უკრაინის პირველი ლედის, ოლენა ზელენსკას განცხადებით, რუსი თავდამსხმელების მოგერიებისას უკრაინელები ამას არა მხოლოდ თავისთვის, არამედ ევროპისთვისაც აკეთებენ.
ამის შესახებ ზელენსკამ იტალიური გამოცემა Corriere della Sera-სთან ისაუბრა.
"უბრალოდ წარმოიდგინეთ, თქვენს ქვეყანაში, საოცარ მილანში ან ნეაპოლში შემოიჭრნენ რუსი დამპყრობლები. წარმოიდგინეთ, რომ მათ დაიპყრეს რომის შემოგარენი, მოკლეს გარეუბნების მცხოვრებლები, მათი რაკეტები მოფრინავენ ყოველდღიურად ბოლონიის საცხოვრებელ სახლებში და შემდეგ იქიდან ამოგყავთ უსულო ბავშვები და ამ დროს ვიღაც ამბობს: "დააწყეთ იარაღი, არ შეეწინააღმდეგოთ!“ სცადეთ დაელაპარაკოთ მათ, ვინ ახლახან მოკლა თქვენი მშობლები ბომბით ან დანაღმა თქვენი შვილების სკოლა“,- განაცხადა ოლენა ზელენსკამ.
მისი თქმით, დამპყრობელი, ისევე როგორ მოძალადე, არასდროს არ გაჩერდება და „თუ მას დანებდები, ის უფრო შორს წავა და ვინ იცის იქნებ თქვენამდეც მოვიდეს”.
ქალბატონო მილანს და იტალიას ეგ არც წარმოუდგენიათ და არც იარაღს დაყრიან იმ მიზეზის გამო რომ არც აიღებენ ხელში ირაღს 1939 ში ეგრე არ ქნეს მთელი დას ევროპა ორთვეში დაიმორჩილა ჰიტლერმა. ომით მარტო ომან უნდა იომოს ვის ზურგზე ცხოვრებაც უნდა ევროპას და აშშ ს ასე რომ მაგათ არ მგონია მაგ სამწუხარო სენტიმენტებით შეწუხდენ ერთი 2008 ში აღშფოთდნენ და მერე ეგრე კიდე შეწუხდენიან რა
ვისაც ეგ საშინელება წარმოუდგენია და იცის, რუსეთის მიმართ უკრაინის პოლიტიკას ამერიკის დღის წესრიგის მიხედვით არ წარმართავდა.