მსოფლიო
პოლიტიკა
საზოგადოება

12

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მეცხრამეტე დღე დაიწყება 23:31-ზე, მთვარე მერწყულშია – ფრთხილად იყავით სიტყვებთან და ქმედებებთან, იოლია კონფლიქტური სიტუაციის პროვოცირება. დღე მშვიდად გაატარე, მაგრამ არა მარტოობაში. ყურადღებით შეამოწმეთ ყველა ინფორმაცია. სერიოზული საქმეები გადადე. გაასუფთავეთ თქვენი სამუშაო ადგილი არასაჭირო ნივთებისგან. თანამშრომლებს ნაკლები შეხება უნდა ჰქონდეთ უფროსთან, მხოლოდ საჭიროების შემთხვევაში. დაიცავით ნეიტრალიტეტი კოლეგების მიმართ. არ არის რეკომენდებული შეხვედრების დანიშვნა. ხელშეკრულებების გაფორმება. ახალ სამსახურში გადასვლა. დაუფიქრებლად მოქმედება. ნუ აჰყვებით პროვოკაციებს და ნუ მოახდინეთ სხვების პროვოცირება. მოერიდეთ მთვრალ ადამიანებთან ურთიერთობა. უცნობ ადამიანებთან კონტაქტი.
სამართალი
მეცნიერება
კონფლიქტები
სამხედრო
მოზაიკა
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
უკრაინის პრეზიდენტის ოფისი აცხადებს, რომ გენერალური პროკურორი და უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელი არ გაუთავისუფლებიათ, უფლებამოსილება დროებით შეუჩერეს
უკრაინის პრეზიდენტის ოფისი აცხადებს, რომ  გენერალური პროკურორი და უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელი  არ გაუთავისუფლებიათ, უფლებამოსილება დროებით შეუჩერეს

უკ­რა­ი­ნის პრე­ზი­დენ­ტის ოფი­სის ხელ­მძღვა­ნე­ლის მო­ად­გი­ლის, ან­დრეი სმირ­ნო­ვის გან­ცხა­დე­ბით, ირი­ნა ვე­ნე­დიქ­ტო­ვა და ივან ბა­კა­ნო­ვი გე­ნე­რა­ლუ­რი პრო­კუ­რო­რი­სა და უსაფრ­თხო­ე­ბის სამ­სა­ხუ­რის თა­ნამ­დე­ბო­ბე­ბი­დან არ გა­უ­თა­ვი­სუფ­ლე­ბი­ათ, არა­მედ მათ უფ­ლე­ბა­მო­სი­ლე­ბა დრო­ე­ბით შე­უ­ჩე­რეს.

"ამ ორი თა­ნამ­დე­ბო­ბის პი­რის გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბა­ზე სა­უ­ბა­რი არ არის. სა­უ­ბა­რია იმა­ზე, რომ გე­ნე­რა­ლუ­რი პრო­კუ­რო­რი თა­ნამ­დე­ბო­ბი­დან დრო­ე­ბით გა­და­ა­ყე­ნეს, უშიშ­რო­ე­ბის სამ­სა­ხუ­რის უფ­როსს კი დრო­ე­ბით შე­უ­ჩერ­და უფ­ლე­ბა­მო­სი­ლე­ბა“, -აცხა­დებს ან­დრეი სმირ­ნო­ვი.

მისი გან­მარ­ტე­ბით, ჩა­ტარ­დე­ბა შე­მოწ­მე­ბე­ბი, რის შე­დე­გა­დაც პრე­ზი­დენ­ტი გა­და­წყვეტს გე­ნე­რა­ლუ­რი პრო­კუ­რო­რი­სა და უსაფრ­თხო­ე­ბის სამ­სა­ხუ­რის ხელ­მძღვა­ნე­ლის თა­ნამ­დე­ბო­ბი­დან გა­და­ყე­ნე­ბა­ზე თან­ხმო­ბის შე­სა­ხებ პარ­ლა­მენ­ტში შუ­ამ­დგომ­ლო­ბის წარ­დგე­ნას. სმირ­ნო­ვის გან­მარ­ტე­ბით, უფ­ლე­ბა­მო­სი­ლე­ბის შე­ჩე­რე­ბით თა­ვი­დან იქ­ნე­ბა აცი­ლე­ბუ­ლი გა­მო­ძი­ე­ბა­ზე პო­ტენ­ცი­უ­რი ზე­გავ­ლე­ნის მოხ­დე­ნის შე­საძ­ლებ­ლო­ბა.

ამას­თან, უკ­რა­ი­ნის პრე­ზი­დენ­ტმა, ვო­ლო­დი­მირ ზე­ლენ­სკიმ უკ­რა­ი­ნის უსაფრ­თხო­ე­ბის სამ­სა­ხუ­რის ხელ­მძღვა­ნე­ლის მო­ად­გი­ლეს, ვა­სილ მა­ლი­უკს უწყე­ბის ხელ­მძღვა­ნე­ლის მო­ვა­ლე­ო­ბის შეს­რუ­ლე­ბა და­ა­ვა­ლა.

შე­გახ­სე­ნებთ, გუ­შინ ცნო­ბი­ლი გახ­და, რომ უკ­რა­ი­ნის პრე­ზი­დენ­ტმა ვო­ლო­დი­მირ ზე­ლენ­სკიმ უსაფრ­თხო­ე­ბის სამ­სა­ხუ­რის უფ­რო­სი, ივან ბა­კა­ნო­ვი და ქვეყ­ნის გე­ნე­რა­ლუ­რი პრო­კუ­რო­რი, ირი­ნა ვე­ნე­დიქ­ტო­ვა თა­ნამ­დე­ბო­ბე­ბი­დან გა­ა­თა­ვი­სუფ­ლა.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
საბავშვო ბაღში გარდაცვლილი 2 წლის დაჩის დედის პირველი კომენტარი - "ჩემზეც ბევრი ბრალდებები წამოვიდა"
ავტორი:

უკრაინის პრეზიდენტის ოფისი აცხადებს, რომ გენერალური პროკურორი და უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელი არ გაუთავისუფლებიათ, უფლებამოსილება დროებით შეუჩერეს

უკრაინის პრეზიდენტის ოფისი აცხადებს, რომ  გენერალური პროკურორი და უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელი  არ გაუთავისუფლებიათ, უფლებამოსილება დროებით შეუჩერეს

უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელის მოადგილის, ანდრეი სმირნოვის განცხადებით, ირინა ვენედიქტოვა და ივან ბაკანოვი გენერალური პროკურორისა და უსაფრთხოების სამსახურის თანამდებობებიდან არ გაუთავისუფლებიათ, არამედ მათ უფლებამოსილება დროებით შეუჩერეს.

"ამ ორი თანამდებობის პირის გათავისუფლებაზე საუბარი არ არის. საუბარია იმაზე, რომ გენერალური პროკურორი თანამდებობიდან დროებით გადააყენეს, უშიშროების სამსახურის უფროსს კი დროებით შეუჩერდა უფლებამოსილება“, -აცხადებს ანდრეი სმირნოვი.

მისი განმარტებით, ჩატარდება შემოწმებები, რის შედეგადაც პრეზიდენტი გადაწყვეტს გენერალური პროკურორისა და უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელის თანამდებობიდან გადაყენებაზე თანხმობის შესახებ პარლამენტში შუამდგომლობის წარდგენას. სმირნოვის განმარტებით, უფლებამოსილების შეჩერებით თავიდან იქნება აცილებული გამოძიებაზე პოტენციური ზეგავლენის მოხდენის შესაძლებლობა.

ამასთან, უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელის მოადგილეს, ვასილ მალიუკს უწყების ხელმძღვანელის მოვალეობის შესრულება დაავალა.

შეგახსენებთ, გუშინ ცნობილი გახდა, რომ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ უსაფრთხოების სამსახურის უფროსი, ივან ბაკანოვი და ქვეყნის გენერალური პროკურორი, ირინა ვენედიქტოვა თანამდებობებიდან გაათავისუფლა.