ავტორი:

"ძლივს მივაღწიეთ სამლოცველომდე" - ფილმში ნაცვამი თეთრი კაბა და ცერემონია ლას-ვეგასში: ჯენიფერ ლოპესი და ბენ აფლეკი დაქორწინდნენ (ფოტოები)

"ძლივს მივაღწიეთ სამლოცველომდე" - ფილმში ნაცვამი თეთრი კაბა და ცერემონია ლას-ვეგასში: ჯენიფერ ლოპესი და ბენ აფლეკი დაქორწინდნენ (ფოტოები)

ჯენიფერ ლოპესთან დაახლოებულმა პირმა CNN-თან განაცხადა, რომ ჯეილო და ბენ აფლეკი ოფიციალურად დაქორწინდნენ.

"წყვილი შაბათს დაქორწინდა, ლას ვეგასში"- თქვა წყარომ. ჯენიფერ ლოპესმა ინფორმაცია, მეორე დღესვე, ოფიციალურ წერილში დაადასტურა.

ასევე წერილის ბოლოს მიაწერა: მისის ჯენიფერ ლინ აფლეკი.

"წუხელ ვეგასში გადავფრინდით და 4 სხვა წყვილთან ერთად ველოდით რეგისტრაციას. შუაღამემდე ძლივს მივაღწიეთ თეთრ საქორწილო სამლოცველომდე. მათ გულისხმიერება გამოიჩინეს და რამდენიმე წუთით გვიან დაკეტეს სამლოცველო, რათა ვარდისფერ კაბრიოლეტში ფოტოების გადაღებაც მოგვესწრო."

ლოპესმა დაწერა, რომ ცერემონიაზე მას "ძველ ფილმში ნაცვამი კაბა" ეცვა, აფლეკმა კი თავისივე გარდერობიდან აარჩია პიჯაკი.

"ჩვენივე დაწერილი ტექსტი წარმოვთქვით და ბეჭდები გავცვალეთ, რომელიც სიცოცხლის ბოლომდე გვეკეთება. საბოლოოდ, ეს საუკეთესო ქორწილი იყო, რაც კი წარმოგვედგინა."

წლების წინ ჯენიფერ ლოპესისა და ბენ აფლეკის ვარსკვლავური წყვილი ჰოლივუდში ყველაზე მომხიბვლელ წყვილად მიიჩნეოდა, თუმცა მათი სიყვარულის ამბავი დიდხანს არ გაგრძელებულა.

ბენი და ჯენიფერი 2002 წლიდან 2004 წლამდე დანიშნულები იყვნენ, თუმცა საქმე ქორწილამდე არ მისულა და მათი გზები გაიყო. დაშორებიდან 17 წლის შემდეგ კი წყვილი კვლავ ერთადაა.

წყარო: cnn

მოამზადა: ანა სიბოშვილმა