რუსი ჟურნალისტი, "ვრემიას" ყოფილი რედაქტორი მარინა ოვსიანიკოვა, რომელიც მსოფლიომ რუსეთის სახელმწიფო ტელევიზიის, "პირველი არხის“ პირდაპირ ეთერში უკრაინისადმი მხარდაჭერის გამოხატვით გაიცნო, დააკვეს. ამის შესახებ ინფორმაცია თავად მარინას "ფეისბუქის" გვერდზე ვრცელდება. ჯერჯერობით უცნობია, თუ რა გახდა მისი დაკავების მიზეზი.
ფოტოებში, რომელიც სოციალურ ქსელში გავრცელებულ განცხადებას თან ერთვის, ჩანს როგორ აკავებენ ქუჩაში მყოფ ოვსიანიკოვას სამართალდაცავები.
შეგახსენებთ, 14 მარტს რუსეთის სახელმწიფო ტელევიზიის, "პირველი არხის“ საინფორმაციო გადაცემა "ვრემიას" დროს, მარინა ოვსიანიკოვა პირდაპირ ეთერში წამყვანის უკანა ფონზე ომის საწინააღმდეგო ბანერით: "არა ომს, შეაჩერე ომი" შევიდა. მის ბანერზე ასევე ეწერა: "არ დაუჯეროთ პროპაგანდას, აქ გატყუებენ, რუსები ომის წინააღმდეგ".
აღნიშნული ქმედების შემდეგ, იგი რუსმა სამართალდამცავება დააკავეს, თუმცა ჯარიმა (30 000 რუბლი) დააკისრეს და მალევე გაათავისუფლეს.
ამის შემდეგ ოვსიანიკოვა რამდენიმე თვე რუსეთის ფარგლებს გარეთ, სხვადასხვა ქვეყანაში ცხოვრობდა.
მიმდინარე თვის დასაწყისში კი რუსეთში დაბრუნდა, რათა მონაწილეობა მიეღო სამამართლო დავაში, რომელმაც უნდა გადაწყვიტოს ვისთან იცხოვრებს მისი არასრულწლოვანი შვილი - ოვსიანიკოვასთან თუ მის ყოფილ მეუღლესთან.
ამასთანავე, აღსანიშნავია, რომ ორი დღის წინ ოვსიანნიკოვამ ერთკაციანი პიკეტი მოაწყო კრემლის ფონზე პლაკატით, რომელზეც ეწერა "პუტინი მკვლელია“.