძლო ერთმა უქონელმა ადამიანმა "ქართული ოცნებით“ ხელისუფლებაში მოსულმა საკმაოდ საპასუხისმგებლო თანამდებობაზე ამხელა ქონების დაგროვება? ქადაგიშვილმა უპასუხა:

"ეს ქონება არაკანონიერია თუ კანონიერი, გადაწყვეტილება შესაბამის გამოძიებას მივანდოთ. ნურც თქვენ დაუსვამთ ვერდიქტს მის ქონებას და არც მე გამოვუტან ამას ვერდიქტს“.

ფაქტია, გოგაშვილის ქონებითა შემოსვალებით ქართული მედია ჯერ კიდევ მისი ხელისუფლებაში ყოფნის დროს ინტერესდებოდა.

  • ქონებრივი დეკლარაცია გოგაშვილს ბოლოს 2019 წელს აქვს შევსებული. მოდით, ვნახოთ რა წერია დეკლარაციაში:

გოგაშვილის დაკლარაციაში ოჯახის წევრებიდან მოხსენიებული ჰყავს უმცროსი შვილი პეტრე, რომელიც ახლა ათი წლის არის და მეუღლე თეა მარტყოფლიშვილი. მას, პეტრეს გარდა, ორი სრულწლოვანი შვილი ჰყავს - ნინი და ნიკოლოზი, რომლებიც მამის დაკავების შემდეგ მედიასთან ოჯახის სახელით განცხადებებს ხშირად აკეთებენ.

დაკლარაციაში გოგაშვილის მეუღლის თეა მარტყოფლიშვილის სახელზეა ლისზე მდებარე 250 კვ.მ. მიწის ნაკვეთი, რომელიც ქალმა 2017 წელს 20 000 დოლარად შეიძინა.

იოსებ გოგაშვილმა 2016 წელს, ავთო ვარაზის ქუჩაზე მდებარე 261 კვ.მ. მიწის ნაკვეთი სახლთან ერთად შეიძინა, თუმცა ნაკვეთისთვის გადახდილი თანხის რაოდენობა დეკლარაციაში მითითებული არ აქვს. 160,73 კვ.მ. ფართობის სახლში კი, გოგაშვილმა 75 000 დოლარი გადაიხადა.

დეკლარაციაში ვკითხულობთ, რომ 2000 წელს იოსებ გოგაშვილს მიღება-ჩაბარების აქტის საფუძველზე საკუთრებაში გადაეცა დედოფლისწყაროში, სოფელ ზემო მაჩხაანში, შირაქი ნაგომრებზე 12 502 კვ.მ. მიწის ნაკვეთი, რომელიც 2019 წელსაც მის საკუთრებაში იყო.

თეა მარტყოფლიშვილმა 2016 წელს მსუბუქი ავტომანქანა "ტოიოტა პრადო" 37 400 დოლარად შეიძინა. დეკლარაციის მიხედვით, იოსებ გოგაშვილს 2019 წელს საკუთრებაში მანქანა არ ჰქონია.

დეკლარაციის შევსების დროს, გოგაშვილს საქართველოს ბანკის სახელფასო ანგარიშზე ჰქონდა 11 500 ლარი, საკრედიტო ანგარიშზე 2000 დოლარი.

თეა მარტყოფლიშვილს სახელფასო ანგარიშზე კი 7 ათასი ლარი იყო.

ცოლ-ქმრის სახელზე "საქართველოს ბანკში" ფიქსირდებოდა ხუთი სამომხმარებლო სესხი - 50 000 ლარის, 27 540 ლარის, 25 000 ლარის, 20 410 დოლარის, 76 500 დოლარის ოდენობით. სამი სესხი ცოლ-ქმარმა 2017 წელს, ორი კი, 2016 წელს აიღო სახლისა და მანქანის შესაძენად.

2018 წელს იოსებ გოგაშვილმა შვილის სწავლის გადასახადში 5000 დოლარი და 1125 ლარი დახარჯა. წყარო

  • რა აქვს გოგაშვილს რეალურად?

რეალურად რა ქონებას ფლობს გოგაშვილი, დაბეჯითებით ამის თქმა რთულია, თუმცა სუს-ის განცხადებიდან როგორც გავიგეთ, ჩხრეკა ჩატარდა გოგაშვილთან დაკავშირებულ 8 სახლსა და 4 ავტომანქანაში.

როგორ იზრდებოდა სუს-ის უფროსის მოადგილის ოჯახის ქონება და შემოსავლები, ამის თაობაზე გამოძიება ჯერ კიდევ 2017 წელს ჩაატარეს "რუსთავი 2“-ის გადაცემა P.S- ის ჟურნალისტებმა, რომლის თანახმადაც, იოსებ გოგაშვილის ოჯახს 2013 წლის მდგომარეობით რაიმე ქონება და შემოსავალი არ გააჩნდა, 2017 წლის დეკლარაციის მიხედვით კი, ოჯახის საკუთრებაში ოფიციალურად გამოჩნდა 200 000 აშშ დოლარზე მეტი ღირებულების ნივთები, ხოლო საჯარო სექტორიდან წლიურმა შემოსავალმა თითქმის 215 000 ლარი შეადგინა.

იოსებ გოგაშვილი შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალურ ინსპექციაში ერთ-ერთი სამმართველოს უფროსის მოადგილედ 2012 წლის 1-ელი ოქტომბრის არჩევნების შემდეგ დაინიშნა. ჯანდაცვის ყოფილი მინისტრის ზურაბ ჭიაბერაშვილის ინფორმაციით, მანამდე გოგაშვილის ოჯახი სოციალურად დაუცველთა ბაზაში იყო რეგისტრირებული და საარსებო შემწეობას იღებდა. "საარსებო შემწეობას იღებდა 2011 წლის დეკემბრიდან 2013 წლის მარტამდე. ასევე მნიშვნელოვანი არის, რომ ამავე პერიოდში მათ შეემატათ ოჯახის წევრი და თუ 2011 წლის დეკემბრიდან 2012 წლის ივლისამდე ოჯახში იყო 4 წევრი და იღებდნენ 102 ლარს, ამის შემდეგ ვიდრე გაუუქმდებოდათ საარსებო შემწეობა, იყო 5 წევრი და იღებდნენ 126 ლარს“, – ამბობდა 2017 წელს ჭიაბერაშვილი.

გენერალურ ინსპექციაში თანამდებობაზე მუშაობისას, 2012-2014 წლებში, იოსებ გოგაშვილმა შრომის ანაზღაურების სახით საერთო ჯამში 81 276 ლარი აიღო.

2015 წელს, როდესაც იგი ჯერ შს მინისტრის პირველ მოადგილედ, ხოლო შემდეგ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის პირველ მოადგილედ მუშაობდა, იოსებ გოგაშვილის წლიური ანაზღაურება 136 273 ლარი იყო. 2016 წელს კი სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის თანამდებობაზე მისმა წლიურმა შემოსავალმა 142 610 ლარი შეადგინა.

იოსებ გოგაშვილის მეუღლე თეა მარტყოფლიშვილი 2012 წელს არსად მუშაობდა. 2013 წლიდან მან საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციაში დაიწყო მუშაობა მთავარ სპეციალისტად, სადაც მისი წლიური ანაზღაურება 12 000 ლარი იყო.

2014 წელს იგი იმავე სახელმწიფო საწარმოს დაქვემდებარებულ სს "გაზის ტრანსპორტირების კომპანიაში“ გადაიყვანეს მთავარ სპეციალისტად, ხოლო მისი ანაზღაურება 2,6-ჯერ გაიზარდა და 31 318 ლარს მიაღწია.

2015 წლიდან თეა მარტყოფლიშვილი იმავე კომპანიაში ადმინისტრაციის უფროსის მოადგილედ დააწინაურეს, მისი შრომის წლიური ანაზღაურება კი 59 280 ლარი გახდა.

2016 წლის განმავლობაში თეა მარტყოფლიშვილს სამსახურებრივი პოზიცია არ შეუცვლია, თუმცა შრომის ანაზღაურება მნიშვნელოვნად გაეზარდა და წელიწადში 72 158 ლარი, ანუ თვეში საშუალოდ 6 013 ლარი შეადგინა, რაც თითქმის მინისტრების ხელფასს უტოლდებოდა.

რაც შეეხება სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მაღალჩინოსნის ქონებრივ მდგომარეობას, უნდა აღინიშნოს, რომ 2013-2014 წლების დეკლარაციების მიხედვით, იოსებ გოგაშვილის ოჯახს რაიმე სახის ქონება საკუთრებაში არ გააჩნდა. საინტერესოა, რომ 2014 წლის დეკლარაციაში ჩნდება ინფორმაცია, რომ მისი ქალიშვილი ნინო გოგაშვილი შსს-ს გენინსპექციაში მთავარ სპეციალისტად მუშაობს და ხელფასის სახით აიღო 13879.29 ლარი.

2015 წელს გოგაშვილმა დეკლარაცია, როგორც შს მინისტრის პირველმა მოადგილემ, ისე შეავსო, რომელშიც ნინო გოგაშვილი უკვე მოხსენიებულია, როგორც ავტომანქანა "მერსედეს ბენცი მლ320" -ის მფლობელი.

2016 წლის დეკლარაციაში იოსებ გოგაშვილის საკუთრებაში ჩნდება დედოფლისწყაროში, სოფელ ზემო მაჩხაანში (შირაქი) მდებარე 12 502 კვ.მ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწა. საინტერესოა, რომ 2019 წლის ქონებრივ დეკლარაციაში წერია, რომ ეს ნაკვეთი 2000 წელს გადავიდა გოგაშვილის მფლობელობაში, თუმცა მანამდე არცერთ დეკლარაციაში ეს ნათქვამი არ არის, მეტიც, ეს ნაკვეთი მხოლოდ 2016 წელს ჩნდება გოგაშვილის დეკლარაციაში. გარდა ამისა, მის შვილს ნიკოლოზ გოგაშვილს ასევე სოფელ ზემო მაჩხაანში ერიცხება 3 მიწის ნაკვეთი, რომელთა საერთო ფართობი შეადგენს 1 715 კვ.მ-ს. აღსანიშნავია, რომ იმავე წლის მონაცემებით, იოსებ გოგაშვილს ნაღდი ფულის სახით უკვე ჰქონდა დანაზოგი 85 000 ლარის, ხოლო მის მეუღლეს კი - 25 000 ლარის ოდენობით.

2017 წელს, დეკლარირებული მონაცემებით, იოსებ გოგაშვილმა 75 000 აშშ დოლარად შეიძინა სახლი ქალაქ თბილისში, ავთო ვარაზის ქ. №91-ში, მიწის ნაკვეთთან ერთად, რომლის რემონტიც 60 000 აშშ დოლარი დაუჯდა. ამასთანავე, იოსებ გოგაშვილმა შეიძინა 25 000 აშშ დოლარის ღირებულების ავეჯი და საოჯახო ტექნიკაც, ხოლო მეუღლემ თეა მარტყოფლიშვილმა - 2016 წელს გამოშვებული ავტომანქანა "ტოიოტა პრადო“, რომელშიც 37 400 აშშ დოლარი გადაიხადა. დეკლარაციაში მითითებულია, რომ აღნიშნული ქონების შესაძენად იოსებ გოგაშვილმაც და მისმა მეუღლემაც საბანკო სესხი აიღეს.

2017 წელს "ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ“ მთავარ პროკურატურას მიმართა სუსის უფროსის მოადგილის სოსო გოგაშვილის შესაძლო კორუფციული საქმიანობის გამოძიების მოთხოვნით.

2018 წელს დეკლარაციის თანახმად, არსებითი ცვლილება გოგაშვილის ქონებაში არ ყოფილა.

"რუსთავი 2“-ის გადაცემა P.S- ის 2017 წლის გამოძიების თანახმად, სოსო გოგაშვილის ცოლისდის, ხათუნა მარტყოფლიშვილის სახელზე 2016 წლის აგვისტოში გადაფორმდა მიწის ნაკვეთი დედოფლისწყაროს რაიონის სოფელი მაჩხაანში; ასევე მიწა სიღნაღის რაიონის სოფელ ბოდბისხევში; 7 მიწის ნაკვეთი შირაქში და თბილისში, ცაგარელის ქუჩაზე მდებარე ბინა. "რუსთავი 2“-ის სიუჟეტის თანახმად, გოგაშვილის ცოლისდა მკერავია იყო და იმჟამად ნაქირავებ სახლში ცხოვრობდა.

იხილეთ ასევე: