მსოფლიო
პოლიტიკა
საზოგადოება
სამართალი
Faceამბები
მოზაიკა
კონფლიქტები
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
კელი დეგნანმა მესტიაში სვანური ქუდი მოირგო და სვანურად ცეკვაც სცადა (ფოტოები, ვიდეო)
კელი დეგნანმა მესტიაში სვანური ქუდი მოირგო და სვანურად ცეკვაც სცადა (ფოტოები, ვიდეო)

აშშ-ის ელჩი სა­ქარ­თვე­ლო­ში, კელი დეგ­ნა­ნი მეს­ტი­ა­ში იმ­ყო­ფე­ბო­და, სა­დაც მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტის მერს, კა­პი­ტონ ჟორ­ჟო­ლი­ანს შეხ­ვდა. კელი დეგ­ნან­მა სვა­ნუ­რი ქუდი მო­ირ­გო, შე­სა­ბა­მის ფო­ტო­ებს ინ­ფორ­მა­ცი­ას­თან ერ­თად მეს­ტი­ის მე­რია აქ­ვეყ­ნებს:

"მეს­ტი­ის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტის მერ­მა კა­პი­ტონ ჟორ­ჟო­ლი­ან­მა, დაბა მეს­ტი­ა­ში, ამე­რი­კის შე­ერ­თე­ბუ­ლი შტა­ტე­ბის ელჩთან, ქალ­ბა­ტონ კელი დეგ­ნან­თან შეხ­ვედ­რა გა­მარ­თა. შეხ­ვედ­რის თემა გახ­ლდათ მეს­ტი­ის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტეტ­ში არ­სე­ბუ­ლი სო­ცი­ა­ლუ­რი და ეკო­ნო­მი­კუ­რი მდგო­მა­რე­ო­ბა: ქალ­ბა­ტონ­მა ელჩმა მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტის მე­რის­გან მი­ი­ღო ინ­ფორ­მა­ცია ზემო სვა­ნეთ­ში კულ­ტუ­რუ­ლი მემ­კვიდ­რე­ო­ბის ძეგ­ლე­ბის მდგო­მა­რე­ო­ბის, ტუ­რიზ­მის მი­მარ­თუ­ლე­ბით არ­სე­ბუ­ლი გა­მოწ­ვე­ვე­ბი­სა და ად­გი­ლობ­რი­ვი მო­სახ­ლე­ო­ბის სა­ჭი­რო­ე­ბე­ბის შე­სა­ხებ.

მხა­რე­ებ­მა ასე­ვე ისა­უბ­რეს იმ პრო­ექ­ტე­ბის შე­სა­ხებ, რო­მე­ლიც მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტეტ­ში აშშ-ს მხარ­და­ჭე­რით გან­ხორ­ცი­ელ­და. ქალ­ბა­ტონ­მა კელი დეგ­ნან­მა, კი­დევ ერთხელ გა­მოთ­ქვა მზად­ყოფ­ნა, მხა­რი და­უ­ჭი­როს მეს­ტი­ის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტის გან­ვი­თა­რე­ბის პრო­ცესს.

შეხ­ვედ­რას ასე­ვე ეს­წრე­ბოდ­ნენ, მეს­ტი­ის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტის მე­რის პირ­ვე­ლი მო­ად­გი­ლე, ქალ­ბა­ტო­ნი ნელი ნა­ვე­რი­ა­ნი, მე­რის მრჩე­ვე­ლი კულ­ტუ­რი­სა და სო­ცი­ა­ლურ სა­კი­თხებ­ში, ლე­ვან კიკ­ვი­ძე და მე­რის თა­ნა­შემ­წე კულ­ტუ­რის მი­მარ­თუ­ლე­ბით, ვახ­ტანგ ფილ­ფა­ნი.

შეხ­ვედ­რის დას­რუ­ლე­ბის შემ­დეგ, მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტის მერ­მა აშშ-ს ელჩს სიმ­ბო­ლუ­რი სა­ჩუქ­რე­ბი - სვა­ნუ­რი ქუდი და ად­გი­ლობ­რი­ვი მხატ­ვრის, რეზო ხო­ჯე­ლა­ნის ნა­მუ­შე­ვა­რი გა­დას­ცა", - ნათ­ქვა­მია გა­მოქ­ვეყ­ნე­ბულ ინ­ფორ­მა­ცი­ა­ში. აშშ-ის სა­ელ­ჩოს "ფე­ის­ბუ­ქის" ოფი­ცი­ა­ლუ­რი გვერ­დი ასე­ვე ავ­რცე­ლებს ვი­დე­ოს, თუ რო­გორ ცდი­ლობს ქალ­ბა­ტო­ნი ელჩი სვა­ნუ­რის ცეკ­ვას.

00:00 / 00:00
მკითხველის კომენტარები / 30 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
სინამდვილე
1

ეს ქალი ემსახურება ამერიკის ინტერესებს და არა ქართულს! საინტერესოა ამერიკელები რატომ აფინანსებენ ამდენ არასამტავრობო ორგანიზაციას საქართველოსი? რა არის მიზანი?

dato
5

იქნებ აეხსნა ამ ელჩისთვის ვინმეს, რომ „სვანურს“ ქალები არ ცეკვავენ.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
კადრები: რა ხდებოდა 2 ძლიერი მიწისძვრის დროს მიანმარში? - დაღუპულთა რაოდენობა 1 000-ს გასცდა
ავტორი:

კელი დეგნანმა მესტიაში სვანური ქუდი მოირგო და სვანურად ცეკვაც სცადა (ფოტოები, ვიდეო)

კელი დეგნანმა მესტიაში სვანური ქუდი მოირგო და სვანურად ცეკვაც სცადა (ფოტოები, ვიდეო)

აშშ-ის ელჩი საქართველოში, კელი დეგნანი მესტიაში იმყოფებოდა, სადაც მუნიციპალიტეტის მერს, კაპიტონ ჟორჟოლიანს შეხვდა. კელი დეგნანმა სვანური ქუდი მოირგო, შესაბამის ფოტოებს ინფორმაციასთან ერთად მესტიის მერია აქვეყნებს:

"მესტიის მუნიციპალიტეტის მერმა კაპიტონ ჟორჟოლიანმა, დაბა მესტიაში, ამერიკის შეერთებული შტატების ელჩთან, ქალბატონ კელი დეგნანთან შეხვედრა გამართა. შეხვედრის თემა გახლდათ მესტიის მუნიციპალიტეტში არსებული სოციალური და ეკონომიკური მდგომარეობა: ქალბატონმა ელჩმა მუნიციპალიტეტის მერისგან მიიღო ინფორმაცია ზემო სვანეთში კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების მდგომარეობის, ტურიზმის მიმართულებით არსებული გამოწვევებისა და ადგილობრივი მოსახლეობის საჭიროებების შესახებ.

მხარეებმა ასევე ისაუბრეს იმ პროექტების შესახებ, რომელიც მუნიციპალიტეტში აშშ-ს მხარდაჭერით განხორციელდა. ქალბატონმა კელი დეგნანმა, კიდევ ერთხელ გამოთქვა მზადყოფნა, მხარი დაუჭიროს მესტიის მუნიციპალიტეტის განვითარების პროცესს.

შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ, მესტიის მუნიციპალიტეტის მერის პირველი მოადგილე, ქალბატონი ნელი ნავერიანი, მერის მრჩეველი კულტურისა და სოციალურ საკითხებში, ლევან კიკვიძე და მერის თანაშემწე კულტურის მიმართულებით, ვახტანგ ფილფანი.

შეხვედრის დასრულების შემდეგ, მუნიციპალიტეტის მერმა აშშ-ს ელჩს სიმბოლური საჩუქრები - სვანური ქუდი და ადგილობრივი მხატვრის, რეზო ხოჯელანის ნამუშევარი გადასცა", - ნათქვამია გამოქვეყნებულ ინფორმაციაში. აშშ-ის საელჩოს "ფეისბუქის" ოფიციალური გვერდი ასევე ავრცელებს ვიდეოს, თუ როგორ ცდილობს ქალბატონი ელჩი სვანურის ცეკვას.