ავტორი:

"დონეცკში რუსული ძალების ოპერაციული ტემპი და წინსვლის ინტენსიურობა, სავარაუდოდ, ძალიან ნელი იქნება" - გაერთიანებული სამეფოს თავდაცვის სამინისტრო

"დონეცკში რუსული ძალების ოპერაციული ტემპი და წინსვლის ინტენსიურობა, სავარაუდოდ, ძალიან ნელი იქნება" - გაერთიანებული სამეფოს თავდაცვის სამინისტრო

გაერთიანებული სამეფოს თავდაცვის სამინისტროს შეფასებით, რუსეთი ეფექტური შეტევითი საბრძოლო ძალის შესანარჩუნებლად იბრძვის და პრობლემა, სავარაუდოდ, სულ უფრო მწვავე ხდება.

"ისევე როგორც დაკომპლექტებასთან გამკლავების კუთხით, რუსი დამგეგმავები დგანან დილემის წინაშე დონბასში რეზერვების განლაგებასა თუ სამხრეთ-დასავლეთ ხერსონის სექტორში უკრაინის კონტრშეტევებისგან დაცვას შორის“, - აცხადებენ უწყებაში.

გაერთიანებული სამეფოს თავდაცვის სამინისტროს შეფასებით, რუსეთის უშუალო პოლიტიკური მიზანი მთელი დონეცკის ხელში ჩაგდებაა და მიუხედავად იმისა, რომ მისმა ძალებმა შეიძლება კიდევ შეძლონ ტერიტორიული მიღწევები, მათი „ოპერაციული ტემპი და წინსვლის ინტენსიურობა, სავარაუდოდ, ძალიან ნელი იქნება“.