"სხვა თუ არაფერი, ეს აჩვენებს, რომ პრიორიტეტია ერთი ძალიან მდიდარი კაცის ინტერესები თავისი ქვეყნის ინტერესებზე წინ დააყენოს", - ასე აფასებს აშშ-ის ყოფილი ელჩი საქართველოში იან კელი ირაკლი ღარიბაშვილის მიერ, ევროკომისიის პრეზიდენტ ურსულა ფონ დერ ლაიენისთვის მიწერილ წერილს.
"რატომ წერს პრემიერ-მინისტრი ევროკომისიის პრეზიდენტს თავისი ქვეყნის უმდიდრესი ადამიანის სახელით და უგულებელყოფს ევროკავშირის სხვა პუნქტებს საჭირო რეფორმების შესახებ? სხვა თუ არაფერი, ეს აჩვენებს, რომ მისი პრიორიტეტია ერთი ძალიან მდიდარი კაცის ინტერესები თავისი ქვეყნის ინტერესებზე წინ დააყენოს", - წერს იან კელი.
ცნობისთვის, საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ევროკომისიის პრეზიდენტ ურსულა ფონ დერ ლაიენს წერილით მიმართავს. პრემიერი ევროკომისიას მოუწოდებს, მკაფიო პოზიცია გამოხატოს ევროპარლამენტის რეზოლუციაში გამოთქმულ „უსაფუძვლო ბრალდებებზე“ და გაემიჯნოს კომისიის შეფასებით დოკუმენტში დეოლიგარქიზაციის შესახებ ჩანაწერის პერსონიფიკაციას. რაც შეეხება კომისიის შეფასებაში დეოლიგარქიზაციის შესახებ ჩანაწერს, პრემიერი ამბობს, რომ ევროპული კომისიის პოზიციის სიცხადე მნიშვნელოვანია იმისათვის, რომ არ დარჩეს სივრცე სპეკულაციებისთვის.