ავტორი:

"ივანიშვილი ყველაფერს ღიად გვეუბნებოდა, არ მოვუტყუებივართ - ევროკავშირისათვის მზად 20 წელში შეიძლება ვიყოთო... პრობლემა ჩვენს სიბრიყვეშია" - რას წერს ზურაბ ჭიაბერაშვილი

"ივანიშვილი ყველაფერს ღიად გვეუბნებოდა, არ მოვუტყუებივართ - ევროკავშირისათვის  მზად 20 წელში შეიძლება ვიყოთო... პრობლემა ჩვენს სიბრიყვეშია" - რას წერს ზურაბ ჭიაბერაშვილი

"ილიაუნის" პროფესორის, ჯანდაცვის ყოფილი მინისტრი ზურაბ ჭიაბერაშვილი სოციალურ ქსელში აქვეყნებს პოსტს, სადაც ბიძინა ივანიშვილის 2013 წლის 5 თებერვლის პრესკონფერენციას იხსენებს.

"ქართული მენტალიტეტის შეცვლას დიდი დრო სჭირდება და, სავარაუდოდ, 20 წელიწადში შეიძლება მზად ვიყოთ, გვქონდეს ევროკავშირისათვის მეტ-ნაკლებად შესაბამისი მენტალიტეტი. ბიძინა ივანიშვილი, პრემიერ-მინისტრი, 2013 წლის 5 თებერვლის პრესკონფერენცია (ზუსტ ფრაზას იპოვით ჩანაწერში).

ეს კაცი ყველაფერს გვეუბნებოდა ღიად და ცხადად. არ მოვუტყუებივართ! ოღონდ გვაპარებდა ისე, რომ სასარგებლო იდიოტები თავს უქნევდნენ - "ჰო, აბა რა, ჩვენ ხომ ნაგავს ვყრით გზებზე". ჩვენ გვესმოდა სხვანაირად, ჩვენ, რუსული პროპაგანდით გაბრუებულებს

- რომ ომი ჩვენ დავიწყეთ

- რომ ლაზიკა მიშას ახირებაა

- რომ ...

- რომ ...

- რომ ...

პრობლემა ივანიშვილში კი არა, ჩვენს სიბრიყვესა და გაუნათლებლობაშია, იმაშია, რომ იუსტიციის სახლები მივიღეთ ისე, რომ ამაზე მოთხოვნაც არ გვქონია. და როცა მივიღეთ, ჩავთვალეთ, რომ ეს თავისით ხდება, ასეც უნდა იყოს, "რას გვამადლით"..." - წერს ჭიაბერაშვილი "ფეიბუქში".

ინფორმაციისთვის, ზემოთ აღნიშნულ პრესკონფერენციაზე ივანიშვილმა, მაშინ როდესაც იგი საქართველოს პრემიერ-მინისტრი იყო, თავისი მთავრობის ასი დღის მუშაობის შემაჯამებელ ანგარიში წარადგინა. იგი სხხავადსხვა აქტუალურ საკითხთან ერთად ევროინტერგაციის თემასაც შეეხო და შემდეგი განცხადება გააკეთა:

”როგორ წარმოგიდგენიათ ამ მიმართულებაზე უარის თქმა, - ევროპასა და ევროატლანტიკურ სივრცეს ვგულისხმობ. ეს არც ჩემი არჩევანია, არც სააკაშვილის მთავრობის და არც მისი წინა მთავრობის, ეს ქართველი ხალხის არჩევანია. ისეთი წარმოუდგენელი რამაა, კონსტიტუციაში ჩაწერა რატომ უნდა დასჭირდეს? ჩვენ ამ ოცნებას ავისრულებთ და ასევე უნდა ვთქვათ, რომ არა აქვს ალტერნატივა ნატოს, თავდაცვის კუთხით, და კურსის შეცვლას არც აქ ვაპირებთ. თუ გამოჩნდება რამე უკეთესი, ამ შემთხვევაში ისევ საზოგადოებასთან ერთად ვიმსჯელებთ და მხოლოდ ამის შემდეგ დავიწყებთ ფიქრს”. - თქვა მაშინ ივანიშვილმა.